ზელენსკი: უკრაინას მრავალი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას მშვიდობიანი მოსახლეობის მეტი იარაღი ესაჭიროება. ზელენსკის ამ განცხადებას თურქული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვმა ოდესასა და სხვა ქალაქებში ობიექტებს დაარტყა. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველა რუსი ოფიცერი, ვინც „ტირანიას ემსახურება“, სანქციების სიაში უნდა მოხვდეს, ხოლო ყველა რუსი, ვინც სამხედრო დანაშაულს ჩაიდენს, უნდა დააკავონ საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

გაეროს შეფასებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3309 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 3493 დაიჭრა. შიშობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 5,8 მილიონზე მეტი ადამიანმა დატოვა ქვეყანა. დაახლოებით 7,7 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.