„ამერიკის ადმინისტრაციაში ჯო ბაიდენი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების საკმაოდ მძიმე გაუარესების ფონზე მივიდა. აშშ უკვე პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვი ამერიკის პოლიტიკურ პროცესებში ერეოდაა. ამასთან, ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ღიად საუბრობდა, რომ რუსეთის ფედერაცია აშშ-სთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, - აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების მოსალოდნელ შეხვედრამდე ქვეყნებს შორის არსებულ დაპირისპირების სივრცესა და თემებს, რომლებსაც საერთო ინტერესად ხედავენ, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან მიმოიხილავს:
პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ რუსული და ჩინური საფრთხეები ერთ სიბრტყეში ჰქონდა დაყენებული. ბაიდენმა ისიც თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პუტინის ტირანიისგან რუსი ხალხის დახსნა იქნება.
თავის მხრივ, თუ გადავხედავთ რუსეთის ჯერ კიდევ 2015 წლის უსაფრთხოების დოკუმენტებს, რომლებიც ახლაც ძალაშია, ამერიკა რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველ გამოწვევად მოიაზრება. რუსეთი ბოლო პერიოდში სიხისტით გამოირჩევა, რადგან თუნდაც ყარაბაღის ომით, ჯერ კიდევ ობამას ადმინისტაციის დროს, სირიაში თავისი ყოფნის დაფიქსირებით და უკრაინის მიმართულებით საკმაოდ მძიმე და კრიზისული ვითარების შექმნით ერთგვარი უპირატესობა მიიღო. შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვან კომპრომისს რუსული მხარისგან არ უნდა ველოდოთ, ისევე როგორც ამერიკული მხარისგან არ უნდა ველოდოთ სერიოზულ დათმობას, რადგან ამერიკის არამხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯი, არამედ ამერიკა როგორც ღირსეული მოკავშირეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა
რაზე გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრაზე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
სერგეი ლავროვი: ენტონი ბლინკენთან გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო
რას შეცვლის ჯერ ბლინკენი-ლავროვის აუდიენცია, რომელიც პირველად გუშინ გაიმართა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში და შემდეგ ბაიდენი-პუტინის შეხვედრა, რომელიც მოსალოდნელია, რომ ივნისში, სავარაუდოდ, შვეიცარიაში უნდა შედგეს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის აზრთასხვადასხვაობის თემაა საქართველო, ექსპერტს ამის ნაკლები მოლოდინი აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემადგენელი კომპონენტიც არის, ისაუბრებენ თუ არა საქართველოს საკითხზე ბაიდენი და პუტინი, ბევრი რამ კი, მისივე აზრით, ქართულ დიპლომატიაზე და ქართული სახელმწიფოს ქცევაზეა დამოკიდებული:
თუ აშშ განაგრძობს სტრატეგიულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპის თუ პოსტსაბჭოთა რეგიონის სახელმწიფოებთან, აუცილებად დადგება მომენტი, სადაც უნდა გაკეთდეს საბოლოო არჩევანი, ამ თანამშრომლობას მიჰყვება ის ბოლომდე და დაიცავს მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს ინტერესებსაც, თუ უკან იხევს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ მაშინ მთელი მისი საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია, რომელზეც საუბრობდა საარჩევნო კამპანიის დროს, სერიოზული ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბაიდენი არ განეკუთვნება „სოფთ ლაინერების“ ფრთას ამერიკულ პოლიტიკაში, ის არის ერთგვარი „ჰარდ ლაინერი“, „პოლიტიკური ქორი“, რომელსაც ექნება საკმაოდ მძიმე პოზიცია რუსეთისთვის და ეს არ იქნება რუსეთისთვის სასურველი და მარტივი პარტნიორი, თუნდაც როგორიც იყო დონალდ ტრამპი, რომლის დროსაც დაიწყო აშშ-მა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ამ პოლიტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას და რუსული ამერიკული ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლას.
„საკმაოდ რთული და მძიმე მოლაპარაკებები იქნება წინ. ამას ემატება ცალკეული საკითხები, როგორიცაა, პოზიციები ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, რუსეთის პოზიციები პოსტ საბჭოთა რეგიონში, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს უკრაინის კრიზისსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე. ასევე უნდა აღინიშნოს ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე დაძაბულობა და თვითონ რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესები და ნავალნის პატიმრობა. ასე რომ, თემები არის საკმაოდ მძიმე და რთული.
აშშ-ს და ევროპის რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, რუს დიპლომატებს ბალტიის ქვეყნებიც აძევებენ
კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა
ერთადერთი პოზიტიური მოლოდინი ამ შეხვედრიდან რაც შეიძლება იყოს - კი ბატონო შევჯერდეთ საკითხებზე, რაზეც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ და ჩვენი ინტერესები არ მოდის წინააღმდეგობაში, მაგალითად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა და გლობალური თემები, რომლებიც შეიძლებას ითქვას, რომ წარმოადგენს ზოგად საკაცობრიო მასშტაბის გამოწვევას, თუმცა იმავდროულად გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა პროგნოზირებადი იქ, სადაც გვაქვს ინტერესთა კვეთა, კონფლიქტი და ღიად დავაფიქსიროთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაში ვერ ვთანხმდებით და სად ვერ ვხედავთ ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმებს.
არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრას რაიმე გარდატეხა მოჰყვება აშშ-რუსეთის ურთიერთობებში. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდეს და მეტად დაინახონ სიმძიმე იმ პროცესების, რომლებსაც აქვს ადგილი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და პრაქტიკულად, ახალი ფორმა შეიძინოს რუსულ-ამერიკულმა კონკურენციამ.
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის სავარაუდო ადგილი შვეიცარიაა
ამის ფაქტორია ის, რომ რუსული მხარე არანაირ კომპრომისს არ აპირებს და ყველა ცოდვაში ვაშინგტონს ადანაშაულებენ. საუბრობენ ვაშინგტონის დესტრუქციულ როლზე იმ სივრცეში, სადაც რუსეთი საკუთარ თავს მოიაზრებს უსაფრთხოების სისტემის ძირითად არქიტექტორად. პარალელურად, ამერიკის მოწოდებებს შიგნით, პოლიტიკურ მოვლენებზე, შიდა ჩარევად აღიქვამენ. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსეთი უარყოფს პრაქტიკულად ყველა იმ ბრალდებას, რომელსაც აშშ მოსკოვს უყენებს, იქნება ეს ამერიკის თუ ევროპის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა.
მათ აქვთ ძალიან დიდი დაპირისპირების სივრცე მთელი მიმართულებებით: იქნება ეს პოსტ საბჭოთა რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი თუ ნებისმიერ სხვა, სადაც ამერიკა-რუსეთის ინტერესი იკვეთება. თვითონ ამერიკელი დიპლომატებიც ამას უსვამენ ხაზს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი აღარ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.