ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის სანქციები მსოფლიო ეკონომიკას „იარაღად აქცევს“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინის კრიზისი არის კიდევ ერთი გამოფხიზლების ზარი მთელ მსოფლიოში“. სი ძინ პინის თქმით, არსებული კრიზისი გვახსენებს, რომ ბრმა რწმენა ე.წ. ძლიერების პოზიციის, სამხედრო ალიანსების გაფართოებისა და საკუთარი უსაფრთხოების ძიების მცდელობები, მხოლოდ სხვების ხარჯზე, უსაფრთხოების დილემის წინაშე გვაყენებს.

CNN-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი ვირტუალური სამიტის წინ გამართულ ბიზნეს ფორუმზე BRICS-ის ეკონომიკური ბლოკის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან ერთად გამოვიდა.

„წარსულის ტრაგედიები მოწმობს, რომ ჰეგემონიას და ბლოკურ დაპირისპირებას არ მოაქვს მშვიდობა ან უსაფრთხოება; ის მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს იწვევს”, - თქვა განაცხადა სი ძინ პინმა.

მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები, „რომლებიც გლობალურ ეკონომიკას იარაღად იყენებს, ზიანს მოუტანს მსოფლიოს ხალხს".

CNN წერს, რომ ეს კომენტარები ფარული მინიშნება იყო შეერთებულ შტატებსა და NATO-ზე, რომლებსაც პეკინი არაერთხელ ადანაშაულებდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის პროვოცირებაში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.