NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოსთან განიხილა
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოსთან განიხილა.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა გეოანა თავდაცვის კონფიგურაციის ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას დაესწრო.
- დიდი ბრიტანეთი უკრაინას $1,6 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
- უკრაინამ აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო
გენერალური მდივნის მოადგილემ და ევროკავშირის მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ და განიხილეს სამხედრო დახმარების კუთხით უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის დამატებითი გზები. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც ესწრებოდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.