თეგი: ჯეიმს ო’ბრაიენი
პრემიერი სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ აიერს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებით საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტიან მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე, აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, - წერია ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.
სანქციების საკითხებში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას, უწყების თანახმად, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს პოზიტიური შეფასებისთვის. „მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო კვლავ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სანქციების ნაწილში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“, - წერია უწყების ინფორმაციაში. შეხვედრას დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ სიჭინავა და შემოსავლების სამსახურის სხვა წარმომადგენლები. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრის შემდეგ. როგორც მან განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ, კი, შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები სანქციების აღსრულების მიმართულებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. „სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.
ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას
„ჩვენი შეხვედრებისა და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანია არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, მათ იციან, რომელი დასახელების პროდუქცია და საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. „მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის, თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმ საქონლის მიწოდება რუსეთისთვის, რასაც იგი იყენებს ომის კამპანიისთვის და აქ არ არის საუბარი ერთ და ორ შემთხვევაზე. მთავარია, მას არ ჰქონდეს ეს შესაძლებლობა და ამ მიმართულებით ჩვენ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა. თავის მხრივ, კუმარ აიერის თქმითთ, საქართველოში 38 დასახელების ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ: „ამ საკითხზე მხოლოდ აქ არ ჩამოვსულვართ, ჩვენი ჯგუფი 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას“. „ხედავთ თუ არა სივრცეს, რომ რუსეთმა და რუსეთის მოქალაქეებმა, მათ შორის სანქცირებულმა პირებმა საქართველოში სანქციების გვერდის ავლა შეძლონ“, - კუმარ აიერმა ამ შეკითხვას უპასუხა. „მხოლოდ რამდენიმე სიტყვას დავამატებ, ვინაიდან სრულად ვიზიარებ ყველაფერს, რაც ელჩმა ო’ბრაიანმა განაცხადა, რამდენჯერმე გამეორდა ეს კითხვა და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ზუსტად ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი. ჩვენ ახლა ამ 38 ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული. მინდა, კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, ჩვენ საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში. ეს ჩვენი ერთობლივი ჯგუფი უკვე თითქმის 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ, როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, რას ვუყურებთ, რა კონკრეტული მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე. ფოკუსიც სწორედ ეს იყო და ასე ვაპირებთ გაგრძელებას“, – აღნიშნა კუმარ აიერმა.
კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს შესთავაზეს კონკრეტული წინადადება, რომ კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კუმარ აიერი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. შესაბამისად, ახლა ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი. კუმარ აიერს კითხვა დაუსვეს, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკს, რაზეც კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს. „შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აიერმა განაცხადა, რომ მთავარი ფოკუსია „შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“. „შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა. ამავე პრესკონფერენციიდან: კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში
კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა
დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დასახელა. აიერმა დააზუსტა, რომ ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი ზუსტად 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო. „ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებს და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა აიერმა. კუმარ აიერი ასევე ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკებს? „სანქციებისგან თავის არიდება უმეტესად სახმელეთო საზღვრების გზით ხდება, ახლა ვართ ფოკუსირებული, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რათა გამკაცრდეს საქონლის სახმელეთო გზით მიმოსვლის კონტროლი და მონიტორინგი", - განაცხადა კუმარ აიერიმა და დაამატა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება მეორე მიმართულება რომელიც, ასევე უნდა გაკონტროლდეს. ამავე პრესკონფერენციიდან კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას ჯეიმს ო'ბრაიენი: ვიცით, რომ რუსებს სურთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად
ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზნებზე საუბრობს. მან უპასუხა შეკითხვებს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობად საქართველოს შესაძლო გამოყენების საკითხსა და შესაძლო სანქცირებაზე. „არ ვისაუბრებ შესაძლო სანქციებზე, კონკრეტულ შემთხვევებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კონკრეტული სისტემა შექმნილი. თუ ეს სისტემა გააგრძელებს მუშაობას, შევძლებთ, მოვახდინოთ აკრძალული საქონლის იდენტიფიცირება. ეს არის ახალი სისტემა, რომელსაც ვაუმჯობესებთ როგორც ჩვენთან, ისე აქ. ელექტროსაქონლით ვაჭრობა გარკვეული დროის განმავლობაში ლეგალური იყო - უკვე თებერვლის ბოლოსკენ, კონკრეტული ნივთებით ვაჭრობა გავხადეთ არალეგალური და უკვე ამის შემდეგ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში - ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტიანი. უნდა აღინიშნა, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა. ემბარგოს შემდეგ, რუსული ექსპორტი აღდგა საქართველოში, ზოგიერთ გლობალურ კომპანიას შემოაქვს თავისი საქონელი საქართველოში თუ მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე თავად რუსეთში. ჩვენი შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ ამ დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში ვიზისიტის შემაჯამებენ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია მისივე განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან. ელჩის თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. „ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რაც გვაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არიან წინა ხაზზე და პასუხისმგებელნი არიან, რომ ხელი შეუშალონ ისეთი რესურსების უზრუნველყოფას რუსეთისთვის, რაც დაეხმარება მათ, გააგრძელონ აგრესიული ომი უკრაინაში. ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან და ასევე, სხვადასხვა პასუხისმგებელ სააგენტოებთან. ჩვენ ასევე შევხვდით ბიზნესსაზოგადოების, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ ასევე შევხვდით პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიდი შვიდეულის პარტნიორებს. ამ ტიპისა და ამ დონის შეხვედრები კარგად ასახავს იმ მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა. მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანია, რუსეთმა არ მიიღოს იმ ტიპის მოწყობილობები, რასაც საომარი მოქმედებების წარმოებისთვის იყენებს. „ახლა ორი სიტყვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რომ რუსმა სამხედროებმა, რუსეთმა მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს და კლავს უკრაინელ ხალხს. ჩვენ, როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი ყურადღებას ვამახვილებთ ელექტრონული მოწყობილობების იმ სახეობაზე, რაც ასე ვთქვათ გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე, ან კიდევ ფართო მოხმარების საქონელზე, არ ვაწესებთ სანქციებს იმისათვის, რომ ამ საქონელმა მიაღწიოს ფართო ბაზარზე. გრძელდება რა ვაჭრობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ნივთებსა და საქონელზე, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს ბრძოლის ველზე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მსჯელობა და დისკუსია ამ პერიოდის განმავლობაში და ეს, რა თქმა უნდა, არის ნაწილი იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რაც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.
ჯეიმს ო’ბრაიენი: საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს
საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი ჩრდილოეთ მაკედონიაში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის სრული გათელვა ცივილიზებული სტანდარტების, საერთაშორისო სამართლისა და იმ პრინციპებისა, რომლებსაც ეს ორგანიზაცია ეფუძნება. საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე კონფლიქტები მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას რათა, ეს კონფლიქტები გადაიჭრას და ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან და იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო საზოგადოების ნაწილინ, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგული არიან,“ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მოსკოვისთვის სტრატეგიულ მარცხად უნდა დარჩეს - ჯეიმს ო’ბრაიენი
რუსეთი ახლა ხარჯავს თავის სამხედრო რესურსს უკრაინის წინააღმდეგ ომში, როგორ აფასებთ რუსეთის უნარს, განახორციელოს აგრესიული პოლიტიკა სხვა მეზობელი ქვეყნების და NATO-ს წინააღმდეგაც კი. როგორია თქვენი აღქმა ანალიზის შესახებ, რომლის თანახმად, ომის დასრულებიდან ექვს წელიწადში რუსეთი შეძლებს აღდგენას და ხელახლა დარტყმას, ამჯერად NATO-ს წევრების, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის მიმართ. ამ შეკითხვას უპასუხა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა და აღნიშნა, რუსეთის სტრატეგიული მარცხი მარცხად უნდა დარჩეს. „ვფიქრობ, ცხადია, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, რომ არ არის დაინტერესებული უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებით. სჯერა, თუ მოითმენს, მას ექნება უპირატესობა და შეძლებს, სცადოს უკრაინის კვლავ კონტროლქვეშ მოქცევა და ეს შექმნის პლატფორმას, საიდანაც ის შეძლებს, NATO-ს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში, რომელიც დაიწყო 2022 წლის თებერვალში, უნდა დარჩეს რუსეთის სტრატეგიულ მარცხად და არ შეიძლება, მივცეთ უფლება, შექმნას სხვა საფუძველი, საიდანაც რუსეთი განიმტკიცებს თავის იმპერიულ კონტროლს უკრაინაზე,“ - განაცხადა ბლინკენის თანაშემწემ.
ჯეიმს ო’ბრაიენი: ფაშინიანს არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი სომხეთის პრემიერს გამბედაობისთვის აქებს. ო’ბრაიენის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანმა მკაფიო გზა აირჩია დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით.„მე ვიტყოდი, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამბედაობა გამოიჩინა. მან მკაფიოდ აჩვენა, რომ სურს, სომხეთმა წინ წაიწიოს დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით, მას არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე. ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ. მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც უნდა იყოს ძალიან გამამხნევებელი სომხეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ისინი ცდილობენ, გააგრძელონ ისეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ჰქონდათ გასული ან ორი წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე გამბედაობა გამოიჩინა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სომხეთს, ფოკუსირება მოახდინოს თავის ეკონომიკურ განვითარებაზე, ააშენოს თავისი უსაფრთხოების ურთიერთობები და გააფართოოს ვაჭრობა ცენტრალური აზიიდან თურქეთამდე. ეს ყველაფერი არის ის, რისი ნახვაც ძალიან გვინდა. ასე რომ, ნებისმიერი პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს სომხეთს, მისასალმებელია; თუ რა გზას აირჩევს ევროკავშირ, მისი საქმე იქნება. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და სომხეთის მთავრობასთან, რათა დავინახოთ, რომ სომხეთის მოსახლეობას შეუძლია, ისარგებლოს იმ რეფორმების პოლიტიკით, რომელიც ფაშინიანის მთავრობამ განახორციელა,“ აღნიშნა ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რითაც უპასუხა შეკითხვას, „როგორ შეაფასებდა სომხეთის მხარდაჭერის პერსპექტივებს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ბოლო დროს გამოაცხადა ევროკავშირმა.“ ცნობილია, რომ ჯეიმს აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ვმუშაობთ ფაშინიანის ხედვის მხარდასაჭერად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის შესახებ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ხსენებულ სატელეფონო საუბარს აღწერს. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ისტორიულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას - ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში
„ჩვენ გვქონდა პირველი პროდუქტიული დისკუსია პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მომავლის შესახებ,“ ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ჩასვლის შემდეგ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 6 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვდა. „გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება რეგიონში, ისტორიულ შესაძლებლობებს შექმნის,“ - აღნიშნა ო'ბრაიენმა შეხვედრის შემდეგ. მანამდე ალიევი აცხადებდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის
ო’ბრაიენი: ამაღელვებელი მომენტია ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის ამაღელვებელ მომენტად აფასებს. „შესანიშნავი ამბები ევროპული საბჭოსგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამაღელვებელი მომენტი ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის,“ – წერს ჯიმ ო’ბრაიენი. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ვაშინგტონში იწვევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა ინტერვიუ მისცა ამერიკის ხმის სომხურ სამსახურს. Europetime მის თარგმანს გთავაზობთ. _თქვენ ახლახან დაბრუნდით აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა? ო'ბრაიენი: ვფიქრობ, ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ორმა ქვეყანამ ისაუბროს ერთმანეთთან და მიაღწიოს პრაქტიკულ შეთანხმებებს. მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს ერთმანეთის მხარდაჭერა მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის, მათი საერთაშორისო მისწრაფებების [მხარდაჭერის] ჩათვლით, [მაგალითად] აზერბაიჯანმა უნდა უმასპინძლოს გაეროს კლიმატის მომდევნო კონფერენციას, რისი უფლებაც მას ახლა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის, ასევე, სომხეთის საერთაშორისო მისწრაფებებისთვის. ამგვარი მხარდაჭერის ჩვენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნორმალური ორმხრივი ურთიერთობის დამყარებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ მხარეების მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ორივე მხარემ გამოთქვა ამის ინტერესი. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სხვები, მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან მშვიდობა უზარმაზარ სარგებელს მოიტანს.“ _ბაქოში თქვენი შეხვედრის შემდეგ, უწოდებდით თუ არა „ნორმალურს“ აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს? უმასპინძლებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ამ წლის ბოლომდე? ო'ბრაიენი: რაც ჩვენ ვუთხარით ამ ორ ქვეყანას, არის ის, რომ ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს და ამას ისევ გავაკეთებთ, თუ მხარეები გადაწყვეტენ, რომ ეს მათ დაეხმარება მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად. ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ შეხვედრისკენ, მათ განაცხადეს, რომ მზად არიან, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად. წელს ალბათ, შეხვედრა ვერ მოესწრება, რადგან წლის ბოლომდე საკმაოდ მოკლე დროა დარჩენილი.
ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. „ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს! ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით, მაშინ როცა ისინი დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან,“ - წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
ილია დარჩიაშვილი ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ამასთან, მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. „ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო' ბრაიენის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების გზებზე,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.