ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ მოვახერხეთ 1027 ქალაქისა და დაბის გათავისუფლება, კიდევ 2610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 24 თებერვლის შემდეგ 10 რეგიონში დაზარალდა ტერიტორიები დაზარალდა და ამ ხნის განმავლობაში 1027 ქალაქი და დაბა გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან. უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას ისაუბრა უკრაინის აღდგენის გეგმაზეც.

„24 თებერვლის შემდეგ 10 რეგიონი დაზარალდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ 1027 ქალაქისა და დაბის გათავისუფლება, კიდევ 2610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.  მათი უმეტესობა რეკონსტრუქციას საჭიროებს, ასობით მათგანი მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ, მათი აღდგენა რეალურად უნდა მოხდეს ნულიდან. გარდა ამისა, უკრაინის სხვა რეგიონებს ათობით რაკეტებით მოხვდა. განადგურდა ასობით საწარმო. მათ შორის არის ასევე რთული, ძალიან საშიში მრეწველობა - ქიმია, მეტალურგია...რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე დავიწყეთ გათავისუფლებულ თემებსა და ტერიტორიებზე ნორმალური ცხოვრების აღდგენა საკუთარი ძალებით, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.