თეგი: პორტები
რუმინეთი რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს
რუმინეთი 17 აპრილიდან რუსული დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული გემებისთვის პორტებს დახურავს. გამონაკლისია დაშვებული გემებისთვის, რომლითაც ჰუმანიტარული ტვირთი, ან სამედიცინო დახმარების პროდუქცია გადააქვთ. რუსული გემებისთვის საკუთარი პორტების დახურვის შესახებ უკვე განაცხადა იტალიამ. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გემებისთვის პორტებს ხურავს პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ
ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს
17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა აეკრძალათ
შეერთებული შტატები მოსკოვის შემდგომი იზოლაციის მიზნით, რუსეთთან აფილირებულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლას უკრძალავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არცერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავდა, ან რომელიც ეკუთვნის რუსულ კომპანიას, აშშ-ის პორტებში ან სანაპიროებზე შესვლის უფლება არ მიეცემა". შეგახსენებთ, ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს. 17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
უკრაინის მთავრობა ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკის და ხერსონის პორტებს ხურავს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბერდიანსკის, მარიუპოლის, ხერსონისა და სკადოვსკის პორტების დახურვის ბრძანება გასცა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საზღვაო პორტები დახურულია მათზე კონტროლის აღდგენამდე. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, რადგან შეუძლებელია გემებისა და მგზავრების მომსახურება, ნავიგაციის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველყოფა ამ რეგიონებში რუსეთის ომის დროს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვაო ნავსადგურების ოპერირება განახლდება რუს ოკუპანტებზე უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: EU უკრაინის ექსპორტის განსაბლოკად სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნას განიხილავს
ევროკავშირი, უკრაინის აგრარული პროდუქტების, რუსეთის ბლოკადისგან გასათავისუფლებლად, სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ El Pais წერს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ბრიუსელში იმ ქვეყნებში შექმნილ ვითრებას და შიმშილის საფრთხეს განიხილავენ, რომლებიც უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად ევროკავშირი მზადაა ყველა რესურსის მობილიზებისთვის, რათა უკრაინის პორტებში ხორბლის დაბლოკვის შედეგად, მესამე სამყაროს ქვეყნებზე არსებული წნეხი შეამსუბუქოს. განიხილება სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნა, რომლის თანხლებითაც უკრაინის პორტებიდან გემებით, ხორბლის გამოტანა განხორციელდება. ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ასევე გაჟღერდება მოთხოვნა ვლადიმერ პუტინთან მიმართებით, რომ უკრაინას პორტებში დაბლოკილი ხორბლისა და სასურსათო პროდუქტების გამოტანის შესაძლებლობა მისცეს. ამასთან გამოცემა წერს, რომ სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნა და უკრაინული ხორბლის პორტებიდან გამოტანის ოპერაცია, რისკებს შეიცავს, რადგან რუსეთის საზღვაო ფლოტთან დაპირისპირების საფრთხე რეალურია. მაგრამ ბრიუსელი ასეთივე შეშფოთებით უყურებს მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კრიზისს, იმ ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას ამ დროისთვის, EU მსოფლიოში 18 ოპერატიულ მისიას აწარმოებს, მათ შორის რამდენიმე სამხედრო-საზღვაო მისიაა. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიაზე იარაღის ემბარგოს აღსრულება, ან მეკობრეობასთან ბრძოლა ინდოეთის ოკეანეში სომალის სანაპიროსთან. „მაგრამ ყველა გამოკითხული წყარო აღიარებს, რომ შავ ზღვაში ხორბლის განბლოკვის ოპერაცია უპრეცედენტო რისკია ევროპული ძალებისთვის. ევროკავშირს სურს აჩვენოს შიმშილის წინაშე მყოფ ქვეყნებს, რომ მარცვლეულის დეფიციტი არა ევროპული სანქციები შედეგია, როგორც რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, არამედ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადითაა გამოწვეული“, - ამბობს გამოცემის წყარო. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ნავსადგურები იანვარ-აპრილში 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს. ტვირთბრუნვა გაიზარდა როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში. ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში / 2022 წლის იანვარ-აპრილი • ფოთის პორტი - 2.4 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.2 მლნ ტონა • ბათუმის პორტი - 1.6 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.3 მლნ ტონა საკონტეინერო ტვირთბრუნვა 2022 წლის იანვარ-აპრილში 6.5%-ით გაიზარდა. პორტების მიერ გადამუშავებული კონტეინერები / 2022 წლის იანვარ-აპრილი • ფოთის პორტი - 102 890 TEU (+ 4935 TEU) • ბათუმის პორტი - 33 745 TEU ( + 3434 TEU) • სულ - 136 635 TEU ( + 8370 TEU)
თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე პროგრესს მიაღწია
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დღეს მოსკოვში უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ უკრაინული მედია Milliyet-ზე დაყრდნობით იუწყება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა „კონსტრუქციულ და ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში" გაიმართა. თურქული მხარის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისა და გაეროს მონაწილეობით ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა და თურქეთმა ასევე განიხილეს ბლოკირებული უკრაინის პორტებიდან ტვირთების კომერციული გემებით გატანისა და ბორისპოლის აეროპორტში თურქული თვითმფრინავების უსაფრთხო დაბრუნების საკითხი. რაც შეეხება კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრას, ის სავარაუდოდ „უახლოეს კვირებში“ უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ბაქოს პორტსა და თურქულ Albayrak Holding-ს შორის შეთანხმება, აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის - თალეჰ ზიადოვი
ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტსა და თურქულ Albayrak Holding-ს შორის შეთანხმება აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა თურქულ Albayrak Holdnig-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს ბაქოს პორტით მინერალური სასუქების ტრანზიტის ზრდის უზრუნველყოფას. „ახალი პორტის ტერმინალის სრული დატვირთვით გაშვება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. გარდა ამისა, ამ დროისთვის ბაქოს პორტში მინერალური სასუქების გადაზიდვა ხორციელდება მთავარ სატვირთო ტერმინალში და ახალი ტერმინალის ამოქმედებასთან ერთად, მოსალოდნელია ამ პროდუქტის გადაზიდვის ზრდა. ასევე მოსალოდნელია ზრდა, პორტის ტვირთების საერთო ნაკადში“, - განაცხადა ზიადოვმა. აღსანიშნავია, რომ კომპანია Albayrak-ის ჯგუფთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით და ბაქოს პორტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, მისი ერთ-ერთი ტერმინალის მართვა, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალი წლის პირველ ნახევარში ჩაეშვება, Albayrak-ი განახორციელებს.
უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს
უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს. დღეს ეს და სხვა საკითხები ტაშკენტში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტისას განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა უზბეკეთმა კოლეგამ აბდულა არიპოვმა ტაშკენტში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მათი კაბინეტის წევრების მონაწილეობით მოლაპარაკებები გამართეს. ძირითადი ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობებს ეკონომიკურ სფეროში დაეთმო. „მხარეებმა ევროპულ ბაზარზე უზბეკეთის პროდუქციის ექსპორტისთვის, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო უზბეკეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვა-კასპიის ზღვის მარშრუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და რეკონსტრუქცია. თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ორმხრივ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა გაზარდოს.მხარეებმა ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ისაუბრეს. საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს.