თეგი: ნაწილობრივი მობილიზაცია
მედია: პუტინის ტელემიმართვის შემდეგ, რუსეთში სტამბოლისა და ერევნის მიმართულებაზე ყველა ბილეთი გაიყიდა
ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში, 21-22 სექტემბრისთვის ერევნისა და სტამბულის ყველა ბილეთი გაიყიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „იმის გამო, რომ ყველა ქვეყანა არ იღებს რუსებს ტურისტული ვიზებით, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულნი არიან აირჩიონ ფრენისთვის ის ქვეყნები, სადაც შესვლა ჯერ კიდევ ნებადართულია. ასე რომ, რუსებმა უკვე იყიდეს 21 და 22 სექტემბრის ყველა ბილეთი მოსკოვი-სტამბოლის მიმართულებაზე. საუბარია პირდაპირ ფრენებზე ტრანსფერების გარეშე“,- წერს მედია. ამასთან, ავიაბაზარმა მზარდ მოთხოვნას მაღალი ფასებით უპასუხა და 23 სექტემბერს მოსკოვიდან სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულება გაძვირდა. „მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი 82 - 82 ათასი რუბლი ღირს, ასეთი ბილეთებიც კი არც ისე ბევრი დარჩა. რუსებს ქვეყნის დატოვება უნდათ“, - წერს უკრაინული მედია. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ პეტიციას, ათიათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი
Change.org-ზე გაშვებულ პეტიციას რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი. ბოლო მონაცემებით პეტიციას 121 ათასი ადამიანი აწერს ხელს. რაოდენობა ონლაინ-რეჟიმში იცვლება. „ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები, ქალები და კაცები, ვეწინააღმდეგებით საერთო და ნაწილობრივ მობილიზაციას. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ აქვს ამის გამოცხადების სამართლებრივი საფუძველი, წონიანი და დასაბუთებული მიზეზები და არც შეიძლება ჰქონდეს. ამჟამინდელ ვითარებაში ჩვენ მზად არ ვართ, ჩვენი ქვეყნის კაცები - ძმები, შვილები, ქმრები, მამები და ბაბუები - მორალური თუ ფიზიკური საფრთხის წინაშე დავაყენოთ“, - ნათქვამია პეტიციაში. პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, შესაძლო მობილიზაციის შესახებ ინფორმაცის ფონზე, 2022 წლის აპრილში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, ავტორებმა გადაწყვიტეს ხელმოწერების შეგროვების გახანგრძლივება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მთელი პერიოდისთვის. მაისისთვის პეტიციას 50 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ხედავს, რომ მისი ქვედანაყოფები გარბიან. მას მილიონიანი არმია სჭირდება ჩვენთან მოსასვლელად
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია" მოსალოდნელი იყო და ეს უკრაინის გეგმებში არაფერს შეცვლის. ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა „ის (პუტინი) ხედავს, რომ მისი ქვედანაყოფები უბრალოდ გარბიან. მას მილიონობით არმია სჭირდება ჩვენთან მოსასვლელად. რადგან ხედავს, რომ ჩვენთან მოსულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ გარბის. მას სურს დაიხრჩოს უკრაინა სისხლში, მაგრამ ასევე საკუთარი ჯარისკაცების სისხლში“, - განაცხადა ზელენსკიმ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს
მედიის ცნობით, ხუთშაბათს ღამით სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ქალაქ ლომონოსოვში და ორენბურგის ოლქის ქალაქ გაიში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისები დაწვეს. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უსაფრთხოების ძალებმა, ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავებულია ათობით მომიტინგე გავრცელდა ვიდეო „ჩვენ ვართ ლომონოსოვიტები", სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის შენობის პირველ სართულზე განთავსებული სამხედრო კომისარიატი. გაის ხანძრის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Gai.rf ავრცელებს ინფორმაციას. რეკრუტირების ოფისი ორსართულიან კორპუსშია განთავსებული. ცეცხლმა შენობის მხოლოდ ერთი კედელი დააზიანა. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის ან დეზერტირობის შემთხვევაში, 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს
რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს. კანონი სახელმწიფო დუმამ 20 სექტემბერს, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების წინა დღეს სასწრაფოდ მიიღო. ცვლილებების თანახმად, ასევე მკაცრდება სასჯელი მობილიზაციის პერიოდში დანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის, ბრძანების შეუსრულებლობისთვისა და დეზერტირებისთვის. საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, ხოლო თუ უარს „მძიმე შედეგები“ მოჰყვა, პატიმრობა 10 წლამდეა. იგივე ვადა გათვალისწინებულია ბრძანების შეუსრულებლობისთვის. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე, 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
უკრაინის ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, რუსეთის ქალაქებში 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, იუწყება OVD-Info. მოსკოვის დროით 19:06 საათისთვის პროექტი, რუსეთის 32 ქალაქში 707 დაკავებულის შესახებ იუწყებოდა. OVD-Info-ს ცნობით, მოსკოვში (300-ზე მეტი ადამიანი), სანკტ-პეტერბურგში (100-ზე მეტი) და ნოვოსიბირსკში (დაახლოებით 70) ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციები, რუსეთის ქალაქებში 21 სექტემბერს დაიწყო. 1 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
რუსული მედია: ზემო ლარსზე, მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს, გაწვევის უწყებებს ურიგებენ
ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. ამის შესახებ კრემლის კონტროლირებად მედიას ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურისა და მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს. რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს ზემო ლარსზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის სამობილიზაციო პუნქტის განლაგების გეგმის შესახებ, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვოლოდინი: რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან წასული ადამიანების სიებს ადგენს
რუსეთის ხელისუფლება საზღვრებზე იმ მოქალაქეთა სიებს ადგენს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა „ჩვენ ვადგენთ ყველა იმ ადამიანების სიებს, ვინც ახლა გზაზე დგას. გგონიათ არავინ იცის ვინ სად და რატომ წავიდა?“, - განაცახადა ვოლოდინმა. რუსეთის თავდაცვის უწყება: სამინისტრო არ გეგმავს, მიმართოს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნებაზე ვოლოდინს არ დაუკონკრეტებია სიების შედგენის მიზანი.
მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად, ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობას დე ფაქტო პასპორტების გამოყენებისკენ მოუწოდებენ
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და დეპარტამენტის სამოქალაქო პერსონალს, რეკომენდაციას აძლევეს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით გადაკვეთონ. ინფორმაციას, დე ფაქტო თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს, რომ დეპარტამენტის სამხედროებმა და სამოქალაქო პერსონალმა გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი საბუთი. სამხედრო მოსამსახურის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და სამსახურის ცნობა“, - ნათქვამია დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარალელურად, სამხრეთ ოსეთის ეროვნული არმია შეიარაღებული ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის შესანარჩუნებლად დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს. გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, რამაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გადატვირთვა გამოიწვია. საქართველოს საზღვართან კლომეტრიანი რიგებია. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვიაჩესლავ ვოლოდინმა თავდაცვის სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ, წვევამდელებისთვის საზღვრების ჩაკეტვაზე განცხადება უარყო
სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განმარტების შემდეგ, საკუთარი განცხადების უარყოფა მოუწია. მანამდე სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა განაცხადა, რომ წვევამდელებს მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ. თავდაცვის სამინისტრომ მას შეხსენება გაუგზავნა,რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია „ნაწილობრივი“ იყო და შესაბამისდ წვევამდელებს მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვება ვერ აეკრძალებოდათ. ხმაურიანი განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა თქვა, რომ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ახსნა-განმარტება მიიღო“. „ვინაიდან მობილიზაცია ნაწილობრივია, არ მოქმედებს 31-ФЗ კანონის 21-ე მუხლის ნორმა“, - წერს დანილოვი „ტელეგრამ არხზე“. რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სათათბიროს სპიკერისთვის განმარტებას წერდა, ანდრეი კლიშასმა, ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, კანონის ინტერპრეტაცია მოახდინა. მისი ინტერპრეტაციით, თუ წვევამდელი ტოვებს ქვეყანას მობილიზაციის დროს, ის არღვევს ფედერალურ კანონს "მობილიზაციის შესახებ..", მაგრამ არ არღვევს ფედერალურ კანონს "რუსეთის ფედერაციის დატოვების პროცედურის შესახებ ...". ინფორმაცია, სამხედრო ასაკის კაცებისთვის რუსეთის ფედერაციის საზღვრების შესაძლო დახურვაზე, 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადებისთანავე გავრცელდა. ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე, ვისაც ბრძოლა არ სურს, ქვეყნის დატოვებას მასიურად ცდილობს. უმეტესობა ახერხებს საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ისინი, ვისი სახელზეც უკვე გაწვევის ცნობა მზად არის ან გაიცა, საზღვარს ვერ ტოვებენ. ერთი დღით ადრე, ვოლოდინმა შესთავაზა საზღვარზე რუსების მიერ მიტოვებული მანქანები გადაეცა "საბრძოლველად წასული ბიჭების ოჯახებს".
შოიგუმ პუტინს, მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „მობილიზაციისთვის გამოძახებული მოქალაქეების გაგზავნა დღეს დასრულდა. მოქალაქეებისთვის შეტყობინების დაგზავნა შეჩერებულია. დავალება, რომელიც თქვენ დაისახეთ 300 000 ადამიანის გაწვევის შესახებ, შესრულებულია. დამატებითი ზომები არ იგეგმება", - განაცხადა მინისტრმა. შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
მედიის ცნობით, კემეროვოში, ქალმა სამხედრო კომისარიატს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა
კემეროვოს ზავოდსკოიის ოლქის სამხედრო აღრიცხვისა და აღრიცხვის კომისარიატს, ქალმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. შოიგუმ პუტინს, მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა ამის შესახებ გამოცემა NGS42, კემეროვოს რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ხანძარს ორი სახანძრო ბრიგადა აქრობდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. NGS42-ს წყარომ განუცხადა, რომ ქალმა შენობას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის ოფისების და ადგილობრივი ადმინისტრაციების დაწვის შემთხვევები გახშირდა. შენობებს ცეცხლი გაუჩნდა ყაზანში, კიზილში, ნოვოსიბირსკში, ნიჟნი ნოვგოროდსა და სხვა ქალაქებში. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.