უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 48 534 დანაშაული ჩაიდინეს.
- ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა
- უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
"რეგისტრირებულია აგრესიისა და ომის 33 135 დანაშაული, აქედან 31 900 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, 30 - ომის პროპაგანდას, 1132 კი სხვა დანაშაულებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
- უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე ამ დროისთვის არსებულ სურათს აღწერს
- ISW: ბოლო 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთის ძალებმა აპრილის შემდეგ
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.