ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ვაპირებთ, ვისაუბროთ თავდაცვის მინისტრებთან უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ომი უკრაინაში, – ამის შესახებ ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ ვიდეოკონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ეს ნახევარი მილიარდი ევრო მოხმარდება თავდაცვითი იარაღის, მსხვილკალიბრიანი იარაღის, ტანკსაწინააღმდეგო, ყველა სახის აღჭურვილობის უზრუნველყოფას აგრესიის შესაჩერებლად. წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ეს იარაღი და უნდა მოახდინონ კოორდინაცია იმაზე, რა ქმედებას აკეთებენ, რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით ამ რესურსებით, ამ საფრთხეებთან საბრძოლველად. კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი წინააღმდეგობას უწევს და რუსეთი დიდი მსხვერპლით იხდის ფასს, მაგრამ ჩვენ უნდა მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, მსხვილკალიბრიანი იარაღი და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა. მათ ასევე სჭირდებათ საწვავი ტანკებისთვის, თვითმფრინავებისთვის და ეს უნდა იყოს კოორდინირებული“, – აღნიშნა ბორელმა.
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.
26 თებერვალი
SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.
27 თებერვალი
სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს