NATO-ში ათი ქვეყნის ელჩები, უკრაინაში ჩავიდნენ

  • NATO-ში ათი ქვეყნის ელჩები კიევში არიან

უკრაინას ათი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვია. კერძოდ, კიევში ჩავიდნენ: ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის მუდმივი, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლები.

მათთან შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინისთვის დახმარების დაგეგმვას. მხარეებმა განიხილეს უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებები და NATO-ში მისი გაწევრიანების საკითხი.

სტეფანიშინას თქმით, უკრაინას სჭირდება სამხედრო დაგეგმვა მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ასევე მოითხოვს მოკავშირეების შესაბამის მხარდაჭერას. მან ასევე ისაუბრა უსაფრთხოების დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ 31 ოქტომბერს მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივის შესახებ.

28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.

2 ოქტომბერს, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა.

NATO-მ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი 4 ოქტომბერს მიიღო.