უცხოეთი

გერმანიის მუზეუმიდან, რამდენიმე მილიონ ევროდ შეფასებული ოქროს კელტური მონეტები მოიპარეს

ბავარიის ქალაქ მანჩინში, რომაულ-კელტური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ 450 კელტური მონეტა მოიპარეს, რომელიც რამდენიმე მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ძარცვა სავარაუდოდ 21 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ „ფანჯარა ჩამსხვრეულია“, თუმცა გამომძიებლები, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებზე არ საუბრობენ. „მონეტები იყო მუზეუმის მთავარი ექსპონატი. ბავარიის კრიმინალური პოლიცია საქმეს იძიებს. კელტური განძის დაკარგვა კატასტროფაა", - ამის შესახებ ბავარიის მეცნიერებისა და ხელოვნების მინისტრმა, მარკუს ბლუმმა განაცხადა.   

WSJ: 16-მა სენატორმა პენტაგონს მიმართა, გადახედოს აკრძალვას და უკრაინას მოიერიშე MQ-1C-ის დრონები მიაწოდოს

16 ამერიკელი სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა, აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ გადახედონ აკრძალვას და უკრაინას Grey Eagle MQ-1C-ის უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდონ.  „უკრაინისთვის MQ-1C-ით მიწოდებას მნიშვნელოვანი გრძელვადიანი სარგებელი აქვს და შესაძლოა, ომის სტრატეგიული კურსი უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალოს“, - ნათქვამია წერილში, რომელზე დაყრდნობითაც ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. კანონმდებლები წერილში იხსენებენ, რომ ირანმა რუსეთს გადასცა უპილოტო თვითმფრინავები, რომლებითაც ოკუპანტი უტევს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.  „უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავების არსებობა ასევე დადებითად აისახება მარცვლეულის ექსპორტზე და გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაზე“, - ნათქვამია წერილში. აშშ-ის სენატორები მინისტრს 30 ნოემბრამდე სთხოვენ, უკრაინისთვის MQ-1C თვითმფრინავების მიწოდებაზე უარის თქმის მიზეზები განმარტოს. უპილოტო საფრენ აპარატ Gray Eagle-ს შეუძლია ოთხი რაკეტა Hellfire-ის ტარება, 30 საათი უწყვეტი ფრენა და თითქმის 8000 კილომეტრის დაფარვა.  

მარინა კალიურანდი: ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ

რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.   მარინა კალიურანდის თქმით, ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. „გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი. ეს ასე იყო 2004 წელსაც, როდესაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი შევიდა ევროკავშირში და დღეს უფრო მეტად არის საჭირო, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის. ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. პირიქით, კოპენჰაგენის კრიტერიუმები იყო და უნდა დარჩეს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებად, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი გადასადგმელია. მათ შორის გაფართოების პოლიტიკის ყოვლისმომცველი გარდაქმნა, არსებული ჩიხის და გაფართოებით დაღლილობის გადალახვა. სწორედ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განგრძობადობას, თანმიმდევრულობას და სანდოობას“, – აღნიშნა კალიურანდმა.  

იერუსალიმში ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები

იერუსალიმში, რამოტის რაიონში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები.  ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდებულია 12 ადამიანი, აქედან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.  დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.     

ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს

ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის წინააღმდეგ მათი პირველი მატჩის წინ, ქვეყნის ჰიმნი არ იმღერეს. Reuters-ი წერს, რომ ფეხბურთელებმა სავარაუდოდ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.  ყველა სასტარტო 11-ვე მოთამაშე ჩუმად იყო, როდესაც ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ჰიმნი ჟღერდა. ირანში უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტს ბიძგი მისცა ჰიჯაბის წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, რაშიც მორალის პოლიციას ადანაშაულებენ. 

ზელენსკი: არსებობს ათასობით მტკიცებულება, რომ ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკაა

არსებობს ათასობით მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში ენერგეტიკული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს, რომ უკრაინელებმა უბრალოდ ვერ შეძლონ თავის მიწაზე ცხოვრება. ახლა, ზამთრის წინ, ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. რუსულმა სარაკეტო ტერორმა გაანადგურა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თითქმის ნახევარი. ჩვენ ვიცით, რომ კრემლმა დაისახა ამოცანა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების გაგრძელების, რათა ზამთრის სიცივე მასობრივი განადგურების იარაღად აქციოს. იმისათვის, რომ ეს ზამთარი გადავიტანოთ და რუსეთს არ მივცეთ საშუალება, სიცივე ტერორისა და დამორჩილების იარაღად აქციოს, ბევრი რამ გვჭირდება, მათ შორის სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორებიდან დაწყებული Starlinks-ით დამთავრებული. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ აღჭურვილობის საკითხი. უკრაინისთვის ეს არის დაცვა ტერორისგან“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ერევანში ОДКБ-ს სამიტის და პუტინის ვიზიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

პროდასავლურმა ოპოზიციურმა ალიანსმა, სამშაბათს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. სამიტს ასევე დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი. აქციის მონაწილეები ერევნის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობისას ანტირუსული ლოზუნგებით გამოვიდნენ. მათი თქმით, არც რუსეთი და არც ОДКБ-ს სხვა წევრები, მათ შორის ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, არ დაეხმარნენ სომხეთს არც სექტემბერში აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს და არც მას შემდეგ. ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის აქტივისტებისა და მხარდაჭერების მოსაზრებით, ОДКБ, ისევე როგორც რუსეთი, სომხეთის მტრები არიან. პროდასავლური ოპოზიციური ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლას მოითხოვს.  

სენატორი რიში: პუტინი უკვე დამარცხდა

„უკრაინელებმა დაუმტკიცეს საკუთარ თავს, მსოფლიოს და რა თქმა უნდა, რუსებს, რომ არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას“, - ამის შესახებ სენატორი რიში უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში საუბრობს. „პუტინი უკვე წააგო. მე ამის ნამდვილად მჯერა. ვფიქრობ, უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ პუტინი ვერასოდეს მიაღწევს თავის მიზანს, რომელიც იყო ქვეყნის ოკუპაცია. უკრაინელები სიკვდილამდე იბრძვიან, სანამ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას დაუშვებენ. ამან მოახდინა მსოფლიოზე შთაბეჭდილება. ეს წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. პუტინი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას და ვერ მიაღწევს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს. უკრაინელებმა აჩვენეს საკუთარ თავს, მსოფლიოს, რა თქმა უნდა რუსებს, რომ არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის ოკუპაციას“, - განაცხადა სენატორმა რიშმა. მან აშშ-ის შემდგომი დახმარების და მათ შორის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლო გადაცემაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „უკრაინას ცოცხალი ძალის მიწოდებას არ ვაპირებთ. ეს უკრაინამ იცის. მათ მართლაც თქვეს: „ჩვენ არ გვჭირდება ამერიკელები აქ საბრძოლველად. ჩვენ თავად ვიბრძოლებთ. მოგვეცით ინსტრუმენტები“, - აღნიშნავს ჯიმ რიში.    

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს

ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს.  ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) - თბილისი (საქართველო) - ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ყაზახური ნავთობკომპანია გადაიტანს ამ მოცულობებს (1,5 მილიონი ტონა ნავთობი) მომავალი წლიდან. მოცულობის გაზრდას ველოდებით მომავალში. ვინაიდან ამით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აზერბაიჯანიც არის დაინტერესებული“, - განაცხადა დაურენ კარაბაევმა KMG-ში გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ ადრე ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტებით გაზრდის.  

უკრაინა უარყოფს „გაზპრომის“ განცხადებას, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზი, ტრანზიტისას „გაქრა“

უკრაინის GTS ოპერატორი უარყოფს გაზპრომის განცხადებას, რომ რუსული გაზი, რომელიც განკუთვნილია მოლდოველი მომხმარებლების მიწოდებისთვის, კომპანია Moldovagaz-თან დადებული ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისას „გაქრა“. „გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება ამის შესახებ Ukrinform-ი OGTSU-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გაზს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. ეს არის ფაქტების უხეში მანიპულირება, რათა გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება, შეზღუდოს გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის", - თქვა ოლგა ბელკოვამ, რომელიც მთავრობასთან, სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.  

უკრაინა: 1886 დასახლება დეოკუპირებულია

დღეისათვის უკრაინაში დეოკუპირებულია 1886 დასახლება, 1620-ში დაიწყო ჰუმანიტარული შტაბების მუშაობა. ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. მისი თქმით, დეოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის განახლება გრძელდება. სამედიცინო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლა 965 დასახლებაში, სოციალურმა სამსახურებმა - თითქმის 1300-ში, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა - 1065-ში, ფინანსური მომსახურება განახლდა 1206 დასახლებაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ოლაფ შოლცი: უკრაინაში ომის ესკალაციისთვის მზად უნდა ვიყოთ

კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს უკრაინაში ომის ესკალაციისთვის. მისი თქმით, ეს შეიძლება, გულისხმობდეს ინფრასტრუქტურის განადგურებას. „ომის განვითარებისა და რუსეთის თვალსაჩინო და მზარდი წარუმატებლობის გათვალისწინებით... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ესკალაციისთვის“, - თქვა შოლცმა, გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის ორგანიზებით ბერლინში გამართულ კონფერენციაზე. შოლცის თქმით, 100 მილიარდიანი თავდაცვის ფონდი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა, მნიშვნელოვანია გერმანიის შეიარაღებული ძალების მარაგების შესაქმნელად.    ამასთან, გერმანიის პარლამენტი მზადაა 100 მილიარდის გამოსაყოფად, რაც ახალი შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება.   

ზელენსკიმ თოყაევს ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყასიმ-ჟომართ თოყაევს ყაზახეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა. ზელენსკიმ უკრაინა-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა თოყაევს ყაზახეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისთვის. კვირას, 20 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა თოყაევმა ხმების 81,31%-ით გაიმარჯვა.  

აშშ უკრაინას დახმარების სახით, დამატებით, $4,5 მილიარდს გამოუყოფს

შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინისთვის საბიუჯეტო დახმარების შესახებ გამოაცხადა. საუბარია 4,5 მილიარდი დოლარის დახმარებაზე.  ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „თანხა მოხმარდება ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებსა და ძირითადი სამთავრობო სერვისების მხარდაჭერას, მათ შორის საავადმყოფოს მუშაკების, მთავრობის თანამშრომლებისა და მასწავლებლების ხელფასების დაფარვას, ასევე სოციალური დახმარების უზრუნველყოფას “, - განაცხადა ხაზინის მდივანმა. ჯანეტ იელენმა მოუწა სხვა დონორებს, გაზარდონ და დააჩქარონ დახმარება უკრაინისთვის.

ერდოღანის თქმით, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს

თურქეთს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ტანკებითა და სამხედროებით მალე შეუტევს ქურთ მებრძოლებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „რამდენიმე დღეა, ტერორისტებს ვანადგურებთ ჩვენი თვითმფრინავებით, ქვემეხებითა და იარაღით. ჩვენ ყველა მათგანს რაც შეიძლება მალე ამოვძირკვავთ“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთმა, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ბაზები დაბომბეს. თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებდა, რომ „ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ ტერორისტების კერების გასანადგურებლად“. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, ანკარა პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.  

„გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება

რუსული გაზპრომი უკრაინას ტრანზიტული გაზის „გაუჩინარებაში ადანაშაულებს“ და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან ევროპაში უკრაინის გავლით მიწოდებას შეამცირებს. უკრაინის მეშვეობით „გაზპრომი“ აგაზის ძირითად მოცულობას ევროკავშირს აწვდის, რომელთანაც ერთ წელზე მეტია ენერგეტიკულ ომს აწარმოებს და ასევე მცირე მოცულობებს აგზავნის მოლდოვაში. უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გაზის „გაუჩნარების“ ბრალდებებზე. უკრაინული ტრანზიტი, Nord Stream გაზსადენზე აფეთქებების შემდეგ, ერთ-ერთი დარჩენილი მარშრუტია, რომლითაც ევროკავშორი რუსულ გაზს იღებს. უკრაინული ტრანზიტის გარდა, თურქეთზე გადის სამხრეთის დერეფანიც, რომლის გავლითაც ევროკავშირისთვის დაახლოებით იგივე ოდენობის გაზის მიწოდება ხდება, რასაც უკრაინის ტრანზიტით იღებს.   

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 79%-დან 21%-მდე შეამცირა

ავსტრიამ, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ბუნებრივი აირის 79% რუსეთიდან შემოჰქონდა, ახლა რუსულ გაზზე 21%-ითაა დამოკიდებული. რუსული გაზის ჩანაცვლების სტრატეგიის ფარგლებში, ავსტრიამ დაჯავშნა მილსადენის სიმძლავრე 40 ტერვატ საათში (TWh) როგორც გერმანიის, ისე იტალიური მიმართულებით. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას შეიძინოს გაზი ნორვეგიიდან და მცირე მოცულობის თხევადი გაზი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან. პირველ ნოემბერს ავსტრიის გაზის საცავები 90%-მდე იყო სავსე და 87,9 ტერავატ/საათს ბუნებრივ აირს შეიცავდა, რაც ქვეყნის წლიური მოხმარებაა.  

ინდონეზიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 268 გახდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 268 გახდა. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. მედიის ცნობით, მიწისძვრის დროს მოსწავლეები სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ. 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს 100 კმ-ის მოშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზით, მიმდინარე წელს დაახლოებით 540 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა, რაც 2021 წელთან შედარებით 26,1%-ით მეტია.  სტამბოლში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე იმსჯელეს ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის სს-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს მისი თქმით, გასულ წელს BTK-ით 428 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა. „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, პირველი ხაზი 2017 წელს ამოქმედდა. 850 კილომეტრიანი გზა უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. მათ შორის ევროპულ სივრცეზე წვდომის ჩათვლით დღეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს დასავლეთის მარშრუტზე“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა.  ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მშენებლობა სრულად დასრულდა. საქართველოს მხარეს მშენებლობა 86%-ით არის დასრულებული. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   

ევროკომისია უკრაინას €2,5 მილიარდს გამოუყოფს

ვევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. „ევროკომისია უკრანას კიდევ 2,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2023 წელს უკრაინას 18 მილიარდი ევრო გადავცეთ. ეს თანხა მიმართული იქნება სასწრაფო რემონტისთვის და სწრაფი აღდგენისთვის, რაც უზრუნველყოფს წარმატებულ რეკონსტრუქციას. ჩვენ იმდენხანს დავუჭერთ უკრაინას მხარს, რამდენიც დასჭირდება“, - წერს სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენი.