ძებნის რეზულტატი:

ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა - გომელაური

ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას საზოგადოებამ ნათლად ნახა არაერთი ძალადობრივი ქმედება, უკანონობა, თავდასხმები, რასაც 60-მდე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე აქციაზე, ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ გაკეთდა მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს გადაენაცვლათ პარლამენტის შესასვლელებთან და წრე შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო, მოეწყო საკანონმდებლო შენობის ბლოკირება, რათა იქ მყოფ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება არ მისცემოდათ. მოეწყოთ სირცხვილის კორიდორები, ასევე, განეხორციელებინათ ინდივიდუალური თავდასხმები დეპუტატებზე. მოწოდების შესაბამისად, აქციის მონაწილეები გაიყვნენ ორ ჯგუფად, დაიწყეს მოძრაობა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მიმართულებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

მუშავდება სასკოლო კვების შემოღების სხვადასხვა სცენარი - განათლების სამინისტრო

მუშავდება სასკოლო კვების შემოღების სხვადასხვა სცენარი, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინიტრო ავრცელებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესის ფარგლებში უსმენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მინისტრს სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის დანერგვის საკითხზე ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" მიმართა. როგორც ოპოზიციური ფრაქციის წერილშია ნათქვამი, „დღემდე აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა და სკოლებში ბავშვებს შიმშილი აწუხებთ, რაც გავლენას ახდენს მათი სწავლის ხარისხზე". „დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში 50 130 სოციალურად დაუცველი მოსწავლე ირიცხება. ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსწავლეთა 77% ხანდახან (42%) ან ყოველდღიურად (35%) განიცდის შიმშილს. ეს გარემოება მნიშვნელოვნად უშლის ხელს მოსწავლეთა ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებას, რაც თავის მხრივ უზღუდავს მათ განათლებისა და ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებებს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხსენებულ პრობლემებთან ბრძოლის ეფექტიან საშუალებას სასკოლო კვების პროგრამა წარმოადგენს. საგულისხმოა რომ 2022 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის მიხედვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სკოლის საათებში კვება სახელდება და ხაზგასმულია, რომ ამ პერიოდში ბავშვების 1/3-ზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება. „სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%). ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი (37.7%) არის ფინანსური პრობლემა. რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (83.2%) დარწმუნებულია, რომ ბავშვის კვება სკოლამ უნდა უზრუნველყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების 5.6% ყოველდღიურად ვერ იღებს ხილსა და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი ფინანსები", - ნათქვამია მინისტრისთვის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაგზავნილ წერილში.  

პრეზიდენტი მთავრობას ინივიატივით მიმართავს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას ინივიატივით მიმართავს, 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. „100 წელი სრულდება, რაც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკურმა რეჟიმმა 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომელიც გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით და მიმართავს მთავრობას, რათა მათ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ”, - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.  

ეს გარდაუვალია, უკრაინა მიიღებს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს - ზალუჟნის ამერიკელი მრჩეველი

„მე ვერ ვხედავ იმ მომავლის სცენარს, სადაც ეს ომი კიდევ 18 თვეს გასტანს, ვფიქრობ, რომ მანამდე ან ერთი, ან მეორე მხარე მოიპოვებს გამარჯვებას“, -  ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ამერიკელი მრჩეველი, დენიელ რაისი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. რა მოხდება, თუ ტრამპი გახდება ისევ პრეზიდენტი, რას უქადის ეს უკრაინას? დენიელ რაისმა ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა. აქ ჰიპოთეზებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საინტერესოდ და სახალისოდაც, მაგრამ რეალისტურად თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ სიტუაცია ასე გამოიყურება: არჩევნებამდე 18 თვეა, ეს ომი კი 15 თვეა გრძელდება. მე ვერ ვხედავ იმ მომავლის სცენარს, სადაც ეს ომი კიდევ 18 თვეს გასტანს, ვფიქრობ, რომ მანამდე ან ერთი, ან მეორე მხარე მოიპოვებს გამარჯვებას. დიახ, ან ერთი, ან მეორე - გადაწყვეტილი არაფერია, ამიტომ უნდა განაგრძოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა, რადგან უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ვერ გადარჩება. და თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდება კოლოსალური დანაკარგები რუსული არმიისთვის და მე მეეჭვება, რომ ისინი ამ გვემას კიდევ დიდხანს გაუძლებენ. 200 000 მებრძოლი დაკარგეს. 200 000. უბრალოდ დაუფიქრდით ამ რიცხვს, გაიაზრეთ. ერთ-ერთი გამოწვევა უკრაინისთვის ისაა, რომ რუსული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეს დაქირავებული მებრძოლების არმიაა. ავიღოთ მაგალითად „ვაგნერის“ დანაყოფი - მათ რუსული საზოგადოების ნარჩენები მოაქუჩეს, მკვლელები ციხიდან გამოიყვანეს და ფრონტზე უკრეს თავი. როგორ ფიქრობთ, ვის დააკლდება ეს ხალხი? არც არავის. ასე რომ, როდესაც დაქირავებული მებრძოლების არმიას ებრძვი, იმაზე ვერ დადებ ფსონს, რომ მათი დახოცვით მოწინააღმდეგის მორალი დიდად შესუსტდება, რომ ხალხი იქით, მეორე მხარეზე, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვა, რადგან ეს დაქირავებული მებრძოლები არავის ანაღვლებს. შესაბამისად, ერთადერთი გზაა, ისინი საიქიოს გაისტუმრო, რათა სხვები აღარ აყვნენ ცდუნებას, ხელში იარაღი აღარ აიღონ და უკრაინაში აღარ წამოვიდნენ საომრად, რაც არ უნდა შესთავაზონ გასამრჯელოდ. მათ უნდა თქვან - არ მიღირს იქ წასვლა, იქ ხომ აუცილებლად გამასაღებენ. დასავლეთში ბევრს უჭირს ამის ჯეროვნად გააზრება, რომ ეს ხალხი უბრალოდ უნდა აიღო და დახოცო - მე კი, როგორც ყოფილი პროფესიონალი ოფიცერი გეტყვით, რომ ომში, ფაქტობრივად, ძალადობის მენეჯერი ხარ და, როგორც წესი, ცდილობ, მოწინააღმდეგის შეტევას პროპორციული პასუხი დაუპირისპირო. მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე უბრალოდ ადამიანების ურიცხვ ხროვას მოგისევს, რომელთაც უხდიან იმისთვის, რომ შენ და შენი ხალხი დახოცონ, მაშინ სხვა გზა არ გაქვს - შენ უნდა დახოცო ისინი, ყველანი, სანამ არ დასრულდებიან. ერთადერთი გზაა, ისინი საიქიოს გაისტუმრო, რათა სხვები აღარ აყვნენ ცდუნებას, ხელში იარაღი აიღონ და უკრაინაში წამოვიდნენ საომრად, რაც არ უნდა შესთავაზონ გასამრჯელოდ. მათ უნდა თქვან - არ მიღირს იქ წასვლა, იქ ხომ აუცილებლად “გამასაღებენ”. ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ გარდაუვალია, უკრაინა მიიღებს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს. დენიელ რაისის თქმით, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ომი, მით უფრო რეალური ხდება „შავი გედის სცენარის საფრთხე“.     

გომელაურის თქმით, 7-8 მარტის აქციებზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 146 ადამიანი დააკავეს

საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 112 პირი სამართალდამრღვევად ცნეს, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ხოლო ნაწილის საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.„მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დააკავეს 146 ადამიანი. ყველა დაკავებული პირი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 112 პირი ცნეს სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ამ საქმეების ნაწილის განხილვა კვლავ გრძელდება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, მათგან 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებულია პატიმრობა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი. „დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე (23:45 სთ) რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ კოლოფი, აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების მიზნით გახსნილი ჰქონდათ ალტერნატიული გზები და ეტაპობრივად პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნული პროცესის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროსაც, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე ხმის გამაძლიერებელი სპეციალური ტექნიკით მუდმივად ხდებოდა აქციის მონაწილეების გაფრთხილება, რათა შეეწყვიტათ ძალადობა და დაშლილიყვნენ, თუმცა აქციის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა აგრძელებდა აგრესიულ მოქმედებებს, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და მსხვრევად საგნებს, ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე დააზიანეს ავტობუსის გაჩერებები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ტროტუარებზე განთავსებული სკამები. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მარჯვენა სანაპირო, შეკრების და მანიფესტაციის ადგილიდან მოშორებით ხელოვნურად შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა. მთელი ღამის განმავლონაში არღვევდნენ მართლწესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს, ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN

CNN-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ აშშ „თვითმფრინავების კოალიციაში” მიიღებს მონაწილეობას და უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე გაწვრთნის. გამოცემის წყაროს თანახმად, იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა ვაშინგტონის მონაწილეობა მოკავშირეების ინიციატივაში, რომ უკრაინელი პილოტები მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებზე გაწვრთნან, მათ შორის ამერიკული წარმოების F-16-ებზე. პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico CNN-ის წყაროს თანახმად, უკრაინელი პილოტებს სავარაუდოდ, მხოლოდ ევროპაში მოამზადებენ, მაგრამ მასში ამერიკელი პერსონალიც მიიღებს მონაწილეობას. “ვინაიდან წვრთნები მომდევნო თვეებში გაიმართება, ქვეყნების ჩვენი კოალიცია, რომელიც ამ ინიციატივაში მონაწილეობს, გადაწყვეტს, როდის მივაწოდოთ [უკრაინას] თვითმფრინავები, რამდენი მივაწოდოთ და ვინ მიაწოდებს მათ”, - განაცხადა გამოცემის წყარომ. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

თბილისის მერია რუსულ „მეტროვაგონმაშთან“ ხელშეკრულებას აუქმებს

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტმა დაიწყო რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა. „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა. შეგახსენებთ, 2021 წლის მარტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მისივე ორგანიზებით, გამოცხადდა ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად. ჩატარებული ტენდერის შედეგად, 2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „მეტროვაგონმაში“ და დაიდო ხელშეკრულება ვაგონების მოწოდებაზე. 2023 წლის 19 მაისს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება.  

„არა რუსულ ფრენებს" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილები, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციას მართავენ. მოითხოვენ, სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც 19 მაისს, რუსეთიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა დღევანდელ აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „არა რუსულ ფრენებს". არა რუსულ ფრენებს - სალომე ზურაბიშვილი  

გომელაური თბილისის აეროპორტთან აქციაზე: მშვიდობიანად რომ მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით, თუმცა, მშვიდობიანი არ აწყობდათ, რაღაც შოუ ხომ უნდა დაიდგას

შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხად, რომ აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, 6 პირის დაკავება მოუწიათ. აეროპორტთან აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს „აეროპორტი ახსენეთ. ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მოქალაქის დამცველები ვართ, უსაფრთხოება როგორც ერთი ჯგუფის, ისე მეორე ჯგუფის უნდა უზრუნველვყოთ, მათ შორის, ჩამოსული სტუმრების, ტურისტების. ადგილი გამოვყავით, ავტოსადგომი მოვუნახეთ, პირიქით, დავეხმარეთ, ვუთხარით, აქ დადექით, გამოხატეთ, იყვირეთ - შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ პოლიციელებს. მე მგონი დაიდო კიდეც, პირდაპირ გინება იყო, საღებავები მიასხეს პოლიციელებს. მე მგონი, არასწორია, პოლიციელს რომ აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, 6 ადამიანი დავაკავეთ, გაუშვებენ ან დააჯარიმებენ. თუ რუსეთიდან ერთი რეისი იყო ჩამოსული, 4 რეისი ჩამოვიდა იქ მათ შორის, ევროპიდან, დოჰადან - 600-კაცამდე, უნდა შესულიყვნენ შიგნით - „ფოიეში“ და იქ უნდა მოეწყოთ ეს საღებავების მისხმები და ეს უბედურება? იქ რომ მშვიდობიანად მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით - არავინ არავის არ დააკავებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი არ აწყობდათ, რაღაც შოუ ხომ უნდა დაიდგას - საღებავების მისხმა, გინება და რაღაც მაინც ჩაატარეს. აქედან გამომდინარე იძულებული ვიყავით, 6 ადამიანი დაგვეკავებინა, თორემ მანამდე ვეხმარებოდით გადაადგილებაშიც, ავტოსადგომიც მოვუნახეთ, ადგილიც გამოვუყავით აეროპორტთან ახლოს, გამომსვლელებს დაინახავდნენ, საიდანაც გამოვიდოდნენ, თუმცა, პოლიციელების მიმართ აგრესია მაინც გამოხატეს. ყოველთვის დავიცავ პოლიციელებს, დარწმუნებული ვარ, თქვენც ამას ფიქრობთ, არ შეიძლება პოლიციელს აგინო, არ შეიძლება ფიზიკურად დაუპირისპირდე, არ შეიძლება პოლიციელს თავში ჯოხი ჩაარტყა, ქვა ესროლო, თავი გაუტეხო და მერე თქვა, წყლის ჭავლი რატომ მომასხესო. ვთქვათ, 10 ადამიანის გვერდით, ვინც ქვას ისროდა, ერთი პატიოსანი აღმოჩნდა და მასაც მიესხა წყალი, მაგრამ 10 ადამიანი რომ გესვრის, რა უნდა გააკეთო, ერთი ადამიანი პატიოსნად დგას და იმის გამო ბიჭებს თავი გაუტეხონ და ცოცხლად დაწვან? როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ? აუცილებლობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ზელენსკი: მივესალმები აშშ-ის და პრეზიდენტ ბაიდენის ისტორიულ გადაწყვეტილებას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და მისი ლიდერის, ჯო ბაიდენის „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ მიესალმა. სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა ზელენსკიმ „თვითმფრინავის კოლაციისადმი“ შტატების მხარდაჭერა. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN მისი შეფასებით, კოალიციის მხარდასაჭერად მიღებული ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო ძალებს. უკრაინის ლიდერი ხსენებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ დონეზე განხილვას, ჰიროსიმაში, სამიტზე გეგმავს. იაპონიაში ის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აპირებს ჩასვლას. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

გომელაური მარტის აქციებზე: „მოლოტოვის კოქტეილს" ბევრი ისროდა, ღმერთმა ქნას, დავადგინოთ

„რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის, და ცრემლმდენი გაზის) გამოყენება?" დეპუტატების ამ შეკითხვას უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელსაც დღეს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. მისი თქმით, 7 მარტს, დაახლოებით 22:30 საათიდან, შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. „აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირების, დამცავი ფარების წართმევა პოლიციის თანამშრომლებისთვის. მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგანს: ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინის და ბეტონის ნაჭრებს, დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს“. „ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ პირველად საქართველოში აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს. პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა „წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციამ ადგილზე მოახერხა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, მოხდა მათი დაკავება. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან სახალხო დამცველზე თავდასხმა. ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“, - განაცხადა გომელაურმა და აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა, სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წყლის ჭავლი“. „უნდა აღნიშნოს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდგნენ კორდონებად და მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების რეჟიმში". მინისტრის თქმით, ​„სიტუაციის ანალიზით, ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ასევე, პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს“. „შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული შესაბამისი საშუალებების გამოყენება". ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეს გამართულ აქციაზეც არაერთხელ გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილი". მისი თქმით, დააზიანეს პოლიციის ავტომანქანები, ავტობუსი და ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანას. მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ. მათგან ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ერთს [ლაზარე გრიგორიადისს] - პატიმრობა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დემონსტრაციებზე „ერთი ადამიანი არ ისროდა, ბევრი ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს: „ღმერთმა ქნას, რომ ეს დავადგინოთ", - აღნიშნა მინისტრმა. გომელაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი.  

რას გულისხმობს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ფარგლებში, 71 კომპანიას შეზღუდვები დაუწესა. Reuters-ის ცნობით, მათ შორის არიან რუსული და ბელორუსული კომპანიები. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ ექსპორტის კონტროლის ახალი ზომები ეხება ნავთობისა და ბუნებრივი აირის პროექტებს რუსეთსა და ბელარუსში. შავ სიაში ასევე შეიყვანეს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი კომპანიები, ასევე, დენთის, ტრაქტორებისა და საავტომობილო ქარხნები. შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იაპონიაში მიმდინარე სამიტზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შავ სიაში მოხვდა ერთი სომხური და ერთი ყირგიზული კომპანიაც.  

ერმაკი: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება. ანდრი ერმაკის თქმით, ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება აშშ-ის მიერ „თვითმფრინავების კოალიციის“ მხარდაჭერის საკითხიც. „უკრაინას ძალიან მალე ყველაფერი ექნება, რათა ჩვენი ცა დაიცვას,” - განაცხადა ანდრი ერმაკმა. შეგახსენებთ, იაპონიაში, ჰიროსიმაში იმართება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერთა სამიტი, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისაც ელოდებიან.  

აშშ და მოკავშირეები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავენ - NBC

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავენ. ამერიკული მედიის თანახმად, ჯერ გაურკვეველია, კონკრეტულად რომელი ქვეყნები გაგზავნიან უკრაინაში F-16-ებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა NBC News-ს განუცხადა. მიწოდების დრო ასევე არ არის დადგენილი, მაგრამ ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს თვითმფრინავების გამოყენებას მომავალი კონტრშეტევისთვის. „მომდევნო თვეებში, კოალიცია გადაწყვეტს პოტენციური ტრანსფერის დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რამდენ თვითმფრინავს მიიღებს უკრაინა“, - იუწყება NBC News-ი. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

რუსეთმა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალება სცადა - სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაზაფხულზე რუსეთმა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლებაში პრორუსი ძალების მოყვანა სცადა. „ხელისუფლების დამხობის გეგმები იყო, თუმცა ჩავარდა, მათ შორის იმიტომ, რომ საკმარისი ინფორმაცია გვქონდა და ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა კარგად იმუშავეს“, - განაცხადა სანდუმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას

ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას - თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. აშშ და მოკავშირეები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავენ - NBC „პრეზიდენტი მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ შეძლოს მასთან პირისპირ დაჯდომა“, - განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

კანადაში, ტყის მასშტაბური ხანძარია

კანადაში, ალბერტის პროვინციაში, ტყის მასშტაბური ხანძარია. ცეცხლის ქრობის პროცესში დაახლოებით 2 700 მეხანძრე, მათ შორის ამერიკელი და კანადელი მაშველები და კანადის სამხედრო პერსონალია ჩართული. კანადის ხელისუფლებამ მოსახლეობა მომდევნო დღეების განმავლობაში ცხელი და მშრალი ამინდის გამო, ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საშიშროების შესახებ გააფრთხილა. ალბერტის პროვინციის დაახლოებით ათი ათასი მცხოვრები სახლებიდან ევაკუირებულია, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების გამო.  

რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები ორმხრივად აღდგა

რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები ორმხრივად აღდგა. დღეს, 08:00 საათზე, მოსკოვის მიმართულებით ფრენა „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა. „კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა პირველი რეისი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. პირველ რეისზე 85 მგზავრი გვყავდა. „ჯორჯიან აირვეისი“ გეგმავს ყოველდღიურად ფრენების შესრულებას კვირაში შვიდი სიხშირით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა. რუსეთიდან პირველ პირდაპირ რეისს 70-მდე მგზავრი მოჰყავს ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება მოქალაქეები მოსკოვი-თბილისის რეისის მგზავრებს საპროტესტო ბანერებით, სტვენითდა და შეძახილებით დახვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.    

უკრაინას მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ - ისრაელი

ისრაელი უკრაინასთან მიმართებაში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მორალურ მხარდაჭერით შემოიფარგლება, ამის შესახებ მან The Jerusalem Post-თან ინტერვიუში განაცხადა. „ისრაელის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო ინსტიტუტებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზელენსკის პოზიციას მშვიდობიან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ელი კოენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე მოქალაქეები იკრიბებიან, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. „გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება! ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა. სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.