ეკონომიკა
მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6467 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6449 ლარი იყო. ევრო 2.8600 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8504 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. გამყარების ტენდენციის შემდეგ, მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება.
აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის - მინისტრი
აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის. „მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ჩვენი ემისიები მხოლოდ 0,1 პროცენტია. მაგრამ აზერბაიჯანმა დაიწყო საკმაოდ ინტენსიური ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკის პროექტებში. ჩვენ ასევე დავიწყეთ ახალი დერეფნების შექმნა მწვანე ენერგიის სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ევროკავშირთან, აზერბაიჯანიდან, რეგიონიდან მწვანე ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მინისტრმა. ჯერ კიდევ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, დოკუმენტი ითვალისწინებს ენერგეტიკული ხიდის განვითარებას, რომელიც კავკასიას ევროპასთან დააკავშირებს.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6449 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6432 ლარი იყო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევრო 2.8504 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8467 ლარს შეადგენდა.
შუა დერეფნის განვითარებას ყაზახეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გერმანია ხელსაყრელი პარტნიორია - მინისტრი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM, შუა დერეფნის) განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და მშენებლობის მინისტრმა კანატ შარლაპაევმა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-გერმანიის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, გერმანიასთან სტრატეგიული სინერგია, კონტინენტთაშორისი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, ენერგომომარაგების გზების გზაჯვარედინზე მოხერხებულ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, აძლიერებს ყაზახეთს, როგორც რეგიონულ საინვესტიციო კერას და ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს გლობალურ ენერგეტიკულ არენაზე. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის, როგორც ევროპისთვის ენერგორესურსებისა და სტრატეგიული საქონლის საიმედო მიმწოდებლისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ ყაზახეთის სამრეწველო პოტენციალის გაძლიერება ასევე არის გერმანიასთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებში. „ჩვენი რესპუბლიკისთვის გერმანია, როგორც ინდუსტრიული ძალა თავისი ძირითადი კომპეტენციებით, ყველაზე შესაფერისი პარტნიორია. ყაზახეთის მთავრობა დგას ამოცანის წინაშე, გააუმჯობესოს პირობები დიდი კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის, უზრუნველყოს ბიზნესისთვის ინსტიტუციური გარემო და საკანონმდებლო რეგულირების ჰარმონიზაცია," - განაცხადა შარლაპაევმა. კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა
"საქართველოს ბანკის ჯგუფი" სომხურ "ამერიაბანკს" $303.6 მილიონად ყიდულობს
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" ცნობით, სომხური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, "ამერიაბანკის" 100%-იანი წილის შესყიდვაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ტრანზაქციის ღირებულება 303.6 მილიონი დოლარია. „დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ. ამერიაბანკი ნომერ პირველი ბანკია მომხმარებელს შორის ნდობითა და ცნობადობით. საქართველოს ბანკის ჯგუფი ამერიაბანკს ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს. მსურს მადლობა გადავუხადო "ამერიაბანკის" გუნდს საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას,“ ამბობს Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. 2024 წლის პირველი იანვრის მონაცემებით “ამერიაბანკის" აქციონერები არიან Imast Group (ყოფილი Ameria Group, აქციების 48.82%, რუბენ ვარდანიანის საკუთრებაა ) EBRD – 17,71%. აზიის განვითარების ბანკი – 13.92%; ESPS Holding Limited – 12,05%; Afeyan Foundation for Armenia Inc. – 7,5%. მილიარდერი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, რომელის მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გასული წლის შემოდგომაზე დააკავა და ამჟამად ბაქოში პატიმრობაშია. 2023 წელს ის ამბობდა, რომ „ამერიაბანკის“ აქციონერია, მაგრამ „გავლენას არ ახდენს ბანკში გადაწყვეტილებების მიღებაზე“. მანამდე ის „ამერიაბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობა.„ამერიაბანკის“ დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრია კახაბერ კიკნაველიძე - წლების განმავლობაში ის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა, 2016-2019 წლებში მას „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ გენერალურ დირექტორის პოსტი ეკავა. „საქართველოს ბანკი“ საქართველო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო ორგანიზაციაა. ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.
საქსტატი: იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 46.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 41.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 40.9 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 203.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 148.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 76.4 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 19.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 101.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 80.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 66.8 მლნ. აშშ დოლარით.
ყაზახეთი შუა დერეფნის ფარგლებში და საქართველოს გავლით, აზოტოვანი სასუქის ექსპორტს იწყებს
ყაზახეთში აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელი KazAzot SC-ის მიერ წარმოებული ამონიუმის ნიტრატის პირველი პარტია, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) ფარგლებში, აზერბაიჯანში გაიგზავნა. ტვირთი საზღვაო გზით მიემგზავრება ჰოვსანის პორტში (აზერბაიჯანი), შემდეგ კი, საქართველოს ბათუმი პორტის გავლით, ევროპისა და მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრებზე გავა. 3 ტონა პროდუქციის შემცველი პარტია, ყაზახეთის სატვირთო გემმა თურქესტანმა გადაზიდა. მიმდინარე წლის ბოლომდე, ყაზახეთი სულ მცირე 16 პარტიის გადაზიდვას გეგმავს.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6453 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6483 ლარი იყო. ევრო 2.8395 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8339 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.
კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი
კატარის კომპანიებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინვესტიციებით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დოჰაში, ყაზახეთ-კატარული საინვესტიციო მრგვალი მაგიდის დროს. „ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს აქტაუს პორტს, კასპიის ზღვის ერთ-ერთ უდიდეს კერას, ასტანასა და ალმათის საერთაშორისო აეროპორტებს, მრავალ დინამიკურად განვითარებად სარკინიგზო და საგზაო ქსელებს, ასევე, მაღალი ხარისხის ლოგისტიკური კვანძებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების. გვჯერა, რომ კატარის კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, მიიღონ მნიშვნელოვანი სარგებელი ამ სფეროში ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გამოკვლევით. დღეს ჩვენ ვაფორმებთ სხვადასხვა კომერციულ დოკუმენტს, რომელთა საერთო ღირებულებაა 18 მილიარდი აშშ დოლარი. ეს ასახავს ჩვენს ვალდებულებას საიმისოდ, რომ განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა,“ - განაცხადა თოყაევმა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანთან შეხვედრისას თოყაევმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი ენიჭება ყურის ძირითად ბაზრებზე წვდომის გაფართოებასა და ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესწავლას. ამასთან, თოყაევმა მოუწოდა კატარის კომპანიებს, ითანამშრომლონ ყაზახეთში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა
ლარი ისევ გამყარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6483 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6517 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8339 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8569 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან მყარდება
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით გაიზარდა
იანვარში BTC-ით გადაზიდული ნავთობის მოცულობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალური ნავთობსადენებით 3,269,100 ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა, რაც 0,43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტრანსპორტირებული ნავთობის 76% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა და 2023 წელს ამ მილსადენით 2 486,1 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1,87%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში BTC მილსადენით გადაზიდული ნავთობის 82,7% - 2 055,3 ტონა წარმოებულია აზერბაიჯანში, აქედან 17,3% - 430,8 ათასი ტონა (16,2% ზრდა) თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ნავთობია.
Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა $4 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციები გაყიდა
მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა Amazon-ში თავისი აქციების მეტი წილი გაყიდა, რითაც ბოლო დღეებში გაყიდვების ჯამური ღირებულება 4 მილიარდ დოლარს აღემატება, იუწყება BBC. ბეზოსმა, რომელიც ფირმის აღმასრულებელი თავმჯდომარეა, ბოლოს Amazon-ის აქციები 2021 წელს გაყიდა. ამ თვის დასაწყისში Amazon-მა განაცხადა, რომ ის დაახლოებით 8,4 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვას გეგმავს. ბეზოსმა ბოლოს 2022 წელს, Amazon-ში, როგორც მისი ქველმოქმედების ნაწილი, ასევე გასცა აქციები.
მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან მყარდება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6517 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6524 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8569 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8582 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს 10%-ით ზრდის
2024 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან ევროპაში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია (+0,1 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 10%) ექსპორტირებული. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში გაზის ექსპორტმა აზერბაიჯანიდან 2,3 მილიარდი კუბური მეტრი (+4,5%) შეადგინა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა თურქეთს მიჰყიდა 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, საქართველოს კი, 0,4 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთში გაზის ექსპორტი გაიზარდა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 11,1%-ით, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 33,3%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) თურქეთში ტრანსპორტირებულია დაახლოებით 0,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი (-0,1 მილიარდი კუბური მეტრი, 20%).
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 26.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე, ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირდა 10.2 პროცენტით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 78%-ით გაიზარდა
2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 151,939 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის იანვარი 85,338 მგზავრი). აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 66%-ით გაიზარდა და 486 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის იანვარი - 293 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფონდის შექმნაზე მუშაობა დაიწყო
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფონდის (TRACECA) შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ფონდი შესაძლოა, მომავალ წელს ამოქმედდეს. ბაირამოვის თქმით, ფონდში მოწვეული იქნება TRACECA-ს ყველა ქვეყანა, საერთაშორისო კომერციული კომპანიები და სხვა დაინტერესებული მხარეები.ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის ეროვნულმა მდივანმა რუფატ ბაირამოვმა განუცხადა. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფონდის წესდებაზე. წელს ირანში TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. ვამზადებთ ყველა დოკუმენტს, რომ სხდომაზე მივიღოთ გადაწყვეტილება ფონდის შექმნის შესახებ. ფონდმა შესაძლოა, მომავალი წლიდან დაიწყოს მუშაობა,“ - აღნიშნა ბაირამოვმა. მისი თქმით, ფონდის შექმნის მთავარი მიზანია TRACECA-ს განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. TRACECA არის საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა, რომელშიც ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 წევრი ქვეყანაა ჩართული. პროგრამის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის გაძლიერება შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.
მაჭახელის ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის - UNDP
მაჭახელის ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის. მარტის ბოლომდე, სოფლებში 75 მზის პანელი და 200 წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდება. ამის შედეგად, 1,250 მცხოვრები შეშის გამოყენებას მინიმუმამდე შეამცირებს და განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლებს. ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს. წინასწარი გათვლებით, მაჭახლის ხეობაში მზის ენერგიის გამოყენება წელიწადში 900 კუბურ მეტრ შეშას დაზოგავს, რაც დაახლებით 300 ხეს შეინარჩუნებს. „გადარჩენილი ხეები ამ სიკეთეს ასმაგად დაგვიბრუნებენ. 300 ხე ყოველწლიურად 7 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს, მავნე ემისიების გაფრქვევას შეამცირებს და კლიმატის ცვლილებას შეარბილებს. მაჭახლის ხეობაში მზის პანელებისა და წყლის გამაცხელებლების მონტაჟი ხორციელდება იაპონიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ჩვენი მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის დაცვას და განახლებადი ენერგიის გავრცელებას ემსახურება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. „მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა - 27.4%. გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები. 2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს. გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია. 2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა. 2023 წლის IV კვარტალში 1,013,891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა,“ - წერს ადმინისტრაცია.
ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი
ყაზახეთმა მოუწოდა ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნული თემა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რომან ვასილენკოსა და ბელგიისა და ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შუა დერეფანი ხსნის ახალ პერსპექტივებს ყაზახეთსა და ევროპას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთქმედების გაფართოებისთვის. ვასილენკომ თანამოსაუბრეებს ასევე გააცნო ყაზახეთის ინიციატივები რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გარემოს დაცვის, წყლის რესურსების და სხვა მიმართულებით. ყაზახეთისა და საბერძნეთის პორტები შუა დერეფნის განვითარებისთვის ითანამშრომლებენ ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა