აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სენატორმა. წინააღმდეგი ერთი რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული იყო.
სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც, ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.
"რეზოლუციის ორპარტიულ მხარდაჭერა სიგნალია რუსეთისთვის, რომ ის ვერ შეძლებს აშშ-ის და ევროპის დაშინებას", - განაცხადა სენატორმა შუმერმა.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
- ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება
- დიმიტრი პესკოვი: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთისთვის საფრთხეა