მსოფლიო ლიდერებს მინდა შევახსენო, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თემა განხილული იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფი და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო, - ასე გამოეხმაურა მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენკიმ ღამით გავრცელებული მიმართვისას ქვეყანაში, მათ შორის მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა იმ ქვეყნებსაც დააკისრა, რომლებიც უკრაინისთვის საჭირო იარაღს ინახავენ და ქვეყანას არ აწვდიან.
"მსოფლიო ლიდერებს მინდა შევახსენო, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თემა განხილულია და უკვე იმ დროს ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფი და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო. რაც შეეხება საჭირო იარაღს, ჩვენ მის მოწოდებაზე, ჩვენს პარტნიორებზე ვართ დამოკიდებული. სამწუხაროდ, იმდენს ვერ ვიღებთ, რამდენიც გვჭირდება, რათა ეს ომი უფრო მალე დასრულდეს. კერძოდ, მარიუპოლის ბლოკადის მოხსნისთვის თუ გვექნებოდა თვითმფრინავები და საკმარისი მძიმე ჯავშანტექნიკა, საჭირო არტილერია, ამას შევძლებდით, მაგრამ ამაზე ჯერ კიდევ უნდა შევთანხმდეთ, ჯერ კიდევ დარწმუნებაა საჭირო", - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
აზოვის ბატალიონი: რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა
ცნობისთვის, პრიველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადაა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაცახალი ამბებიუცხოეთი