უსამართლო და არასწორი ქმედებების გამო, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე ქადაგებისას განაცხადა.
- ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა
- უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
"რუსეთი ვერ გაიმარჯვებს იმიტომ, რომ უსამართლო და არასწორი ქმედებები ჩაიდინა როგორც ჩვენ მიმართ, ასევე უკრაინის მიმართაც. სხვათა შორის, უწმინდესმა უთხრა იქ ხელისუფლებას, რომ რასაც ჩვენ წინააღმდეგ აკეთებთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათო. ახლა ფაქტია, რომ ეს ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ. მაგათ ახლა ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. იმ მარცხის გამო, რომელიც რუსეთს აქვს, ქვეყანაში სერიოზული არეულობა აქვთ. როდესაც რუსეთი ჩვენ თავს დაგვესხა, ვინც მხარი დაგვიჭირა, თავისთავად ჩვენი სახელმწიფოს მხარდამჭერია და შესაბამისად, ჩვენც ყველას დავუჭერთ მხარს, ვის წინააღმდეგაც შეიარაღებული ძალებით შეიჭრებიან, დაბომბავენ და ხალხს დაუხოცავენ. ასეთი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია.
ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და მალე დაამთავროს ომი ისე, რომ ის უკრაინის საზღვრების აღდგენით დასრულდეს. სადაც უკრაინელები იყვნენ, იქ დაბრუნდნენ თავის საზღვრებში. უფალს ვთხოვოთ, ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ჩვენც შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება". - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
- უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს
- ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ
რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს.
ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.