პოლიტიკა
NDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში NDI-ის წარმომადგენლობა ავრცელებს. დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში და დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი. „ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. ეს საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის გეზი. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, დემოკრატიული პროცედურების და ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცონ,” – განაცხადა ტომ მალინოვსკიმ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორთან, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან. „დელეგაცია არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედიაგარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საარჩევნო პროცესებში, როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში. არჩევნების დღეს საარჩევნო მისია საქართველოს ცხრა რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებას, მათ შორის უბნების გახნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედგების გამოქვეყნების პროცესს დააკვირდება,“ – აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. არჩევნების შემდეგ მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით. „ეს არის შანსი, რომ განმტკიცდეს საქართველოს, როგორც მედეგი და მომავალზე ორიენტირებული დემოკრატიის ადგილი გლობალურ არენაზე. ყველა პოლიტიური პარტიის პასუხისმგებლობაა, აჩვენოს, რომ საქართველო, მიუხედავად მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, აგრძელებს პროგრესს დემოკრატიის მიმართულებით და არის გამჭირვალე, პლურალისტური და დემოკრატიის ერთგული,“ – ამბობს ევროკომისიის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი პერ ეკლუნდი. ცნობისთვის, NDI მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნებს დააკვირდა. საქართველოში ინსტიტუტი არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება. NDI საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისიას საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელებს. „NDI-ს საარჩევნო მისია არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის დემონსტრირება. ეს არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და NDI-ს აქვს პატივი, იდგეს საქართველოს მოქალაქეების გვერდით, როდესაც ისინი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ,” – განაცხადა დოქტორმა ვიტესმა. სადამკვირველო მისია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას ასევე ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები: საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის. მინისტრები საქართველოს ხელისუფლებისაგან მოელიან, რომ ის უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. „საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, ფასეულობებისა და ღირსებისათვის ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუპაციის შემდეგ, მეზობელი იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და - რაც მნიშვნელოვანია - ევროპული მომავლის გზის დასაწყისი. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პრო-ევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისევე როგორც ბელგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი - ამ გზაზე თავიდანვე ვიყავით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები და ახალა ვიზიარებთ მათ წუხილს და საქართველოს მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ბევრს მიაღწია - 2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი ამ გზის ისტორიული ეტაპი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი წუხილი მით უფრო სერიოზულია. ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო. როგორც საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები აუცილებლად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ევროპის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რათა გამოვასწოროთ საქართველოს ევროპული პერსპექტივების არასწორი აღქმა და შეგნებული დამახინჯება. საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ეს მითითებულია ევროკომისიის რეკომენდაციაში. გასული თვეების მანძილზე საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან (acquis communautaire), განსაკუთრებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მაშასადამე, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა. ევროპის კავშირისათვის ეს არ ყოფილა მარტივი გადასაწყვეტი: ამას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში სერიოზული კონსულტაციების და დისკუსიების მცდელობები, თუმცა დღემდე უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო, უსაფრთხოების ან სოციალური კავშირი არ არის. ევროკავშირი, უფრო მეტად, იმ ქვეყნების ოჯახია, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მზად არიან, დაიცვან ეს ღირებულებები. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი სამართლებრივი კავშირიცაა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს იზიარებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ევროკავშირი გაწევრიანების წინაპირობად სწორედ ევროპული ღირებულებების აღიარებას და მისი სამართლებრივი ნორმების განხორციელებას აყენებს. ეგრეთ წოდებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არც შინაარსითა და არც სულისკვეთებით შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებს და ფასეულობებს. ის ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც იმ ვალდებულებათა საფუძველს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აიღო. ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, მრავალ კვირიანი სახალხო პროტესტების, პრეზიდენტის ვეტოს და საქართველოს პარტნიორების არაორაზროვანი კრიტიკის მიუხედავად მიიღო. სამწუხაროდ, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან შეუსაბამო კანონები, რომლებიც ძალაში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ზღუდავს LGBTQI-ადამიანების უფლებებს, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. იმავდროულად, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მიმართა პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მტკნარი სიცრუისა და ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, „ლიბერალურ ფაშიზმს“ და უამრავ სხვა რამეს. მოდით, ერთი რამ განვმარტოთ: ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში - ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედია-ლანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე. მოდით, ასევე განვმარტოთ: ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ჰაჯა ლაბიბი ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი ანა ლიურმანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში მარი ბიერი დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სიმონას შატუნასი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა საკითხებში ქსავიე ბეტელი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ინეშ დომინგოსი პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში იოაკიმ სტრანდი ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი იესიკა როსენკრანცი შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი მარტინ დვორაკი ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი
“მოდის ახალი საქართველო“ - პრეზიდენტი ევროპულ მარშს შეუერთდა
არჩევნებამდე 6 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეებს მიმართა. „დიდი სიყვარულით და ემოციით მინდა, მოგესალმოთ. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემს წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს:„თუ არადა სამსახურს დაკარგავ.“ არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს: „თუ არადა სტიპენდია არ გექნება.“ არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს, აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას. გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც ჩაძირული იყო საბჭოთა კლანჭებში, არამედ, ის თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრებისა და ღირსეული ისტორიისა. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ასევე მიმართა მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებს. „დღეს იმედი მაქვს, რომ იქნება შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის - ჩვენ ვიცით, რომ ის იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში.“ ზურაბიშვილმა მიმართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებსაც. „მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არ დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში. არ მინდა, ამ დღეებში თქვენთან გავიგო რაიმე „თუ ან რომ.“ ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. პრეზიდენტმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ მარშს შეუერთდებოდა.
პრეზიდენტი: ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიის, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოთხი მთავარი პარტია სრულიად ერთგული რჩება ქარტიის, რომელიც დაგვაბრუნებს ევროპაში.“ მე ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანად ვარ. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება და ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისა და ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია (სხვა პარტიებმაც მოაწერეს მოაწერეს ხელი და არ უნდა დავივიწყო ისინი) რჩება ქარტიის სრულიად ერთგული - ანუ იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში. და ეს არის ის, რაც ყველაზე მთავარია. ეს, ამ შემთხვევაში, თქვენ, ყველას, იმ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა ევროპაა, აძლევს საშუალებას, რომ თვითონ თავისი გემოვნებით აირჩიოს და იმის მიხედვით, რომელი უფრო ახლოსაა მის სურვილებთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ის ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისათვის მიგვიყვანს ევროპაში, ამ ხმების ჯამი იქნება ის უმრავლესობა, რომელიც ამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც ქარტიაში წერია. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვევ-მოხვევის გარეშე. ასე რომ, თქვენ აირჩიეთ რომელიმე, რომელიც გირჩევიათ, ყველა ერთად, ოთხივე პარტია და ჩემთან, ერთად როგორც ქარტიის ინიციატორთან და როგორც ქარტიის გარანტორთან წავალთ ამ გზაზე. ამ ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერებულობის მეორე მიზეზი ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც დგანან ჩვენ გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლოდროინდელი განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა და ელჩთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. „დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა, არამხოლოდ ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა, არამედ გამიმეორა ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება გამოხატა - დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, იმ გზაზე ძალიან სწრაფად დაბრუნებისათვის. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის გაყინული დახმარებები. ესეც დამიდასტურა, რომ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში,“ განაცხადა ზურაბიშვილმა. 20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მარშს შეუერთდება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ხვალ ძალიან ბევრნი იქნებით. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს ძალიან დიდი დღეა და ჩვენი სტაბილურობაც ამაზეა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, დავემშვიდობებით ერთმანეთის სიძულვილს, რადგან ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, მშვიდობის, განათლების გზაა, გზა, რომელმაც ჩვენ ყველანი უნდა გაგვაერთიანოს, ეს არ არის და ვერ იქნება სიძულვილის გზა! ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ასევე ვიცი, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა სხვადასხვა ფორმებით, მცდელობები დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, რადგან თქვენ სწორ გზაზე ხართ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც ერთადერთი მშვიდობიანი გზაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, თავისი მომავლის არჩევანისთვის - ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამიტომ ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვგარეშე უნდა იყოს, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში, თქვენი ყველა ხმის იქ მიტანისათვის, სადაც საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი გადაწყდება. მე აქ ვარ, ხვალ თქვენთან ვიქნები, იქაც თქვენთან ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო ჰქვია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს
17 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. მაკრონის თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს. „რაც შეეხება სხვა საერთაშორისო საკითხებს, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშაა. გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობის მიმართულება (Drift) გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს, და სადაც ქართველ ხალხს თავისი აზრის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს,“ განაცხადა მაკრონმა. უფრო ადრე, ევროპულ საქმეთა მინისტრი ბენჟამენ ადადი გამოთქვამდა შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. „თუ საქართველოს სურს, განაახლოს თავისი ევროპული გზა, რისი იმედიც გვაქვს, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ ღირებულებებს,“ აღნიშნა მინისტრმა, რომლის კომენტარის თარგამანიც საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოხატა „სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.“ ევროპულმა საბჭო დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.“ ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, „გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.“ აღნიშნავენ, რომ საბჭო გააგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ევროპული საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საბჭომ ასევე დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის შემდგომი ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.
„მსგავსი მოქმედების კურსი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“ - ევროპული საბჭოს დასკვნა
ევროპული საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილი ასეთია: 45. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, საბჭო კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. 46. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროპული საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას გააგრძელებს. 47. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი; და არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ. ევროპული საბჭო თავისუფალი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას ხაზგასმით აღნიშნავს. 48. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ. შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დასკვნები გამოაქვეყნა.
ჰელსინკის კომისია: ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები. განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი. „ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავიანთი ქვეყნისა და ხალხისადმი საკუთარ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები დააკვირდებიან, [და] პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,” - ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.
ზელენსკიმ უკრაინის გამარჯვების გეგმის რადაში წარდგენისას, საქართველოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პარლამენტში წარსდგა. მან რადას გამარჯვების გეგმა წარუდგინა. ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმა“ არის ომის დიპლომატიური გზებით დასრულების „ხიდი“, რადგან მისი განხორციელება რუსეთს აიძულებს, უარი თქვას აგრესიაზე და მოლაპარაკებებს დათანხმდეს. უკრაინის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში საქართველოც ახსენა. „დღეს მინდა, პირველად წარმოვადგინო ეს გეგმა საჯაროდ. მე მოგმართავთ ერთიანობისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის... „ჩვენ თუ მივყვებით ამ კონკრეტული გამარჯვების გეგმას, ომის დასრულება შესაძლებელია არაუგვიანეს მომავალი წლისა. ყველა ჩვენგანს, ვინც ომის ტკივილს განვიცდით, გვესმის, რომ სახელები, როგორიცაა, პოკროვსკი, ვოვჩანსკი, ხარკოვი, სუმი, ორიხივი, ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, მხოლოდ უკრაინის ბედს არ ეხება. არამედ სხვა ქვეყნების - ბალტიისპირეთის ქვეყნების ბედსაც. ფინეთსაც. ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც. ბალკანეთს, შუა აზიის ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვას, მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებს, რომლებიც ჩვენგან შორს არიან, მაგრამ ძალიან ახლოს არიან ჩვენს პარტნიორებთან - ეს მოიცავს ლიბიას, სირიას და საჰელის რეგიონის ქვეყნებს. უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული ის, რა მოხდება მსოფლიოში. რუსეთსა და მის თანამზრახველებს სურთ მეტი ომი. ეს ფაქტია. ამჟამად, ჩვენი პარტნიორებისთვის, უკრაინის დახმარება ნიშნავს მსოფლიოში წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას. თუ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, სამშვიდობო სამიტზე და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დასრულდება, ეს სხვა პოტენციურ აგრესორებს შეაკავებს. თუ პუტინი მიაღწევს თავის გიჟურ მიზნებს - გეოპოლიტიკურ, სამხედრო, იდეოლოგიურ და ეკონომიკურს - ეს სხვა პოტენციურ აგრესორებს შორის, განსაკუთრებით, ყურის რეგიონში, ინდო-წყნარ ოკეანესა და აფრიკაში აბსოლუტურ შთაბეჭდილებას შექმნის იმის შესახებ, რომ აგრესიული ომები შეიძლება, მომგებიანი იყოს. სწორედ ამიტომ, მომავალი ათწლეულების ბედი, უკრაინისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად, ჩვენი გლობალური კოალიციის ქმედებებზეა დამოკიდებული. ჩვენთვის სრულიად ლეგიტიმურია, რომ ჩვენს პარტნიორებს მივმართოთ მხარდაჭერისთვის,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და ჩამოთვალა გამარჯვების გეგმის ხუთი პუნქტი. პირველი პუნქტი გეოპოლიტიკურია. მეორე და მესამე პუნქტები - სამხედროა. მეოთხე პუნქტი არის ეკონომიკური. გამარჯვების გეგმის მეხუთე პუნქტი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. კერძოდ, პირველი არის უკრაინის NATO-ში მიწვევა ომის დასრულებამდე. მეორე პირდაპირ ეხება სამხედრო ოპერაციებს. ზელენსკის თქმით, აუცილებელია „ომის რუსეთში დაბრუნება“, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთში სოციალური დაძაბულობის გაზრდა და კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ პუნქტის მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელებას რუსეთის ტერიტორიაზე. ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების იარაღით შეტევებზე და ასევე უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ტერიტორიის საჰაერო თავდაცვაში, კერძოდ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები და დრონები. მესამე პუნქტი არის სტრატეგიული შეკავება. ეს გულისხმობს უკრაინაში ძლიერი სტრატეგიული არაბირთვული იარაღის განთავსებას. ამან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა რუსეთი აიძულოს, რომ მოლაპარაკებებზე წავიდეს საომარი მოქმედებების გაგრძელების მიუღებელი შედეგების გამო. გეგმის მეოთხე პუნქტი უკრაინის სტრატეგიული და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაა. სხვა საკითხებთან ერთად, ზელენსკი მოკავშირეებს სთავაზობს უკრაინის ღირებული რესურსების - კერძოდ, ურანის, ტიტანისა და ლითიუმის ერთობლივ დაცვას. მეხუთე პუნქტი არის უკრაინელი სამხედროების გამოყენება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს ქვეყნებისა და უკრაინის სხვა მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად. კერძოდ, ლაპარაკია ევროპაში ბაზებზე ამერიკელი სამხედრო პერსონალის უკრაინული სამხედროებით ჩანაცვლებაზე. ზელენსკის თქმით, გეგმაში არის სამი საიდუმლო დამატება და მას საჯაროდ არ უსაუბრია მათზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელი მოკავშირეები გეგმას „პრაქტიკულად“ მიუდგნენ და ახლა მის კონკრეტულ დეტალებს სწავლობენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.
ევროკავშირის ელჩი: თუ არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით არ ჩატარდება, მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები, ეს არ არის მუქარა, რეალობაა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის "ახლანდელი მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, სავალალოა, ქართველი ლიდერების ბრალია." ევროკავშირის ელჩმა 18 ოქტომბერს მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განზრახ - მოქმედებებით, განცხადებებით, კანონებით - არ უახლოებენ საქართველოს ევროკავშირს", არამედ დააშორეს მას. ჰერჩინსკის თქმით, გაწევრიანების პროცესის შეჩერება არის "საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, მმართველი პარტიის მოქმედების, განცხადებების შედეგი." გასული წლის ნოემბერში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში იყო მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას "შეეწყვიტა ანტიდასავლური პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები, უცნაური ნარატივები", რაც, ელჩის თქმით, სამწუხაროდ, არ შეწყდა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ "უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გვაქვს შეჯიბრი, კონკურსი საქართველოს მთავრობის უმაღლესი ოფიციალური პირების დონეზე და საქართველოს მმართველი პარტიაში, თუ ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ შეურაცხყოფს ევროკავშირს ყველაზე ძლიერად. ეს დაუშვებელია." ევროკავშირი დააკვირდება, როგორ ჩაივლის საქართველოში 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები. „ვიმედოვნებთ, რომ ის ჩაივლის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მას აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ განსხვავებული ვარიანტები. ეს არ არის მუქარა, ეს რეალობაა," - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ევროკავშირს გამოუყენებია სანქციები, თუმცა სანქციების გამოყენება არ არის მარტივი, ვინაიდან მას სჭირდება ერთსულოვნება. კითხვას, იქნება თუ არა ქართველი ხალხის დასჯა, თუ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს გააუქმებს, ჰერჩინსკიმ უპასიხა, რომ "არავის სურს რიგითი ადამიანების დასჯა", მაგრამ უნდა იმოქმედონ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების საპასუხოდ. მათ შორის ელჩმა დაასახელა საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის შეჩერება. „საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება გარკვეული დროის წინ იყო მიღებული. საქართველომ დაკარგა ევროკავშირის 121 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს." ევროპის საბჭოს კონგრესი: საქართველო დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დემოკრატიული პრინციპების დაცვას უნდა დაუბრუნდეს
ევროპის საბჭოს კონგრესი: საქართველო დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დემოკრატიული პრინციპების დაცვას უნდა დაუბრუნდეს
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ახლახან მიღებული ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, არღვევს ადამიანის უფლებებს ან ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ვინაიდან ეს პროცესები ასევე საზიანო იქნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. კონგრესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა, ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოებს მიერ პასუხისმგებლობის დაკისრება გამოიწვიოს. დეკლარაცია 47-ე სესიაზე, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გადაუდებელი დებატების შემდეგ მიიღეს. ის კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა ქსავიერ კადორემ (საფრანგეთი, L, SOC/G/PD) წარადგინა. დოკუმენტში, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის აშკარა ნიშნების არსებობის გამო. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე, რაც საზოგადოების პოლარიზაციის ზრდასა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებაში გამოიხატება. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ აღინიშნავენ, რომ აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებების, მათ შორის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და შეკრების თავისუფლების ეფექტიანი დაცვა. ადგილობრივი ხელისუფლება არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათ კანონით მოეთხოვებათ ადამიანის უფლებების ან ძირითადი თავისუფლებების დარღვევა, ან ისეთი ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გატარება, რაც საზიანო იქნება მათ თემებში ინკლუზიურობის, ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. კონგრესმა ასევე ხაზი გაუსვა თავის ვალდებულებას, გააგრძელოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში და მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, ხელისუფლების ყველა დონეზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვასა და დემოკრატიის ხელშეწყობაში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
აშშ-ის ელჩი NATO-ში: გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს საზოგადოების სურვილი, ინტეგრირდეს დასავლურ ინსტიტუტებში, ნათლად ისმის
NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მან საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. „დიახ, დეზინფორმაციის კამპანია - ეს არის კლასიკური თამაში რუსების მხრიდან. ისინი იყენებენ დეზინფორმაციას ჩვენი საზოგადოებების შიგნიდან გასაყოფად, რათა დაარღვიონ ერთიანობა, რომელიც არსებობს მთელ მსოფლიოში ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უზარმაზარ ქსელში. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ქართველ ხალხთან ერთად, რათა გვენახა, შეგვეძლო თუ არა მათი დახმარება ამ დეზინფორმაციის გამოწვევასთან გამკლავებაში. მაგრამ ასევე სხვა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ, აშშ-ში, ისევე როგორც ევროპაში მრავალი ქვეყანა, ძალიან პირდაპირები ვიყავით ჩვენი მეგობრების მიმართ საქართველოში, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით არსებული ჩვენი შეშფოთებების შესახებ და იმაზე, რომ ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს საზოგადოების სურვილი, ინტეგრირდეს დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა, ევროკავშირი ან NATO, ხმამაღლა და ნათლად ისმის და რომ მათ შეინარჩუნონ დემოკრატიულ პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან მიმართებით ერთგულება,“ განაცხადა სმიტმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.
გერმანიის ელჩი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე
გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ელჩ ერნსტ პიტერ ფიშერის სიტყვით გამოსვლის ტექსტი გერმანიის საელჩომ გაავრცელა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა. „ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ეს ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა. ნება მომეცით ორიოდე სიტყვა ვთქვა ქართულ-გერმანული მეგობრობის შესახებ. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას. ეს პარტნიორობა ფართო და ღრმაა და ის ყოველთვის ეფუძნებოდა თქვენს, ქართველების სურვილს, იყოთ დემოკრატია, გქონდეთ საბაზრო ეკონომიკა და მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გასულ წელს, მე აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი. ის ხაზგასმით აღნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ხარისხს. მე მას დავეთანხმე, თუმცა გავაფრთხილე იმ რისკის შესახებ, როგორიცაა, ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ვიდექი ევროკავშირის ყველა ელჩთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად სცენაზე, თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი ხალხის წინაშე - და ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ოჰ, როგორ შეიცვალა დრო. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა, საქართველოს ხელისუფლების კურსის გამო. ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. წელს, ალბათ, შენიშნავდით, ღონისძიებაზე ჩვენ არ მოგვიწვევია საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების არცერთი ლიდერი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველების არჩევნები. ჩვენ ამაში არ ვერევით,“ აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა და ქართველებს მიმართა. „ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე - არა.“ „მაგრამ როგორ უნდა გაწევრიანდეთ ევროკავშირში? თქვენ უნდა მიიღოთ ევროკავშირის თითოეული კანონმდებლობა. როცა ამას გააკეთებთ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონები გახდება, შენ წევრი გახდები. თუ არ გააკეთებთ, თქვენ არ ხართ წევრი. ძალიან მარტივად გასაგებია. და გთხოვთ, დამიჯერეთ: ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ვწყვეტთ, ვინ და როდის შემოგვიერთდება. კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. როგორც მეგობარმა, მსურს, გითხრათ, და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30- წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე. თქვენი გადასაწყვეტია. ნება მომეცით, პირადი შეხედულებაც გაგიზიაროთ: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენ დაგვშორდებით, გამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა ელჩმა ფიშერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.
საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრობა შეუჩერეს
საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო. ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. OGP-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი განცხადება ე.წ. "აგენტების კანონის" შესახებ. ორგანიზაცია მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევდა და მიუთითებდა საქართველოს მთავრობისთვის OGP-ის წევრობის შესაძლო შეჩერების შესახებ. 2023 წელს ე.წ. "აგენტების კანონის" პირველი ინიცირების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ღია მმართველობის“ საპარლამენტო საბჭოს ჯგუფის წევრობა შეუჩერეს. OGP ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილმი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა. საქართველომ 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო კიდევ ერთხელ აირჩიეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით (2022 წლამდე). შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.
მიშელი: საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვაზეც ისაუბრებენ. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას,“ - წერია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა. ხვალინდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება და ევროკავშირის ლიდერები მოისმენენ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შეთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ. შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.
ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს
ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევის პრესმდივანმა ბერიკ უალიმ განაცხადა. ბერიკ უალის განცხადებით, ყაზახეთი BRICS-ის განვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს. უალიმ დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს. „ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, მათ შორის, გაწევრიანების საკითხის განხილვის ხანგრძლივი პროცესისა და სხვა რიგი საკითხების გამო, რომლებიც ამ ასოციაციის განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.
ბორელი: არჩევნები საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. „ბოლოს მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება განვიხილეთ. ორივე ქვეყანაში [მომავალ] კვირებში გადამწყვეტი არჩევნები იქნება. [...] საქართველოში უფრო არასახარბიელო სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადახრაზე მიანიშნებს. ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, [ევრო]კომისიის გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსებაზე წვდომასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება,“ განაცხადა ბორელმა. 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა. ანა ლიურმანმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აფერხებს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებას. "ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს ოცნება აისრულონ. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად მიიღონ გადაწყვეტილება თავისი გზის, სამომავლო მიმართულების შესახებ," - განაცხადა ანა ლიურმანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა
პირველად 10 წლის განმავლობაში, ბრიტანულმა მხარემ გადაწყვიტა, გაეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. დიდი ბრიტანეთი ასევე აუქმებს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებებს და აჩერებს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამას. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეთ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურ კურსს დაუბრუნდება და მხარეებს შორის ნდობა აღდგება. „მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია და თბილისში ჩემი პირველი თვეების განმავლობაში მომიწია, მკაფიოდ გამომეხატა ჩვენი შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომებს, რაც მეც საშუალებას მომცემს, დავიბრუნო ოპტიმიზმი. დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდავი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებულები დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებულები ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა. ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მანიფესტაციაა 2014 წელს პოლიტიკური დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება. „უორდროპის დიალოგი“ 4 განზომილებას აერთიანებს (პოლიტიკური; საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება; სავაჭრო-ეკონომიკური; ხალხთაშორისი კონტაქტები) და ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება. დიალოგის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ლონდონში, ტარდება პლენარული შეხვედრები, რის შემდეგაც, ტრადიციულად, მხარეები აქვეყნებენ ერთობლივ კომუნიკეს. 2016 წლიდან, დიალოგის ფორმატი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა და მას „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი’’ ეწოდა, ხოლო 2017 წელს პლატფორმას საპარლამენტო განზომილება შეემატა. მიმდინარე ეტაპზე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ რვა რაუნდია ჩატარებული. ბოლო, მე-8 პლენარული სხდომა 2023 წლის 26 იანვარს, ლონდონში გაიმართა. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რეგიონს გამჭვირვალობა მოუტანა - სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიამ რეგიონს გამჭვირვალობა მოუტანა. „მინდა, აღვნიშნო ის, რაც მნიშვნელოვანია სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტშიც. მისიის მიზანი არ არის სომხების მიერ ევროკავშირის აღქმის შეცვლა, მაგრამ ევროკავშირის მისიამ ეს გააკეთა. ამ მისიას ასევე მოაქვს გამჭვირვალობა რეგიონში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე წლის 5 აპრილამდე [სომხეთი-ევროკავშირი-აშშ-ის მაღალი დონის შეხვედრა] აზერბაიჯანი და მრავალი მედიასაშუალება გვადანაშაულებდნენ სიტუაციის ესკალაციის მცდელობაში, ახალი ძალების საზღვარზე შემოყვანაში. ევროკავშირის მისიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით აჩვენა, რა ხდებოდა რეგიონში და უარყო ეს ცრუ ბრალდებები,“ - განაცხადა გრიგორიანმა. „ევროკავშირი აღიარებს პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ გადამწყვეტ როლს სომხეთის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და მხარს უჭერს სატრანსპორტო კავშირების გახსნას სუვერენიტეტის, თანასწორობისა და რეციპროციულობის პრინციპებით ხელმძღვანელობით, განაცხადა თავის მხრივ, სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვასილის მარაგოსმა.
ელჩი დანიგანი: აშშ-ის გულწრფელი სურვილია, უზრუნველვყოთ, რომ ქართველმა ამომრჩევლებმა ხმა მისცენ
ამერიკის ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატების გულწრფელი სურვილია, უზრუნველყოს, რომ ამომრჩევლებმა ხმა მისცენ არჩევნებზე; მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი არჩევანი საიდუმლოა და რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, ასახავენ იმას, რაც ქართველ ამომრჩევლებს სურთ. „ნამდვილად სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები ჩემს კოლეგებთან, გერმანიის ელჩ ფიშერთან და ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ წარვადგინოთ „საარჩევნო კომპასი 2024.” მინდა, ვთქვა ცოტა რამ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ხელსაწყო. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ძალიან ბევრს საუბრობენ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების შესახებ, მაგრამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის ამომრჩეველი. ამომრჩეველი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა საქართველოს მომავალ არჩევნებში. საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, თუ რა პოლიტიკას უჭერს მხარს და რას წარმოადგენენ ის პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევს. შეერთებული შტატების გულწრფელი სურვილია და ამიტომაც ვთანამშრომლობთ გერმანიასა და ევროკავშირთან ამ პროექტზე, რომ უზრუნველვყოთ, რომ ქართველი ამომრჩევლები გავიდნენ და მათ ხმა მისცენ, იცოდნენ, მათი არჩევანი საიდუმლოა; რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, ასახავენ იმას, რაც ქართველ ამომრჩევლებს სურთ. ამრიგად, ნამდვილად სასიამოვნოა ამ ხელსაწყოს წარდგენა. იმედი მაქვს, ქართველები გამოიყენებენ მას და კარგად გააანალიზებენ, თუ ვის აძლევენ ხმას და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმით არჩეული პირი ქართველი ხალხის ნებასა და სურვილს გამოხატავს,“ განუცხადა ელჩმა მედიას. „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ - ეს არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე. ეს ასევე დაეხმარება მომხმარებელს იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან. ის მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებას. პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის, ამერიკის და გერმანიის ელჩები. ამერიკის ელჩი: იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში, ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს ბლინკენის თანაშემწე: ძალიან ვღელავთ, აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს არჩევნებს
დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას
ლონდონი მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.“ “გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე და ევროპის უსაფრთხოებაზე ვისაუბრე. დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ამბიციას, შექმნან თანამედროვე და ინკლუზიური საზოგადოება და ჰქონდეთ ევროატლანტიკური მომავალი და ასევე, ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას,“ წერს სტივენ დაუთი X-ზე. ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.