პოლონეთში აფეთქება დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, დღეს გამართულ პრესკონერენციაზე განაცხადა.
„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რაკეტა, რომელიც სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა და ორი ადამიანი ემსხვერპლა, პოლონეთის მიმართულებით ისროლეს და, შესაბამისად, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პოლონეთზე თავდასხმად“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ „დიდი ალბათობით“ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა.
მანამდე მსგავსი მოსაზრებები გამოთქვა მოსკოვსა და ვაშინგტონში.
უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.
რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.
აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.