თეგი: ჰააგის სასამართლო
ლიეტუვამ გაეროს სასამართლოს მიმართა, პუტინისა და ლუკაშენკოს წინააღმდეგ საქმე აღიძრას
ლიეტუვამ განაცხადა, რომ სურს, რუსეთისა და ბელორუსის მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები გაეროს სასამართლომ გამოიძიოს Associated Press-ის ცნობით, ლიეტუვის იუსტიციის მინისტრმა ეველინა დობროვოლსკამ განაცხადა, რომ წინადადება ჰააგის სასამართლოში გაიგზავნა. მისი თქმით, პროკურორს ეთხოვა, შეაფასოს მოთხოვნა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიება დაიწყოს. საუბარია „კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე“, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკაზე. შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა
ჰააგის სასამართლოს პროკურორი: უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ ვიწყებთ
ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განაცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ იწყებს. ამასთან, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე წინასწარი დაკვირვების შემდეგ, ICC-ის პროკურატურამ ორშაბათს, 28 თებერვალს უკრაინაში რუსეთის დანაშაულების შესახებ გამოძიების დაწყების სურვილი გამოთქვა და ICC-ის მოსამართლეებს ნებართვა სთხოვა. ასევე წაიკითხეთ: საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს
ჰააგის პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა 2008 წლის ომის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების სამი „მაღალჩინოსანის“ დაკავების ორდერზე განაცხადი შეიტანა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს ბრალდება შემდეგი მუხლებით წაუყენეს: უკანონო პატიმრობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა და მძევლების აყვანა და უკანონო გადაცემა. „თუ წინასასამართლო პალატა დაამტკიცებს ჩემს განაცხადს დაკავების ორდერთან დაკავშირებით, მე მჭიდროდ ვითანამშრომლებ ამ სამი პირის დაკავების კუთხით“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში. საქმე ეხებათ შემდეგ პირებს: მიხეილ მინძაევი - 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად ჰამლეტ გუჩმაზოვი - 2008 წლის მოვლენების დროს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი დავით სანაკოევი - „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში/ „ომბუდსმენი“ მოვლენების დროს.
არჩილ თალაკვაძე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის მიერ 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით. „ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომელთაც პროკურორის მტკიცებით, 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანების კონვენციური უფლებები დაარღვიეს. ეს ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ტყვედ აყვანას, მათი უფლებების ხელყოფას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან", - განაცხადა თალაკვაძემ. ასევე წაიკითხეთ: ჰააგის პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა
მაკა ბოჭორიშვილი: ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიდი გამარჯვებაა
"ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიდი გამარჯვებაა", - საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება და დიდი წარმატება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: არჩილ თალაკვაძე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება
ჰააგის სასამართლო უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს
ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16 მარტს, 16:00 საათზე გამოაქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინამ საქმე 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე შეიტანა. ამასთან, როგორც BBC იუწყება, რუსი ოფიციალური პირები ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ, 7 მარტს გამართულ მოსმენაზე არ გამოცხადდნენ.
ჰააგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს
ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16 მარტს, 16:00 საათზე გამოაქვეყნებს. BBC იუწყება, რომ რუსი ოფიციალური პირები ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ, 7 მარტს გამართულ მოსმენაზე არ გამოცხადდნენ. ასევე წაიკითხეთ გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო
ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყონებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ICJ-ის განაჩენები აღსრულება სავალდებულოა. „უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სრული გამარჯვება მოიპოვა. ICJ-მ უბრძანა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთმა ის დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს კიდევ უფრო იზოლაციაში მოახდენს“, - წერს თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სრული გამარჯვება მოიპოვა
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფასებს. „უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე სრული გამარჯვება მოიპოვა. ICJ-მ უბრძანა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთმა ის დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს კიდევ უფრო იზოლაციაში მოახდენს“, - წერს თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყონებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ICJ-ის განაჩენები აღსრულება სავალდებულოა. ასევე წაიკითხეთ ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა
ნიდერლანდში რუსეთის დაზვერვის ოფიცერი დააკავეს, რომელიც ჰააგის სასამართლოში სტაჟორად მოწყობას ცდილობდა
ნიდერლანდის გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (AIVD) ცნობით, დააკავეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟიორის სამუშაოს მიღებას ცდილობდა. AIVD-ის ხელმძღვანელი ერიკ აკერბუმი აცხადებს, რომ მისი ნამდვილი სახელია სერგეი ვლადიმიროვიჩ ჩერკასოვი. ნიდერლანდში მას შესსვლა ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელით სურდა. ჩერკასოვი, AIVD-ის თანახმად, აპირებდა სტაჟირებას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. შედეგად, მას სურდა საიდუმლო მონაცემებზე ჰქონოდა წვდომა, მათ შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოში (2008 წელს) და უკრაინაში (2022 წელს) შესაძლო სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ მიმდინარე გამოძიების მასალებზე. დაკავებული ჩერკასოვი დეპორტირებული ბრაზილიაშია დეპორტირებული.
ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს გენერალური პროკურატურა სპეციალური განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ აქტიურად განაგრძობენ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების გამოძიებას. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა საქართველოს პროკურატურა ჰააგის პროკურორის ოფისს ჩატარებული გამოძიებისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. „გვსურს გამოვეხმაუროთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის დღევანდელ განცხადებას. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორის ოფისს მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ეფექტიანი გამოძიებისა და ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსავლენად, ქართულ სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით, ჰააგის სასამართლოში გამოძიება 2016 წლის იანვარში დაიწყო. აღნიშნული აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის მარტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განიხილა პროკურორის შუამდგომლობა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი მაღალჩინოსნების, დე ფაქტო ცხინვალის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის - მიხაილ მინძაევის, დე ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსის - ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დე ფაქტო ცხინვალის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენლის - დავიდ სანაკოევის დაკავების შესახებ, მათ მიერ რომის სტატუტით გათვალისწინებული ომის დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით. შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს, პალატამ გამოიტანა მათი დაკავების განჩინებები და გასცა მითითება ხსენებული პირების დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით შესაბამისი ზომების მიღების თაობაზე. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა ეს ქმედება ომის უმძიმესი დანაშაულია. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის კონტექსტში მოხდა. პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში, თუმცა, იგი ამჟამად გარდაცვლილია. დღეს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. პროკურორის ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. პროკურორმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალში გაძლიერებულად ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან, რაც მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიმდინარე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურად აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების გამოძიებას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გენერალურ პროკურატურაში შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს კვლავაც აქტიურად აგრძელებს. გენერალური პროკურატურის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა კომპლექსური და ფართომასშტაბიანი გამოძიება. გამოიკითხა ათასობით მოწმე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილები, სამკურნალო დაწესებულებებიდან გამოთხოვილია სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზეც დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. ასევე, საქმეზე ჩატარდა ბალისტიკური, პიროტექნიკური, ვიდეო-ტექნიკური, ქიმიური და სასაქონლო ექსპერტიზები. ბოლო წლებში, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, საერთაშორისო სასამართლოების წინაშე ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ისევე როგორც საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. შედეგად, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2008 წლის ომის საქმეზე ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. გარდა ამისა, 2022 წლის 24 მარტს სტრასბურგის სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ზემოაღნიშნული საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებებიც კი არ იყო წარდგენილი მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ყველა ის წარმომადგენელი გამოვლინდეს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინაშე ომის დანაშაულები აქვს ჩადენილი. ყველა მათგანი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ჩადენილი ქმედებებისათვის კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა და არცერთი ქართველის სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა.
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა
წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებითაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. კარიმ ხანის განმარტებით, მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. „ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად“. „მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს“. 2016 წლის 27 იანვარს ხანის ოფისმა დაიწყო გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდშია ჩადენილი, რასაც წინ უძღოდა 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება. „გამოძიების დაწყების დღიდან ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. პროკურორის ოფისი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა. მას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა დაზარალებულებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, და ნაყოფიერად თანამშრომლობდა ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან“, - აღნიშნავს პროკურორი. ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს ჰააგის პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა შეგახსენებთ, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. მათ შორის არიან გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად, ამ „პოზიციაზე“ ის 2008 წლის 31 ოქტომბრამდე იყო; გამლეტ გუჩმაზოვი აგვისტოს ომის დრო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის დროს. გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც გამოძიების თანახმად, განზრახ შეუწყო ხელი ხსენებული დანაშაულების ჩადენას. ბორისოვი გარდაცვლილია. „ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებითაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა. აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ბ-ნი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას“, - აღნიშნავს პროკურორი ხანი. ამასთან, აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, მისი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. „შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებათა მასშტაბის გათვალისწინებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მე ვისარგებლო რომის სტატუტით მონიჭებული დისკრეციით, რათა ეფექტიანად ვმართო ჩემი, როგორც პროკურორის, მანდატის განხორციელება. თანამდებობის დაკავებისთანავე ცალსახად განვაცხადე: არ მსურს გავაგრძელო დაზარალებულთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემა და შემდეგ მათი ვერ შესრულება. რეალური შედეგების მისაღწევად, ჩვენ ზედმიწევნით უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება რესურსების ყველაზე ეფექტიანად გამოყენება იმგვარად, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში ჩვენს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალდა. სიტუაციური დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული დასრულების სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ასევე ასახავს იმ მზარდ, სამართლიან მოლოდინს, რომ სასამართლო გამოძებნის გზებს და საშუალებებს, რათა რეალურად იმუშაოს რამდენიმე სიტუაციაზე შეზღუდული რესურსების პირობებში. აღნიშნულის აუცილებლობა ასევე აისახა წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის დაკვეთით ახლახან ჩატარებულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების პროცესში. ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიტუაციის დასრულების თაობაზე მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ ეხება. მას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციებს შეეხება, მათ შორის, დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებით ასევე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ ვაცხადებ. თუმცა ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად. ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა. მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს. ასევე, მიმაჩნია, რომ რესურსების ეფექტიანი მართვის გარდა, დასრულების სტრატეგიების განხორციელება, შესაძლოა, თანამშრომლობისა და კომპლემენტარობის იმ საბაზისო პრინციპების ნათელ გამოხატულებად იქცეს, რომლებიც რომის სტატუტის სისტემას უდევს საფუძვლად. იმდენად, რამდენადაც ჩემი გადაწყვეტილება საქმეების ჩვენთვის სასურველი მოცულობის ფარგლებზე მიუთითებს, იგი, ასევე, იძლევა ახალ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ კომპეტენტურ ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან, რათა დავეხმაროთ მათ დაუსჯელობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში და, საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ ახალი საქმეების წარმოებას რომლებიც, ერთობლივი მუშაობის წყალობით, შესაძლოა ადგილობრივ სასამართლოებამდეც მივიდეს. ამ საკითხს ცენტრალური ადილი უკავია ჩემს ხედვაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპლემენტარულ როლსა და ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან მის ურთიერთობას ეხება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მე უკვე ვაცნობე საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს, რომ ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. აღნიშნულს წინ უსწრებდა ამა წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილის ნაზატ შამიმ ხანის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის მოსალოდნელი დასრულების ჭრილში. გაძლიერებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩემი ოფისის მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ამ მიზნით, ჩემი ოფისი დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა და ჩვენი მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით. კომპლემენტარობის პრინციპი და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და წევრი სახელმწიფოები იმუშავებენ ერთად, რათა ერთობლივად იტვირთონ პასუხისმგებლობის ის მძიმე ტვირთი, რომელიც რომის სტატუტით არის განსაზღვრული და რომელსაც დაზარალებულნი მოითხოვენ. ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, დაზარალებულებთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არსებული ამოცანების გადასაჭრელად“, - აღნიშნავს კარიმ ასად ახმად ხანი.
ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე: ისტორიული გადაწყვეტილება, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად არიან ეჭვმიტანილნი სამხედრო დანაშაულში: „უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში - ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადასახლებაში რუსეთის ტერიტორიაზე“. „ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლესი ლიდერის ბრძანების გარეშე ასეთი დანაშაულებრივი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ბავშვების ოჯახებისგან განცალკევება, ნათესავებთან დაკავშირების ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამალვა, ეს ყველაფერი აშკარად რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკაა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება, რაც ამ სახელმწიფოს პირველი მაღალი თაბამდებობის პირით იწყება. მადლობას ვუხდი კარიმ ხანის პროკურატურას და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ყველას, ვინც გვეხმარება სამართლიანობისთვის ბრძოლაში. მადლობელი ვართ პრინციპისთვის და მზადყოფნისთვის, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ავსტრიაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ
ავსტრია, როგორც რომის სტატუტის მხარე, ვალდებულია, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება. ამის შესახებ ავსტრიის იუსტიციის სამინისტროში უკრაინულ გამოცემა Ukrinform-ს განუცხადეს. სამინისტრომ განაცხადა, რომ ICC-მ უკვე დაადგინა 2019 წელს სუდანის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის საქმეზე, რომ სახელმწიფოს მეთაურებსაც კი არ აქვთ იმუნიტეტი სასამართლოს წინაშე. "არავინ დგას კანონზე მაღლა, რაც კონკრეტულად ნიშნავს, რომ ყველა დანაშაული უნდა იყოს სრულად გამოძიებული. არ უნდა იყოს დაუსჯელობა", - განუცხადეს გამოცემას უწყებაში. ავსტრიამ რომის სტატუტს ხელი 1999 წელს მოაწერა და რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 16 მარტს განაცხადა, რომ ავსტრია შეუერთდა რუსეთის აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის ძირითად ჯგუფს და მონაწილეთა საერთო რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გერმანია იყო პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა. ცნობისთვის, 24 მარტს სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება.
ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს
17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გერმანია იყო პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა. ერევანს ოფიციალურად ღიად არ განუცხადებია, რომ მზადაა პუტინის დასაკავებლად, თუმცა 24 მარტს სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ავსტრია, როგორც რომის სტატუტის მხარე, ვალდებულია, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება. ამის შესახებ ავსტრიის იუსტიციის სამინისტროში უკრაინულ გამოცემა Ukrinform-ს 24 მარტის საღამოს განუცხადეს. სამინისტრომ განაცხადა, რომ ICC-მ უკვე დაადგინა 2019 წელს სუდანის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის საქმეზე, რომ სახელმწიფოს მეთაურებსაც კი არ აქვთ იმუნიტეტი სასამართლოს წინაშე. „არავინ დგას კანონზე მაღლა, რაც კონკრეტულად ნიშნავს, რომ ყველა დანაშაული უნდა იყოს სრულად გამოძიებული. არ უნდა იყოს დაუსჯელობა", - განუცხადეს გამოცემას უწყებაში. ავსტრიამ რომის სტატუტს ხელი 1999 წელს მოაწერა და რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 16 მარტს განაცხადა, რომ ავსტრია შეუერთდა რუსეთის აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის ძირითად ჯგუფს და მონაწილეთა საერთო რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს.
ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინის Naftogaz-სთვის 5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა
ჰააგის მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს დაავალა, 5 მილიარდი დოლარი გადაუხადოს უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის მონოპოლიას ნაფტოგაზს. ამის შესახე უკრაინული მედიის ცნობით, კომპანიის პრესსამსახური იტობინება. ეს არის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ „ნაფტოგაზის“ აქტივების უკანონოდ ჩამორთმევით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპენსაციის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ნაფტოგაზის აქტივების სამართლიან საბაზრო ღირებულებას მათ დაყადაღებამდე, ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთი ამტკიცებდა, რომ „ნაფტოგაზს“ არ ჰქონდა რაიმე კომპენსაციის უფლება, მაგრამ სასამართლო ამას არ დათანხმდა. „ახლა რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“, - თქვა ოლექსიი ჩერნიშოვმა, ნაფტოგაზ ჯგუფის ხელმძღვანელმა, რადგან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესრულება შესაძლებელია აღსრულების მექანიზმით. რუსეთს ასევე მოუწევს „ნაფტოგაზისთვის“ 2016 წელს მოთხოვნილი საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსირებაც. მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის მიერ არის ანექსირებული.
რუსეთმა ჰააგის სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი „ძებნილად გამოაცხადა“
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი კარიმ აჰმად ხანი, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. „რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ძებნილად გამოაცხადა“, - იტყობინება რია ნოვოსტი. რომელი მუხლით „იძებნება“ პროკურორი, არ სახელდება. შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა
მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დღემდე მოსამართლე ლორთქიფანიძე საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში აქტიურად მონაწილეობს - იგი თავმჯდომარეობდა პროკურორი საიდ აბდელ კანის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებული საჩივრების, ხოლო ამჟამად თავმჯდომარეობს პროკურორი ბოსკო ნტაგანდას წინააღმდეგ რეპარაციების ეტაპზე საჩივრის განხილვას. როგორც სააპელაციო პალატის მოსამართლე მონაწილეობდა სამი სხვა საჩივრის, ისევე როგორც ავღანეთის, ფილიპინების და ვენესუელის სიტუაციებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვაში. მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე არის სასამართლოს სამართლებრივი ტექსტების თაობაზე საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. ასევე ხელმძღვანელობს მოსამართლეების სამუშაო ჯგუფს სასამართლოსთვის საკონსულტაციო როლის განსაზღვრის თაობაზე. გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. მოსამართლის პოზიციაზე ის 9 წლის ვადით არის არჩეული. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველი მოსამართლეა ამ პოზიციაზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.