ძებნის რეზულტატი:

უკრაინის საჰაერო ძალები: განადგურებულია რუსეთის 16 დრონი და 3 რაკეტა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხანდელი თავდასხმისთვის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან უკრაინას შეუტია 22 უპილოტო საფრენი აპარატით (Shahed-136/131), ხოლო შავ ზღვაში დისლოცირებული გემებიდან - 6 ფრთოსანი რაკეტით „კალიბრი“. სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 16 დრონი და 3 რაკეტა. რუსეთის ძალები კიევს „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს - უკრაინა    

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

რუსებმა უკრაინას 39 სარაკეტო და 39 ავიადარტყმა მიაყენეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალები: განადგურებულია რუსეთის 16 დრონი და 3 რაკეტა "მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით 10-ზე მეტი დასახლება და კუპიანსკის 10-ზე მეტი სოფელი და ქალაქი ნაღმმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა", - ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთის ძალები კიევს „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს - უკრაინა  

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს თვითრეალიზების ღირსეული პირობა ჰქონდეთ - ღარიბაშვილი

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს თვითრეალიზების ღირსეული პირობა ჰქონდეთ, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს. „ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია, განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა თქვენ, ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.  

რუსეთიდან პირველ პირდაპირ რეისს 70-მდე მგზავრი მოჰყავს

მოსკოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი დაგეგმილზე ერთი საათით ადრე გამოფრინდა. კელი დეგნანი პუტინის გადაწყვეტილებებზე: რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს? flightradar-ის მონაცემებით, თბილისის დროით 10:46 წუთზე ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი უკვე 38 წუთის გამოფრენილი იყო მოსკოვიდან. თბილისში მისი დაშვების სავარაუდო დროდ მითითებულია 12:22 საათი. როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ შესრულებულ პირველ რეისს 70-მდე ადამიანი მოჰყავს. თვითმფრინავი 100-მდე მგზავრს იტევს - პირველივე რეისზე ბილეთების 70 პროცენტი გაიყიდა. შეგახსენებთ, 16 მაისს, ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო, რასაც მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის უკმაყოფილება და მოთხოვნა, რომ „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას. უკვე, 16 მაისის საღამოს კი, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა საერთოდ ამოიღო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

ელჩი დეგნანი რუსეთთან ფრენებზე: სასარგებლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ქართველების შეშფოთება სამართლიანია

„გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის უფრო სასარგებლო იქნება, უამრავი მათგანი საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს, ამიტომ კარგად მესმის ქართველი ხალხის. ისინი ფიქრობენ, ქვეყნისთვის ამ ყველაფერს რა ფასი ექნება?! - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი რუსეთიდან საქართველოში პირველ პირდაპირი ფრენების აღდგენას. ელჩმა დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში ახალი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე. მისი თქმით, გასაგებია, რატომ იწვევს ეს თემა საქართველოს მოქალაქეების შეშფოთებას. „მე ვფიქრობ, რომ სრულიად გასაგებია, რატომ ნერვიულობენ ადამიანები. მათ არ იციან, რა გავლენა ექნება ამ პროცესს საქართველოზე. მათ სურთ იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებას, განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აგრძელებს ზეწოლას ამ ქვეყანაზე და განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმას და მის დაბომბვას. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია“, - განაცხადა ელჩმა. რუსეთიდან პირველ პირდაპირ რეისს 70-მდე მგზავრი მოჰყავს „მესმის, რატომაა ქართველი ხალხი შეშფოთებული და რატომ ღელავს... ბოლო აღწერამ აჩვენა, რომ რუსეთში დაახლოებით 130 000 ქართველი ცხოვრობს და უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ამასთან, ვისაც ურვილი ჰქონდა საქართველოში ჩამოსვლის უკვე ჩამოვიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის უფრო სასარგებლო იქნება, უამრავი მათგანი საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს, ამიტომ კარგად მესმის ქართველი ხალხის. ისინი ფიქრობენ, რა ფასი ექნება ამ ყველაფერს ქვეყნისთვის?!  ყველას გვახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, კვლავ აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებას...", - განაცხადა ელჩმა. კელი დეგნანი პუტინის გადაწყვეტილებებზე: რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს? ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანზე განხორციელებული იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ვანში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალებით ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს.  

მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს თითქმის 7000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში თითქმის 7000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს. „ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი. თქვენ ახლა თვალჭრელიძის ქუჩაზე ხედავთ უკვე მიმდინარე სამუშაოებს. აქ არის გამოყოფილი 7 ჰექტარი, სახელმწიფომ გამოყო ეს მიწა და 245 მილიონ ლარამდე იხარჯება, 11 კორპუსი აშენდება, 2400 ბინას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი. 2400 ოჯახს გადაეცემა აქ ბინები და სამუშაოები დასრულდება, დაახლოებით, 2 წელიწადში. 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ ასე ამბობენ, შეიძლება იქამდეც დასრულდეს. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ამ მასშტაბური პროექტის გარდა, თბილისში რომელიც მიმდინარეობს, ჩვენ დავიწყებთ ზუგდიდში, ასევე, მასშტაბურ პროექტს, იქ არის 1400 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული, ჩატარებულია ტენდერი და დაიწყება სამუშაოები ძალიან მალე, ქუთაისში არის დაწყებული ანალოგიურად, 700 ოჯახზე არის გათვლილი პროექტი, რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში 150 ოჯახზე იქნება სამუშაოები დაწყებული. ჯამურად, თითქმის 7000-მდე ოჯახი მიიღებს ამ ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჯამურად დაიხარჯება თითქმის 700 მილიონ ლარამდე ამ 2-3 წლის განმავლობაში“,- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები. „ეს არის, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მასშტაბურია, უპრეცედენტოა. მანამდე იყო საერთოდ, ალბათ, ძალიან მცირე რაოდენობა ბინებისა, რომელიც გადაეცემოდა ჩვენს დევნილებს და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე, ღირსეული პირობა შევუქმნათ აქ ადგილზე. ასევე, გეტყვით, რომ წელს უკვე გადაეცა 1000 ოჯახს საცხოვრებელი ფართები და დაუკანონდათ, ასე რომ მე ვფიქრობ, ძალიან მაგარი ტემპებით მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნება და მთავარი მიზანი უნდა იყოს დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს დევნილებს დარჩებათ მათ საკუთრებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, ოცნება, მიზანი, უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ამიტომ ყველაფერი, რაც დაგვაახლოებს ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანთან, ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

აშშ-ის ვიზას იღებს ყველა, ვინც გაივლის ყველა საჭირო ნაბიჯს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს - ელჩი დეგნანი

აშშ-ში გასამგზავრებლად, პირველ რიგში უნდა წარადგინო განაცხადი ვიზის მისაღებად, ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს ვებგვერდზე გარკვევით არის გაწერილი და ათასობით ქართველი, რომელიც ამ ნაბიჯებს გაივლის, იღებს ვიზას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ ვერ მიიღო ანსამბლმა „მართვემ“ აშშ-ის ვიზა. რას პასუხობს ელჩი სავიზო პოლიტიკაზე მიმდინარე „ანტიამერიკულ კამპანიას“ „ეს არ არის რთული პროცესი. ამას შესაძლოა, დრო დასჭირდეს და საჭიროა წინასწარ დაგეგმვა, რადგან აშშ-ში გამგზავრების სურვილი უამრავ ადამიანს აქვს და უნდა დავგეგმოთ შეხვედრები. ჩვენ ყოველ წელს, ათასობით ქართველს ვიღებთ. მომავალ კვირას, აშშ-ში იქნებიან მოცეკვავეებისა და მომღერლების ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ ადამიანებს გაცვლითი კულტურული და სხვა პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესმენებს. თუკი ადამიანები გაივლიან ყველა ნაბიჯს და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მიიღებენ ვიზას, მაგრამ პირველ რიგში, განაცხადი უნდა შეიტანოთ და უნდა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს“, - აღნიშნა ელჩმა.    

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული გ.მ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტის მოლარე ოპერატორს, ძალის გამოყენებით გასტაცა სალაროს უჯრა, მასში არსებული თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. პოლიციამ ძარცვის შედეგად დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ ძარცვას გულისხმობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება განაცხადი - ღარიბაშვილი პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე

ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება განაცხადი, - ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს 31 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე ნებართვა მთავრობისგან ჯერ ისევ არ მიუღია. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტს ბრიუსელში ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუღია "ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთში. ამის საჯაროდ გამოტანა, ვფიქრობ, არასერიოზულია. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი მანამდე, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა. მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი კობახიძე: გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ  

პრემიერი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე: თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, ამის შემდეგ შეიძლება, ბევრი რამ განვიხილოთ

რატომ იწყებს საქართველო ფრენებს ახლა, როდესაც მთელმა ევროპამ შეაჩერა ფრენები. მედიის ამ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მაისს. მისი თქმით, „ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა, ის არის ქვეყნის მტერი“.  „მე ერთი რამ მინდა გითხრათ, დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არამარტო საქართველოში, არამედ NATO-ს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი და ჩვენ სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. მივიღეთ სანაცვლოდ რა? მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის არ გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკაში, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მათ შორის თქვენი ინტერესების დაცვა. ახლა რაც შეეხება, იცით თქვენ რომ ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მე მქონდა პირადად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან ახლა ისლანდიაში როცა მქონდა შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი არაფერი არ არის, აქ უცხო არაფერი არ არის. მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების, ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. იცით რა არის, მთავარი არის შედეგი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე უნდა ვიფიქროთ, საქმე არის ის, რომ ყველაფერი ეს რაც მე ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. აიოლებს, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ვაჭრობას განავითარებს კიდევ უფრო და ასე რომ ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც, ასე რომ აქ კითხვები არ არსებობს,“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, რკინიგზის აღდგენის მიმართულებით არაფერი ხდება და ჟურნალისტები სიცრუეს ავრცელებენ. კელი დეგნანი პუტინის გადაწყვეტილებებზე: რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს? თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს აუცილებლად მოხდება, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებში, ამერიკელ სამხედროებთან ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებისა ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სპეციალური დანიშნულების ჯგუფისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩატარდა (JCET). თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამკვირიანი სწავლების განმავლობაში პირადმა შემადგენლობამ სხვადასხვა სასწავლო კომპონენტში - სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, სანაპირო ზოლში რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლა - მოქმედების უნარები განავითარა და პრაქტიკული სავარჯიშოები განახორციელა. დასკვნით ფაზაში, მონაწილეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს; ოპერაცია მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღალი ღირებულების სამიზნის გათავისუფლებასა და უსაფრთხო ევაკუაციას ითვალისწინებდა. სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო პარტნიორებთან, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებულ ერთობლივ გაცვლით წვრთნებს (JCET) რეგულარულად ატარებენ. სწავლებების მიზანს ელიტურ ქვედანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.  

პრემიერი სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება და ჩვენი სიმართლის გამარჯვება

ეს არის კლასიკური მაგალითი თქვენს მიერ წარმოებული და თქვენი პარტიის მიერ წარმოებული ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას შეეხებოდა, იმ ფონზე, როდესაც ოპონენტები სულ საუბრობდნენ, რომ ამ საქმეს ჰქონდა ევროპული პერსპექტივა და რომ საქართველოში იზღუდებოდა სააკაშვილის უფლებები. მისი თქმით, არც ერთი მათი ე.წ. არგუმენტი და ფაქტი არ მიიღო დასაშვებად, არ გაითვალისწინა სტრასბურგმა. „ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტი-საქართველოს კამპანია და რატომ, განვმარტავ. გახსოვთ, რომ სააკაშვილის შემოპარვის დღიდან, მას შემდეგ, რა იგი მოვათავსეთ ციხეში დაიწყო აღვირახსნილი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომ იგი კვდება, მოვწამლეთ, ათასი უბედურება დავმართეთ, მაგრამ ეს მაინც ფეხზე დგას. გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გასაჯაროვდა იმის თაობაზე, რომ მისმა ოჯახმა ოფიციალურად 1 მლნ დოლარი გადაიხადა აშშ-ში, დედამისმა. კითხვა უნდა დაუსვას „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა მის ოჯახს და ადვოკატებს, საიდან აქვთ ეს 1 მლნ დოლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს, მეგობრებო. მე ძალიან ბევრი მეგობარი, ევროპელი ლიდერი, კოლეგები მესაუბრებიან, მეუბნებიან, რომ ამხელა ზღვარგადასული, აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არც ერთი ქვეყნიდან, მეუბნებიან, რომ ეს არის მტრობა, ეს არის მტრობა, სწორედ, რომ ყოველგვარი არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე მათ აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მიზნით, რომ თითქოს ჩვენ აქ ვიღაცეების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით და ა.შ. ამაზე დაყრდნობით მიმართეს მათ სტრასბურგს და ხალხმა მინდა იცოდეს, ყველამ ნახა მგონი ძალიან კარგად, რომ არც ერთი მათი ე.წ. არგუმენტი და ფაქტი არ მიიღო დასაშვებად, არ გაითვალისწინა სტრასბურგმა და სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური და ის კლინიკა, სადაც მკურნალობს სააკაშვილი, ყველაფერი რაც გაკეთდა, არის სწორი და შესაბამისობაში. მათ უარი უთხრეს ყველა მოთხოვნაზე. ამით დასრულდა ყველა ის ცილისწამება, ბრალდება, რომელიც ისმოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მისამართით. მე მინდა ახლა კითხვა დავუსვა - ეს ამდენი შეკვეთილი სტატიები და დაფინანსებული სიუჟეტები სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე უცხოეთში, რომ ჩვენ თურმე რუსეთის დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მაგრამ მაინც გადარჩა, რომ ვკლავთ, არ ვემსახურებით და ა.შ. ამაზე რა კომენტარი ექნება მაგალითად იგივე ამ დესტრუქციულ ძალას? ამით, ვფიქრობ, ყველაფერი ითქვა, სახეზეა სიმართლე, ჩვენ არაფერს ვიგონებთ, არაფერს ვმალავთ, ესაა კიდევ ერთხელ აღიარება და ჩვენი სიმართლის გამარჯვება,“- განაცხადა პრემიერმა.  

იანვარ-აპრილში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს – 280.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 261.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 226.2 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 786.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 622.3 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 412.5 მლნ. აშშ დოლარით.  

ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ოპერირებას იწყებს

ავიაკომპანია Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA ავრცელებს. „მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი - თბილისი - სოჭის და მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა", -ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთიდან პირველ პირდაპირ რეისს 70-მდე მგზავრი მოჰყავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება

რატომ იწყებს საქართველო ფრენებს ახლა, როდესაც მთელმა ევროპამ შეაჩერა ფრენები. მედიის ამ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მაისს. მისი თქმით, „ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა, ის არის ქვეყნის მტერი“.  „მე ერთი რამ მინდა გითხრათ, დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არამარტო საქართველოში, არამედ NATO-ს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი და ჩვენ სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. მივიღეთ სანაცვლოდ რა? მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის არ გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკაში, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მათ შორის თქვენი ინტერესების დაცვა. ახლა რაც შეეხება, იცით თქვენ რომ ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მე მქონდა პირადად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან ახლა ისლანდიაში როცა მქონდა შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი არაფერი არ არის, აქ უცხო არაფერი არ არის. მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების, ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. იცით რა არის, მთავარი არის შედეგი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე უნდა ვიფიქროთ, საქმე არის ის, რომ ყველაფერი ეს რაც მე ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. აიოლებს, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ვაჭრობას განავითარებს კიდევ უფრო და ასე რომ ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც, ასე რომ აქ კითხვები არ არსებობს,“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ რომ ევროკავშირის პოლიტიკას დავემორჩილოთ, უნდა ვიყოთ წევრი ქვეყანა, ამას წლები დასჭირდება - ღარიბაშვილი

უქმნის თუ არა საფრთხეს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალს იმის ფონზე, რომ შემოდგომაზე ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გახდეს ცნობილი. მედიის ამ შეკითხვას უპასუხა 19 მაისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ ექმნება, რადგან მთავრობა დასავლელ პარტნიორებს უხსნის რუსეთთან ვაჭრობისა და მიმოსვლის მნიშვნელობას საქართველოსთვის. მისივე განმარტებით, საქართველოში არცერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს.  ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია „საფრთხე არ შეექმნება არაფერს. ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. პირადად მე მქონდა საუბარი და ავუხსენი არგუმენტაცია, მოტივაციაც. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჯერჯერობით, და ამას დასჭირდება წლები", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. რუსეთიდან პირველი რეისი „აზიმუტის“ მიერ სრულდება დღეს, 19 მაისს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა

4 წლის შემდეგ პირველად, რუსეთიდან საქართველოში ავიარეისი „აზიმუტმა“ შეასრულა.  მანამდე, რესპუბლიკის მოედნიდან  თბილისის აეროპორტის მიმართულებით, ავტომობილებით დაიწყო საპროტესტო მსვლელობა. სტუდენტების ნაწილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისაკენ გაემართნენ.  რუსეთიდან პირველ პირდაპირ რეისს 70-მდე მგზავრი მოჰყავს ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება მოქალაქეები მოსკოვი-თბილისის რეისის მგზავრებს საპროტესტო ბანერებით, სტვენითდა და შეძახილებით დახვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ჩუტყვავილას ვაქცინის შემოტანა პრობლემა არ არის - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეს რეგულირების სააგენტო სრულყოფილად შეისწავლის. გორში 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებით გარდაიცვალა „ჩუტყვავილასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება ვაქცინას, ის საქართველოს ისტორიაში კალენდარულ ვაქცინაციაში არ ყოფილა. ეს არის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებული, მათ შორის 80%-იანი მოცვა უნდა იყოს, რომ შედეგს ეფექტიანად მივაღწიოთ. ვაქცინის შემოტანის პრობლემა არ არის, პრობლემაა ამ აცრებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან არ ყოფილა რეკომენდაცია, რომ ამ ტიპის ვაქცინაცია დავიწყოთ. რეგულირების სააგენტო ამ საკითხს [4 წლის ბავშვის გარდაცვალებას] სრულყოფილად შეისწავლის და ძალიან მალე გვეცოდინება, რა მოხდა რეალურად“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, გორში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის თომა წიქარიძეს ექიმის მიერ ინფექციის არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.   

საქსტატი: იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტი 23.6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 962.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. იანვარ-აპრილში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო - საქსტატი საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 50.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 986.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 178.5 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 147.9 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 122.2 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 253.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 84.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 78.4 მლნ. აშშ დოლარით.