ზელენსკი პოლონეთზე: ეს არის დარტყმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, უნდა ვიმოქმედოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება, რუსული რაკეტები პოლონეთსაც მოხვდა. 

მისი თქმით, დღეს მოხდა ის, რის შესახებაც უკრაინა არაერთხელ გამოვიდა გაფრთხილებით.

„რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო მხოლოდ ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლებოდა? რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციაა, საჭიროა მოქმედება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს.

NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.

აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და არც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებია.