იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს

უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

"რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს NATO-ს ქვეყნებიდან და ეს საკითხი დღეს, 15 ივნისს, უკრაინის მხარდაჭერისთვის საკონტაქტო ჯგუფის NATO-ს შტაბ-ბინაში განიხილება. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება უკრაინის მხარდაჭერისთვის. NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერენ მხარს. 2014 წლიდან მათ გაწვრთნეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტზე არიან და ებრძვიან პუტინის სასტიკ შეჭრას.

არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ დახმარება დიდი ხნით გავუწიოთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ასევე წაიკითხეთ: