ოლექსი რეზნიკოვი უკრაინაში ომის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი უკრაინაში ომის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავს.

რეზნიკოვი პირველი სცენარით რუსეთის ფედერაციის დაშლასა და უკრაინის გამარჯვებას პროგნოზირებს. „პირველი სცენარი იქნება ისეთი, როგორც "good will", რუსების კეთილი ნება, რომელიც მათ მაშინ გამოიჩინეს, როცა გარბოდნენ კიევიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან და კუნძულ ზმეინიდან. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ვითარება ჯაჭვის რამდენიმე რგოლად დაიშლება. ჩვენ ჯერ დავბრუნდებით მიმდინარე წლის 24 თებერვლის პოზიციებზე, შემდეგ იქნება საუბარი დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის სტატუსზე მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენს უძლიერეს პარტნიორებთან“, - განაცხადა რენიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით „მინსკი 3“ და კაპიტულაციური მოლაპარაკებები არ იქნება:„საფეთქელთან იარაღით მოლაპარაკებებს არავინ არ აწარმოებს“.

ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, „მეორე სცენარით, უკრაინა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს თანდათან „გადაამუშავებს“, რადგან ეს არის ომი რესურსი-რესურსზე“. მათ ჰყავთ უფრო მეტი ადამიანი, აქვთ მეტი ტერიტორია, ტანკები, თვითმფრინავები და ა.შ. მაგრამ არათანამედროვე და მოძველებული და დღეს „ხორცსაკეპი მანქანის“ პრინციპით მოქმედებენ“- აღნიშნავს რეზნიკოვი.

მისი თქმით, გამარჯვების „მეორე სცენარი“ არაა სწრაფი: „ამ სცენარით ომი შესაძლოა დასრულდეს წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში“.

მესამე და ყველაზე დრამატული სცენარია რუსეთის ფედერაციის დაშლა. რუსეთს შესაძლოა გამოეყოს თათრეთის რესპუბლიკა, ბაშკირეთი აღმოსავლეთში და ა.შ. ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მაგრამ ეს უფრო განგრძობითი ისტორიაა“, -განაცხადა რეზნიკოვმა.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.