აშშ-ის პროკურატურამ იპოვა მტკიცებულება, რომ რუსი ოლიგარქები ცდილობენ სანქციებისაგან თავის არიდებას და აქტივების დამალვას. ამასთან, ამას ცდილობენ ის რუსებიც, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდება.
ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან არსეობული პერატიული ჯგუფის KleptoCapture-ს გენერალურმა პროკურორმა ანდრიუ ადამსმა განაცახდა.
ადამსი ამბობს, რომ ოლიგარქების მცდელობას დამალონ აქტივები, ხელს უშლის უპრეცედნტო საერთაშორისო თანამშომლობა, იმისთვის რომ რუსული ელიტა კაპიტალის დამალვაში ამხილონ.
„არსებობს მცდელობები - რამდენიმეს შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია...მაგალითად იახტების გადაადგილება, თვთმრინავების გადაყვანა იმ იურისდიქციაში, სადაც ოლიგარქებს მიაჩნიათ, რომ მათი აქტივების დაყადაღება რთული იქნება“, - აღნიშნა ადამსმა.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ოლიგარქების კვალის მიგნება რთულია, რადგან აქტივები დამალულია ფიქტიურ კომპანიებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაბნეული. თუმცა ადამსი ამბობს, რომ აშშ-ს პროკურატურა ინფორმაციას იღებს იმ ადგილებიდან, რომლებიც ადრე ოლიგარქების აქტივების გადასამალად „უსაფრთხოდ იყო მიჩნეული“.
მაღალჩინოსანმა არ დაასახელა კონკრეტული იურისდიქციები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან და ასევე ის პირები, რომლებზეც გამოძიება უკვე დაწყებულია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის
ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე