თეგი: მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: ტრაგიკული დროა ევროპისთვის
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე, „რომელიც არღვევს ევროპის საბჭოს სტატუტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუბრუნდეს დიპლომატიას მშვიდობის აღსადგენად და მთელი კონტინენტისთვის შემდგომი დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ეს არის ტრაგიკული დრო ევროპისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ის ეფუძნება. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა პრიორიტეტულ საკითხად უნდა დარჩეს. მთელი ჩემი ფიქრები უკრაინისკენ, მისი ხალხისა და ხელისუფლებისკენაა მიმართული. მინისტრთა კომიტეტთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, ჩვენ სასწრაფოდ მივიღებთ აუცილებელ ზომებს არსებულ ვითარებაზე რეაგირებისთვის. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. „მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს. საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან და ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან“, - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების დასახმარებლად ძალისხმევას გავაგრძელებთ - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი თბილისში
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების დასახმარებლად ძალისხმევა გაგრძელდება. ევროპის საბჭო ასევე ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ მიიღო: „ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ამას თითოეულ შეხვედრაზე, სადაც ეს საქმე განიხილება“. „ჩვენ გავაგრძელებთ ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ჩვენ გავაგრძელებთ ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობას, რომლებიც მიზნად ისახავს ხიდის გადებას მოსახლეობის ჯგუფებს შორის და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს რეგიონში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ წვდომის მოპოვებისთვის“, - აღნიშნა ბურიჩმა. „ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას. „2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროსაბჭო ისევ იქნება ამ რეფორმების ერთგული. ეს ყველაფერი თქვენ წაგადგებათ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ჩვენ აპრილში გამოვეცით ამ წლის კონსოლიდირებული ანგარიში სწორედ საქართველოს შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას. ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. საგარეო უწყების თანახმად, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. როგორც ცნობილია, საქართველოს 30-3 ივლისს, ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების დასახმარებლად ძალისხმევას გავაგრძელებთ - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი თბილისში
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: ვხედავთ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან ევროპული გზისთვის
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა თბილისში, ქალთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ „მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“. ბურიჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მოქალაქეები იბრძვიან ევროპული გზისთვის „ყველას მადლობას გეტყვით ამ არაჩვეულებრივ კონფერენციაზე დასწრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ასეთი არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს, რომ გამოჩნდეს, რამდენი ქალია აქტიურად ჩართული მშვიდობის საკითხებში გლობალურად და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ეს ქალთა ლიდერობის წარმოსაჩენად. გვჭირდება ქალთა უფრო მეტი ჩართულობა, ორივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორივე, ვიმუშაოთ ერთად და ვაშენოთ მსოფლიო მშვიდობა. ამას თავისთავად ზოგჯერ ახალი როლიც მოაქვს, რასაც ვხედავთ უკრაინელ ქალებთან, როგორ ასრულებენ იმ როლებს, რომლისთვისაც არასდროს ყოფილან მზად, იქნება ეს ჯარში, ადმინისტრაციაში, პოლიტიკაში. ისინი ტოვებენ თავიანთ სახლებს, ოჯახებს, შვილებს, ზოგჯერ სრულიად არადაცულ გარემოში და ვხედავთ, როგორ შეუძლიათ ქალებს იბრძოლონ მსოფლიო მშვიდობისთვის, კაცობრიობისთვის. ა მას ვხედავთ უკრაინელი ქალების მაგალითზე, ავღანელი ქალების მაგალითზე და ყველას სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, პარტნიორობა და მხარდაჭერა ამ ბრძოლაში. ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაც ასევე ერთვება ამ ბრძოლაში, ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, ვინაიდან ეს არის მათი ცხოვრების ხარისხის და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ნაწილი. ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული საბჭო, რომელსაც მე წარმოვადგენ, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, სადაც მოქალაქეთა უფლებები, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ჯგუფის უფლებები დაცულია, რაც მნიშვნელოვანია ლიდერობის ხარისხის მისაღწევად. მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა. თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბეარი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები უიდედ ბუშამაუი, დოქტორი რუთ მიჩელი.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. „ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართულობის მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის კაბინეტის ხელმძღვანელი ჯანლუკა ესპოზიტო, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორი მიროსლავ პაპა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი ირენ კიტსუ-მილონა ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, (ოკუპირებული, რედ.) აფხაზეთი და (ე.წ. რედ.) სამხრეთ ოსეთი, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: ვგმობთ ძალადობას, რომელმაც ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია. „ევროპის საბჭო და მე ვგმობთ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და რომელმაც ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში საკვანძო საკითხია“, - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი Twitter-ზე. I @coe condemn the violence that preceded & prevented @TbilisiPride. Freedom of expression & assembly are key in a democratic society @CoESpokesperson — Marija Pejčinović Burić (@MarijaPBuric) July 8, 2023 ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერსა და მთავრობის წევრებს - დუნია მიატოვიჩი 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალზე: დამწუხრებული ვარ, ვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. “დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ახლოს რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული სასიკვდილო სროლით. ვუსამძიმრებ ოჯახს და საქართველოს ხელისუფლებას. ვითხოვ მეორე გატაცებულის გათავისუფლებას“, - წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ გზისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია — მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი
ევროპის საბჭო საქართველოს ევროპულ გზისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილე, ლაშა დარსალიასთან შეხვედრისას განაცხადა. ბურიჩმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ურყევ ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროპის საბჭოს ცნობით, „ორგანიზაცია გააგრძელებს მოწოდებას საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წვდომისათვის მომავალი კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადებისთვის.“ უახლესი კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ბურიჩი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ევროპის საბჭო მზადაა, ევროკავშირის გზაზე მხარდაჭერა განაგრძოს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. „მივესალმები ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენს წევრ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენს წევრ ქვეყანას საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ევროპის საბჭო მზად არის, ევროკავშირის გზაზე ამ ქვეყნების მხარდაჭერა განაგრძოს." საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
ევროპის საბჭოს გენმდივანი: ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოა
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „გასულ წელს, ქართველ ბევრ მეგობართან ერთად მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გაწვევას. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა რჩება საკვანძო,“ აღნიშნავს ბურიჩი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სომხეთში ჩადის
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ვიზიტი 8 აპრილს შედგება. ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ფაშინიანმა ევროპის საბჭოს გენმდივანს უმასპინძლა და დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულება დაუდასტურა
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა სომხეთში რეფორმების განხორციელებისადმი ევროპის საბჭოს მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ დაადასტურა. შესაბამისი ინფორმაცია სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვებგვერდზე განთავსდა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენმდივანი სომხეთში ვიზიტით იმყოფება. „სომხეთი თავისი დემოკრატიითა და ფასეულობებით ამტკიცებს, რომ ის ერთგულია იმ დღის წესრიგისადმი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების შენარჩუნებას, მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოების სტაბილურობას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის რაც შეიძლება მალე დამყარდეს და გაგრძელდეს, ” - აღნიშნა COE– ს გენერალურმა მდივანმა. ბურიჩი ქვეყნის პრემიერ ფაშინიანსაც შეხვდა. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დღეს, ერევანში. „COE გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას რეფორმირების პროცესში,” - აღნიშნა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ასევე შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის თემები, მათ შორის, რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში. ასევე რეგიონული სტაბილურობის საკითხები. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ასევე შეეხნენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. „ამ კონტექსტში, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის შესაბამის ძალისხმევას - მინისტრი ხაზს უსვამს ატმოსფეროს შექმნის მნიშვნელობას მტრობისგან გათავისუფლებისა და ძირითადი საკითხებისადმი მკაფიო ვალდებულებას. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის მიდგომა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში ორ მნიშვნელოვან საკითხზე: კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, საზღვრების ხელშეუხებლობა და რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა. არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის დაცვას, ასევე საერთაშორისო სამართლის ცნობილ პრინციპებს,“ წერს სომხეთის საგარეო უწყება. რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას, სომხეთის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც 2023-2026 წლებს მოიცავს და ასევე განიხლებოდა ის ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას. ამ კონტექსტში, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის ვალდებულებას და პოლიტიკურ ნებას. „ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მდიდარ დღის წესრიგში, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს როლს ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ხალხის პრობლემების მოგვარებასა და საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფაში,“ წერს ფაშინიანის ოფისი. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკაში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის თქმით, სომხეთისთვის გამოწვევებით სავსე პერიოდში, სომხეთის მთავრობა ეფექტიანად ახორციელებს რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით. „ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ნორმალიზაციის პროცესზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობებზე. ფაშინიანმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის "მშვიდობის გზაჯვარედინის" პროექტი და მისი პრინციპები. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ "მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისათვის,“ წერს სომხეთის პრემიერის ოფისი. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ცნობით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. მან ასევე დაადასტურა ევროპის საბჭოს ნდობის მშენებლობის ზომების (CBMs) განხორციელების შესაძლებლობა, რეგიონში დიალოგის გასაძლიერების ძალისხმევის გასაძლიერებლად. ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ევროპის საბჭოს გენმდივანი: მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, გაეწვიათ ეს კანონპროექტი. ამ კანონპროექტის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობასთან არსებული კითხვის ნიშნების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზირებისა და მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი. მე ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანად გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც ბოლო წლებში ახასიათებდა ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.“
ევროპის საბჭოს გენმდივანი: შესაძლოა, საფრთხე შეექმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, „საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ უარი თქვა მნიშვნელოვანი დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.“ ევროპის საბჭო „კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.“ „მკაცრად ვგმობ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, რადგან ის ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ამ ნაბიჯით, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს ამ კანონის გაწვევის შანსი და შინაარსიან დიალოგში ჩართვაზე თქვეს უარი, უგულებელყვეს ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის ავტორიტეტული იურიდიული მოსაზრებები ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს ასახავს. შესაბამისად, ღრმად შეშფოთებული ვარ ამ კანონის უარყოფითი გავლენით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული შეკავებებისა და გაწონასწორების პოლიტიკაზე, რამაც პოტენციალურად შეიძლება, ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოს. არანაკლებ შემაშფოთებელია აშკარა დაუსჯელობა დაშინებისთვის, ძალის არაპროპორციული გამოყენებისთვის და სტიგმატიზებაში ნარატივებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული და უფლებების დარღვევებში ჩართული პირებმა პასუხი უნდა აგონ, რათა დაიგმოს მსგავსი პრაქტიკები, რომელთა ადგილიც დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. ევროპის საბჭო რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სრულ მხარდამჭერად," - წერია განცხადებაში.