უცხოეთი

ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს

რუსეთის ფედერაციაში ყირგიზეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს.  მანამდე, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებულად მიღებენ ის შრომითი მიგრანტები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოლებენ.  საელჩოში აცხადებენ, რომ თუ ყირგიზეთის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის ომში, მაშინ სამშობლოში მას ბრალს, როგორც სხვის ომში დაქირავებულ მებრძოლს წაუყენებენ, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თუ ყირგიზეთის მოქალაქეს რუსეთში შესთავაზებენ ომში წასვლას, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს საელჩოს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ყირგიზეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში სამუშაოდ თითქმის 225 000 ადამიანი დარჩა. გუშინ მოსკოვის მერმა პირობა დადო, რომ სახაროვოს ცენტრში, სადაც არალეგალურ მიგრანტებს დეპორტაციამდე აკავებენ, საომარი რეკრუტირების ცენტრი გაიხსნება. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ხედავს, რომ მისი ქვედანაყოფები გარბიან. მას მილიონიანი არმია სჭირდება ჩვენთან მოსასვლელად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია" მოსალოდნელი იყო და ეს უკრაინის გეგმებში არაფერს შეცვლის. ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა „ის (პუტინი) ხედავს, რომ მისი ქვედანაყოფები უბრალოდ გარბიან. მას მილიონობით არმია სჭირდება ჩვენთან მოსასვლელად. რადგან ხედავს, რომ ჩვენთან მოსულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ გარბის. მას სურს დაიხრჩოს უკრაინა სისხლში, მაგრამ ასევე საკუთარი ჯარისკაცების სისხლში“, - განაცხადა ზელენსკიმ.  დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.     

ჯო ბაიდენი: ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურებისკენ. სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრასა და კრემლის გეგმებზე ისაუბრა.  „ეს ომი მიმართულია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობის უფლების განადგურებისკენ, უკრაინელების, როგორც ხალხის არსებობის უფლების განადგურებისკენ; სადაც არ უნდა იყოთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ამან ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ“, - განაცახდა ბაიდენმა.  ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი დღეს კვლავ გამოვიდა ევროპის წინააღმდეგ ღია ბირთვული მუქარით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობის მიმართ „უგუნური უპატივცემულობა“ გამოიჩინა. „ახლა რუსეთი იწვევს მეტ სამხედროს საბრძოლველად და კრემლი უწევს ორგანიზებას ყალბ რეფერენდუმს, რათა ეცადოს უკრაინის ნაწილის ანექსირება, რაც არის გაერო-ს წესდების უკიდურესად თვალსაჩინო დარღვევა. მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ფაქტები ისე, როგორც არის“,- აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამტკიცებს, რომ ის იძულებული იყო, ემოქმედა, რადგან რუსეთს საფრთხე ემუქრებოდა. „თუმცა, არავინ ემუქრებოდა რუსეთს და არავის გაუჩაღებია კონფლიქტი რუსეთის გარდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ის მოდიოდა და თქვენგან ბევრმა სცადა ამის თავიდან აცილება. ინტერვენციის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიქმნა რუსეთის მიერ და არასდროს ჰქონია ნამდვილი სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ბაიდენმა.   

ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა

რუსეთის მთავრობის არც ერთ განცხადებას არ ექნება გავლენა, უკრაინელების მზაობაზე, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინელი სამხედროები გაანადგურებენ ყველას, ვინც უკრაინასთან ომში მოხალისედ ან მობილიზაციის საფუძველზე ჩაერთო. ამის შესახებ უკრაინის ჯარების ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ზალუჟნი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წლისა და 7 თვის განმავლობაში აკავებენ რუსეთის შემოჭრასა და აგრესიას თვის ქვეყანაში. „მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ადეკვატურად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ასობით ათასი კაცი და ქალი იცავს ჩვენს მიწას, მათ სახლებს, ბავშვებს და უკრაინის მომავალს“,- აღნიშნა ჟალუზნიმ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს ზრდის

გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულმა ქსელმა ENTSO-E-მ ღამით, უკრაინასა და ევროპას შორის ელექტროენერგიის საექსპორტო გადაცემის სიმძლავრე - 50 მეგავატით გაზარდა. ამის შესახებ NPC "უკრენერგოს" პრესსამსახური იტყობინება. ახლა უკრაინულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რუმინეთსა და სლოვაკეთში მთელი საათის განმავლობაში 300 მგვტ-ის ექსპორტირება შეუძლიათ.  უკრაინა ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობის მიწოდებას 23 სექტემბრიდან შეძლებს. გამტარუნარიანობის შემდეგი ზრდა რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან განიხილება ოქტომბერში, ხოლო წლის ბოლოს პოლონეთთან კიდევ ერთი ინტერკონექტორის ექსპლუატაციის განახლება იგეგმება.  

ჯო ბაიდენი გაეროში: ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.  „ამ ომის მიზანია უბრალოდ ჩამოერთვას უკრაინას არსებობის უფლება, როგორც სახელმწიფოს და როგორც ხალხს. ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ და რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ სისხლი ძარღვებში გაიყინოს. ამიტომაც გაეროს გენერალური ასამბლეის წევრი 141-ვე ქვეყანა გაერთიანდა და ერთხმად დაგმეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. BBC: ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს ბაიდენის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა, შეიჭრა მეზობლის ტერიტორიაზე და ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი დებულებები. „მხოლოდ დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა მიმართა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის აშკარა მუქარას. უხეშად უგულებელყო რუსეთის ვალდებულებები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს“,-განაცხადა ბაიდენმა.   

რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 21 სექტემბრის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, „ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებენ. პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას თავისი ტერიტორიის დასაცავად და რომ აქვს ბევრი იარაღი. ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს აქვს 5,977 ბირთვული ქობინი - მოწყობილობები, რომლებიც იწვევს ატომურ აფეთქებას - თუმცა დაახლოებით, 1,500 გამოუსადეგარია. დარჩენილი 4500-დან, უმეტესობა განიხილება სტრატეგიულ ბირთვულ იარაღად - ბალისტიკური რაკეტები ან რაკეტები, რომელთა დამიზნება შესაძლებელია დიდ დისტანციებზე. ეს არის იარაღი, რომელიც ჩვეულებრივ ბირთვულ ომთან  ასოცირდება. ქობინი ეწოდება შეიარაღების ნაწილს, რომელიც სატყორცნი იარაღის წინა ნაწილშია განლაგებული და რომელიც შეიცავს ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას, ფეთქებად ნივთიერებას, ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტებს, რომლის მიზანია სამიზნესთვის ზიანის მიყენება. წინა გაფრთხილებების მსგავსად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინის ქმედებები ისევ გაფრთხილებაა სხვა ქვეყნებისთვის, რომ არ გააძლიერონ თავიანთი ჩართულობა უკრაინაში მიმდინარე ომში, და, არ მიუთითებს ბირთვული იარაღის გამოყენების რაიმე სურვილზე. სულ ცხრა ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი. ესენი არიან ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი ასევე იმ 191 სახელმწიფოს შორის არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას (NPT). შეთანხმების თანახმად, მათ უნდა შეამცირონ ბირთვული ქობინების მარაგი და, თეორიულად, მოწოდებულნი არიან მათი სრული აღმოფხვრისკენ. უკრაინას არ აქვს ბირთვული იარაღი და, მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის ბრალდებებისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის მათ შეძენას ცდილობდა. რუსეთის პოლიტიკა ბირთვულ იარაღს მხოლოდ შემაკავებელ ფაქტორად აღიარებს და მათი გამოყენების ოთხ შემთხვევას  ჩამოთვლის:    ბალისტიკური რაკეტების გაშვება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე     ბირთვული იარაღის ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ     თავდასხმა რუსეთის ფედერაციის კრიტიკულ სამთავრობო ან სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის ბირთვულ შესაძლებლობებს     აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც სახელმწიფოს არსებობა საფრთხეშია რუსული სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ თავად რუსეთის სახელმწიფოს დაემუქრება საფრთხე. მომზადებულია BBC-ის  მიხედვით

ამერიკის საელჩო: ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მთელ მსოფლიოში

ამერიკის საელჩო მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წერს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თავისუფლება და დემოკრატია ყველაზე საიმედო გზაა მშვიდობისკენ. ამიტომ ვმუშაობთ თავისუფლების მხარდასაჭერად და დემოკრატიის გასამტკიცებლად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მთელ მსოფლიოში. ახლა, როდესაც უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, მშვიდობის დამყარებაში ჩვენი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება სამხედრო დახმარებით. ჩვენ არ ვაჩერებთ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, პირიქით, გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ ერთად მშვიდობისთვის. გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს“, - წერს საელჩო Facebook-ზე.   

რას ნიშნავს რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება

რუსეთი დაახლოებით 300 000 რეზერვისტის გამოძახებას გეგმავს - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო წვრთნები და, როგორც ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, აქვთ სპეციალიზებული უნარები, რომლებიც საჭიროა უკრაინის კონფლიქტში. მათ შორის იქნება ბევრი სარეზერვო ოფიცერი, მათ შორის 60-ზე მეტი, „პენსიაზე გასული“. თეორიულად, რუსეთს სამხედრო სამსახურისთვის 25 მილიონი ადამიანის მობილიზება შეუძლია, მაგრამ ეს ჯერ არ განიხილება. პრეზიდენტმა პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხაზი გაუსვეს, რომ წვევამდელები უკრაინაში საბრძოლველად არ გაიგზავნებიან. შოიგუს თქმით, დამატებითი ჯარები საჭირო იყო ფრონტის ხაზის დასაცავად, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 1000 კილომეტრზე (600 მილი). მობილიზაცია თვეების განმავლობაში გაგრძელდება - პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი წერს,  ამბობს, რომ ეს არის რუსეთის პირველი მობილიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ კრემლმა ათასობით წვევამდელი გაგზავნა საბრძოლველად ავღანეთში 1980-იან წლებში, შემდეგ კი ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში.ომებში ბევრი ცუდად მომზადებული წვევამდელი დაიღუპა და ამჯერად კრემლი, როგორც ჩანს, ცდილობს, თავიდან აიცილოს ომის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება. რუსეთის არმია რიცხობრივად აღემატება უკრაინისას, მაგრამ ბრძოლის ველზე უკრაინის ტაქტიკამ და დასავლურმა იარაღმა შეამცირა ეს განსხვავება. მომზადებულია BBC-ის მიხედვით

იენს სტოლტენბერგი: პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი მისი გეგმების შესაბამისად არ მიდის

პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი არ მიდის მისი გეგმების შესაბამისად და აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, - ამის შესახებ NATO-ს გენერლაურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსკოვში არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიტუაცია შეიქმნება ან რა იარაღს გამოიყენებენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება და სწორდ ამიტომ ჩვენ რუსეთთან კომუნიკაციისას მკაფიო ვართ უპრეცედენტო შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს - უკრაინული მედია

ხარკოვის ოლქში, იზიუმთან მდებარე მასობრივი სამარხიდან 263 მსხვერპლის ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ორი ბავშვია, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ოკუპაციის პირობებში მყოფი მოქალაქეების დიდი ნაწილი შეესწრო ომის დანაშაულებს. ისინი უკვე აძლევენ ჩვენებებს გამომძიებლებს იმ ადგილების შესახებ, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებულები, სად იყო მათი შტაბი, სად ჰყავდათ დაკავებული უკრაინელები და სად აწამებდნენ“, - აცხადებენ რეგიონულ პოლიციაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები იმართება.  BBC-ის ინფორმაციით, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ მოდის ირკუტსკიდან, ულან-უდიდან და ხაბაროვსკიდან. საერთაშორისო მედიის ცნობით, აქციები არ არის მრავალრიცხოვანი. ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი მივიდა. არის დაპატიმრებები. ტომსკში რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი, გოგოა, რომელიც აქციაზე პლაკატით მივიდა. ბევრი გამოვიდა პლაკატებით - „არა მობილიზაციას". ნოვოსიბირსკში აქციის დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: არ მჯერა, რომ მსოფლიო პუტინს ატომური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვლადიმერ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს, მაგრამ არ გამორიცხავს რისკებს, რადგან პუტინის თავში „ჩახედვა შეუძლებელია“. მის განცხადებას BBC ავრცელებს. „ხვალ, პუტინს შეუძლია თქვას: უკრაინის გარდა, ჩვენ ასევე გვინდა პოლონეთის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ ატომურ იარაღს. ჩვენ ასეთ კომპრომისებზე ვერ წავალთ“, - განაცხადა ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში.   

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი დონეცკის ოლქში ფოლადის ქარხნის თანამშრომლების გაწვევას იწყებს

რუსეთის მარიონეტებმა დონეცკის ოლქში ფოლადის ქარხნის 200-500 თანამშრომელი გაიწვიეს, რამაც სამუშაო შეაჩერა, იტყობინება თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილება 21 სექტემბერს. უკრაინის დაზვერვის თანახმად, მარიონეტებმა ოკუპირებულ ჩისტიაკოვესთან ასევე მოაწყვეს სამხედრო სასწავლო ბანაკი რუსეთიდან უკრაინაში საბრძოლველად ჩამოყვანილი პატიმრებისთვის.   

ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს

ევროპა არ უნდა დაემორჩილოს რუსეთის შანტაჟს და მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს უკრაინას, - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა, ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. მედია: პუტინის ტელემიმართვის შემდეგ, რუსეთში სტამბოლისა და ერევნის მიმართულებაზე ყველა ბილეთი გაიყიდა „რუსეთი ისეთივე საშიშია ევროპისთვის და მსოფლიოს მშვიდობისთვის დღეს, როგორც ნაცისტური გერმანია იყო გასულ საუკუნეში”, - განაცხადა რინკევიჩსმა. მიისვე თქმით, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას. როგორც ცნობილია, ქვეყანა არც შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საზღვრის კვეთის უფლებას. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. შეგახსენებთ, 19 სექტემბრიდან, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს.  

ბენ უოლესი: ვლადიმერ პუტინმა და მისმა მინისტრმა საკუთარი ათიათასობით მოქალაქე სასიკვდილოდ გაგზავნეს

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ,  იმის აღიარებაა, რომ მისი გეგმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, იშლება. ამის შესახებ ტექსტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე განთავსდა. „მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა ათიათასობით საკუთარი  ცუდად აღჭურვილი და მოქალაქე გაგზავნეს სასიკვდილოდ. ვერანაირი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალური პარია”, - განაცხადა ბენ უოლესმა. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.  

ოლექსი დანილოვი პუტინის „ბერმუდის სამკუთხედის“ გეგმაზე საუბრობს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, რუსების ლიკვიდაციას ნიშნავს. „ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით: პუტინის „ბერმუდის სამკუთხედის“ გეგმა - ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების განკარგვისთვის: მობილიზაციისთვის თავის არიდება - ციხე - კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი PMC. შემდეგ: უკრაინული ფრონტი - ლიკვიდაცია - „თეთრი ლადა“", - წერს დანილოვი. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.  

ევროკავშირი: პუტინის უგუნური ბირთვული თამაში უნდა შეწყდეს

ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ვლადიმერ პუტინი ძალიან სახიფათო ბირთვულ თამაშში დაადანაშაულა. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უკანონო რეფერენდუმები არ იქნება აღიარებული. „პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალის ნაწილად, ეს მიუღებელია“, - განაცხადა პიტერ სტანომ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.  

შარლ მიშელი: ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია - რუსეთი

კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია: რუსეთი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა. „კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი

„რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაციების აღსაკვეთად“, ლიეტუვამ თავისი არმიის სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნის დონე აამაღლა, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა. მისი თქმით, რადგან რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ასევე განხორციელდება კალინინგრადის რეგიონში, მისი ქვეყნის სამეზობლოში, ლიეტუვა მოვლენებს უბრალოდ ვერ შეხედავს. „ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან“, - წერს მინისტრი Twitter-ზე. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  ცნობისთვის, 22 ივნისს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა.