თეგი: 9 მაისი
დიმიტრი პესკოვი: მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი, მათ შორის, არც ბელორუსის პრეზიდენტი არ დაესწრება
"მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმს არცერთი უცხოელი ლიდერი არ დაესწრება. მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს არც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. „გამარჯვების დღის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე უცხოელი ლიდერები არ მოგვიწვევია. საქმე ისაა, რომ ეს საიუბილეო თარიღი არაა. ეს ჩვენი დღესასწაულია, რომელიც წმინდაა მთელი რუსეთისა და რუსი ხალხისთვის. მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს არც ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრება", - განაცხადა პესკოვმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა
ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება
რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! ჩვენ ვამაყობთ გამარჯვებულების დაუძლეველი, ბრწყინვალე თაობით და იმით, რომ ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და ჩვენი მოვალეობაა მათი ხსოვნის დაცვა, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც მემკვიდრეობით გადმოგვცა, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გლობალური ომის საშინელება არ განმეორდეს. ამიტომ, საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერით. სისტემის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის. რუსეთმა წინმსწრები პასუხი გასცა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაყწვეტილება. ეს იყო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება. დღეს, დონბასელი მებრძოლები რუსეთის არმიასთან ერთად, საკუთარ მიწაზე იბრძვიან. ახლა მოგმართავთ თქვენ, შეიარაღებულ ძალებს და დონბასელ მებრძოლებს – თქვენ იბრძვით სამშობლოსა და მომავლისთვის, რომ არავინ არასდროს დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რომ მსოფლიოში არ იყოს ნაცისტების და ჯალათების ადგილი“, – განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ გერმანიის კანცლერი: უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ მონობაზე და დიქტატურაზე 77 წლის წინ
ევროკომისიის პრეზიდენტი: 72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე - ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის
72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში. მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას. „72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის. ევროპა ბევრს მუშაობს, რათა ჩვენი კონტინენტი წიაღისეული რესურსების იმპორტისგან დამოუკიდებელი გახადოს და დავიცვათ კლიმატი. ევროპამ შეძლო ამ ყველაფრის მიღწევა, რადგან ჩვენ ვიყავით მტკიცე, ერთიანი. ამიტომ დარწმუნებული ვარ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას. ევროპის მოქალაქეები გვიჩვენებენ გზას. მილიონობით ევროპელი, ჩვენი, ევროკავშირის ყველა კუთხეში და საზოგადოების ყველა სფეროში მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლების დასახმარებლად; გააღეს კარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის; გაუგზავნეს საკვები და ტანსაცმელი, ან აკეთებდნენ შემოწირულობებს. როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან და ეს სიამაყით ავსებს ჩემს გულს“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ გერმანიის კანცლერი: უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ მონობაზე და დიქტატურაზე 77 წლის წინ
რუსული სახელმწიფო მედია: 9 მაისის ზეიმი „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის გარეშე გაიმართება
რუსულმა სახელმწიფო მედიამ 18 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავი ზეიმი არ მოიცავს წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას. 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთმა მსვლელობა - „უკვდავი პოლკი" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩაატარა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ელენა ცუნაევამ გადაწყვეტილება განმარტა იმით, რომ „საფრთხის“ გამო, რუსეთის ზოგიერთმა რეგიონმა, მათ შორის „ყირიმის რესპუბლიკამ“ უარი თქვა „უკვდავ პოლკზე“ და გადაწყვიტეს, რომ მსვლელობები არც სხვაგან იქნება, რადგან ეს „საერთო, განუყოფელი ისტორიაა“. უკვდავი პოლკის მარში, როგორც წესი, მასობრივი ღონისძიებაა მთელ რუსეთში, სადაც ხალხი მსვლელობის დროს ატარებs მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ნათესავების ფოტოებს. მოძრაობის ორგანიზატორები, რომლებმაც მსვლეობა 2011 წლიდან დაიწყეს, ჩიოდნენ, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა იდეა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ოფიციალური პირები მოუწოდებენ ხალხს, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ნათესავების ფოტოები 9 მაისს გამოაქვეყნონ მოძრაობის საიტზე და სოციალურ ქსელებში, გამოფინონ ავტომანქანებზე.
ლატვიის სეიმმა ქვეყანაში 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნა აკრძალა
ლატვიის სეიმმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა ნათქვამი. ახალ კანონს მხარი 79 პარლამენტარმა დაუჭირა. კენჭისყრაში ყველა დეპუტატი არ მონაწილეობდა. სეიმის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან ერთ დღეში. მიღებული კანონი მიზნად ისახავს „ლატვიის, როგორც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს ღირებულებებისადმი საფრთხის, მათ შორის საზოგადოების გახლეჩის, ომის, სამხედრო აგრესიის, ტოტალიტარიზმისა და ძალადობის განდიდებას და ასევე ისტორიული მოვლენების დამახინჯებული ასახვის თავიდან აცილებას. კანონი 9 მაისს მწვანე შუქს უნთებს იმ ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაზარალებულთა და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემისკენ იქნება მიმართული.
ყაზახეთში 9 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება გააუქმეს
ყაზახეთი წელს გამარჯვების დღის აღლუმს არ უმასპინძლებს. ამის შესახებ ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. გადაწყვეტილება თანხის დაზოგვის მიზნით და „სხვა ამოცანების გამო“ მიიღეს. შეგახსენებთ, ლატვიის სეიმმა 20 აპრილს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. მედია: 9 მაისს მოსკოვს სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი უცხოელი ლიდერი ეწვევა
რუსეთი შესაძლოა, აღლუმების დროს, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებდეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა 9 მაისს ქალაქებში აღლუმების დროს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პროვოკაციები განახორციელოს. „პროვოკაციები და ტყუილი ტირანებისა და აგრესორების მარადიული იარაღია. ჩვენ ვიბრძვით ბრძოლის ველზე. ისინი ბომბავენ სამშობიარო სახლებს და მატარებლის სადგურებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იკრიბება. “-აღნიშნა გენერალურმა შტაბმა. ISW: პუტინი ცდილობს, 9 მაისი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ ისევ აქვს გავლენა შუა აზიაზე „რუსეთის „გამარჯვების წრე“ გამუდმებით ითხოვს ახალ მასშტაბურ მსხვერპლს და დანაშაულს საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ბევრი ქალაქი გეგმავს აღლუმებს 9 მაისს, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობით. შესაძლოა, რუსეთი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს. მათ არაერთხელ დახოცეს საკუთარი ხალხი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - აღნიშნავენ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
9 მაისს, მოსკოვში, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ, აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა - CNN
მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. CNN-ის ცნობით, ასევე წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა. მისივე თანახმად, რუსეთის რამდენიმე რეგიონში გაუქმდა გამარჯვების დღის აღნიშვნა, არასაკმარისი სამხედრო იარაღის გამო. „თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, წლევანდელ აღლუმში 10 000-ზე მეტი ადამიანი და 125 ერთეული სხვადასხვა ტიპის იარაღი, აღჭურვილობა მიიღებდა მონაწილეობას. გასულ წელს, სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სამხედრო აღლუმში 11000 ადამიანი და 131 ტიპის იყო ჩართული. ამასთან, მოეწყო ავიაშოუ 77 თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ჩართილობით, მაგრამ მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე, სამშაბათს მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანაა, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა“, - წერს CNN. თავის მოკლე მიმართვაში პუტინმა შეაქო რუსული ჯარები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინაში, რასაც კრემლი უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" და თქვა, რომ ქვეყანა "ამაყობს" ყველა იმით, ვინც ფრონტზე იბრძვის. „შარშან გამართულ აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე, T-90 და T-14 ტიპის ტანკები. დღევანდელ აღლუმზე კი, არცერთი ეს მოდელი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ სისტემა Yars-ზე გაკეთდა“, - წერს CNN. აღლუმი დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა. ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა განაცხადა, რომ მთლიანობაში წითელ მოედანზე ტექნიკის მხოლოდ 51-მა ერთეულმა გაიარა. ჯერ კიდევ გასულ წელს, აღლუმში მონაწილეობდა 131 საბრძოლო მანქანა. 2021 წელს მათი რაოდენობა 197 იყო. ომამდელ წელთან შედარებით, ტექნიკის რაოდენობა თითქმის ოთხჯერ შემცირდა.
კიევის შეფასებით, საჯარო ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავესთან ერთად მონაწილეობა, ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია
კიევი 9 მაისს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ ღონისძიების მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაამართლა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევა უკრაინის საგარეო უწყების განცხადება სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში ჩასვლასა და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას ეხება. „მიგვაჩნია, რომ ამ სახელმწიფოთა ლიდერების მონაწილეობა საჯარო ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავის გვერდით, რომელმაც აღლუმის წინა ღამეს 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ზიზღის გამოვლინებაა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და თავისუფლებისთვის“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: 9 მაისს, მოსკოვში, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ, აღლუმის საავიაციო ნაწილი გაუქმდა - CNN
9 მაისი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - სამხედრო აღლუმით, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობით და მიტინგით აღნიშნეს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავი. ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში სამხედრო აღლუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ჰიტლერის გერმანია 1945 წელს განადგურდა, თუმცა 90-იან წლებში საქართველოში ხელისუფლება მიიტაცეს „ნაცისტებმა გამსახურდიას მეთაურობით“, ხოლო მოგვიანებით“ უკრაინაში „ბანდერას იდეურმა მემკვიდრეებმა“ გააჩაღეს „ტერორი და ომი“. გაგლოევის თქმით, ოსი მებრძოლები, რომელთა ბაბუებმა 1945 წელს ფაშიზმზე გაიმარჯვეს, დღეს რუს ძმებთან ერთად ნაციზმს უკრაინაში ებრძვიან. „რესის“ ინფორმაციის მიხედვით, ცხინვალში სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს და შსს-ს და რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენლები, 30 ერთეული სამხედრო ტექნიკით. ამავე სააგენტოს ცნობით, გაიმართა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაც. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ამ მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში, არამედ უკრაინის დღევანდელ ომში დაღუპულთა ფოტოებიც. აფხაზური სააგენტოს, „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 9 მაისი ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენელთა „საზეიმო მსვლელობით“ აღნიშნეს სოხუმის სანაპიროზე. ჩატარდა "უკვდავი პოლკის" მსვლელობაც და მიტინგი, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამოქვეყნდა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მილოცვაც. ბჟანია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიმართავს, რომ მათ სიმამაცის მაგალითი მისცეს „1992-1993 წლების სამამულო ომის დროს აფხაზეთის ყველა დამცველსაც“. რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტები არ იყვნენ კრემლის მიერ მიწვეულ სტუმრებს შორის. დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე, პრეზიდენტ პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმს დაესწრნენ ბელორუსის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი. წყარო - რადიო თავისუფლება
ბრიტანეთის დაზვერვა განმარტავს, რის ხარჯზე ჩატარდა რუსეთში 9 მაისის აღლუმი
მოსკოვში, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე, 9 მაისს, მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი უძველესი ტანკი მიუძღოდა წინ. წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა. „ეს ერთადერთი ტანკი T-34 ტიპის, საბჭოთა ეპოქის მანქანაა, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა“, - წერდა CNN. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის თანახმად, მიუხედავად უკრაინაში დიდი დანაკარგისა, რუსეთს აღლუმზე მეტი ჯავშანტექნიკის გამოყვანა შეეძლო, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა შიდა კრიტიკა იმის შესახებ, რომ ტექნიკა აღლუმზე იმყოფებოდა და არა ბრძოლის ველზე. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, აღლუმის მონაწილეთა უმრავლესობას შეადგენდნენ რეგულარული არმიის დამხმარე ფორმირებების წარმომადგენლები და კურსანტები. დაზვერვისვე თანახმად, რუსეთის რეგულარული ჯარიდან აღლუმში მონაწილეობდა მხოლოდ სარკინიგზო ძალების და სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა. მისივე შეფასებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულმა სამხედრო აღლუმმა ტექნიკური და სტრატეგიული პრობლემები აჩვენა.