ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს

ფინური ოპერატორის VR Group-ის განცხადებით, 28 მარტიდან შეაჩერებს სარკინიგზო მიმოსვლას რუსეთსა და ფინეთს შორის, რომელსაც Allegro-ს მატარებლები ახორციელებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

Allegro-ს მატარებლები რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ ჰელსინკისა და სანქტ-პეტერბურგს შორის.

24 მარტს მინისტრმა კერძო საკუთრების საკითხებში ტიტი ტუპურაინენმა ფინესთის სახელმწიფო რკინიგზას განცხადებით მიმართა, რომ რუსეთის მიმართულებით მატარებლების შემდგომი გადაადგილება მიზანშეწონილი არაა. 

 საგულისხმოა, რომ რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია "რუსეთის რკინიგზა" აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. Allegro-ს მართავს VR-ისა და რუსეთის რკინიგზის Karelian Trains-ის ერთობლივი საწარმო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. 

ასევე წაიკითხეთ 

შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა

ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი  

ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა 

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს