უცხოეთი

„ბორტგამცილებელთა ცეკვაზე“ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში

ვიდეო, რომელიც 19 მაისს, მოსკოვი-თბილისის რეისზე მგზავრებისთვის შესრულებულ ქართულ ცეკვად „გასაღდა“ სოციალურ ქსელში, სინამდვილეში გადაღებულია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ბორტზე. ამას უკრაინული მედიის ბმულიც ადასტურებს. 4 წლის შემდეგ პირველად, 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში ავიარეისი „აზიმუტმა“ შეასრულა.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

რუსებმა უკრაინას 39 სარაკეტო და 39 ავიადარტყმა მიაყენეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალები: განადგურებულია რუსეთის 16 დრონი და 3 რაკეტა "მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით 10-ზე მეტი დასახლება და კუპიანსკის 10-ზე მეტი სოფელი და ქალაქი ნაღმმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა", - ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთის ძალები კიევს „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს - უკრაინა  

უკრაინის საჰაერო ძალები: განადგურებულია რუსეთის 16 დრონი და 3 რაკეტა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხანდელი თავდასხმისთვის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან უკრაინას შეუტია 22 უპილოტო საფრენი აპარატით (Shahed-136/131), ხოლო შავ ზღვაში დისლოცირებული გემებიდან - 6 ფრთოსანი რაკეტით „კალიბრი“. სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 16 დრონი და 3 რაკეტა. რუსეთის ძალები კიევს „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს - უკრაინა    

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში გაემგზავრება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა მედიას განუცხადა, რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და, შესაბამისად, პრეზიდენტის ყოფნა აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინის ინტერესების დასაცავად. „დიდი შვიდეულის“ სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს იწყება. შეხვედრის დროს, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ის, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ.  

ზელენსკი: ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ, როცა რუსეთი მშვიდობაზე დაიწყებს საუბარს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ არავინ უნდა შევიდეს შეცდომაში, როცა რუსეთი მშვიდობაზე დაიწყებს საუბარს, რადგან მას უბრალოდ დრო სჭირდება ახალი გეგმებისთვის. ამის შესახებ მან PISM Strategic Ark-ის მეორე კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში განაცხადა. „ჩვენ არ გვაქვს შეცდომის უფლება, როდესაც რუსეთი იწყებს აქტიურ ლაპარაკს მშვიდობისა და დიპლომატიის შესახებ. რუსეთი შეშფოთებულია არა სისხლისღვრის დასასრულით, არამედ, ფულისა და რესურსების დასასრულით", - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთს სჭირდება დრო ახალი რაკეტებისთვის, ახალი გეგმისთვის, ახალი თავდასხმისთვის, ვიდრე მშვიდობისთვის. „ეს არის რუსული პოლიტიკის ფორმულა. ის საუკუნეების განმავლობაში უცვლელია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  ზელენსკის თქმით, 21-ე საუკუნე უკანასკნელი უნდა იყოს რუსეთის ამ პოლიტიკისთვის და უკრაინის მშვიდობის ფორმულა შეიცავს მექანიზმებს ამის რეალიზებისთვის და უსაფრთხოების გარანტიებისთვის, რათა ეს აღარ განმეორდეს. მისი თქმით, საერთაშორისო ტრიბუნალისა და ყველა რუსი ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის გარეშე, ის ძალიან მალე დაბრუნდება.  

ზელენსკი: მეტი რაკეტა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, შორი დისტანციის იარაღი და თვითმფრინავები უახლოესი მომავლის პრიორიტეტებია

უკრაინის პრიორიტეტები ამ და მომავალ კვირაში და უახლოეს მომავალში მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დამატებით რაკეტებს, სასწავლო და გამანადგურებელ თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჰაერო ძალები დიდ საქმეს აკეთებენ. „ჩვენი პრიორიტეტები ამ კვირაში, მომავალ კვირაში და უახლოეს მომავალში არის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, დამატებითი რაკეტები, წვრთნები და თვითმფრინავები და შორი დისტანციის იარაღი. და ეს შესრულდება. დღესვე გავმართე საფუძვლიანი შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო თანამშრომლებთან - ოფისის გუნდთან. ჩვენ გვაქვს დავალება, რომ ამ კვირებშიც შევინარჩუნოთ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერისა და კომუნიკაციის იმპულსი, რაც მიღწეულია მაისის პირველ ნახევარში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ამოცანას შევასრულებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

პოდოლიაკი: „გაყინული კონფლიქტების“ რაიმე იდეა არ განიხილება არცერთ ოფისში

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „გაყინული კონფლიქტების“ იდეა არცერთ ოფისში არ განიხილება. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „გაყინული კონფლიქტების“ ნებისმიერი იდეა, რომელიც პერიოდულად ისმის მედიაში, არის ფიქცია, ფსევდოანალიტიკური პროდუქტი და რუსული დიპლომატიის ლობირების ძალისხმევის ფოკუსში“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი თქმით, ყველა მოთამაშემ კარგად იცის რუსეთის ფედერაციისა და პუტინის ელიტის შეზღუდული რესურსი და დრო. „ამიტომ, უკრაინის გზა უცვლელია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ამერიკული მედიის თანახმად, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები გეგმავენ ნაბიჯებს იმ მზარდი შესაძლებლობის გათვალისწინებით, თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გადავა „გაყინული კონფლიქტის" მდგომარეობაში და მრავალი წლის, შესაძლოა ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდეს. Politico ხუთშაბათს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს სიტუაცია შეიძლება, აღმოჩნდეს მსგავსი იმისა, რაც კორეის ნახევარკუნძულზე სუფევს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის ერთადერთი საწყისი წერტილი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაა.  

დიდი ბრიტანეთი რუსული ალმასის, სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს აკრძალავს

გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, რომელიც რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, ასევე აიკრძალება რუსული წარმოშობის სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტიც. გაერთიანებული სამეფო, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ამზადებს ახალ ინდივიდუალურ სანქციებს 86 ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ.  

რუსეთის ძალები კიევს „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს - უკრაინა

კიევის მიმართულებით ირანული Shahed-ის „კამიკაძე-დრონებით“ დრონები გაუშვეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა დედაქალაქთან მიახლოებისას ყველა მათგანი გაანადგურეს. „ყველა საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. მადლობა ცის დამცველებს შესანიშნავი მუშაობისთვის!" - ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, რუსულმა ძალებმა, მაისის დასაწყისიდან კიევზე მეათე თავდასხმა განახორციელეს. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა.  

ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters

ივლისში, ვილნიუსის სამიტზე, ლიდერები დაამტკიცებენ საიდუმლო სამხედრო გეგმების შემცველ ათასობით გვერდს, რომელშიც ცივი ომის შემდეგ პირველად იქნება დეტალურად აღწერილი, თუ როგორ უპასუხებდა ალიანსი რუსეთის თავდასხმას. Reuters- წერს, რომ ეს ნაბიჯი ფუნდამენტურ ცვლილებას ნიშნავს - NATO ათწლეულების განმავლობაში ვერ ხედავდა ფართომასშტაბიანი თავდაცვის გეგმების შემუშავების აუცილებლობას, რადგან გრძნობდა, რომ გარკვეულწილად, პოსტსაბჭოთა რუსეთი აღარ წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს. „თუმცა 1945 წლის შემდეგ, ევროპის ყველაზე სისხლიანი ომი გაჩაღდა უკრაინაში, ალიანსი ახლა შიშობს, რომ მას ყველა გეგმა უნდა ჰქონდეს მხედველობაში მიღებული, ვიდრე კონფლიქტი დაიწყება ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორიცაა, მოსკოვი, - განაგრძობს სტატიის ავტორი.  „ფუნდამენტური განსხვავება კრიზისის მენეჯმენტსა და კოლექტიურ თავდაცვას შორის რა არის?! -  ჩვენ კი არა, ჩვენი მოწინააღმდეგე განსაზღვრავს ვადებს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ წარმოიშვას“, - განაცხადა ადმირალმა რობ ბაუერმა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში ომზე, პუტინის მიზნებსა და „წითელ ხაზზე“ NATO ასევე მისცემს ქვეყნებს მითითებებს, თუ როგორ განაახლონ თავიანთი ძალები და ლოგისტიკა. „მოკავშირეებს ზუსტად ეცოდინებათ, რა ძალები და შესაძლებლობებია საჭირო, მათ შორის ის, თუ სად და როგორ განლაგდნენ“, - განაცხადა თავის მხრივ, NATO-ს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა საიდუმლო დოკუმენტების შესახებ საუბრისას. NATO-ს მოკავშირეთა ძალების ევროპის უმაღლესი შტაბის წევრი, (SHAPE) იან ჰოუპი ამბობს, რომ ცივი ომის მსგავსი ახლა ნაკლებად წარმოუდგენიათ.  ის უფრო მეტად მიუთითებს რეგიონულ  საფუძველზე კონფლიქტებზე, რომლებიც ძალების სწრაფი განლაგების შედეგად, შეკავებას საჭიროებს.  NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა ალიანსმა დიდი ამოცანა დაისახა - მზადყოფნის მკვეთრად გაუმჯობესება. NATO-მ 2022 წელს გადაწყვიტა, 300 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოეყვანა, ადრე ეს რიცხვი 40 000-ს შეადგენდა. ინფორმაციისთვის, ტერმინი „ცივი ომი“ ეკუთვნის პროზაიკოსისა და პუბლიცისტის, ჯორჯ ორუელის კალამს, რომელმაც ეს ფრაზა გამოიყენა ნარკვევში - „თქვენ და ატომური ბომბი“, რომელიც 1945 წლის 19 ოქტომბერს, ბრიტანულ გაზეთ Tribun-ში გამოქვეყნდა. 1946 წლის 10 მარტის The Observer-ში ორუელი წერდა: „გასული წლის დეკემბერში, მოსკოვის კონფერენციის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო „ცივი ომის“ წარმოება ბრიტანეთის იმპერიაზე“. ტერმინი პირველად გამოიყენეს საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ომისშემდგომი გეოპოლიტიკური დაპირისპირების აღსაწერად, 1947 წლის 16 აპრილს, დემოკრატი პრეზიდენტების გავლენიანი მრჩევლის, ბერნარდ ბარუხის გამოსვლაში. სიტყვაში, რომელიც ჟურნალისტმა, ჰერბერტ ბაიარ სვოუპმა დაწერა, ნათქვამი იყო: „მოდით, არ მოვიტყუოთ: ჩვენ დღეს ცივი ომის შუაგულში ვართ“.

მოლდოვასა და აშშ-ს შორის „ღია ცის შეთანხმება“ გაფორმდა

კიშინიოვში აშშ-ისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა, მოლდოვასა და შეერთებულ შტატებს შორის საჰაერო ტრანსპორტისთვის „ღია ცის შეთანხმება“ გააფორმეს. ეს დოკუმენტი საჰაერო სივრცის შესახებ გაფორმებული პირველი ორმხრივი შეთანხმებაა. დოკუმენტი ითვალისწინებს ფრენების შეუზღუდავ მოცულობას და სიხშირეს, მარშრუტების გახსნის უფლებებს, ჩარტერული ფრენების ლიბერალურ რეჟიმს და ღია კოდის გაზიარების შესაძლებლობას, ანუ ერთი ფრენის ერთობლივ ოპერირებას ორი კომპანიის მიერ. „მოლდოვასთან შეთანხმება გააფართოებს ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ და კომერციულ პარტნიორობას, ხელს შეუწყობს ინტერპერსონალური კავშირების განვითარებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-ის საელჩომ მოლდოვაში თავის მხრივ აღნიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლა შექმნის წინაპირობებს კიშინიოვიდან აშშ-ში პირდაპირი ფრენების დასაწყებად, ხელს შეუწყობს მოლდოვაში საჰაერო სერვისების ბაზრის გახსნას და კიშინიოვის საერთაშორისო მიმართულებების დივერსიფიკაციას.  

სომხურ კონიაკ „არარატს" რუსეთის ბაზარს აღარ მიაწვდიან

ერევნის კონიაკის ქარხანა, რომელიც „არარატის“ სახელით ცნობილ კონიაკს აწარმოებს, რუსეთისთვის ამ სპირტიანი სასმელის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა. ქარხანა სომხეთში, ფრანგულ Pernod Ricard-ს 1998 წლიდან ეკუთვნის. მსოფლიოში ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრანგულმა კომპანია Pernod Ricard-მა, 12 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთში შეწყვეტს საქმიანობას. ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი ფრანგული კომპანია რუსეთში საქმიანობას წყვეტს „ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიმიღია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე ოფიციალურია, რომ ერევნის კონიაკის ქარხანა რუსეთში ექსპორტს შეწყვეტს“, - ციტირებს მინისტრს მედია. ის ამბობს, რომ კონიაკის მიწოდების შეწყვეტა შექმნის პრობლემებს, რაც ადგილობრივი ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე იმოქმედებს. რუსეთის ბაზაზე ერევნის კონიაკის ქარხნის მთელი ექსპორტის 80% მოდის. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა  

პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გააპროტესტებენ ქვეყნების მიერ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემას. ამის შესახებ Politico იტყობინება, რომელიც პენტაგონის წარმომადგენელს ესაუბრა. მისივე თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა არაერთხელ უარყო ამ საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობა, მას არასოდეს გამოურიცხავს მესამე მხარის გადაცემის დამტკიცება სხვა ქვეყნის მიერ. „როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინაში F-16-ების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, პენტაგონის წარმომადგენელმა მიუთითა Politico-ს იანვრის სტატიაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირს ციტირებდა: „მე არ ვფიქრობ, რომ მესამე მხარის მიერ გადაცემის (F-16-ების, რედ.) იდეის წინააღმდეგნი ვართ“, - ამბობდა პენტაგონის წარმომადგენელი. თუმცა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

მოლდოვა აცხადებს, რომ რუსულ გაზსა და ელეექტროენერგიას საერთოდ აღარ იყენებს

მოლდოვა აღარ იყენებს რუსულ ბუნებრივ აირს ან ელექტროენერგიას და დაასრულა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულება.  ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რესეანმა ხუთშაბათს, ბუქარესტში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „თუ უკრაინაში ომის დაწყებისას, მოლდოვაში მოხმარებული ენერგიის 100% რუსეთში მოდიოდა, დღეს მოლდოვას რუსეთის ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გარეშე არსებობა შეუძლია “, - განაცხადა რესეანმა. მისივე თქმით, მოლდოვა აღარ მოიხმარს რუსულ გაზს. ის ინტეგრირებულია ევროპის ენერგეტიკულ ქსელში როგორც ტექნიკურად, ასევე, კომერციულად. ინფორმაციისთვის, აპრილში მოლდოვის ენერგოკომმა ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ბერძნული გაზის ოპერატორ - DEPA Commercial-თან. ევროკავშირი შეთანხმდა ე.წ. გაზის ერთობლივი შესყიდვის პლატფორმაზე, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აირიდონ ერთმანეთთან კონკურენცია გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე და სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ერთობლივი მსყიდველობითი ძალით. ამ პლატფორმის წევრები არიან უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთი. მოლდოვამ დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცედურა დაიწყო  

უკრაინამ ბახმუტის დასავლეთ გარეუბანში გარღვევას მიაღწია და „შემდგომი კონტრშეტევისთვის“ ნიადაგი მოამზადა - მედია

უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადამ განაცხადა, რომ 18 მაისს დონეცკის ოლქის ბახმუტის დასავლეთ გარეუბანში გარღვევას მიაღწია. გარღვევის შედეგად, ბრიგადამ მოიკიდა ფეხი შემდგომი კონტრშეტევისთვის. ამის შესახებ უკრიანული მედია წერს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებენ და ცალკეულ მონაკვეთებზე წინ მიიწევენ. მალიარის თქმით, რუსებმა ბახმუტში საკუთარი რეზერვების დიდი ნაწილი გადაისროლეს და დაჯგუფება მნიშვნელოვნად გააძლიერეს. ამასთან, ხუთშაბათს მტრის ყველა იერიში მოიგერიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 მაისს დაადასტურა უკრაინის კონტრშეტევების განახლებული ტალღა და აღიარა, რომ ბახმუტის ბრძოლაში დაიღუპა ორი პოლკოვნიკი, მათ შორის ბრიგადის მეთაური. კრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 16 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან დაახლოებით, 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნეს.  

იტალია უკრაინელ ახალწვეულებს გაწვრთნის

იტალია უკრაინელ ახაიტალია უკრაინელ ახალწვეულებს იტალიის სკოლებსა და სამხედრო ობიექტებზე გაწვრთნის. ამასთან, მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირ-უკრაინის სასწავლო პროგრამებში ბრიუსელში, პოლონეთსა და გერმანიაში. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ხუთშაბათს განაცხადა. მისივე თქმით, იტალიას ასევე სურს სპეციალიზებული სასწავლო მოდულების ჩატარება საკუთარ ტერიტორიაზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 21 აპრილს განაცხადა, რომ 16000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა წვრთნა ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში.  

ნორვეგია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის

ნორვეგია უკრაინას დაახლოებით, 8 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას (MLRS) და სამ საარტილერიო რადარს მიაწვდის. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა 18 მაისს განაცხადა. მობილური სარადარო სისტემა Arthur-ი, რომელიც ნორვეგიამ და შვედეთმა ერთობლივად შეიმუშავეს, მტრის საველე არტილერიის აღმოსაჩენად და მისი განადგურების მიზნით არის შექმნილი. გრამმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივან, ბენ უოლესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას ეს დახმარება, დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით მიეწოდება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 300 მილიონი დოლარი გამოყო.  

იტალიაში წყალდიდობის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ჩრდილოეთ იტალიის რეგიონში, ემილია-რომანიაში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით, 20 000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. CNN წერს, რომ 20-ზე მეტი მდინარე ადიდდა მთელ რეგიონში, რამაც 280 მეწყერი გამოიწვია. 27 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.  

ჯო ბაიდენი და ფუმიო კიშიდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

იაპონია და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, გააგრძელონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იაპონიის და შეერთებული შტატების ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს დიდი შვიდეულის სამიტის წინ, რომელიც ჰიროიმაში 19-21 მაისს გაიმართება. თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე დააზუსტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, G7-ის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ფრონტზე არსებული ვითარების განხილვა და უკრაინის სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.

ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების მიზნით, რუსეთსა და უკრაინას რომის პაპის წარმომადგენლები ეწვევიან - მედია

ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკების მიზნით, რომის პაპი ფრანცისკე წარმომადგენელბის გაგზავნას გეგმავს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ამის შესახებ Meduza-ს ცნობით, Il Sismografo წერს. ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არიან, მიიღონ რომის პაპის წარმომადგენლები. საიტი არ ასახელებს ამ ინფორმაციის წყაროს. არც კრემლს და არც ზელენსკის ოფისს კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე აპირებს ბოლონიის არქიეპისკოპოსის, მატეო ზუპის გაგზავნას კიევში, რათა შეხვდეს ზელენსკის. ხოლო არქიეპისკოპოსი, კლაუდიო გუჯეროტი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად ჩავა. ვატიკანის სპიკერმა მატეო ბრუნიმ უარი თქვა კომენტარზე, მაგრამ ახსენა ვატიკანის სახელმწიფო მდივნის პიეტრო პაროლინის ბოლო მოსაზრებები, რომ „ახლა არის მომენტი, ხელში ავიღოთ ინიციატივა, რათა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობა დამყარდეს. წყარომ Reuters განუცხადა, რომ ჯერ არ არსებობს რაიმე კონკრეტული" ინფორმაცია „ელჩების“ მოსკოვსა და კიევში მოგზაურობის შესახებ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.