სამართალი

კაცს, რომელმაც შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შ.გ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მიაკითხა ს.შ.-ს სახლში, გაიყვანა ეზოში და შერიგება მოსთხოვა. ს.შ.-სგან უარის მიღების შემდეგ, შ.გ.-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ. ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა შ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.გ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შ.გ. დანიშნულ სასჯელს შეურაცხადობის გამო, სასამართლოს მიერ დაწესებული იძულებითი მკურნალობის შემდგომ მოიხდის", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისთვის გამოწერილი ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს. რუსეთში დაბრუნებულმა ვლადიმერ პოზნერმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და მისი სტუმრები საქართველოში, პანდემიის რეგულაციების დარღვევის ბრალდებით არ დაუჯარიმებიათ. უწყების ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა,“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობილი რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად 32 სტუმართან ერთად, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პოზნერის ჩამოსვლის გამო სასტუმროსთან, სადაც ის დაბინავდა საპროტესტო აქცია მოაწყეს და სასტუმროს ელექტრო ენერგია გაუთიშეს. აქციის მონაწილეები რუსი სტუმრების მხრიდან კომენდანტის საათის წესების დარღვევასაც აპროტესტებდნენ. შსს-ს თანახმად, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლოებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“. დაჯარიმებულთა შორისაა პოზნერიც. რუსმა ჟურნალისტმა რომელიც საქართველოში დარჩენას რამდენიმე დღით გეგმავდა თბილისი დღეს დილით, სტუმრებთან ერთად დატოვა.

1500-მდე ექიმი პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მკურნალობას პეტიციით მოითხოვს

პატიმრობაში მყოფმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. ათას ხუთასამდე ექიმი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას, და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითხოვს. ექიმებმა სპეციალურ მოთხოვანს მოაწერეს ხელი, რომელიც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს და რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავენს. „გაეწიოს სამედიცინო მომსახურეობა საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომლსაც ზურგის არეში ძლიერი ტკივილები აქვს“, -აღნიშნულია ექიმების წერილში, რომელსაც გამოცემა The Insider აქვეყნებს. მედიის ცნობით, წერილზე ხელმომწერი ექიმების რაოდენობა საათობრივად იზრდება. ექიტმმა ანდრეი ვოლნამ განაცხადა, რომ მიმართვა ეფუძნება არა პოლიტიკურ მრწამსს, არამედ ადამიანის მიმართ საექიმო მოპყრობას. მისი თმით, რუსეთის პენიტენციალურ სისტემაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრობლემა კარგა ხანია მომწიფდა“. ალექსეი ნავალნიმ ექიმის და სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნით შიმშილობა 31 მარტს დაიწყო. „მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო წამლები. არც ერთს და არც მეორეს ჯიუტად არ მაძლევენ. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა, ახლა კი მარცხენა ფეხის მონაკვეთებშიც, დავკარგე მგრძნობელობა.კოლონიაში ბრძოლის სხვა მეთოდები გარდა შიმშილობისა, არ არსებობს, აცხადებს ნავალნი“ - წერს ნავალნი თავის პოსტში. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პოლიტიკური ოპონენტის უფლებების პატივისცემისკენ და ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ მოწოდებით მიმართეს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა, ენგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა.

​პოზნერი და მისი 31 მეგობარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ ​პოზნერი და მისი 31 მეგობარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. რაც შეეხება სხვა პირებს, როგორც სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, 41 პირიდან 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო “ვინოტელი”. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, - განაცხადეს შსს-ში. ცნოიბისთვის, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარია. ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა სამოქალაქო აქტივისტებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა

შსს: რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა. „აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა“,- აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, რუსი ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ

პროკურატურა: გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

საქართველოს პროკურატურამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა შეეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს. ,,ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით.გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკომისიას  პოლონეთის წინააღმდეგ სარჩელი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში შეაქვს

ევროკომიას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის გამო, პოლონეთის წინააღმდეგ სარჩეკი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში შეაქვს. ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიამ ადრე გააფრთხილა პოლონეთი, რომ ევროსასამართლოს მიმართავდა, თუ პოლონეთის მთავრობა სამართალწარმოების პრობლემების მოსაგვარებლად გარკვეულ ზომებს არ მიიღებდა. „ევროკომისიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთში მოსამართლეების უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვის კუთხით. ევროკომისიას ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში პოლონეთის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ეს სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ პოლონეთის კანონში არსებული დარღვევების აღმოფხვრის პროცედურის ნაწილია“, - განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ პოლონეთი ევროკავშირის კანონს არღვევს. პოლონეთის სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ კანონი ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპს და მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელების საშუალებას იძლევა.

რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

"ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა. მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მან ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88-ის" ეპიზოდზე 4 წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი. მაია რჩეულიშვილს სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელი აქვს დარჩენილი.

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის მიმართ - საბა გოგშელიძის, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. მათ ამნისტია შეეხოთ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად, ბრალდებულებს დაუბრუნდეთ გირაოს თანხები, რის საფუძველზეც პატიმრობიდან გასული წლის 11 იანვარს გათავისუფლდნენ. ცნობისთვის, საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ბოლო ამნისტია შეეხო.

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. "გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, სადაც კახაბერ საბანაძე ფიგურირებს, გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელიც საჯარო გავრცელდა და რომლებშიც შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, კახა საბანაძე ფიგურირებს გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება 22 მარტს დაიწყეს. „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა ცნობისთვის, კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ის კონკრეტულ დავალებებს სწორედ კახაბერ საბანაძისგან იღებდა, მათ შორის სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა.

პროკურატურამ ლაგოდეხში ბავშვების მიმართ იძულების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე ვ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი - ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი. "პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განათლების სამინისტროში შესაბამის წარდგინებას გააგზავნის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ბავშვებზე ძალადობის შემთხვევა 2020 წლის ნოემბერში მოხდა და მედიაში 4 თვის შემდეგ გაშუქდა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში, რომელიც დაახლოებით 4 წუთს გრძელდება, ჩანს მიწაზე გვერდიგვერდ დაჩოქილი ორი მეექვსეკლასელი ბიჭი, რომლებსაც უფროსები თანაკლასელისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

პოლიციამ ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ა.ბ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფრმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, "მეტამფეტამინის“ შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე, 849 აბი და 12 ნატეხი „მდმა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

ვალერი გელბახიანი: გოგი წულაია ლოყაზე კოცნის გამოა დაჭერილი

გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშმყოფი ,,ლოყაზე კოცნის გამო" დააკავეს. როგორც გელბახიანი აცხადებს, სწორედ ლოყაზე კოცნის შესახებ საუბრობს წულაია იმ ვიდეოჩანაწერში, რაც პროკურატურას მტკიცებულების სახით გააჩნია. „გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდებით ყველანი, რომ სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის საუბარი. წულაია ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი. პროცესზე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომ მან გააკეთა განცხადებები ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის მიმართ, რაზეც იყო პასუხი, რომ დედის შეგინებას არავის აპატიებდა", - განაცხადა გელბახიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 5 სრულწლოვნი  სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 5 სრულწლოვნი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 5 ასრულწლოვანიდან 4-ს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთს - მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მახარაძეს, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, "ტოიოტა ქამრის" მართავდა, შაქარაშვილის მეგობრის, გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს ედავებოდნენ. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 8 სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახით გირაოს 5 000 ლარის ოდენობით შეფარდებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, სახეზე შესაძლოა, სქესობრივი დანაშაულის ნიშნები ყოფილიყო, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო. გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უკრაინაში ქართველების ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს

ოდესაში ქართველების ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დაჯგუფება გამოძალვისა და ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდში არის მხილებული. როგორც ცნობილია, დაჯგუფებას კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა ხელმძღვანელობდა, რომელიც კრიმინალური საზოგადოებაში ცნობილია როგორც "პუჭურას" ან "ლევან სუხუმსკი". ლევან მირცხულავა ბოლო წლებში უკრაინიდან ორჯერ გააძევეს - 2013 და 2017 წლებში.

გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა

ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. "დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გ წ. შემთხვევიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პოლიტიკოსს ბრალდება ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წაუყენეს. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სამართალდამცველებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში 8 ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში 8 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის დასაწყისში, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა - ბ.ქ.-მ, ი.ჩ.-მ, მ.მ.-მ, ლ.დ.-მ და ი.ა.-მ, ,,კანონიერ ქურდთან“ - ჯ.კ.-სთან შეთანხმებით, ვ.წ.-ს მოუწყვეს ,,ქურდული გარჩევა“ და დააკისრეს თანხის გადახდა. აღნიშნულის შემდგომ, ვ.წ.-მ ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერის - ა.ს.-ს მეშვეობით თავის მხრივ მიმართა ,,კანონიერ ქურდს“ - თ.ქ.-ს. ამ უკანასკნელმა ვ.წ. გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს“ წევრის - რ.პ.-ს მეშვეობით გადასცა ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ლ.დ.-ს. აღნიშნულ საკითხზე შემდგომში ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გადაწყვეტილება განიხილეს ,,კანონიერმა ქურდებმა“ - ჯ.კ.-მ და თ.ქ.-მ., რომლებიც შესაბამის მითითებებს აძლევდნენ ,,ქურდული სამყაროს“ ზემოხსენებულ წევრებს. აღნიშნული ქმედებისთვის, ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს. დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,კანონიერ ქურდობას“. ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-ს, ლ.დ.-ს, ი.ა.-ს და რ.პ.-ს ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ წევრობას, ა.ს.-ს კი სსკ-ის 2234-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას. სასამართლომ ,,კანონიერ ქურდებს“ ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ი.ა.-ს - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ა.ს.-ს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ.დ.-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება რ.პ.-ს, იგი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას მხოლოდ რ.პ.-სა და ლ.დ.-ს ნაწილში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, კახეთში დააკავეს. ინფრორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 მარტს, დ.კ.-მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს ავტომობილიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “ მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.