თეგი: ყირიმის ხიდი
ყირიმის ხიდზე ხანძარია
ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა. "გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის ტერმინალი იწვის. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას!" - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ბრაჩუკიმ. სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი, ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია. ყირიმის ხიდზე ხანძარია ამასთან, რუსული მედია საშუალებები რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ხიდის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა. სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე, დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ, იმ სატვირთო მანქანის ახლომდებარე ავტომობილში ისხდნენ, რომელიც ხიდზე აფეთქდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს „დაღუპულები სავარაუდოდ არიან მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, რომლებიც აფეთქებულ სატვირთოსთან ახლოს იმყოფებოდნენ. წყლიდან ამოყვანილია ორი ცხედარი – ქალისა და მამაკაცის, მათი ინდენტიფიცირება გრძელდება, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში. ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო. როგორც ცნობილია, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა.
BBC-ის კორესპონდენტმა ყირიმის ხიდის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა
BBC-ის კორესპონდენტმა კრის პარტრიჯმა, აფეთქებამდე და შემდეგ, ყირიმის ხიდის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: მივესალმებით ამ მამაც ნაბიჯს, რომლის უკან, სავარაუდოდ, უკრაინა დგას
ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ ესტონური მედია წერს. ყირიმის ხიდზე, მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა „ესტონეთი მიესალმება ამ მამაც ნაბიჯს და ულოცავს უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგანან“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.
დავით არახამია ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევასა და ცეცხლში გახვევას
რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამში“ წერს, რითაც ის ყირიმის ხიდზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს „რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება. ეს მხოლოდ დასაწყისია. საიმედო მშენებლობა არ არის ის, რითაც რუსეთი განსაკუთრებით ცნობილია“, - აცხადებს არახამია. ყირიმის ხიდზე ხანძარია შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარი იყო.
მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
"ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას. ყირიმის ხიდზე ხანძარია „ყირიმი, ხიდი, დასაწყისია, ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. შეგახსნებეთ, რომ ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ყირიმის ხიდის დაზიანება პუტინს მნიშვნელოვნად შეეხება
ქერჩის სრუტის ხიდის დაზიანება დიდი ალბათობით მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის უნარზე, შეინარჩუნოს თავისი ძალები სამხრეთ უკრაინაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ყირიმის ხიდის დაზიანება პუტინს მნიშვნელოვნად შეეხება. მისივე თანახმად, აფეთქების შემდეგ, რომელმაც ხიდი დააზიანა, გზის ოთხი სავალი ნაწილიდან ორი ჩამოინგრა, საუბარია დაახლოებით 250 მეტრის სიგრძის სავალ ნაწილზე. „ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი დანარჩენი ორი სავალი ნაწილით აღდგა, მაგრამ გამტარუნარიანობა სერიოზულად დაქვეითდება“, აცხადებენ სამინისტროში. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობითვე, სარკინიგზო გადასასვლელის დაზიანების მასშტაბი გაურკვეველია, მაგრამ მისი გამტარუნარიანობის ნებისმიერი სერიოზული დარღვევა დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთის უნარზე, შეინარჩუნოს თავისი ძალები სამხრეთ უკრაინაში“, - ნათქვამია მოხსენებაში. სარკინიგზო გადასასვლელი მხოლოდ 2020 წლის ივნისში გაიხსნა ტვირთებისთვის, მაგრამ ხსენებულმა ხაზმა, რუსეთის შეჭრის დროს მძიმე სამხედრო მანქანების სამხრეთის ფრონტზე გადაადგილებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. „პრეზიდენტმა პუტინმა პირადად დააფინანსა და გახსნა ხიდი, ხოლო მისი სამშენებლო სამუშაოს განხორციელების დროს, კონტრაქტორი მისი ბავშვობის მეგობარი, რუსი მილიარდერი არკადი როტენბერგი იყო“, - იუწყება ბრიტანული დაზვერვა. ბოლო თვეებში, პუტინის ყოფილმა დაცვამ, ახლა რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ვიქტორ ზოლატოვმა, ხიდის უსაფრთხოების შესახებ საჯარო გარანტიები გასცა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა
ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“, - აცხადებს ФСБ. მისივე მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, მიღებული მონაცემებით, რულონებში იყო შენიღბული სამშენებლო პოლიეთილენის ფირით. ФСБ-ს მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი, სომხეთში. შემდეგ კი, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს. მისივე განცხადებით, „გადაზიდვების პროცესში, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი“. აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია რუსეთის ხუთი და უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სომხეთის ეროვნულმა უშიშროების სამსახურმა, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმების მიზნით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მედიამ, რუსეთის ФСБ-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების დროს გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამალული სატვირთო მანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა. რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე საერთაშორისო ტერორიზმისადმი დახმარების სავარაუდო ფაქტზე აღიძრა. საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდება დაკითხვები და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ალექსანდრე დარახველიძე: როგორც ტრანზიტული, ასევე, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში, საბაჟო კონტროლს გადის. საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა 12 ოქტომბერს, რუსეთის ФСБ -მ ყირიმის ხიდზე აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 8 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორისაა სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჯანიანი. რუსეთის ფედერაციის ცნობით, აფეთქება უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა მოაწყო, რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქის დახმარებით. ყველა მათგანი დაკავებულია. ФСБ-ს ცნობითვე, სატვირთო მანქანა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტერიტორიიდან შევიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთის ბრალდებები, რომ გასულ კვირას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, უარყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს, ყირიმის ხიდის დაზიანების გამო ლოგისტიკური პრობლემები შეექმნა
სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ძალების წინაშე მდგარი ლოგისტიკური პრობლემები, სავარაუდოდ, 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ გაუარესდა. ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში. ანგარიშის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხერსონის მომარაგების მარშრუტები, ნაწილობრივ დაპყრობილ ზაპოროჟიეს რეგიონში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. „ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეჩერებულია, დიდი რაოდენობით სატვირთო მანქანები დაგროვდა მატერიკზე, რაც სავარაუდოდ, გაზრდის ლოგისტიკურ დატვირთვას მანქანების ნაკადზე, რომელიც მარიუპოლის გავლით ზაპოროჟიეს რეგიონში უნდა გადავიდეს, რადგან ყირიმის ხიდის სიმძლავრე მნიშვნელოვნადაა შემცირებული“, - ნათქვამია მოხსენებაში. ამასთან, ხერსონის რეგიონში დაძაბულობის გამო (ხერსონის წინააღმდეგ უკრაინის შესაძლო კონტრშეტევა) და ყირიმის გავლით მიწოდების გზების გაუარესების გამო, სახმელეთო ხაზი ზაპოროჟიეს რეგიონის გავლით სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება რუსული ოკუპაციის მდგრადობისთვის. „ამავდროულად, მელიტოპოლი არის არა მხოლოდ მიწოდების მარშრუტების მთავარი კერა, არამედ რუსული ავიაციის ბაზაც“,- წერენ მოხსენების ავტორები. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, სომხეთში ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით აღიძრა საქმე
სომხეთის უშიშროების სამსახურმა, „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მანამდე, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად გამოიყენეს, სატვირთო მანქანაში იყო, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა. ის ქვეყანაში უცხო სახელმწიფოდან შევიდა და შემდეგ, რუსეთში გაემგზავრა. „საქმის ვითარებაში გასარკვევად, აღიძრა საქმე „ადამიანების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით საერთაშორისო ტერორიზმისთვის ხელშეწყობის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საზღვრის გავლით ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდის, ასევე დოკუმენტების გაყალბების მუხლებით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური 12 ოქტომბერს აცხადებდა, რომ ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის 12 თანამონაწილის ვინაობა“ დაადგინა და რვა ადამიანი დააკავა. საქართველომ და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანას, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, მათი საზღვრები არ გადაუკვეთავს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი შემკვეთები და აღმსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ. ზელენსკიმ უარყო უკრაინის მონაწილეობა ყირიმის ხიდის აფეთქებაში და თავისი ვერსია დაასახელა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში კონფლიქტია სამხედროებსა და სპეცსამსახურებს შორის და აფეთქება შესაძლოა, მათ შორის წინააღმდეგობის შედეგი იყოს. 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქების ორგანიზების ყველა დეტალს გამარჯვების შემდეგ გამოავლენენ. „მედიის მრავალი თხოვნის გათვალისწინებით, ყირიმის ხიდზე მორიგი ინციდენტის შესახებ გაცნობებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აუცილებლად გამოავლენს ყველა დეტალს „ბავოვნას“ ორგანიზების შესახებ ჩვენი გამარჯვების შემდეგ“, - განუცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, არტემ დეხტიარენკომ Ukrinform-ს. ის ამბობს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ ვერ გაუძლო კიდევ ერთხელ სამხედრო დატვირთვას პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა სიმბოლომ. პოდოლიაკი ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია ხანმოკლეა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ყირიმის ხიდის ორი აფეთქების დეტალებს ამხელს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ყირიმის ხიდის ორი აფეთქების დეტალებზე საუბრობს. ამ შინაარსის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვასილი მალიუკი ამბობს, რომ ქერჩის სრუტეს გასწვრივ პირველი აფეთქების დროს, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში მოხდა, სამსახურის თანამშრომლებმა ხიდთან 21 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო მანქანა მიიყვანეს. მალიუკის განმარტებით, ასაფეთქებელი ნივთიერება სპეციალურ შესაფუთ მასალაში იყო გადახვეული, რომ სკანერებით მისი გამოვლინება შეუძლებელი ყოფილიყო. მალიუკის თქმით, ყირიმის ხიდზე 2023 წლის ივლისში განხორციელებული მეორე შეტევაში საზღვაო დრონები მონაწილეობდნენ და მათზე არსებული ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობა ჰექსოგენის 850 კგ-მდე იყო გაზრდილი. SBU-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდი არის ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის და რომ ჟენევის კონვენციები, რომლებიც არეგულირებს ომის წესებს, არ შეიცავს აკრძალვას ასეთ ობიექტებზე თავდასხმაზე. CNN 16 აგვისტოს წერდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა ამერიკულ ტელეარხს მიაწოდეს ექსკლუზიური კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია 17 ივლისს ყირიმის ხიდის საყრდენზე მომხდარი თავდასხმა. კიევმა პირველად, ოფიციალურად აღიარა თავისი უშიშროების ძალების მონაწილეობა ამ თავდასხმაშიც. უკრაინამ ოფიციალურად ივლისში დაადასტურა მონაწილეობა 2022 წელს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში. მანამდე კიევის მონაწილეობა ამ აფეთქებაში ირიბად აღიარა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
რუსულ-ჩინურ კონსორციუმს ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის აშენება სურს - Washington Post
რუსეთს ყირიმთან დამაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბის აშენების გეგმა აქვს. უკრაინის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით, მთავრობასთან კავშირში მყოფმა რუსმა და ჩინელმა ბიზნესის აღმასრულებლებმა საიდუმლო დისკუსიები უკვე გამართეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს. შეხვედრები ოქტომბერში გაიმართა, რაც ქერჩის სრუტეზე 11 მილის სიგრძის ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რუსეთის შეშფოთებას მოჰყვა. უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამიზნედ თვლის, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს. ამერიკული გამოცემის თანახმად, აღნიშნული მოლაპარაკებები ხაზს უსვამს რუსეთის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს კონტროლი ყირიმზე, ნახევარკუნძულზე, რომლის ანექციაც მან 2014 წელს მოახდინა. მოსკოვის ნაბიჯი ასევე ნიშანია ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების. აშშ-ის ოფიციალური პირებისა და ექსპერტების თქმით, არსებულ ხიდთან გვირაბის მშენებლობა უზარმაზარ დაბრკოლებებს წააწყდება. ისინი აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაო, რომელიც, სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარი დაჯდება და დასრულებას წლები დასჭირდება, საომარ ზონაში არასდროს ჩატარებულა. ექსპერტების თქმით, გეგმის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ არსებული კითხვების მიუხედავად, რუსეთს მკაფიო მიზეზები აქვს მისი განხორციელებისთვის. იმ ფონზე, რომ კრემლმა ომში გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ მიაღწია, არსებობს რისკი, რომ უკრაინა ქერჩის ხიდზე ინტენსიურ თავდასხმას შეეცდება. „პროექტი პოლიტიკურ და ფინანსურ რისკებს უქმნის ჩინეთს, რომელსაც ოფიციალურად არასოდეს უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და რომლის კომპანიებიც შეიძლება, ეკონომიკური სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ,“ - წერს ამერიკული გამოცემა. The Washington Post-ს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია დაინტერესდა. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის ავთენტურობას The Post-ის მიერ ცალკე მოპოვებული სხვა ინფორმაცია ადასტურებს, მათ შორის, ფაილები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ყირიმში რუსულ-ჩინური კონსორციუმი ახლახან ჩამოყალიბდა. კონსორციუმის ოფიციალურ პირებს შორის ელექტრონულ მიმოწერაში ასევე მოხსენიებულია შეხვედრები ჩინელ დელეგატებთან ყირიმში. 4 ოქტომბრით დათარიღებული ერთ-ერთი შეხვედრა აღწერს, რომ ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია CRCC მზადაა, უზრუნველყოს ნებისმიერი სირთულის სარკინიგზო და საგზაო სამშენებლო პროექტების მშენებლობა ყირიმის რეგიონში.“ CRCC, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელმაც ჩინეთში მრავალი უმსხვილესი საგზაო და სარკინიგზო ქსელი ააშენა. მან ბოლო წლების პროექტების მეშვეობით, რუსეთთან მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარა, მათ შორის, მოსკოვის მეტროს სისტემის გაფართოებით, რომელიც 2021 წელს დასრულდა. ამერიკულმა გამოცემამ კომენტარისთვის ჩინურ კომპანიას მიმართა, თუმცა მათ საუბარი არ ისურვეს. დოკუმენტებში კონსორციუმის გენერალურ დირექტორად რუსი ბიზნესმენი, ვლადიმერ კალიუჟნია დასახელებული. „რუსეთი აგრძელებს სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული ან გასული წლის შეჭრის შემდეგ. ბოლოდროინდელმა სატელიტურმა სურათებმა გამოავლინა ახალი მონაკვეთები აზოვის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ეს არის ოკუპირებული სახმელეთო მარშრუტის ნაწილი, რომელიც ასევე აკავშირებს რუსეთს ყირიმთან. მშენებლობაში ჩართულნი არიან კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია არკადი როტენბერგთან, პუტინის ბავშვობის მეგობართან, რომელმაც უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა კრემლის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით, მათ შორის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას სოჭში. მისი სამშენებლო კომპანია Stroygazmontazh ასევე მსახურობდა ქერჩის ხიდზე როგორც წამყვანი კონტრაქტორი. 71 წლის ოლიგარქი სანქცირებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ,“ - წერს Washington Post-ი.
უკრაინის დარტყმების შემდეგ, რუსეთი აღარ იყენებს ყირიმის ხიდს იარაღის გადასატანად - ვასილი მალიუკი
„ყირიმის ხიდზე წარმატებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია აღარ იყენებს მას იარაღისა და განადგურების საშუალებების გადასაზიდად. აქამდე ხიდზე დღეში 42-46 მატარებელი გადიოდა, რომელსაც იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, ახლა მხოლოდ 4-5, აქედან ოთხი სამგზავრო მატარებელია, ერთს საერთო მოხმარების საქონელი გადააქვს,“ - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილი მალიუკმა განაცხადა. მისი თქმით, ხიდს საავტომობილო მიმოსვლისთვის იყენებენ, მაგრამ შეზღუდულად.მან ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტები ხიდის სრულ აღდგენაზე მუშაობენ და თუ ეს მოხდება, უკრაინული მხარის რეაქცია შესაბამისი იქნება. "როდესაც ისინი აღადგენენ საყრდენებს, შესაძლოა, პოტენციურად ხელახლა დაიწყონ საბრძოლო მასალის გადატანა. შემდეგ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვეტყვით "გამარჯობას". ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი სრული განადგურების პოტენციალი,“ - აღნიშნა მალიუკმა. მისივე თქმით, რუსეთი არ იყენებს ყირიმის ხიდს იარაღის მიწოდებისთვის დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მას შემდეგ, რაც მას უკრაინის უსაფრთხოების უწყებებმა დაარტყეს. „ოდესღაც უკრაინის პრეზიდენტისგან მივიღეთ დავალება, რომ ამ მიმართულებით მოწინააღმდეგის სამხედრო მარშრუტები გაგვეწყვიტა. ფაქტობრივად, ორი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. ახლა თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ისინი ყირიმის ხიდს არ იყენებენ იარაღის მომარაგებისთვის. ხიდზე ყოველდღიურად გადიოდა 42-დან 46-მდე მატარებელი, რომელიც იარაღს და საბრძოლო მასალას ატარებდა, დღეს ოთხიდან ხუთ მატარებელია, ოთხი მგზავრს გადაჰყავს და მეორე - სამომხმარებლო საქონელი, ანუ მტერი არ იყენებს ხიდს,“ აღნიშნავს მალიუკი. თუმცა, SBU-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსები ყირიმის ხიდის შეკეთებაზე მუშაობენ. „ამჟამად იქ დაზიანებულია საყრდენები და ე.წ ზურგები, რომლებზეც დგანან. როცა აღდგება, ალბათ ისევ დაიწყებენ საბრძოლო მასალის გადატანას ამ ხიდზე. მერე კიდევ ერთხელ „გავუგზავნით მოკითხვებს.“ ყველაფერი დროულად უნდა დალაგდეს,“ - განაცხადა მალიუკმა. მალიუკის თქმით, ყირიმის ხიდზე პირველი თავდასხმის შემდეგ, ზოგიერთი დასავლური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ უკრაინელი ოპერატიულების ძალისხმევას.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს „ყირიმის ხიდზე ტერაქტისთვის“ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 26 მარტს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს. რუსეთი ინასარიძეს 2022 წლის ოქტომბერში, ყირიმის ხიდზე „ტერაქტის“ მოწყობაში ადანაშაულებს. „ტასის" ცნობით, ანალოგიური ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკს. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ოთხი დღის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ „ორგანიზებული ტერაქტის" გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე და დაადგინა თანამონაწილეები, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა. რუსეთის უშიშროების სამსახურის მაშინდელ ოფიციალურ ინფორმაციაში ალექსანდრე ინასარიძე მოხსენიებული იყო სანდრო ინოსარიძედ, მეორე პირი კი - ბროკერად, რომლის სახელი ლევანია. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს არანაირი კავშირი არ აქვს. 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ აშენებულ ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. რუსეთის მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი. უკრაინამ ოფიციალურად მხოლოდ 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება მისი ორგანიზებული იყო.