NATO-ს სამიტზე, მადრიდში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, თურქეთი, ფინეთმა და შვედეთი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართვენ. თურქული მედიის ცნობით, ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეკრებას, თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი სედათ ონალი უხელმძღვანელებენ.
შეხვედრას ფინეთი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს ხელი ივლისში მოაწერეს.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
ამავე თემაზე
- სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
- თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს