პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა კრემლის განცხადებებს მოლაპარაკებების განახლების შესახებ და ის პირობები ჩამოთვალა, რომლითაც უკრაინა მზადაა, კვლავ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამის შესახებ პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.
„ცეცხლის შეწყვეტა. Z- ჯარების გაყვანა. გატაცებული მოქალაქეების დაბრუნება. სამხედრო დამნაშავეების ექსტრადიცია. რეპარაციის მექანიზმი. უკრაინის სუვერენული უფლებების აღიარება. რუსულმა მხარემ კარგად იცის ჩვენი პირობები. პესკოვის უფროსს შეუძია, არ ინერვიულოს: მოვა დრო და ჩვენ ამ პირობებს ქაღალდზე ჩამოვწერთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინამ „უნდა გაიგოს რუსეთის პირობები, დაეთანხმოს მას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ხელი მოაწეროს დოკუმენტს“.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.