ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ, 17 აგვისტოს განიხილავენ. ამის შესახებ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.

"ავღანეთში განვითარებული ბოლო მოვლენებისა და გასულ დღეებსა და საათებში პარტნიორებთან ინტენსიური კონტაქტების შემდეგ, გადავწყვიტე, სიტუაციის შესაფასებლად, ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე ვიდეოკონფერენცია გავმართო.

ავღანეთი გზაჯვარედინზე დგას. საფრთხე ემუქრება მისი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებას", - აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

ამავე თემაზე:

საფრანგეთი ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანას იწყებს

70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველო ქაბულიდან მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ

ავღანეთის საავიაციო სამსახური სატრანზიტო თვითმფრინავებს მარშრუტის შეცვლას ურჩევს

The Wall Street Journal-ი: ქაბულის აეროპორტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა