ეკონომიკა

საქსტატი: აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდაშემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი დადასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში. საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოებისბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არმოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

ჯო ბაიდენმა ექვსი ტრილიონის ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექვსი ტრილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახელმწიფო ვალი 2031 წლისთვის მშპ-ის 117 პროცენტს შეადგენს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს არსებულ დონეს აღემატება. ბიუჯეტის პროექტი კორპორაციებისთვის და მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების ზრდას ითვალისწინებს. პროექტი ასევე მოიცავს სოციალური პროგრამების ხარჯების გაზრდას და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში ინვესტიციებს. არსებული გეგმა პენტაგონისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საოპერაციო ხარჯებისთვის 1,5 ტრილიონ დოლარს ითვალისწინებს. 2,3 ტრილიონი დოლარი - დასაქმების გეგმისთვის და 1,8 ტრილიონი დოლარი ოჯახების დახმარებისთვის. ბიუჯეტის პროექტი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (BSCEE) ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა

27-28 მაისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe - BSCEE) ყოველწლიურ კონფერენციაზე 2022 წლის თავმჯდომარე ქვეყანად საქართველო აირჩიეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას 2021 წლის 16 დეკემბრიდან დაიკავებს. 2022 წელს BSCEE ჯგუფის კონფერენცია თბილისში გაიმართება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა წლევანდელ კონფერენციაზე მომხსენებლად იყო მიწვეული. მონაწილეებს პაპუნა ლეჟავამ პანდემიის პირობებში საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. ვიცე-პრეზიდენტის საპრეზენტაციო თემა - პოსტპანდემიურ პერიოდში საზედამხედველო პრიორიტეტები იყო. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ზომები გაატარა ეროვნულმა ბანკმა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ და რა უნდა იყოს პოსტპანდემიური პერიოდის საზედამხედველო პრიორიტეტები. „კოვიდპანდემია უპრეცედენტო გამოწვევა იყო და მისი ზეგავლენა ჯერ არ დასრულებულა. ამ გამოწვევებმა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალება მოგვცა: კრიზისადმი მუდმივი მზადყოფნა ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა; პანდემიამ ფინტექის როლის ზრდასა და განვითარებას ხელი შეუწყო - თუ აქამდე ფინტექის განვითარების უპირატესობას ფინანსური მომსახურების განვითარებაში, ინოვაციებისა და კონკურენციის ზრდაში ვხედავდით, პანდემიამ მისი ფინანსურ სტაბილურობის ხელშეწყობის შესაძლებლობაც დაგვანახა", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. BSCEE 25 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ჯგუფში შემავალი ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: საგარეო შოკები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი მცირე ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბლოგპოსტი („შეუძლებელი სამეულის“ თემაზე) გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის სარგებელზე, რომელსაც ქვეყნები მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად ინფლაციის თარგეთირების პირობებში იღებენ. სტატიაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს, ვრცლად არის განხილული ყველა ის უპირატესობა და გამოწვევა, რაც დამოუკიდებელ მონეტარულ პოლიტიკას მცურავი გაცვლითი კურსისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის პირობებში შეიძლება გააჩნდეს. „საგარეო შოკები განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ისეთი მცირე ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა. ეს გარემოება COVID-19-ის პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დადასტურდა - საგარეო მოთხოვნის შემცირება, განსაკუთრებით ტურისტულ ინდუსტრიაში, და განვითარებადი ქვეყნების მიმართ რისკის აღქმის ზრდა ფინანსური ნაკადების შემოდინებაზე უარყოფითად აისახა. ამან, თავის მხრივ, გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეც იქონია. სტატიის თანახმად, გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის გამო გააქტიურებული დისკუსიის პირობებში, აუცილებელია დავფიქრდეთ, თუ რამდენად დასაბუთებულია მსგავს შემთხვევებში გარკვეულწილად პოპულარული მოსაზრება, რომ ფასების სტაბილურობის მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა ეროვნული ბანკის მიერ გაცვლითი კურსის დაფიქსირების ან ლარის რომელიმე სხვა ვალუტით ჩანაცვლების პირობებში. გამოჩენილ კანადელ ეკონომისტ რობერტ მანდელს, ბრიტანელ კოლეგა მარკუს ფლემინგთან ერთად, ფუნდამენტური წვლილი მიუძღვის ამ დებატებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხის კონცეპტუალიზაციაში. პროფესორი მანდელი, რომელმაც აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული კვლევებისთვის ნობელის პრემიაც კი მიიღო, ახლახან გარდაიცვალა და მისი მნიშვნელოვანი წვლილის კიდევ ერთხელ განხილვა დღეს უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მარკუს ფლემინგთან ერთად, მის მიერ პოპულარიზებული საკითხი „შეუძლებელი სამეულის“ სახელითაა ცნობილი, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთდროულად შეუძლებელია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის შენარჩუნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კურსის ფიქსირება დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუკი კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა არ შეიზღუდება“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს დაავალა, დროულად დასრულდეს ტურისტული სეზონისთვის მზადება, როგორც უშუალოდ ტურისტულ ობიექტებზე, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მისი თქმით, მიმდინარე სეზონისთვის ტურისტული ნაკადი რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზრდება და მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება ტურისტული სეზონისთვის. „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. რაც შეეხება გასული თვის მონაცემებს, მხოლოდ აეროპორტის ნაკადების ნაწილში, 60 პროცენტით არის აღდგენილი ნაკადები და 60-ზე მეტი რეისი სრულდება ყოველკვირეულად. ეს არის ძალიან პოზიტიური დინამიკა. თუმცა, ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო აქტიურად რომ მოვემზადოთ, მინდა, ყველა შესაბამის უწყებას ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები, თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება ტურისტული სეზონისთვის, იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ამასთან, 15 ივნისისთვის, მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას, რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითრება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ პრემიერის გადაწყვეტილებით დავინიშნე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ქვრივიშვილი მადლობას უხდის მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის და განმარტავს თუ რა ფუნქცია-მოვალეობები ეკისრება მას. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, 24 მაისს დავინიშნე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის, - მან ჩემი კანდიდატურა წარადგინა ასეთ მნიშვნელოვან დროს და დამავალა სტრატეგიული მნიშვნელობის სტრუქტურების: ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციის, გაერთიანებული აეროპორტების, ტურიზმის ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის კურატორობა. ამ პროცესში განსაკუთრებულია ეკონომიკის მინისტრის როლი - მან სწორად შეაფასა ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების ერთი საკურატორო ქოლგის ქვეშ მოქცევის აუცილებლობა, რადგან ეს გადაწყვეტილება დარგების სწრაფ და კოორდინირებულ განვითარებას შეუწყობს ხელს. COVID-19-ის პირობებში; უწყებების ქმედითუნარიანობის გაძლიერება; შეზღუდვებით დაზარალებული მეწარმეების ხელშეწყობა და რაც მთავარია, წლების განმავლობაში შექმნილი და პანდემიის შედეგად დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა. მოხარული ვარ, რომ პრემიერ- მინისტრთან აქტიური კონსულტაციის შედეგად და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ტურისტული ნაკადებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო, გასული პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. ამ ნდობისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ პარტიის თავმჯდომარეს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესა და მთელ ჩვენს გუნდს. ეს ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. მოხარული ვარ, რომ პარლამენტში ყოფნისას გუნდის წევრებთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წარვადგინეთ, მათ შორის დავიწყეთ ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა კერძო სექტორთან ერთად. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი აქტიურად გავაგრძელებ მჭიდრო თანამშრომლობას ჩემს მეგობრებთან საკანონმდებლო ორგანოში და, როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი - ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში; იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას; გაზრდის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს და, რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ"-წერს ქვრივიშვილი Facebook-ში.

ევროკომისარი: ინვესტიციებს განვახორციელებთ განსაკუთრებით შავ ზღვაში, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების განმტკიცებას

„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით განაგრძობს“, - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე: „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“. მისი თქმით, ეს გეგმა განხორციელდება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით. „ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ თითოეული ქვეყნისთვის პროექტებს, რათა ხელშესახები შედეგი იგრძნონ საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ კავშირების განმტკიცებაში, განსაკუთრებით შავ ზღვაში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების მხარდასაჭერად. ასევე, ინვესტიციებს განვახორციელებთ ეკონომიკაში, რომ დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. მან ასევე გაამახვილა ყურადღება კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების, სასამართლოს რეფორის, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. „მხარს დავუჭერთ ახალგაზრდებს, განათლებას და სამეცნიერო კვლევებს, რათა უფრო ინოვაციური და კრეატიული ეკონომიკა შევქმნათ. ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით მმართველობაზე, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოებაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას, ერთად იმუშაონ პროგრესის მისაღწევად. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება ამბიციურ ასოცირების ხელშეკრულებას. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მოქალაქეებმა ამ სიკეთეებით ისარგებლონ“, - აღნიშნა ევროკომისარმა. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილი ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთობლივი ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რომ გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს

დავით ნარმანია: თუ ლარის კურსი გამყარდება, მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის საკითხი, უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული. "იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდება, მარეგულირებელი კომისია „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს“, - უთრა მან ჟურნალისტებს 27 მაისს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პანდემიის გამო გაუარესებული ვალუტის კურსის გამო, კომპანია ბუნებრივ აირს ძვირად ყიდულობდა და მომხმარებლებს იაფად აწვდიდა, რამაც კომპანიის ზარალი გამოწვია. "ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამიტომ იქნა მიღებული. მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფი დადგინდა 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის განმავლობაში, ასევე მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიიღო კომპანიამ, რადგან ჩვენ მიერ დადგენილ პერიოდში კურსი იყო 2.37, შემდეგ კი, პანდემიიდან გამომდინარე, კურსი გაუარესდა და კომპანია ყიდულობდა ძვირად და იაფად აწვდიდა მომხმარებლებს, ამან გამოწვია მათი ზარალი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, მარეგულირებელი კომისიის 27 მაისის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის გაზის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი თითქმის 8 თეთრით გაიზრდება. ეს თემა სემეკმა თბილისი ენერჯის მიმართვის საფუძველზე განიხილა. ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972 თეთრი ეღირება. ახალი ტარიფი 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესახებ იმსჯელეს

Covid19-ის ზეგავლენის შეფასება ეკონომიკაზე, პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო მთავარი თემები ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-15 სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომა მთავრობის მეთაურმა გახსნა. "ინვესტორთა საბჭოს წევრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე, ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო Covid-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესს. საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ეკონომიკაზე Covid-19-ის ზეგავლენის საკითხები და იმსჯელეს მოკლევადიან და საშუალოვადიან ღონისძიებებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. სხდომაში პირველად მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-15 სხდომაში ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩერა

უკრაინამ რუსეთიდან და ბელორუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ენერგო და საზოგადოებრივი რესურსების მარეგულირებელმა მიიღო. არნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი ევროპული ელექტროსისტემის, ENTSO-E-ის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე გახდა. როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა. 27 მაისის მდგომაროებით, უკრაინა რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე მოთხოვნას უკვე აღარ აყენებს. უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ღარიბაშვილმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. „აღინიშნა პოლონეთს გამორჩეული წვლილი საქართველოს განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ იმპლემენტაციაში, რაც განვითარების თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით (“Polish Aid”) ხორციელდება. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალის ათვისების აუცილებლობას და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია და ქართული პროდუქცია ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლონეთში. შესაბამისად, შედგა შეთანხმება, რომ მომავალში დაიგეგმოს ბიზნესფორუმები და გაღრმავდეს ბიზნეს კონტაქტები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ამ მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროზე და აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა პოპულარულ მიმართულებას პოლონელი ვიზიტორებისთვის. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველანაირი პირობა შეიქმნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების და პოლონელი ტურისტების უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. აღინიშნა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებში ჩართულობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ. შეხვედრას პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მალგორჟატა გოშიევსკა, პოლონეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრი პიოტრ გლინსკი, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მასკიევიჩი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ პირველი რეგიონული ოფისი გახსნა

ერ-რიადში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი გაიხსნა. რიადში გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ-ხატიბი. ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი რეგიონული ოფისი იქნება მოლაპარაკებების, დებატებისა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ის იმედს მოუტანს ბევრ ადამიანს რეგიონში, ასევე საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, რისი მოტანაც თავის მხრივ, მხოლოდ ტურიზმს შეუძლია. „ოფისზე მუშაობა პანდემიის დაწყების შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენს მიზანსწრაფვასა და საუდის არაბეთის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს“, - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) გაეროს სპეციალიზებული ორგანოა, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში. ორგანიზაცია 1974 წელს მადრიდში დაფუძნდა.

ორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქვეყანაში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითმ პროექტის მიზანი ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე საინჟინრო უზრუნველყოფაა. გარდა ამისა მოხდება ქართველი სპეციალისტების გადამზადება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ტრანსპლანტაციის ეროვნული საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ტრანსპლანტაციის მიმართულებით მუშაობის გაქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია. "მოგეხსენებათ ამ მიმართულებით მოთხოვნა დიდია. სწრაფად ვითარდება ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სერვისები. თუმცა ხარისხის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. დღევანდელი შეხვედრა და მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა თურქეთის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებასთან და ინიციატივა, რომელიც შესრულდება თურქეთის ტექნიკური კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით მიმართულია ქართველი პროფესიონალების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენ, ასევე ტრენინგების ჩატარებისკენ და ზოგადად ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ", - აღნიშნავს თამარ გაბუნია. ოთხმხრივი მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა. პროექტი TIKA-ს დაფინანსებით ხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საგანგებო სხდომას დღეს გამართავს - ექსკლუზივი

დღეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Ryanair-ის ავიარეისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ Europetime-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში განუცხადეს. „ICAO- ს საბჭოს წევრები 27 მაისს შეიკრიბებიან და განიხილავენ ბოლო ინფორმაციას, ასევე იმსჯელებენ ყველა ამ საკითხზე. იმავდროულად, ჩვენს სამდივნოს არ შეუძლია წინასწარ ისაუბროს იმაზე, თუ კონვენციის ან სხვა ხელშეკრულებების რომელ ასპექტებზე შეიძლება გააკეთონ ფოკუსირება დისკუსიების მონაწილეებმა“, - განუცხადეს Europetime-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში. რას და როგორ წყვეტს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ეს დეტალები Europetime-მა მოიძია. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნო უფლებამოსილია, რომ მხარი დაუჭიროს შეთანხმებას საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ საერთაშორისო გამოძიებას, საჰაერო სივრცის ბლოკადას და ასე შემდეგ, თუ შესაბამის წინადადებას და შეთანხმებას დიპლომატიური არხებით მიაღწევენ დაინტერესებული ქვეყნები, როგორც ეს სხვა საკითხებთან მიმართებით ხდება. გამოძიების საკითხზე ICAO ელოდება დიპლომატიურ შეტყობინებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თანამშრომლობენ ICAO- ს საშუალებით და იღებენ გადაწყვეტილებებს ასეთ საკითხებზე. ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება მიიღება 36 წარმომადგენლის და ელჩის მიერ, რომლებიც ამჟამად ემსახურებიან თავიანთ ქვეყნებს, როგორც ICAO- ს არჩეული საბჭოს წევრები. აღსანიშნავია, რომ საბჭოს შემდეგი სხდომები 7-დან 25 ივნისამდე იყო დაგეგმილი. ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან. ამასთანავე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი. გარდა ამისა, ჩრდილოატლანტიკური საბჭო მხარს უჭერს, 23 მაისს, Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვებისა და ჟურნალიტის დაკავების შესახებ სასწრაფო დამოუკიდებელ გამოძიებას. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ექსკლუზივი: რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი

თებერვლის შემდეგ პირველად, დოლარის ფასი 3.3 ლარს ჩამოსცდა

25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.22 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2993 ლარი გახდა. სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.53 თეთრით გამყარდა. შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0420 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან შევა ძალაში. „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ვარაუდობს, რომ ლარის გამყარების მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს. ასევე, ამ პოზიტიური მოლოდინების გაჩენას შეიძლება, ხელი შეუწყო კომენდანტის საათის გადაწევამ, რაც ცალსახად დადებითად აისახება როგორც ტურიზმზე, ასევე შიდა სარესტორნო ბიზნესზე და ასე შემდეგ. „ტურიზმისთვის კომენდანტის საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არის ასევე გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეიძლება, რომ დადებითაც შეფასდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეა გაცხადებული, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ეხმარებიან იმაში, რომ აიცრან და თუ აიცრებიან, რეკლამირებას გააკეთებენ და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს“, - აღნიშნა ბერიკაშვილმა Europetime-თან ინტერვიუში.

რომელმა ქვეყნებმა და ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. აღნიშნულის გამო, ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპელმა ლიდერებმა ბელარუსის საჰაერო სიფრცეში საერთაშორისო ფრენების აკრძალვა მოითხოვეს. პროტესტის ნიშნად ევროპის რამდენიმე ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეწყვიტა. ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეწყვიტა, ლატვიის ავიაკომპანია AirBaltic-ი იყო. როგორც ცნობილია, თბილისსა და ოდესაში დაგეგმილი რეისების მარშრუტი კომპანიაში უკვე შეცვალეს და ის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შესრულდება. ავიაკომპანია, რომელმაც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს არის გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ც. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა. Lufthansa-ს გარდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები დროებით შეაჩერა ჰოლანდიურმა ავიაგადამზიდმა Air France-მა. ცნობილი ხდება, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარს ამბობენ Wizz Air-ი და Austrian Airlines-ი. ავიაკომპანია Austrian Airlines-მა დაგეგმილი რეისები შეცვალა, რადგან ბელორუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენოს. ბელარუსულმა ავიაკომპანია Belavia-მ ლონდონსა და პარიზში ოქტომბრის ბოლომდე რეისები გააუქმა. კომპანიის განმარტებით, რეისების გაუქმების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ Belavia-სთვის რეისების შესრულების აკრძალვის გამო მიიღეს. ამასთანავე, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ. მათ შორის არის ლიეტუვა. გარდა შემოსვლისა, ლიეტუვის აეროპორტებიდან იმ თვითმფრინავებსაც აეკრძალა გაფრენა, რომლებსაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აქვთ დაგეგმილი. გარდა ფრენების აკრძალვისა, ლიეტუვამ ბელარუსში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ ქვეყანა. ამასთანავე, დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ნებართვა შეუჩერა. 26 მაისიდან, ბელარუსთან ავიამიმოსვლა აკრძალა უკრაინამაც. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს ბელორუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ფრენა ეკრძალებათ. Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაეშვების გამო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან.

ევროკავშირი ბელარუსს 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო დახმარებას გაუყინავს

ევროკავშირმა ბელარუსისთვის გათვალისწინებული სამი მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეაჩერა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. "მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო და ეკონომიკური პაკეტი არსებობდეს, თუმცა იგი გაყინული დარჩება, ვიდრე ბელარუსი დემოკრატიული არ გახდება... ჩვენ ზეწოლას განვახორციელებთ რეჟიმზე, ვიდრე ის საბოლოოდ არ სცემს პატივს მედიისა და აზრის თავისუფლებას", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა, სანქციები დაუწესოს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებულ პირებს, ასევე ქვეყნის ხელისუფლების დამფინანსებელ კომპანიებს და ბელარუსის საავიაციო სექტორს. 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ნათია თურნავა ახალ მოადგილეზე: მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის მიმართულებით ჩვენი საყრდენი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინოფრმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილის დანიშვნაზე აცხადებს, რომ ის სამინისტროში ტურიზმის მიმართულებით მოქმედ გუნდს გააძლიერებს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ის მიმართულებები დაასახელა, რაზეც ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და არჩევნების შემდეგ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი მინისტრის მოადგილის პოზიციაზე იმუშავებს. "ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ გუნდს. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მარიამ ქვრივიშვილის ჩემს მოადგილედ დანიშვნის შესახებ. ის თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, კრეატიულობით და მონდომებით ტურიზმის მიმართულებით ჩვენი საყრდენი იქნება, იმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკაზე, იმიტომ რომ პანდემიის შემდეგ განახლებული პოლიტიკა გვჭირდება, ახალ პროექტებზე და ტურიზმის აღდგენაზე. ვაგრძელებთ იმ გუნდის გაძლიერებას, რომელიც დღეს ტურიზმის მიმართულებით მუშაობს და მომავალში სიახლეებსაც მოგახსენებთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA).

ნათია თურნავას თქმით, მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა „ნამახვანჰესზე“ სიმართლეს ვერ გაიგებს

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლების და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ. ნათია თურნავას თქმით, მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს და ეს არ არის სწორი ფორმა. „ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ პროექტის შესახებ სიმართლე გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებდა, ბევრი მითი და ჩვენ ვცდილობთ და თავად ინვესტორი კომპანია, რომ ეს მითები გააქარწყლოს. ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან, რომ სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე და სწორედ კაშხალი არის ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა ვრცელდებოდა. გარდა ამისა, შევქმენით რამდენიმე კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მოვუწოდებთ მათ, ჩაერთონ კონსტრუქციულ რეჟიმში და კონსტრუქციულ დიალოგში. ეს არის საკითხის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი რაც შეეხება პროექტს. ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელი არის სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ პარალიზება მოვახდინოთ“, - განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, პროექტი არის ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე, თუმცა, როცა საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების საგანი - სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები. „აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თუმცა, როცა საუბარი არის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, ჩართულობით და არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: $200 მლნ-ის ინვესტიცია და ათასობით მოქალაქის დასაქმება - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მისაბაძი პროექტი გახდება

200 მლნ დოლარის ინვესტიცია, 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანიის და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარე ინვესტორების ინტერესს, რაც, საბოლო ჯამში, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. „ჩემთვის სასიხარულოა, დღეს, ამ ისტორიულ უბანში, ამ უნიკალურ ადგილას, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციაზე დასწრება. ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორის მხრიდან ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა მართლაც მისაბაძი და დასაფასებელია. 200 მლნ დოლარის ინვესტიცია, 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანიის და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება. როგორც ჩვენ ინვესტორისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. ასე რომ, სულ მალე კომპლექსის მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა საშუალება ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს უმაღლესი სტანდარტის კომპლექსი საუკეთესო შენაძენი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარე ინვესტორების ინტერესს, რაც, საბოლო ჯამში, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ასეთი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, პანდემიას ებრძვის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გზებს ვეძებთ. „მოგეხსენებათ, ახლანდელი მსოფლიო კრიზისი, სხვა ინდუსტრიებთან ერთად, დეველოპერული სექტორისთვის აღმოჩნდა ძალიან დიდი გამოწვევა. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ჩვენი მთავრობის მიერ დამტკიცდა პროგრამა, რამაც, ბიზნესის მხარდაჭერის სხვა სამთავრობო პროგრამებთან ერთად, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა აღნიშნულ სექტორს. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი დეველოპერული პროექტია დღეს. ეს არის სწორედ იმის მაგალითი, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ჩვენ მხოლოდ განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორის მხრიდან გამოჩენილი ეს გაბედული გადაწყვეტილება ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისათვის, კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ დააარსა. პროექტის ჯამურმა განაშენიანებამ 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიცვა. მთვრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის მიხედვით, კომპანია დაასაქმებს 100-მდე ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რაც მოიცავს წლების განმავლობაში ათასობით ადამიანის დასაქმებას. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ნაწილს ქართული კომპანია „დომუს ქონსტრაქშენი“ განახორციელებს, სადაც თითო ფაზის მშენებლობაზე ასობით ადამიანი დასაქმდება.