პირველმა ორმა ქვეყანამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
„დღეს კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება... როგორც ახლო მეგობარი და უსაფრთხოების პარტნიორი, კანადა მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსში ამ ქვეყნების გაწევრიანებას.
მათი წევრობა NATO-ს გააძლიერებს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, სწრაფად გადავიდნენ რატიფიკაციის პროცედურებზე, რათა ჩვენი მტრების მხრიდან ჩარევისთვის სივრცე შევავიწროვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.
თუმცა უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ დანიამ პროტოკოლის რატიფიცირება მასზე NATO-ს შტაბბინაში ხელმოწერიდან ორი საათის შემდეგ მოახდინა და შესაბამისად, ის იყო პირველი ქვეყანაც, რომელმაც ეს პროცედურა შეასრულა.
„იმედი მაქვს, სხვა მოკავშირეებიც ასეთივე სისწრაფით მოახდენენ რატიფიცირებას", - დაწერა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა Twitter-ზე.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
ამავე თემაზე
- სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
- თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს