მედია: გერმანიის ხელისუფლება „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციას განიხილავს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt სამტავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს.  

Handelsblatt-ის მონაცემებით, საქმე ეხება Gazprom Germania-სა და Rosneft Deutschland. პირველი, გერმანიაში მსხვილი გაზსაცავების ოპერატორია, მეორე კი ახდენს „როსნეფტის“ საქმიანობის ოპერირებას, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ სექტორში, ამ ბაზარზე მესამე მოთამაშეა.  

ამასთან Rosneft Deutschland ბერლინის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ემსახურება და ასევე  საწვავით ამარაგებს ქალაქის ოპერატიული სამსახურების ავტომობილებს. 

მანამდე „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის Gazprom Marketing & Trading (Gazprom Energy) ნაციონალიზაციას დიდ ბრიტანეთშიც აპირებდნენ. ამის შესახებ Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.  

30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით  „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი. 

31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. 

23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 

28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. 

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. 

ასევე წაიკითხეთ

Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან

რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს