თეგი: საპრეზიდენტო არჩევნები
თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
12 მარტს თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს, ვადამდელი არჩევნები 12 მარტს არის დაგეგმილი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის ვაჟი შესაძლოა, სახელმწიფოს ახალი მეთაური გახდეს. 64 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ აპირებდა საპრეზიდენტო პოსტის დათმობას ახალგაზრდა ლიდერებისთვის. ბერდიმუჰამედოვი 15 წელია, თურქმენეთის პრეზიდენტია. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები თურქმენეთში 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო. სერდარ ბერდიმუჰამედოვს 40 წელი გასულ წელს შეუსრულდა, ეს კი მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას აძლევს. სერდარ ბერდიმუჰამედოვი პრემიერ-მინისტრის მოადგილე და თურქმენეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრია. 2021 წელს თურქმენეთი ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე ისტორიაში პირველად გადავიდა.
სომხეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა
სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ვაჰაგნ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. დეტალებზე საუბარს ხაჩატურიანი მოგვიანებით გეგმავს. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს გადადგომიდან არა უადრეს 25 და არა უგვიანეს 35 დღისა. პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს შვიდი წლის ვადით. ვაჰაგნ ხაჩატრიანს 1992-1996 წლებში ერევნის მერის თანამდებობა ეკავა. 1995-1999 წლებში პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 1996-1998 წლებში - პრეზიდენტის მრჩეველი. 2000 წელს მან დააარსა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრი. ხაჩატურიანი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის 4 აგვისტოს. სომხეთის პრეზიდენტი 23 იანვარს გადადგა.
თურქმენეთში, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, გურბანგული ბერდიმუხამედოვის შვილმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა გაიმარჯვა
თურქმენეთის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებზე პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის შვილმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა გაიმარჯვა. 2021 წელს თურქმენეთი ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე ისტორიაში პირველად გადავიდა. ამასთან, 40 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება თურქმენეთის მმართველი – „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე 14 თებერვალს მიიღეს. ცნობიდსთვის, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერმა, 64 წლის გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა პარლამენტის ზედა პალატის წევრებს საგანგებო სხდომაზე უთხრა, რომ აპირებს გადადგეს და ხელისუფლება "ახალგაზრდა ლიდერებს" დაუთმოს. ასევე წაიკითხეთ: თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც ქვეყნის 48 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას და არჩევანს 12 კანდიდატს შორის გააკეთებს. წინასწარი კვლევების თანახმად, საარჩევნო ბრძოლას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი, რომელიც მაკრონმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.
სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
„გილოცავთ ბატონო Emmanuel Macron, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს! “, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 58%-ით საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო. ამავე თემაზე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. კენჭისყრა 10 050 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. წინასაარჩევნო კამპანია ყაზახეთში 21 ოქტომბერს დაიწყო და 19 ნოემბრის დილის 12 საათამდე გაგრძელდა. დღეს კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით, 10101 საარჩევნო უბანზე, საზღვარგარეთ კი, 68 უბანზე გაიმართება. 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ამომრჩეველთა რეესტრში ყაზახეთის 11 827 277 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა ექვსი კანდიდატი, ორი ქალი და ოთხი კაცი, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი. მოსალოდნელია, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. 2022 წლის 5 ივნისს გამართული საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტის მმართველობა, აქამდე არსებული ორი 5-წლიანი ვადის ნაცვლად, ერთი, 7-წლიანი ვადით განისაზღვრება.
კადიროვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე: მეც მაქვს კენჭისყრის უფლება
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რამზან კადიროვმა, წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არასოდეს იყრის კენჭს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამასთან აღნიშნა, რომ ამის სრული უფლება აქვს. რამზან კადიროვი: ახლა წასვლის უფლება არ მაქვს „მე ვარ რუსეთის მოქალაქე, მაქვს [კენჭისყრის]უფლება. სხვებს შეუძლიათ, მაგრამ ჩეჩნებს არ შეუძლიათ, არა? შეუძლიათ“, - ციტირებს კრემლის კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ კადიროვის სიტყვებს. „მაგრამ მე ამას არასოდეს გავაკეთებ”, - აღნიშნა კადიროვმა და განმარტა, რომ ისეთი ლიდერის შემდეგ, როგორიც ვლადიმირ პუტინია, თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის მართვა. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა 13 და 14 იანვარს ტარდება. პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩეხეთში მესამედ იმართება. არჩევნებზე მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვის შეუძლია შეცვალოს მილოშ ზემანი, რომელიც ახლა ჩეხეთის სახელმწიფო მეთაურია. პროფკავშირის ლიდერის იოზეფ სტრედულას წასვლის შემდეგ, არჩევნებში პრეზიდენტობის რვა კანდიდატი მონაწილეობს. (წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთით ნაკლები). ფავორიტები არიან მოძრაობა ANO-ს ხელმძღვანელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, ჩეხეთის არმიისა და NATO-ს ყოფილი წარმომადგენელი პეტრ პაველი და მენდელის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი დანუშე ნერუდოვა. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა უმრავლესობას, ის მეორე ტურში გადის მომდევნო ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კანდიდატთან ერთად. ეს კენჭისყრა ორ კვირაში გაიმართება.
მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნებში მოძრაობის - „ევროპა დღეს“ კანდიდატი იმარჯვებს
მონტენეგროს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, იაკოვ მილატოვიჩმა, კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების ნახევარზე მეტი, 60,1% მოიპოვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მოქმედმა პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა - 39,9%. 37 წლის მილატოვიჩს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. მისი საარჩევნო დაპირების თანახმად, გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და გაძლიერდება კავშირები ევროკავშირთან. „ამ დღეს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ველოდებოდით“, - განუცხადა მილატოვიჩმა მომხრეებს დედაქალაქ პოდგორიცაში, მისი მემარჯვენე ცენტრისტული მოძრაობის (Europe Now Movement) შტაბ-ბინაში. „მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ წავიყვანეთ მონტენეგროს ევროკავშირისკენ”, - აღნიშნა მილატოვიჩმა. 16 მარტს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა პარლამენტი დაითხოვა. მანამდე კი, პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას 90 დღის განმავლობაში ვერ მიაღწიეს.
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს
ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი ლაი ჩინ-ტი ლიდერობს. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნების 60%-ზე მეტია დათვლილი. ლაის უახლოეს კონკურენტს, ჰოუ იუს, რომელიც ოპოზიციურ პარტია „გომინდანს“ წარმოადგენს, ამომრჩეველთა ხმების 33,2% აქვს. ტაივანში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დასრულდა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ლაი ჩინ-ტის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან ის ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს უარყოფს. ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. ერთმანეთს მემარჯვენე-ცენტრისტული „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ კანდიდატი, ალექსანდრე სტუბი და ლიბერალური „მწვანეთა პარტიის“ წევრი, პეკა ჰაავისტო დაუპირისპირდებიან. პირველი ტურის შედეგების თანახმად, ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა ამომრჩევლების ხმების 27.2% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, უფლებადამცველმა პეკა ჰაავისტომ კი - 25.8%. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტობის 9 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 74.9% შეადგინა. არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს ჩატარდება. ამომრჩეველთა აქტივობამ 74,9% შეადგინა. წინა, 2018 წლის, საპრეზიდენტო არჩევნებში ეს მაჩვენებელი 69,9% იყო. ევროკავშირის წევრი ფინეთი 2023 წელს NATO-ს წევრი გახდა.
სლოვაკეთის პრეზიდენტი პრორუსი პრემიერის მოკავშირე გახდა
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პოპულისტმა პეტერ პელეგრინმა გაიმარჯვა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 48 წლის პელეგრინიმ ხმების 53%-ით დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი პროდასავლელი ივან კორჩოკი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო ვიდრე ფიცო ხელისუფლებაში მოვიდოდა იმ დაპირებით, რომ სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა. BBC წერს, რომ პელეგრინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, უკრაინამ საბოლოოდ დაკარგა მხარდაჭერის ერთი ხმა ბრიუსელში. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სლოვაკეთში გუშინ ჩატარდა. 23 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა. წინა პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის მეზობელი უკრაინის ურყევი მხარდამჭერი იყო. ჩაპუტოვამ მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს