ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7645 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7645 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7645 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6970 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ყაზახეთი თურქმენული გაზის იმპორტს იწყებს

QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.  თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის „მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, - განაცხადა თოყაევმა. პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ორმხრივად მომგებიანი პროექტების განვითარებაში გაზის გადამუშავებისა და გაზის ქიმიის სფეროში. გარდა ამისა, განხილული იქნა ყაზახური ხორბლის თურქმენეთის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები და თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი, ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა.   

რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილებით პირველია - 9 თვეში $1 135 111 400 გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1103.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 84.6%-ით (177.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.5% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2% მოდიოდა. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით პირველი რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც საქართველოში 9 თვეში გადმორიცხული თანხის 40.34% მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან $1 მლრდ 135 მლნის გზავნილი მიიღო, რაც 2021 წელს 9 თვეში რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე 3-ჯერ მეტია. რაც შეეხება გასული თვის სტატისტიკას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჯამში $387.2 მლნ გადმოირიცხა, რაც 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 84.6%-ით მეტია. TOP-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: რუსეთის ფედერაცია - $173.94 მლნ - ზრდა 351%; იტალია - $36.29 მლნ - ზრდა 7%; აშშ - $28.68 მლნ - ზრდა 17%; საბერძნეთი - $18.45 მლნ - კლება 8%; ყირგიზეთი - $18.12 მლნ - ზრდა 417%; ისრაელი - $16.44 მლნ - ზრდა 7%; გერმანია - $15.92 მლნ - ზრდა 47%; ყაზახეთი - $10.13 მლნ - ზრდა 72%; თურქეთი - $9.82 მლნ - კლება 1%; სომხეთი - $8.98 მლნ - ზრდა 677%.  

უკრაინა: რუსეთი, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საბოტაჟისთვის ემზადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თურქული ნაკადის გაზსადენის საბოტაჟისთვის ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორებს, გამოხატონ მტკიცე პოზიცია და საჯაროდ განაცხადონ, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არ მოხდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროვოკაციების საბაბით, რათა აიძულოს გერმანია გაუშვას Nord Stream 2. უკრაინას ასევე აქვს მონაცემები რუსეთის შესაძლო მსგავს გეგმებზე „თურქეთის ნაკადთან“ დაკავშირებით.  უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც პარტნიორებს რუსული ენერგეტიკული ტერორიზმის თავიდან აცილება შეუძლიათ, არის მკაცრი პოზიციის დაკავება. „ახლა და საჯაროდ უნდა გამოცხადდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება,“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში

აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 8,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.  აზერბაიჯანიდან თურქეთში, გაზის ექსპორტმა 6,1 მილიარდი, საქართველოში - 1,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ გაზის ექსპორტი 2022 წელს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით გაიზარდა.  შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

რუსეთს ერთ თვეში, ნავთობის რეალიზაციიდან შემოსავალი $3,2 მილიარდით შეუმცირდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით 17,3%-ით, ანუ $3,2 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. გამმოცემა წერს, რომ რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში $15,3 მილიარდამდე შემცირდა, რაც მთელი 2022 წლისთვის ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. ამის მიზეზი იყო აგვისტოსთან შედარებიტ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დღეში 390 000 ბარელით შემცირება.   ზოგადად, IEA-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნების წილი რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში 50-დან 35%-მდე დაეცა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0118 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6970 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7057ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35.3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 35.3%-ით გაიზარდა და 13 612.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 13 612.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 097.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (37.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 515.0 მლნ. აშშ დოლარი (34.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 5 418.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

მოლდოვა აზერბაიჯანისგან 300 მლნ. კუბური მეტრი გაზის შესყიდვას განიხილავს

მოლდოვის პრემიერმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ნატალია გავრილიცამ ვიზიტისას, ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილა. მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს ჩვენი გაზის საცავის შევსების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდება ორი თვის განმავლობაში. ეს იქნება დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი გავრილიცას თქმით, მოლდოვა ასევე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს და ამ კუთხით აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის იმედი აქვს. „მოლდოვას სურს, შეიძინოს 300 მლნ. კუბური მეტრი გაზი. მოლდოვა ეძებს მოკლე და საშუალოვადიან გადაწყვეტას გაზისა და ენერგეტიკული კრიზისის თაობაზე. არცერთ ქვეყანას არ სურს, იყოს დამოკიდებული ერთ მიმწოდებელზე. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ მიმწოდებლებს. ეს საკითხი განიხილებოდა აზერბაიჯანთანაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში გვექნება პროდუქტიული მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის ინტერესს აზერბაიჯანული გაზის მიმართ", - განაცხადა გავრილიცამ. აზერბაიჯანი და მოლდოვა მეგობრები და პარტნიორები არიან, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან პირისპირ შეხვედრისას, იუწყება Trend. „დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში ვიმუშავებთ თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, რადგან ასეთი კარგი პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ შესაძლებლობები სხვა სექტორებში. მჯერა, რომ ეს საკითხები სერიოზულად იქნება განხილული თქვენი ვიზიტის დროს. ჩვენ ვიქნებით გარკვეული გამოცოცხლების მოწმენი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის დონის ასამაღლებლად. რა თქმა უნდა, გლობალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. ჩვენ უკვე განვიხილავთ ამ საკითხებს ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილავთ არსებულ ვითარებას და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაიწყოს თანამშრომლობა ამ სფეროებში. ბევრი სხვა სფეროა და მჯერა, რომ იქნება დიდი შესაძლებლობები ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, ასეც უნდა იყოს. რამდენიმე დღის წინ მქონდა საშუალება, პრაღაში შევხვედროდი პრეზიდენტს. თქვენ იცით, რომ ადრე გვქონდა შეხვედრები და სატელეფონო საუბრები. კარგი და საქმიანი ურთიერთობა დამყარდა. დარწმუნებული ვარ, თქვენ დაამყარებთ კარგ ურთიერთობას თქვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რათა წინ წავიწიოთ ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა ალიევმა.    

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7859 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7859 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7057 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7105 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

იაპონური ავტოკონცერნი Nissan-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan-ი რუსეთში არსებულ ყველა აქტივს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის ქარხანას სახელმწიფოს გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.  გარიგება მოიცავს Nissan-ის საწარმოო და კვლევით ობიექტებს სანქტ-პეტერბურგში (Nissan Manufacturing Rus LLC), ასევე, გაყიდვებისა და მარკეტინგის ცენტრს მოსკოვში. „ნისანსა“ და „რენოს“, რომლებიც რუსეთში ალიანსში იმყოფებოდნენ, აქტივების ექვსი წლის განმავლობაში გამოსყიდვის შესაძლებლობა დარჩათ. „ნისანის“ ქარხანამ სანქტ-პეტერბურგში ავტომობილების წარმოება 2009 წელს დაიწყო. 2021 წელს ქარხანამ წარმოება 17%-ით 45 ათას მანქანამდე გაზარდა. შარშან რუსეთში 51,5 ათასი „ნისანის“ მარკის ავტომობილი გაყიდეს. ბაზარზე ავტოკონცერნის წილი 3,1%-ს შეადგენდა.  

1 აშშ დოლარი 2.7920 ლარი გახდა

12 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7920 ლარი ეღირება, ევრო – 2.7105 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.0877 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7980 ლარი ღირდა, ევრო – 2.7124 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.0935 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 ოქტომბრისთვის ამოქმედდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს

თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაში განაგრძოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას. „ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა ანკარას გაზის დეფიციტის შესავსებად, მხარდაჭერის თხოვნით,” - გა აღნიშნ, რომ თუნაცხადა დონმეზმა და აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.  „თურქეთი მზადაა უზრუნველყოს ენერგორესურსების ტრანსპორტირება კასპიის რეგიონიდან, განსაკუთრებით თურქმენეთიდან. ჩვენ ასევე ღია ვართ ისრაელის გაზის ექსპორტისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია ერაყიდან“, - განაცხადა მინისტრმა. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის ართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ.   

Bloomberg: რუსეთმა ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა

რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს.  ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა გამოცემის ცნობით, რუსეთი რვა კვირაში თითქმის მთლიანად დაკარგავს ამ ბაზარს და უახლესი სანქციები, ნაკადების სხვა ქვეყნებში გადამისამართებას მნიშვნელოვნად გაართულებს.  რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი 7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 630 000 ბარელს შეადგენდა  რაც შეჭრამდე 1,62 მილიონი ბარელი იყო. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ახალი, მერვე პაკეტი დაამტკიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.650 პროცენტით, მაქსიმალური 9.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.730 პროცენტით განისაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რუს მილიარდერ ალექსანდრ აბრამოვს, ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.  შეზღუდვების ქვეშ მოექცა 51 ბიზნესმენი და რუსეთის 24 მოქალაქე, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაში მონაწილეობენ. სანქციერებულთა სიაშია „გაზპრომბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი აკიმოვი, ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, Rostec-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრე მიხეევი და Novatek-ის გამგეობის თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ თავის განცხადებაში ცალკე აღნიშნა, რომ სანქციები შეეხო Evraz Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ალექსანდრ აბრამოვს, რომელსაც აქვს კავშირები ახალ ზელანდიასთან და ხელისუფლების ცნობით, იქ $50 მილიონად შეფასებულ სახლს ფლობს, თუმცა ქვეყანაში არ ცხოვრობს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბრამოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას ხელისუფლებამ გამოიყენა ინდივიდუალური მიდგომა და შემოიღო შეზღუდვები ბიზნესმენის ადგილობრივ ეკონომიკასთან კავშირების გაანალიზების შემდეგ. შედეგად, აბრამოვს ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა, მაგრამ მის აქტივები არ გაყინულა. მახუტამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენის წარმომადგენლების თქმით, აბრამოვს უკრაინაზე რუსული ჯარების თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და 2016 წლიდან ის რუსეთში აღარ ცხოვრობდა. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ აბრამოვი დაგმობს მოსკოვის ქმედებებს უკრაინელების წინააღმდეგ. სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალულია ფუფუნების საგნების, მათ შორის ახალი ზელანდიური ღვინისა და ზღვის პროდუქტების, რუსული არაყისა და ხიზილალის ექსპორტი და იმპორტი.  

ერდოღანი: თურქეთი TANAP-ის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად მუშაობას იწყებს

აზერბაიჯანთან ერთად დაწყებულია მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, იუწყება Trend თურქულ მედიაზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. თურქეთი TANAP-ის მილსადენით გაზის მიწოდებას გააორმაგებსლიბიასთან შეთანხმებამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში თანამშრომლობის ახალი სფერო შექმნა“, - განაცხადა ერდოღანმა. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.  

უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს აჩერებს

უკრაინა 11 ოქტომბრიდან,  ენერგოსისტემის სტაბილიზაციის მიზნით, ელექტროენერგიის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. „დღევანდელი სარაკეტო თავდასხმების გამო უკრაინა იძულებულია ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან შეწყვიტოს და საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაცია მოახდინოს“, - ნათქვამია მოხსენებაში. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უნგრეთი და სერბეთი ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

უნგრეთი და სერბეთი, ორ ქვეყანას შორის ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა ზოლტან კოვაჩმა Twitter-ზე დაწერა.  „ახალი ნავთობსადენი დაუკავშირდება „დრუჟბის“ მილსადენს და სერბეთს საშუალებას მისცემს იაფი „ურალის“ ნავთობი მიიღოს“, - წერს ზოლტან კოვაჩი.  კოვაჩმა დასძინა, რომ ამჟამად სერბეთი ნავთობის ძირითად მოცულობას მილსადენით ხორვატიიდან იღებს. თუმცა ხორვატიის გავლით ნავთობსადენ JANAF-ით მიწოდება მომავალში, ალბათ, სანქციების გამო არ განახლდება.   

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7980 ლარი გახდა

"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7980 ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. რა გავლენა ექნება ევროს გაუფასურებას საქართველოს ბაზარზე "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7997 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7124 ლარია. „დღეს მოქმედი კურსი 2.7429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0305 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.