თეგი: საზღვარი
პოლონეთმა ბელორუსთან აღმოსავლეთ საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო
პოლონეთმა ბელორუსის აღმოსავლეთ საზღვარზე 394 მილიონი დოლარის ღირებულების კედლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება AP. ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტთა ნაკადი პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვარს ზაფხულში მიაწყდა, რამაც პოლონელ მესაზღვრეებთან შეტაკება გამოიწვია. პოლონეთმა ბელორუსის საზღვარი მავთულხლართებით ჩაკეტა და მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა. პოლონეთის ლითონის კედელი, 5,5 მეტრის სიმაღლეზე, გადაჭიმულია 180 კილომეტრზე, ბელორუსის სახმელეთო საზღვრის გასწვრივ, ასევე მოიცავს მდინარე ბაგს. მისი მშენებლობა ივნისში უნდა დასრულდეს და დაახლოებით 1,6 მილიარდი ზლოტი (394 მილიონი დოლარი) დაჯდება. კრიტიკოსები და გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ეს არ შეაჩერებს მიგრანტებს, მაგრამ დააზარალებს ევროპის ერთ-ერთ ბოლო ხელშეუხებელ ტყეს, ბელოვეჟსკაია პუშჩას.
სომხეთმა, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისია დააკომპლექტა
სომხეთმა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის შემადგენლობა ჩამოაყალიბა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს როგორც Trend იუწყება სომხურ მედიაზე დაყრდნობით, ამის შესახებ რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „კომისიის შემადგენლობა მზად არის, ვფიქრობ, როცა დრო დადგება, სამუშაო ჯგუფი გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა მან. სომხეთმა გაასაჯაროვა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას შესთავაზა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის შესაბამის ბრძანებაშია ნათქვამი. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს კომისიას ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი უხელმძღვანელებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორშაბათს, 23 მაისს, ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“. ერთი დღით ადრე ბრიუსელში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის მონაწილეობით. მოლაპარაკების შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სასაზღვრო კომისიების პირველი სხდომა, რომლის დროსაც განიხილება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხები. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა
ირანმა ერაყთან საზღვარი დროებით დახურა
ბაღდადში მომხდარი არეულობისა და დაძაბული ვითარების ფონზე, ირანმა ერაყთან საზღვარი დროებით დახურა. როდის გაიხსნება ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ამ დროისთვის უცნობია. საპროტესტო აქციების ფონზე ერაყში კომენდანტის საათი გამოცხადდა სახმელეთო საზღვარზე კომუნიკაციების შეჩერების გარდა, გაუქმდა ფრენები თეირანსა და ბაღდადს შორის, რომელიც მომლოცველებს ემსახურება. თავის მხრივ, ერაყის დედაქალაქში ირანის საელჩომ მოუწოდა ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ერაყში იმყოფებიან, თავი აარიდონ ბაღდადში, სამარაში, კადიმიაში და ზოგიერთ სხვა დასახლებულ პუნქტში გამგზავრებას, სადაც უსაფრთხოების რისკები მაღალია.
ადამ კინზინგერი: ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არ შეუშვებს რუს ტურისტებს
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ საზღვრების ჩაკეტვა რუსი ტურისტებისთვის, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა. „ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავს საზღვრებს და მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არ შეუშვებს რუს ტურისტებს. ჯარში გაწვევის ასაკის მქონე კაცების შედინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში, ძალიან საშიშია. უნდა დავინახოთ, რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმი მნიშვნელოვანია", - წერს კინზინგერი Twitter-ზე.
პოლონეთი საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად, ახალ დაჯგუფებას ქმნის
პოლონეთის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ახალი დაჯგუფება - საზღვრის დაცვის კომპონენტი (KOP) შეიქმნება. KOP-ის შექმნის კონცეფციის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა მოაწერა ხელი. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის ფონზე, საზღვრის დაცვის გაძლიერება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პოლონეთი მანამდე, ბელორუსის ჰიბრიდული აგრესიის წინაშე აღმოჩნდა, რამაც კულმინაციას გასულ შემოდგომაზე მიაღწია. მარიუშ ბლაშჩაკმა ასევე განაცხადა, რომ ჰიბრიდული აგრესია პოლონეთის წინააღმდეგ, არ შეწყვეტილა და კრემლს შეუძლია, არსებული რთული ვითარება, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გამოიყენოს, რათა ამ რეგიონებიდან ხალხი ბელორსი-პოლონეთის საზღვარზე გაგზავნოს. „მე გადავწყვიტე, თავდაცვის ძალების ფარგლებში, საზღვრის დაცვის კომპონენტის შექმნის კონცეფცია მივიღო“, - აღნიშნა ბლაშაკმა.
ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს
ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური მიგრაციის შეჩერების მიზნით, რუსეთის საზრვართან ღობის აშენების ინიციატივით გამოდის. მესაზღვრეებმა თავიანთ მოხსენებაში „უსაფრთხოების პირობების ცვლილების გამო“ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ფიზიკური ბარიერის აშენებას რეკომენდაცია გაუწიეს. საზღვრის დაცვის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ღობე ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქეების ფინეთის საზღვარზე შემოდინების თავიდან აცილებას, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეინიშნება. სასაზღვრო სამსახურის უფროსის პასი კოსტამოვაარას თქმით, ღობის სიგრძე შეიძლება 130-დან 260 კმ-მდე იყოს და მშენებლობას ორი-სამი წელი დასჭირდება.
ბაქოს ცნობით, სომხეთმა აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა. უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 18 ოქტომბრის საღამოსა და 19 ოქტომბრის ღამეს აზერბაიჯანის დაშქესანისა და გადაბაის რეგიონების დასახლებების მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია დაბომბვა განხორციელდა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე, დრონების მონიტორინგის სისტემასა და 15 რადარს განათავსებს
ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე, დრონების მონიტორინგის სისტემასა და 15 რადარს განათავსებს. ამის შესახებ ესტონური მედია, ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. „დღეს ნარვას რეგიონში, რუსეთის ფედერაციასთან, საზღვრის დაახლოებით 70% მონიტორინგის აღჭურვილობითაა დაფარული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს არ აძლევს მესაზღვრეებს სრულ მიმოხილვას, თუ რა ხდება სასაზღვრო ზონაში. განვათავსებთ 15 ახალ სარადარო პოზიციასა და შევქმენით ცალკე სისტემას დრონების აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად“, - თქვა ტარვო კრუუპმა, იდას სასაზღვრო პრეფექტურის ოპერატიული ხელმძღვანელმა. ესტონელი მაღალჩინოსნის თქმით, საზღვრის გამაგრების მიზნით, რესპუბლიკის ხელისუფლება იძულებული გახდება, სახელმწიფოს სასარგებლოდ შეიძინოს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია.
საქართველოში, 2022 წლის დეკემბერში, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით, რუსეთიდან კი 306%-ით გაიზარდა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1 669 005 -ჯერ გადაიკვეთა. აქედან საზღვარი 71%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, 29%-ის შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებმა. საზღვრის კვეთა უმეტესად, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემომსვლელთა საერთო რაოდენობა 618 875-ს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 205,6%-ით გაზრდილია. 2022 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ თურქეთიდან გადმოკვეთეს. გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით გაიზარდა და თურქეთიდან საქართველოში 219 756 პირი შემოვიდა. საქართველოში საზღვრის კვეთის მაჩვენებლით, თურქეთის შემდგომ, მეორეა რუსეთი. რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 306%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 131 546 პირი შემოვიდა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის რაოდენობით, ქვეყნების პირველ ექვსეულში თურქეთისა და რუსეთის შემდგომ არის სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები. რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მაჩვენებელს, 2022 წლის დეკემბერში ქვეყნიდან 233 248 პირი გავიდა, ხოლო 249 976 პირი შემოვიდა.
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე, საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემების დაამონტაჟა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე საკუთარი ძალებითა და რესურსით საინჟინრო დაბრკოლების ღობურებისა და ელექტრონული სასიგნალო სისტემების მონტაჟი განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ელექტროსიგნალიზაციის ღობურა წარმოადგენს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილ დამაბრკოლებელ საშუალებას, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო სექტორს წინმსწრებად აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ან დარღვევის მცდელობა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხისა და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე. „სახმელეთო საზღვრის დაცვის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება აძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს“, – აღნიშნავენ შსს-ში.
ბაქო: აზერბაიჯანმა და საქართველომ სახელმწიფო საზღვრის 2/3 შეათანხმეს, საზღვარი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას გადახედვა არ დასჭირდეს
„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სადავო საკითხები არ არის, არის საკითხები, რომლებიც არ არის შეთანხმებული,“ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ Report-თან ინტერვიუში. „სტრატეგიული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, ემსახურება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესებს, არამედ, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს უფრო ფართო რეგიონში, ხსნის ფასდაუდებელ შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ჰაჯიზადამ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს შრომატევადი საკითხია. „1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის შესაბამისი კომისია მუშაობს დელიმიტაციაზე და დღემდე შეთანხმებულად ითვლება საზღვრების 2/3. მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე არ არის სადავო საკითხები, არამედ ის საკითხებია, რომლებიც არ არის შეთანხმებული. ეს ბუნებრივია, რადგან საზღვრის საკითხი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და კომპლექსურია. საზღვარი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას გადახედვა არ დასჭირდეს. ამ კუთხით მუშაობა ამ დროისთვის მიმდინარეობს,“ აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. აქ სიტუაცია განსაკუთრებით 2019 წლის აპრილიდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯაში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და საზღვრისპირა ტერიტორიაზე მშენებლობაც დაიწყეს, თუმცა აქციები 2010 წელსაც იმართებოდა. გასული წლის 19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ, ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე. ოფიციალური ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი და თანამშრომლობის მნიშვნელობა.“ 2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.