რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 50-კაციანი სია შეადგინა - Washington Post

რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა REPO-ს (რუსული ელიტის წარმომადგენლების, ოლიგარქების და მათი ხელშემწყობების ქონებაზე მონადირე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი) რუსული ელიტის წარმომადგენლების 50-კაციანი სია გადასცა. The Washington Post-ი წერს, რომ კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების აქტივებზე „ნადირობა“ ძლიერდება.

სიიდან 28 კაცის ვინაობა მედიისთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის არიან, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ოლიგარქები, არკადი როტენბერგი, ოლეგ დერიპასკა, ალიშერ უსმანოვი.

სრული სია ასეთია:

1. Aleksandr Babakov
2. Alexsandr Bortnikov
3. Oleg Deripaska
4. Kirill Dmitriev
5. Valeriy Gerasimov
6. Suleiman Kerimov
7. Andrei Kostin
8. Igor Kostyukov
9. Yuiry Kovalchuk
10. Sergey Lavrov
11. Konstantin Malofeyev
12. Aleksey Miller
13. Sergey Naryshkin
14. Nikolay Patrushev
15. Dmitry Peskov
16. Evgeniy Prigozhin
17. Vladimir Putin
18. Arkadiy Rotenberg
19. Boris Rotenberg
20. Igor Sechin
21. Kirill Shamalov
22. Sergey Shoygu
23. Andrey Skoch
24. Gennadiy Timchenko
25. Nikolay Tokarev
26. Alisher Usmanov
27. Viktor Vekselberg
28. Viktor Zolotov


ცნობისთვის, REPO-ს შემადგენლობაში აშშ, ევროკავშირი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია შედიან.


24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.


ასევე წაიკითხეთ

სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს

აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი

რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს

დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა