ლიზ ტრასი: საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს

"საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს", - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ლიზ ტრასმა განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა კოლეგებს, უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას.

„საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს. პუტინი საკუთარ თავს ამცირებს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი დამარცხება უკრაინაში, რაც მას ყველა სარგებელს ართმევს და საბოლოო ჯამში, შეაკავეს რუსეთის შემდგომ აგრესიას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.


ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით, ზომებს მიიღებს