თეგი: უილიამ კორტნი
უილიამ კორტნი: შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს
ექსკლუზივი NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე Europetime-მა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, უილიამ კორტნისთან ინტერვიუ ჩაწერა. უილიამ ჰარისონ კორტნი არის ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს, კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა. ET: რას გვეტყოდით NATO-ს სამიტამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. როგორ ფიქრობთ, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი ხომ არ უნდა შესთავაზოს ალიანსმა საქართველოს, რა ხელშესახები შედეგის მოლოდინი შეიძლება, ჰქონდეს ქვეყანას? NATO-ს მადრიდის სამიტი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ალიანსის ერთიანობას გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსგავსად, არც უკრაინაა NATO-ს წევრი, მოკავშირეები დიდსულოვნებას იჩენენ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. სამი ათწლეულის განმავლობაში უკრაინაში დემოკრატიული განვითარება, მისი ხალხის საბრძოლო უნარები და მიზანდასახულობა დაეხმარა დასავლეთს, რომ უკრაინის მიმართ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა დაეფიქსირებინა. ET: შეერთებული შტატები მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, რათა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დუჭიროს. ამ მიზნით, 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციები გამართა საქართველოსთან. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთის პოტენციური აგრესიისგან თავის დასაცავად? როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო ძალების გასაოცარი წარმატება, ერთი მხრივ, განპირობებულია აშშ-სა და NATO-ს სხვა მოკავშირეების მიერ, რვა წლის განმავლობაში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებით. ამის მაგალითია ის, რომ უკრაინული ძალები იყენებენ დეცენტრალიზებულ და მოქნილ ტაქტიკას, რასაც სწორედ ჩემ მიერ ხსენებული პროგრამა უსვამს ხაზს. ისინი უპირისპირდებიან საბჭოთა სტილის ტაქტიკას, რომელსაც რუსული ძალები მიმართავენ. ამ გაკვეთილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართულ ძალებთან ერთად, სწავლება და წვრთნები ნაყოფიერად განაგრძოს ან კიდევ უფრო გააძლიეროს. ET: რას ფიქრობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? ქვეყანა ელოდება ევროკომისიის დასკვნას ქვეყნის მიერ შედგენილ კითხვართან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის.
ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია - უილიამ კორტნი
ექსკლუზივი საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, Europetime-ის შეკითხვას უპასუხა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ. ამერიკელი დიპლომატი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, თუმცა ამ ეტაპზე, „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს“. „დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკა მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
მეთიუ ბრაიზა: მსოფლიომ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ გაიღვიძა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს
ექსკლუზივი Europetime-თან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის (2005–2009 წლებში) თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კურირებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა პროვოკაციული ქმედებები ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაიწყო. „არასდროს დამავიწყდება ის დღე და 2008 წლის აგვისტო, როდესაც საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა შემატყობინა, რომ რუსეთის ძალებმა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტებმა ქართულ ჯარს ცეცხლი გაუხსნეს. სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გზად იყო ვაშინგტონისკენ, მე ვიყავი მთავარი კოორდინატორი და რა თქმა უნდა, დავურეკე სახელმწიფო მდივან რაისს. მან მითხრა - „დავარწმუნოთ ქართველები, რომ საპასუხო სროლა არ განახორციელონ“. ამის შემდეგ, ისევ დავურეკე მინისტრ ტყეშელაშვილს, რომელმაც მიპასუხა - „კარგი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“. რამდენიმე საათის შემდეგ, მინისტრმა ისევ დამირეკა და შემატყობინა - „ჩვენ აღარ შეგვიძლია ცეცხლის შეკავება, რადგან საარტილერიო ჭურვებს ისვრიან ჩვენი ჯარების მიმართულებით, ინტენსივობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ რეაგირებას“. ჩემთვის ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ სროლა და ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს იყო რუსეთი და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტები. უფრო ადრე, რუსეთი ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას. მე მახსოვს 2004 წლის ივნისი, როდესაც სარწმუნო ცნობა მივიღეთ, რომ რუსეთმა დაიწყო ტექნიკის გარკვეული გადაადგილება ტყისკენ, ჯავისა და „სამხრეთ ოსეთის“ ირგვლივ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, კრემლის პროვოკაციები გრძელდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ სეპარატისტული რეგიონების „პასპორტიზაციით“. „შემდეგ, რუსეთის მთავრობამ ჩამოაგდო უპილოტო ქართული თვითმფრინავი ოკუპირებული აფხაზეთის თავზე. რუსეთი ბომბავდა და ესროდა საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემას საქართველოში, „სამხრეთ ოსეთის“ სიახლოვეს. თუ არ ვცდები, ეს 2008 წლის მაისში უნდა ყოფილიყო. 2008 წლის ივნისში ან ივლისში განალაგა ჯარები აფხაზეთში, კოდორში... ასე რომ, რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. და, ამ მზარდი დაძაბულობის პერიოდში, ჩემი ფრანგი, გერმანელი და ბრიტანელი კოლეგები საქართველოს ადანაშაულებდნენ პროვოკაციაში და მე მთხოვდნენ, მეპოვა გზა, საქართველოს ლიდერების დასამშვიდებლად. ვუთხარი, რომ რუსეთს სურს ომი და ჩვენ არ გვჭირდება ქართველების დამშვიდება და პირიქით, გვჭირდება ომის თავიდან ასაცილებლად იმის დემონსტრირება, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევდა. ჩემი ეს ხედვა არ აღმოჩნდა პოპულარული და ჩვენ მუდმივად ვცილობდით, საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, პრეზიდენტი სააკაშვილი დაგვერწმუნებინა დაძაბულობის დეესკალაციაში, როდესაც სინამდვილეში, რუსეთი აკეთებდა ყველაფერს დაძაბულობის ესკალაციისთვის და იმედობნებდა, რომ საქართველო პირველი გახსნიდა ცეცხლს. ომის შემდეგ, ევროკავშირმა მალევე, გაკვეთილი ვერ ისწავლა და განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამრიგად, ტრანსატლანტიკური საზოგადოების დაუყოვნებლივი დასკვნა არასწორი აღმოჩნდა. ამ დროს, მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მომლაპარაკებელი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტის მიღებისას, (ეს დოკუმენტი სრულიად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ინტერესებს და რუსეთს აძლევდა ხელს) აღიარა, რომ რუსეთის ინტერვენცია საქართველში, რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი იყო და თავის ერთ-ერთ ოპედში, რომელიც Washington Time-ში გამოქვეყნდა, ამბობდა, რომ თუ რუსეთი მომავალში შეიჭრებოდა უკრაინაში, მაშინ ევროკავშირი სერიოზულ ხარჯებს დაუწესებდა მოსკოვს. ამავე დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა, რომ ახლა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. შემდეგი კი, ყირიმი იქნებოდა“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ბრაიზას შეფასებით, საფრანგეთმაც ვერ გამოიტანა სწორი დასკვნები და ამის ერთ-ერთ მაგალითად, „მისტრალის“ საკითხზე შეთანხმებას ასახელებს. „შეერთებული შტატების პასუხიც ძალიან ფრთხილი იყო. საქართველოს სჭირდებოდა თავდაცვის სისტემები, თავდაცვითი იარაღი, თუმცა ჩვენ მას „ჯაველინები“ და სატანკო სისტემები არ მივაწოდეთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საბოლოოდ, უკრაინას მივაწოდეთ „ჯაველინები“ (ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით). მსოფლიომ გაიღვიძა არა უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, როდესაც სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ საკმაოდ სუსტი იყო, არამედ, საბოლოოდ, უკრაინაში მოსკოვის მეორედ შეჭრის შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს - კონკრეტულად, თუ პრეზიდენტი პუტინი არ შეჩერდება ბრძოლის ველზე, ის გააგრძელებს წინსვლას როგორც შეუძლია და დაემუქრება უფრო მეტ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ისევ საქართველოს და მოლდოვასაც. ასე რომ, ის უნდა შეჩერდეს.საბოლოოდ, ვფიქრობ, ამას აღიარებს როგორც შეერთებული შტატები, ისე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრობი, მაგრამ გერმანიას და საფრანგეთს ისევ სურთ, ბიზნეს ურთიერთობა რუსეთთან. და, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ცდილობს, შეინარჩუნოს სოლიდარულობა NATO-ს მოკავშირეებში, რათა აბსოლუტურად მკაფიო გახდეს რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში და არასოდეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის შემდეგ დაემუქროს მოკავშირეებს და ალიანსის მთავარ პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. სხვა ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის მნიშვნელობა 2014 წელს უფრო მკაფიოდ იგრძნო, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა. ახლა კი, უილიამ კორტნის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულმა მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა კიდევ ერთი ცვლილება - დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. უილიამ ჰარისონ კორტნი - ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ -ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. ადრე დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რამდენად განსაკუთრებულ ფაქტთან ჰქონდა საქმე 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის სახით. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით მასხრად იგდებდა კრემლს და პირადად, პრეზიდენტ პუტინს. უკვე 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოში შეჭრა აღიქვა, როგორც რუსეთის უწყვეტი ნაბიჯი სტაბილური ევოლუციის, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უფრო რეპრესიული შიდა პოლიტიკის მიმართულებით. ერთად რომ ავიღოთ ეს ორივე ინტერვენცია, ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - მიიჩნევს უილიამ კორტნი. Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, პოლ გობლი ამბობს, რომ დასავლეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საწყისი ნაბიჯია იმისა, რასაც კრემლი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს. პოლ გობლი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში. მას სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე ეკავა დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიცია. „ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა განიხილოს საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ გადადგა. ვშიშობთ, დასავლეთში ამ ხაზს ერთმანეთთან ცოტა ვინმე თუ აკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ხსენებულ საკითხს რაც შეიძლება მაღალ დონეზე წამოწევენ“, - ამბობს პოლ გობლი. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
უილიამ კორტნი: დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს
ექსკლუზივი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კვლავ გაანალიზება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გვიწევს. ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა. პოლ გობლი: ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა ამჟამად კი, ისევ ამ ქვეყანაში აწარმოებს ომს - ამან Europetime-ის რესპონდენტებს ახალი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მისცა. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. აქვე ყურადღებას ამახვილებენ ერთ დეტალზე - მოსკოვის ინტერვენციები ადასტურებს ერთ რამეს - კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეთიუ ბრაიზა: მსოფლიომ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ გაიღვიძა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის მნიშვნელობა 2014 წელს უფრო მკაფიოდ იგრძნო, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა. ახლა კი, უილიამ კორტნის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულმა მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა კიდევ ერთი ცვლილება - დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. „2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. ადრე დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რამდენად განსაკუთრებულ ფაქტთან ჰქონდა საქმე 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის სახით. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით მასხრად იგდებდა კრემლს და პირადად, პრეზიდენტ პუტინს. უკვე 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოში შეჭრა აღიქვა, როგორც რუსეთის უწყვეტი ნაბიჯი სტაბილური ევოლუციის, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უფრო რეპრესიული შიდა პოლიტიკის მიმართულებით. ერთად რომ ავიღოთ ეს ორივე ინტერვენცია, ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
უილიამ კორტნი: კრემლი მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიულ პროგრესს საფრთხედ მიიჩნევს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის განცხადებით, კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. ამერიკელ დიპლომატს ამის თქმის საფუძველს ჯერ საქართველოში რუსეთის შეჭრა და შემდეგ, უკრაინაში მოსკოვის ინტერვენცია აძლევს. უილიამ კორტნის შეფასებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, დასავლეთი დღეს უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. „ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა Europetime-თან საუბრისას. „კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განუცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა Europetime-ს.
უილიამ კორტნი: ბირთვული არსენალის სიუხვეს ამერიკაც არ უჩივის და ვერავინ გამორიცხავს ხისტ პასუხს ოკეანის გაღმიდან
პუტინმა იმ ნიშნულს მიაღწია, სადაც მის მუქარას დასავლეთი სათვალავში აღარ აგდებს. ფაქტია, მისი ბოლო გამოსვლის შემდეგ არც დასავლეთია დიდად შეფიქრიანებული და არც უკრაინელები ჩანან შეშინებულები რაც უფრო სუსტდება რუსეთი, მით უფრო ხშირად მიმართავს პუტინი ბირთვულ რიტორიკას. ალბათ გახსოვთ, 2018 წელს ფედერალური საბჭოს წინ სიტყვით გამოვიდა, რომელსაც თან ახლდა ვიდეო - თუ როგორ მიფრინავს ბირთვული ქობინით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა ნახევარი მსოფლიოს გადაღმა და ვარდება ფლორიდაში, მარ ა ლაგოსთან (პრეზიდენტ ტრამპის “ზამთრის თეთრი სახლი“) ახლოს, ამის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი აცხადებს. ეს ღია სიგნალი იყო, პროპაგანდის სიგნალი, რადგან ნებისმიერი საღად მოაზროვნე სამხედრო გეტყვით, რომ მსგავსი „ბირთვული შობის“ ხილვა მსოფლიო კატასტროფას უდრის. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება, რუსეთი რეალურად წავიდეს ამაზე - მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ ბირთვულ დარტყმაზე მიდიხარ, აქედან სამხედრო სარგებლის მიღება უნდა შეგეძლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ჯარების გაგზავნა მოგიწევს იმ ტერიტორიის დასაკავებლად, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბირთვული ჭურვი ესროლე. ძალიან მეეჭვება, რუს ჯარისკაცებს ამისთვის საჭირო წვრთნები გავლილი ჰქონდეთ და ვფიქრობ, ბევრი მათგანი შიშისაგან სულს გააცხებს, თუ ასეთი ბრძანება მიუვათ. მეორე მიზანი, რის გამოც რუსეთი შეიძლება ბირთვულ დარტყმაზე წავიდეს, არის ე.წ. შოკის ეფექტი და სხვების დაშინება - უკრაინელების, ევროპელების, ამერიკელების, რათა მათ წინააღმდეგობის გაწევის ხალისი დაეკარგოთ და რუსეთს „დანებდნენ“. მაგრამ თუ რამე გვაჩვენა ამ ომმა, გვაჩვენა ის, რომ რუსეთის მუქარა აღარ ჭრის - პირიქით, თითოეულ ახალ მუქარას უკრაინა მეტი და მეტი შემართებით პასუხობს. ამას გარდა, ბირთვული არსენალის სიუხვეს ამერიკაც არ უჩივის და ვერავინ გამორიცხავს ხისტ პასუხს ოკეანის გაღმიდან, თუ რუსეთი გაბედავს და ბირთვულ დარტყმას NATO-ს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს განახორციელებს“, - აღნიშნავს კორტნი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში. შეუძლია კი რუსეთს, დარწმუნებული იყოს, რომ თუ ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, აფეთქების შედეგად წამოქმნილი რადიოაქტიური მტვერი მისსავე ტერიტორიას და მოსახლეობას ასცდება? - ამ შეკითხვას უილიამ კორტნი პასუხობს: „ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რა ტიპის ბირთვული დარტყმა იქნება ეს, რა სიმაღლეზე და სად აფეთქდება ჭურვი, როგორ იქნება ატმოსფერული ცირკულაცია და სხვა მრავალი ფაქტორი. მაგალითად, თუ რუსები გამოიყენებდნენ ბირთვულ იარაღს ხარკოვის ოლქში, მეტი ტერიტორიის დასაკავებლად, მაშინ ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ აფეთქება არ იქნება ისეთ სიმაღლეზე. რომ რადიოაქტიური მტვერი დასავლეთ ტერიტორიებამდეც მიაღწევს და ეს, რა თქმა უნდა, ქარზეც იქნება დამოკიდებული. შედეგების პროგნოზირება ასეთ დროს ხშირად შეუძლებელია“.
უილიამ კორტნი: პუტინი სტალინის გზას დაადგა
„ამ ომში როგორც მონაწილეობის, ასევე მსხვერპლის არაპროპორციულად მაღალი წილი სწორედ არარუსებზე მოდის. და ეს სარკესავით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, როდესაც სტალინმა ომის ნარატივი რუსულ ნაციონალიზმზე დააშენა, და ეს იმის ფონზე, რომ რუსულ ჯარში არარუსული წარმოშობის მქონე ხალხის კოლოსალური რაოდენობა მსახურობდა“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში ულიამ კორტნი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს. „მეც ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი პუტინი ცალსახად სტალინის გზას ადგას. და ერთობ ირონიულია ის ფაქტი, რომ ნაციონალიზმზე გაკეთებული აქცენტების ფონზე, უკრაინაში ომში გაწვეულთა, და შემდგომ, დაღუპულთა უმრავლესობა არარუსი იქნება. უკვე ვიხილეთ ახალწვეულებით სავსე ავტობუსების ფოტოები ბურიატიიდან. ამ ომში როგორც მონაწილეობის, ასევე მსხვერპლის არაპროპორციულად მაღალი წილი სწორედ არარუსებზე მოდის. და ეს სარკესავით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, როდესაც სტალინმა ომის ნარატივი რუსულ ნაციონალიზმზე დააშენა, და ეს იმის ფონზე, რომ რუსულ ჯარში არარუსული წარმოშობის მქონე ხალხის კოლოსალური რაოდენობა მსახურობდა. ცხადად იმატებს იმ სცენარის ალბათობა, რომელშიც პუტინის რეჟიმი თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. ამასვე მოწმობს კრემლის ბოლოდროინდელი, ერთიმეორეზე უფრო ახირებული განცხადებებიც. იზრდება განცდა, რომ პუტინი და მისი ამფსონები სულ უფრო და უფრო მოწყვეტილნი არიან რეალობას, ისინი სულ უფრო და უფრო იზოლირებული არიან რუსი ხალხისგან და რუსეთში ეს ყოველთვის ზრდის მთავრობის ცვლილების საფრთხეს“, - აღნიშნავს კორტნი.
უილიამ კორტნი: ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრძანების შესრულებას დასთანხმდეს
Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტზე. უილიამ კორტნის აზრით, ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. „ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის. ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მას შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ [მოსკოვის ან პუტინის.რედ.] ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. ამრიგად, კრემლმა შეიძლება, იფიქროს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება ევროკავშირის ქვეყნებს, მას ექნება მეტი შანსი, დაეყრდნოს ბელორუსს“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტზე“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სოლიდარობას, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი. Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.
უილიამ კორტნი: აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში
Europetime-თან ინტერვიუში, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი საუბრობს შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით აშშ-ის სტრატეგიაზე, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომსა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე. უნდა შევხედოთ თუ არა უკრაინის ომს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. იმ ფონზე, როდესაც აშშ ორიენტირებულია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზე ამ ომში, ეს დიდწილად განსაზღვრავს თუ არა იმას, თუ როგორ იფიქრებს აშშ შავი ზღვის სტრატეგიაზე? - ამ საკითხის განხილვისას, ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ შეერთებული შტატების სტრატეგია უნიკალურ გარემოემებზეა დაფუძნებული. უპირველესად, აშშ-ის სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას დაეხმაროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვებაში, ძირითადად, ქვეყნის გარშემო არსებულ უნიკალურ გარემოებებზეა ორიენტირებული. მაგალითად, მოგეხსენებათ, პირველ რიგში, ეს არის სახმელეთო ომი; საზღვაო ბრძოლები ნაკლებად არის ცენტრალურ ეტაპზე. ამავდროულად, აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში. მაგალითად, რუსეთმა რომ გაიმარჯვოს, ის შეიძლება, უფრო აგრესიული გახდეს სხვაგანაც რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც. უილიამ კორტნის შეფასებით, ბრძოლის ველზე ახლა უკრაინას აქვს იმპულსი. „რთული სათქმელია, სად ჩანს ის ეტაპი, როდესაც რუსეთი უკრაინაზე შეტევას ვეღარ შეძლებს. ამის პროგნოზირება მიჭირს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ აშკარად ჩანს, უკრაინას აქვს ახლა ბრძოლის ველზე იმპულსი. ომი შეიძლება, დასრულდეს ბრძოლის ველზე ან მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი. რაც შეეხება საქართველოს საკითხს და შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, სამი ათეული წელია, რაც აშშ ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და ამ დროის განმავლობაში უზარმაზარი ნაბიჯები გადაიდგა. უილიამ კორტნის შეფასებით, ვაშინგტონი ხედავს საქართველოს მომავალში ინვესტირების ძლიერ პოზიტიურ შედეგებს. ასევე გაეცანით Europetime-ს ინტერვიუს უილიამ კორტნისთან შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ NATO გაზრდის თავის ყოფნას „შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე“. მისივე განმარტებით, შავი ზღვის რეგიონს ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბლინკენმა შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისთვის და თავად NATO-სთვის, რეგიონში გვყავს სამი მოკავშირე, რომლებიც, ამავდროულად, NATO-ს წევრი სახელმწიფოები არიან და ასევე, გვყავს ახლო პარტნიორები, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო. რუსულმა მხარემ შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი „საომარ ზონად“ დაჰყო. ჩვენ ვხედავთ სარაკეტო იერიშებს უკრაინული ქალაქებისა და სოფლების მისამართით, რუსული ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს და იწვევენ სასურსათო კრიზისს. გაეროსა და თურქეთის დამსახურებით, შავი ზღვის კორიდორში მიმოსვლა შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, რუმინეთს კრიტიკული როლი ჰქონდა. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს წარმომადგენლობას შავიდან ბალტიის ზღვამდე და ამ ძალისხმევით ვმუშაობთ როგორც ერთმანეთთან, ისე NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის სტრატეგია“, - განაცხადა ბლინკენმა და რუმინეთს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი უწოდა. „უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ. რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჰიბრიდული ომი რუსეთის კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია და დემოკრატიულმა სამყარომ უსაფრთხოების გამოწვევის გადასაჭრელად ერთობლივად უნდა იმუშაოს. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს. ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას. ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად. მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს. „ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. კარენ დონფრიდი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონი ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი. სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.
აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას უილიამ კორტნი გაფრთხილებად მიიჩნევს
ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, უილიამ კორტნის შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირება გაფრთხილებად მიაჩნია, ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ მკვლევარი განმარტავს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ კორუფციული ქმედებების გაგრძელებამ შესაძლოა, გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი სადამსჯელო ზომა ამერიკის მხრიდან: „სანქციები [როგორც წესი] მიიღება იმ ქვეყნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცნობილნი არიან კორუფციით და ვისაც დაძაბული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. ეს მოულოდნელი სანქცია ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიული კლებისა და იმ რეფორმების უკუსვლის მასშტაბს, რომლებმაც კორუფცია შეამცირა. ამ გაუარესებამ საქართველო ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა და ჩააყენა პოზიციაში, როცა ქვეყანა შეიძლება, უფრო მოწყვლადი იყოს მტაცებელი სახელმწიფოების წნეხის მიმართ“, - აცხადებს კორტნი ამერიკის ხმასთან. ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. ამერიკაში შესვლა აეკრძალა ოთხ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ლევან მურუსიძე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, უვადოდ დანიშნული მოსამართლე - მიხეილ ჩინჩალაძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის - ჩინჩალაძის - მოადგილე, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი - ირაკლი შენგელია. ყოფილი მოსამართლე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი - ვალერიან ცერცვაძე.
საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შუა დერეფანში საკვანძო როლს ასრულებენ - უილიამ კორტნი
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. ის ხაზს უსვამს მარშრუტის მონაწილე ქვეყნების პოტენციალს. კორტნის შეფასებით, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შუა დერეფანში საკვანძო როლს ასრულებენ. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
უილიამ კორტნი: შუა დერეფნის გასწვრივ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას საჭიროებს
საქართველოსა და ყაზახეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხაებით, შუა დერეფნის როლი იზრდება რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის, რუსეთის გავლით მიწოდების ბოლოდროინდელი გაზრდილი პოლიტიკური რისკის გამო.“ როგორც უილიამ კორტნიმ აღნიშნა, უკრაინის ომის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა შეზღუდა რუსეთის წვდომა ევროპის სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებზე. „ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ჩინეთის ინვესტიციები ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და დერეფნის გავლით ტვირთის გადაზიდვისთვის," - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა. უილიამ კორტნის თქმით, დერეფანში მთავარი სირთულე ინტერმოდალური ტრანსპორტის ნაკლებობა და მაღალი ღირებულებაა. „საჭიროა მეტი გამტარუნარიანობა კასპიის ზღვაზე, ისევე როგორც საქართველოს შავი ზღვის პორტების საკონტეინერო პორტის გამტარუნარიანობა. შუა დერეფნის გასწვრივ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას საჭიროებს. პრივატიზებულ სარკინიგზო სისტემებს შეუძლიათ, მეტი კერძო კაპიტალი და ტექნოლოგია მოიზიდონ, რაც უფრო ეფექტიანი, შეიძლება, იყოს,“ აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.
უილიამ კორტნი: შავი ზღვის რეგიონი თავდაცვის ახალი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების გამოცდის ადგილად იქცა
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის შეფასებით, შავი ზღვის რეგიონი თავდაცვის ახალი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების გამოცდის ადგილად იქცა. უილიამ კორტნის განცხადებით, შავი ზღვა ახლა ბევრად უფრო სახიფათო ზონა იქნება. „ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინა იყენებდა საზღვაო დრონებს და აზიანებდა გემებს სევასტოპოლში... რუსეთმა, მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ უკრაინას შეუძლია, შორიდანაც კი შეუტიოს გემებს... მე რომ რუსეთი ვიყო, დავიწყებდი იმაზე ფიქრს, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ჩემი ხომალდები მომავალში. მან ხაზი გაუსვა ამერიკულ Patriot-ის სისტემების “ფენომენალურ მოქმედებას“, როდესაც მათ [რუსული] „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტები ჩამოაგდეს,“ - აღნიშნა კორტნიმ. ამერიკელი დიპლომატის თქმით, უკრაინელებმა ამ უპილოტო ტექნოლოგიის გამოყენებით რუსეთის საზღვაო ფლოტი აღმოსავლეთით გადაისროლეს, რითაც მათ შეუძლიათ, განაახლონ მარცვლეულის მიწოდება რუსეთის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული საფრთხის გარეშე.„ამდენად, ეს არის ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც არავის წარმოედგინა, თუნდაც ერთი წლის წინ. უკრაინის წარმატებებმა შეცვალა დასავლური წარმოდგენები: ახლა ალბათ მთავარი კითხვა იქნება, თუ რამდენად შეუძლია ამ ახალმა, შორი დისტანციის უპილოტო ტექნოლოგიებმა, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო თვითმფრინავებმა, პოტენციურად უფრო საშიში გახადოს [შავი ზღვის ზონა.] აღნიშნავს უილიამ კორტნი. ასეთ შემთხვევაში ელჩი მიიჩნევს, რომ განსხვავებული მიდგომები იქნება საჭირო. „საქართველოსთან შედარებით, უკრაინასთან შედარებით, თავდაცვისუნარიანობა გაცილებით დიდი საკითხია NATO-სთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა NATO-ს აქტივები საქართველოსთან ახლოს, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს მას დაცვაში. ის თურქეთს ესაზღვრება, არსებობს შესაძლებლობები და თურქეთს შეუძლია, ძალიან დამხმარე როლი შეასრულოს. მაგრამ როცა ვუყურებთ უკრაინას, რომელიც NATO-ს ოთხ წევრს ესაზღვრება, ბრძოლისთვის მთელი ლოგისტიკური მხარდაჭერა ამ ქვეყნებიდან მოდის... მსგავსი რამ საქართველოსთვის შესაძლოა, შეუძლებელი იყოს. ასე რომ, როდესაც უკრაინაც და საქართველოც მოუთმენლად ელიან NATO-ში პოტენციურ გაწევრიანებას, საქართველოს გამოწვევა შეიძლება უფრო დიდი იყოს,“ - აღნიშნა კორტნიმ. მან ასევე აღიარა, რომ სომხეთი, როგორც ჩანს, „ზედმეტად ეყრდნობა რუსეთს თავდაცვისთვის.“ „სომხეთს ჯერ კიდევ აქვს რუსული სამხედრო ბაზა... ასე რომ, სომხეთის სტრატეგიული მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე საქართველოსი,“ აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.