კულტურა

5 არქიტექტურულად გამორჩეული ქალაქი ევროპაში, სადაც შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ

Europetime წარმოგიდგენთ საინტერესო მასალების ციკლს, სადაც ახლოს გაგაცნობთ ევროპის ქვეყნებსა და ქალაქებს. ამჯერად არჩევანი 5 არქიტექტურულად გამორჩეულ ქალაქზე შევაჩერეთ, სადა მოგზაურობა მატარებლის საშუალებით შეგიძლიათ. მოგზაურობისას სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ნახავთ ევროპის რამდენიმე რკინიგზის სადგურს, რომელთაგანაც ბევრი კულტურული საგანძურია 1. ბარსელონა, ესპანეთი როდესაც მოგზაურობის მოყვარული ადამიანი ბარსელონასა და არქიტექტურაზე დაფიქრდება, აუცილებლად გაახსენდება ორი რამ: მოდერნიზმი და ანტონიო გაუდი. აქ ჩამოთვლილი სხვა ქალაქების უმეტესობის მსგავსად, ბარსელონას ხიბლიც სცილდება საინტერესო არქიტექტურას. სინამდვილეში, ის ალბათ "ევროპის ტოპ 10 რჩეული ქალაქის" სიაშია. ეს არის დინამიური, კრეატიული და არქიტექტურულად დამოუკიდებელი ქალაქი. არ გამოტოვოთ გაუდის გამორჩეული სიზმრების მსგავსი შენობები, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ცნობილი, დაუმთავრებელი „საგრადა ფამილიას ტაძარი“. ბარსელონასკენ მიმავალ გზაზე, რამდენიმე საათით შეჩერდით ქალაქ ჟირონასთან რამდენიმე საათით, რათა დატკბეთ ძველი ქალაქის არქიტექტურით. 2. ვიჩენცა, იტალია რომს აქვს არქიტექტურული სტილი, რომლებიც ათასწლეულებს მოიცავს, მაგრამ, თუ გეზი ევროპისკენ აიღეთ და მოგწონთ პატარა ქალაქების ხიბლი, აუცილებლად მოინახულეთ ვიჩენცა. ვიჩენცას ხშირად უწოდებენ "პალადიოს ქალაქს" ერთი კაცის მნიშვნელოვანი მიღწევის გამო. ანდრეა პალადიო იყო რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი. ის, ალბათ, ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება დასავლურ არქიტექტურაში. მის მიერ აშენებული ულამაზესმა სამოქალაქო შენობებისა და ვილების წყალობით ვიჩენცა საუკუნეების მანძილზე იკავებს ღირსეულ ადგილს არქიტექტურულ რუკაზე. 3. პრაღა, ჩეხეთი მართალია, მოგზაურებს ყოველთვის ხიბლავთ ჩეხეთის პატარა ქალაქების არქიტექტურა, მაგრამ პრაღა ყოველთვის გამორჩეულია. ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს ქალაქს და ის კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ მეორე მსოფლიო ომს შედარებით ნაკლები ზიანით გადაურჩა, ვიდრე ახლომდებარე ქალაქები. აქ მდებარეობს მრავალფეროვანი კარგად შემონახული ნაგებობები. ძველ ქალაქში გასეირნებას ხვდებით, რომ რვა საუკუნის ისტორიასთან გაქვთ შეხება. 4. სტრასბურგი, საფრანგეთი აღმოსავლეთ საფრანგეთში და გერმანიის მახლობლად ულამაზესი ქალაქი სტრასბურგი მდებარეობს. ქალაქის ისტორია ძველია, მაგრამ უკეთ შეიძლება გავიგოთ მისი შენობების შესწავლით. სტრასბურგში მდებარეობს წმინდა სტეფანეს ეკლესიის საძვალე, რომელიც V საუკუნის რომაული ბაზილიკის ნაშთებს ინახავს. სტრასბურგის ისტორიული ცენტრი, გრანდ ილე, არქიტექტურული საგანძურის დიდ ნაწილს ინახავს. გრანდ ილე პირველი ქალაქის ცენტრი იყო, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. ძნელია გამოგრჩეთ სტრასბურგის ბრწყინვალე ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ევროპაში მაღალი გოთური სტილისა. მხოლოდ ერთი წუთით აარიდეთ თვალი ტაძარს და გაისეირნეთ შუა საუკუნეების მერქნით აშენებულ სახლებში, რომლებიც გრან-ილის პატარა საფრანგეთის მიდამოებში მდებარეობს. სტრასბურგის სარკინიგზო ხაზი მატარებლების მთავარი დამაკავშირებელია გერმანიასა და პარიზს შორის. 5. ტოლედო, ესპანეთი ტოლედო შესანიშნავად შემონახული შუა საუკუნეების ქალაქია. არქიტექტურული ნამუშევრები ძირითადად მე -13 და მე -14 საუკუნეებით თარიღდება. ქალაქში თავის დროზე ერთგვარი მექა იყო მხატვრებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლების. ელ გრეკომ თავისი შესანიშნავი ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ ტოლედოში ცხოვრებისას შექმნა მისი შედევრები ავსებს უზარმაზარი საკათედრო ტაძრის საიდუმლოებას. ალკასარის ციხე ესპანეთის ძალების კიდევ ერთი გამორჩეული ნაშთია. აუცილებლად გაატარეთ თუნდაც ერთი ღამე ტოლედოში და ბოლომდე აღიქვით მისი უნიკალური გარემო.

გურამ დოჩანაშვილი 82 წლის გახდა

26 მარტს ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. ის დღეს 82 წლის გახდა. თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის ყველაზე ცნობილია ნაწარმოებებია: ,,სამოსელი პირველი", ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და სხვა. დოჩანაშვილს 2010 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა, ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ასევე, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისათვის „ბრმად ყოფილზე“.

ევროკავშირის პრიზზე თანამედროვე არქიტექტურაში საქართველოდან 8 პროექტია ნომინირებული

ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის პრიზზე საქართველოდან 8 პროექტია ნომინირებული. ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში ყოველ მეორე წელს ტარდება და გამორჩეულ არქიტექტურულ ნამუშევრებს აჯილდოებს ევროპის მასშტაბით. პრიზი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება ხარისხიანი არქიტექტურისა და მის მიერ მოქალაქეთა კეთილდღეობასა და ევროპული ქალაქების/სოფლების მდგრად განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ. იხილეთ საქართველოდან ნომინირებული პროექტების ფოტოები:

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: პანდემიის მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაინც ჩატარდება

პანდემიის მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაინც ჩატარდება, ინფორმაციას Japan Times-ი ავრცელებს. ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ თამაშების ორგანიზატორთა კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ განაცხადა. "მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ვირუსის თვალსაზრისით, ოლიმპიური თამაშები მაინც გაიმართება",- განაცხადა მორიმ. ორგანიზატორები და მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება. იაპონია განსაკუთრებულად მაღალი ინფიცირების მაჩვენებელს ებრძვის. ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა ოსაკას, ჰიოგოს, კიოტოს, აიტის, გიფუს, ფუკუოკასა და ტოტიგის პრეფექტურებში 7 თებერვლამდე იქნება ძალაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მოელის, რომ ტოკიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაახლოებით 6 ათასი სპორტმენი მიიღებს მონაწილეობას. თავდაპირველი გეგმით, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეობა უნდა მიეღო დაახლოებით 200 ქვეყნის 11 000 სპორტსმენს და დელეგაციების სხვა წევრებს, მაგრამ კორონავირუსის გამო, ცერემონიის მასშტაბების შემცირება გადაწყდა. „სპორტსმენთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თამაშებზე მუშაობის გასამარტივებლად, აუცილებლად მივიჩნევთ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების მონაწილეთა რაოდენობის გადახედვას, ასევე იმას, აღლუმის მონაწილეები რა გზით შევლენ სტადიონზე," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.

იტალიის უმეტეს რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება

იტალიის უმეტეს რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება, ინფორმაციას სააგენტო Wanted In Rome-ი ავრცელებს. იტალიის ყველა რეგიონი, ხუთის გარდა, „ყვითელ“ ზონად გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში მუშაობას განაახლებენ ბარები და რესტორნები და შემსუბუქდება მგზავრობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია და ბოლცანო "ნარინჯისფერი ზონაშია", მათ ახალი შემსუბუქებული ზომები არ ეხებათ. ამ ეტაპზე ქვეყანას არც ერთი "წითელი ზონა" (მაღალი რისკი) არ აქვს.

The Courier: გავრცელდა ფილმის ტრეილერი, სადაც მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს

Lionsgate-მა გამოაქვეყნა, The Courier-ის ოფიციალური ტრეილერი, სადაც მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენდედიქტ ქამბერბეჩი და ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობენ. ფილმი დაფუძნებულია ბრიტანელი ბიზნესმენის გრევილ ვინის შესახებ გადაღებულ ნამდვილ ამბავზე. მერაბ ნინიძე ფილმში, ოლეგ პენკოვსკის, საბჭოთა კავშირის ოფიცრის როლი შეასრულა. ფილმის პრემიერა 18 თებერვალს გაიმართება.

ოსკაროსანი მსახიობი სისელი ტაისონი გარდაიცვალა

სისელი ტაისონი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ყოფილი მოდელისა და მსახიობის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. სესილი ტაისონს 1974 წელს, ორი EMMY-ს ჯილდო აქვს მოპოვებული. ის პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც წინა საუკუნის 60-იან წლებში, სატელევიზიო სერიალში მთავარი პერსონაჟის როლი მოირგო. 2016 წელს, მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცეს.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ივლისში გაიმართება

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ივლისში გაიმართება. ფესტივალი 11-22 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 6-17 ივლისს ჩატარდება. 2020 წელს ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართავს

ტურიზმის სექტორმა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებითა და ღია წერილით მიმართა. ღია წერილს ხელი მოაწერა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციამ; საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციამ; საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციამ; სატრანსპორტო კომპანიებმა და ტუროპერატორებმა,ისინი აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას მთავრობას ორშაბათს გაუგზავნიან. ტურიზმის სექტორის რეკომენდაციები 5 პუნქტად არის მოცემული: 1. ზამთრის კურორტების გახსნა პირველი თებერვლიდან (მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კორონავირუსის პრევენციული რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა) 2. საზღვრების გახსნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო – შემდეგი რეგულაციებით: ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორების ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ა1) ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს ა2) PCR ტესტს, გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა ა3) წარმოადგენს საბუთს რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის აქვს კორონავირუსი გადატანილი (უახლოესი 6 თვის მანძილი) ბ) ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია,საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი. (ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას) გ) საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის) შესაბამისად ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით, ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით, ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი. დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან, სადაც უკვე დაწყებულია ვაქცინაცია, ასევე გაკონტროლდეს ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფი ტესტით საზღვარზევე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყანაში ეპიდ სიტუაციის დამძიმებას 3. სასწრაფოდ შემუშავდეს Covid დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, ასევე მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კორონავირუსი. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით. 4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით. 5. უახლოეს მომავალში აუცილებლად შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნესინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეა წულუკიანი: ომბუდსმენმა პატიმართა ნდობა დაკარგა, რადგან მათთან დაკავშირებული კანონპროექტებით არ ინტერესდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებებს პასუხობს. წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრების ნდობას არ იწვევს, რადგან ომბუდსმენი პატიმრებთან დაკავშირებული კანონპროექტებით არ ინტერესდება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მინისტრობის პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს მონიტორინგთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ და არც ახლა ექმნებათ რაზეც პენიტენციურმა სამსახურმა უკვე უპასუხა. „სახალხო დამცველს შევახსენებ, რომ მრავალი თვეა, იუსტიციის მინისტრი აღარ ვარ, ასევე, არ ვარ იმ რომელიმე საპარლამენტო კომიტეტში, რომელიც თეორიულად შეიძლება განვიხილოთ, რომ არის პენიტენციური სისტემისთვის დარგობრივი კომიტეტი. სახალხო დამცველს მოვუწოდებ, მუდმივად ჩემზე ფიქრის ნაცვლად, პატიმრებსა და მათში საკუთარ გამოფიტულ ნდობაზე იფიქროს”, -აცხადებს თეა წულუკიანი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც ის იუსტიციის მინისტრი იყო ხედავდა რომ პატიმრებში სახალხო დამცველის მიმართ ნდობის ხარისხი, ძალიან სწრაფი ტემპით უარესდებოდა, სახალხო დამცველი კი პროცესის შესაჩერებლად არაფერს აკეთებდა. „ახლახან საჯარო შენიშვნაც მივეცი და მას მოვუწოდე, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის განხილვის პროცესში ჩართულიყო, მაგრამ ჩემი ხმა დარჩა, როგორც „მღაღადებელი უდაბნოსა შინა“. პატიმარი სახალხო დამცველს ბუნებრივად თავის მოკავშირედ მოიაზრებს და როცა ის ამ მოკავშირეობაზე უარს ეუბნება, როცა პატიმრები ხედავენ, რომ „ამნისტიის კანონი“ მას არ ეხება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნდობის ეროზიას. დღეს დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც თუ კანონად იქცევა, დიდწილად პატიმრების უფლებებსაც ეხება. ამიტომ, სახალხო დამცველის ადგილას რომ ვიყო, ამ იდეას ავიტაცებდი, ვიმუშავებდი მიხეილ სარჯველაძესთან და ჩემთან, ვინც ამ ცვლილებების ავტორები ვართ და დავიცავდი პატიმრების ინტერესებს კანონპროექტის განხილვისას, მაგრამ ეს არ ხდება. არც მას და არც ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასაც საჯარო სივრცეში ვამბობთ, მედიის დამსახურებით, ამას საკანში პატიმრები ისმენენ. როცა პატიმარი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს არ აინტერესებს ამნისტია, როცა ეს პატიმარს აინტერესებს, ასევე, როცა პატიმარი ისმენს, რომ სახალხო დამცველს ალბათ, ის კანონპროექტი არ დააინტერესებს, რომელიც დღეს დავაინიცირეთ, მათ ეს უკვირთ. “, – განაცხადა წულუკიანმა. საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას. ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული პატიმრები, პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციის და ციხის ე.წ "მაყურებლების" მიერ არიან მართული. ლომჯარიას თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი უკვე საფრთხის შემცველი გახდა "ვფიქრობთ ეს თავდასხმები გამოწვეულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყენებული ანგარიშით, სადაც საუბარია იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში "მოჩვენებითი სიმშვიდე" ციხის "მაყურებლების" დახმარებით მიიღწევა. აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან. რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა", - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

„მარტო სახლშის“ მოყვარულებმა ონლაინპეტიცია შექმნეს, რომელშიც ფილმიდან დონალდ ტრამპის ჯო ბაიდენით „ჩანაცვლებას“ ითხოვენ

სოციალური ქსელები რამდენიმე დღეა, რაც გადატვირთულია ფილმის „მარტო სახლში“ მოყვარულების მხრიდან სცენების გამეორებით. ამის მიზეზი გახდა მოთხოვნა, რომ „მარტო სახლში 2“-ის სცენიდან დონალდ ტრამპი, რამდენიმეწამიანი მონაკვეთიდან ამოიჭრას. „მარტო სახლშის“ მოყვარულებმა ონლაინპეტიცია შექმნეს, რომელშიც ფილმიდან დონალდ ტრამპის ჯო ბაიდენით ჩანაცვლებას ითხოვენ. მსახიობი გულშემატკივრების იდეებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

ჯორჯ ორუელის „1984“-ის მიხედვით მინი სერიალს გადაიღებენ

ჯორჯ ორუელის პოპულური ნაწარმოები „1984“-ის მიხედვით მინი სერიალს გადაიღებენ. ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს. ცნობილი ნოველისტის ნაშრომს ეკრანზე ABC Studio-ს ყოფილი ხელმძღვანელი- პოლ ლი წარადგენს, რომელმაც დამოუკიდებელი სტუდია შექმნა და ინგილისელი ნოველისტის ნაწარმოებზეც ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, 100 წუთიან თეატრალური დადგმას, ხუთსერიან მინი სერიალად ახლადშექმნილი სტუდია Wiip-ი გამოუშვებს. ორუელის 1947 წლის, სამეცნიერო ფანტასტიკის რომანის მიხედვით შექმნილი სცენარი საზოგადოებამ პირველად ნოტინჰემის თეატრში 2013 წელს ნახა, ამის შემდეგ კი ვესტ – ენდზე, სადაც ის სამჯერ დაიდგა. 2017 წელს ბროდვეიზე,ჰადსონის თეატრში მთავარ როლებს ოლივია უაილდი და ტომ სტარიჯი, ასრულებდნენ.

ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძური Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა

"ზუგდიდის დადიანების სასახლეების საგანძური Google-ის კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე განთავსდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი Facebook-ზე წერს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამიერიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Google-ის ტექნოლოგიების საშუალებით, დეტალურად დაათვალიეროს დადიანების სასახლეებში დაცული საგანძური. „ამიერიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Google-ის ტექნოლოგიების საშუალებით, დეტალურად დაათვალიეროს დადიანების სასახლეებში დაცული საგანძური. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და მეტ ტურისტს გაუღვივებს სურვილს ესტუმროს ზუგდიდს, ქალაქს სადაც ეს საოცარი სასახლე მდებარეობს. მადლობა ამ პროექტის განხორციელებისთვის გიორგი კალანდიას და ლილი ბერაიას, სწორედ ქალბატონი ლილის დაუღალავი მუშაობის და ბატონი გიორგის ხელშეწყობის დამსახურებაა ჩვენი მუზეუმის მიღწეული წარმატებები. მიჰყევით ბმულს და დაათვალიერეთ ჩვენი საგანძური“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.

ელისო ბოლქვაძე: სკოლებში მუსიკალური აღზრდა უნდა შემოვიდეს. ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი

"სკოლებში მუსიკალური აღზრდა უნდა შემოვიდეს. ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. მისი თქმით, საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა, ამიტომ ფიზიკური აღზრდის დამკვიდრებასთან ერთად, სკოლებში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. "მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა და როგორც ამბობდნენ კოლეგები, სწორედ ფიზკულტურა, ფიზიკური აღზრდა უნდა მოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. პროფესიონალურად შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება იყოს ცუდი ადამიანი მომავალში", – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

80 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. გოგი ქავთარაძემ 1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1958-1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს. ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1963-1969 და 1972-1976 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972- ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976-1982 - ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 - სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება“. გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში, მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა. რუსლან მიქაბერიძე საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო. სხვადასხვა წლებში, მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში მუშაობდა. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. მას ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული.

„ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა

ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა. როგორც ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ონლაინ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, "ვეფხისტყაოსნის" ჰინდურ ენაზე თარგმნის და გამოცემის იდეა დიდი ხანია აქვს და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო. „2016 წელს, როდესაც ინდოეთში პირველად ჩამოვედი დიპლომატიური მისიით, რათა წარმედგინა ჩემი ქვეყანა - საქართველო, მომეცა ფანტასტიური შესაძლებლობა უკეთ გავცნობოდი ინდურ კულტურას, რომელმაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს გულებში. უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, საქართველო და ინდოეთი ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდურ ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი, "ვეფხისტყაოსანი“, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი. ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებული პროექტის შექმნაში", - განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ონლაინპრეზენტაციაზე.

ჯო ბაიდენი წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, საპატიო ჯილდოს მიღებას ტვიტერზე გამოეხმარუა. „მოხარული ვარ რომ კამალა ჰარისსთან ერთად წლის ადამიანად დამასახელეს, სასიამოვნოა ,რომ ამ სიაში მოვხვდი ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად. წინა ხაზზე მომუშავე პერსონალიდან დაწყებული, რასობრივი სამართლის ორგანიზაციებით დამთავრებული , ამერიკელები მომავალ წელს ხვდებიან სიძლიერით, სიმტკიცითა და ნათელი მომავლის მტკიცე რწმენით.“, წერს ბაიდენი Twitter-ზე.

ჰარისონ ფორდი Indiana Jones-ის როლს კიდევ ერთხელ მოირგებს

ჰარისონ ფორდი Disney-სთვის, Indiana Jones-ს ლეგენდარულ როლს კიდევ ერთხელ განასახიერებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰარისონ ფორდის თქმით, ის სარეჟისორო ჯფუფთან ერთად,ახალ სცენარზე მუშაობს. „მხოლოდ ერთადერთი ინდიანა ჯონსი არსებობს,ეს ჰარისონ ფორდია“- განაცხადა 78 წლის ამერიკელმა ვარსკლავმა. სათავგადასავლო ფილმის მეხუთე ნაწილზე Disney დიდი ხანია მუშაობს, კომპანიამ ფილმის სცენარისტი რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა გამოშვების თარიღზე ყველაზე მეტად მაინც კორონავირუსის პანდემიამ იმოქმედა. ფილმის ახალი ნაწილი 2022 წელს გამოვა, მისი რეჟისორი კი ჯეიმს მენგოლდი იქნებ

"და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა

"ორი კაცის საიდუმლო, მძაფრი რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც ქართული ცეკვის ულტრა კონსერვატიულ სამყაროში ვითარდება", – ასეთი სიტყვებით აფასებს ფილმს გამოცემა The Guardian-ი, რომელმაც "და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ფილმმა 26-ე ადგილი დაიკავა. შვედურ-ქართულ-ფრანგული დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმია. შვედეთის კინოაკადემიამ "და ჩვენ ვიცეკვეთ" საუკეთესო ფილმად დაასახელა და ქვეყნის სახელით 2019 წელს ოსკარზე გაიგზავნა, თუმცა საბოლოო ნომინანტებში ვერ მოხვდა.