ახალი ამბები

როგორია ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

ნიუ-ჰოსპიტალის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად, კლინიკაში შეყვანილი მოზარდის ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილირად მძიმეა.  „პაციენტი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალის“ განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართილებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, ხლოვნურ სუნთქვაზე, გონება და დაბინდულია“, - აცხადებს ექიმი დავით ცაბაძე.  ექიმის ინფორმაციით, გართულებებისთვის კრიტიკული 72 საათია. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სომხეთის ეროვნულმა უშიშროების სამსახურმა, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმების მიზნით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  მედიამ, რუსეთის ФСБ-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების დროს გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამალული სატვირთო მანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა.  რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე საერთაშორისო ტერორიზმისადმი დახმარების სავარაუდო ფაქტზე აღიძრა. საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდება დაკითხვები და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ალექსანდრე დარახველიძე: როგორც ტრანზიტული, ასევე, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში, საბაჟო კონტროლს გადის. საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა 12 ოქტომბერს, რუსეთის ФСБ -მ ყირიმის ხიდზე აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 8 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორისაა სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჯანიანი. რუსეთის ფედერაციის ცნობით, აფეთქება უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა მოაწყო, რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქის დახმარებით. ყველა მათგანი დაკავებულია. ФСБ-ს ცნობითვე, სატვირთო მანქანა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტერიტორიიდან შევიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთის ბრალდებები, რომ გასულ კვირას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, უარყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს  

რუსეთის ტყვეობიდან 20 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა პატიმრების მორიგი გაცვლის შესახებ განაცხადა. ტყვეთა გაცვლის შედეგადაც უკრაინამ 20 სამხედრო დააბრუნა.  ანდრეი ერმაკის თქმით, შესაძლებელი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 14 ჯარისკაცის, ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ძალების სამხედროების დაბრუნება. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ძალებმა ოლენივკაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. გათავისუფლებულებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.  

ნინო ლომჯარია: თავზარდამცემია, რომ იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე

აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ბავშვებს, რომლებიც ამჟამადაც იღებენ სამედიცინო დახმარებას. შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება. წარმოუდგენელია, რომ ბავშვები მსგავსი ტრაგედიის მსხვერპლნი ხდებიან.  აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მძიმე დროს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განცხადებები, გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გაზიარებული იყოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ლომჯარიამ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

რუსეთს ერთ თვეში, ნავთობის რეალიზაციიდან შემოსავალი $3,2 მილიარდით შეუმცირდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით 17,3%-ით, ანუ $3,2 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. გამმოცემა წერს, რომ რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში $15,3 მილიარდამდე შემცირდა, რაც მთელი 2022 წლისთვის ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. ამის მიზეზი იყო აგვისტოსთან შედარებიტ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დღეში 390 000 ბარელით შემცირება.   ზოგადად, IEA-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნების წილი რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში 50-დან 35%-მდე დაეცა.  

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი: შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული

შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი, - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა „შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა",- განაცხადა გიგაშვილმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0118 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6970 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7057ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება, მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს

ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების მეთაურმა ვლადიმერ სალდომ მოსკოვს, ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაციაში დახმარება სთხოვა.  ვლადიმერ სალდო, ხერსონის მოსახლეობის ევაკუაციას ყირიმში, კრასნოდარის მხარესა და სხვა რეგიონებში ითხოვს. „წაიყვანეთ თქვენი შვილები და წადით. მივმართავთ ქვეყნის ხელმძღვანელობას, მინდა გთხოვოთ დახმარება მსგავსი სამუშაოების ორგანიზებაში", - აცხადებს  სალდო. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან ხერსონს, ნოვა კახოვკას, ჰოლა პრისტანს და ჩერნობაევკას. მანამდე, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონის პრორუსულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხესონში უკრაინის ჯარების შესვლა გარდაუვალია.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, - ამ საკითხთან დაკავშირებით დებატების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა. Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეის 100 დეპუტატიდან ,99-მა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, ერთმა კი, თავი შეიკავა. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტში შესწორებას, რომელშიც ნათქვამია: „გამოცხადდეს რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად“. უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 700 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად, ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას. 1949 წლიდან დღემდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, PACE, რომელსაც ხშირად ევროპის საბჭოს გამწევ ძალას უწოდებენ, ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ინიციატივების ავტორია (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია). ამ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულოა ევროპის საბჭოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების ინიცირებისთვის. ის ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებსა და ადამიანის უფლებათა კომისარს, აგრეთვე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს და თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს. კონკრეტული შედეგები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები -რეკომენდაციები, რეზოლუციები და მოსაზრებები - სახელმძღვანელოს ფუნქციას ასრულებს მინისტრთა კომიტეტისთვის, ეროვნული მთავრობების, პარლამენტებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის.

შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლექსანდრ კორნიენკოს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. შეხვედრა გაიმართა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.  

გიორგი ამილახვარი: ბოდიში მინდა მოვიხადო! ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა

ბოდიში მინდა მოვიხადო! ამ ფაქტთან, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ჩემდა სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, რა ინფორმაციაც მქონდა, თუ არ მქონდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ბოდიშს ვიხდი, - „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა. გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე: არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე "ბოდიში მინდა მოვიხადო! პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოვუხადო გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. ჩემთვის ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე სრულიად მიუღებელია. სრულიად გაუთვითცნობიერებლად გავეცი კითხვას პასუხი. ამ ფაქტთან, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ჩემდა სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მიუხედავად ყველაფრისა რა ინფორმაცია მქონდა, თუ არ მქონდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ბოდიშს ვიხდი", - განაცხადა ამილახვარმა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა მიმდინარეობს

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გარკვეულ პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს.  მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ამასთან, შს სამინისტროს წარმომადგენლები კონკრეტულად ვისი გამოკითხვა მიმდინარეობს, ინფორმაციას არ ავრცელებენ. შეგახსენებთ, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

NATO-ს 14 წევრი ქვეყანა და ფინეთი „ევროპის ცის ფარის ინიციატივას“ აამოქმედებენ

NATO-ს 14 მოკავშირის თავდაცვის მინისტრები და ფინეთი ევროპის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მოკავშირეები შეიმუშავებენ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას სახელწოდებით - „ევროპული ცის ფარის ინიციატივა“ ქმნიან. მისი მიზანია, გააძლიეროს ალიანსის უნარი, დაიცვას თავისი წევრები, იტყობინება ორგანიზაცია. „ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო გადამწყვეტია, რადგან ჩვენ მოწმენი ვართ რუსეთის მიერ უკრაინაში დაუნდობელი და განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ. გერმანიის ხელმძღვანელობით ამოქმედებული ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას, ევროპული ქვეყნების მიერ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისა და რაკეტების ერთობლივი შეძენის გზით. ეს გააძლიერებს NATO-ს ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას. NATO-ს 14 ქვეყანას შორის არიან: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი, გაერთიანებული სამეფო. ფინეთი NATO-ს წევრობის მოლოდინშია. მისი განაცხადი წევრი ქვეყნების მიერ რატიფიცირების ეტაპზეა.  

ესტონეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ზამთრის აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. კაია კალასის განმარტებით, ესტონეთი კიევისთვის დახმარების მიწოდებას აჩქარებს.  ლოიდ ოსტინი: უკრაინა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს „მოდით, ყველამ დავაჩქაროთ ჩვენი დახმარება, რათა უკრაინელებმა გაათავისუფლონ თავიანთი ტერიტორიები. ეს არის მშვიდობის გზა", - განაცხადა კალასმა. იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.  

NATO ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში წარმომადგენლობას აორმაგებს

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე რუსეთის სავარაუდო დივერსიამ, რეგიონში დასავლეთის საზღვაო ძალების გაზრდა გამოიწვია. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, Nord Stream-ზე დივერსია დაადასტურა დასავლეთის ქვეყნებმა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში თავიანთი სამხედრო ყოფნა გააძლიერეს. ეს პასუხია რუსეთის მხრიდან სავარაუდო დივერსიაზე, რომელიც წყალქვეშა გაზსადენებზე მოხდა. NATO-ს მაღალჩინოსნებმა მოსკოვს ახალი გაფრთხილებები გაუგზავნეს ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების შესახებ, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მკვეთრად გაზრდის ბოლო ნიშანია.  მოკავშირე ქვეყნებმა ასევე გააფართოვეს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყალქვეშა და ფრენების მონიტორინგი წყალქვეშა პატრულით და ფრენებით საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებიდან. Nord Stream 1 და 2 გაზსადენებით, დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიასა და დანარჩენ ევროპას მიეწოდება. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო დივერსია ემთხვევა რუსეთის გეგმას, გაყინოს ევროპის ნავთობისა და გაზის მარაგები ზამთრის წინ, რათა შეასუსტოს დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს, 10 ოქტომბერს გააფრთხილა რუსეთი. „ჩვენ განვიხილავთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. NATO ამაზე მრავალი წელია, მუშაობს. Nord Stream-ის გაზსადენებზე დივერსიის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი მზადყოფნა. ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ყოფნა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში 30-ზე მეტი ხომალდით. მხარს ვუჭერთ საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს და წყალქვეშა შესაძლებლობებს. ეს ძალისხმევა მჭიდროდ კოორდინირებულია NATO-ს საზღვაო სარდლობის მიერ. მოკავშირეები ასევე ზრდიან უსაფრთხოებას ძირითადი ინსტალაციების გარშემო. აძლიერებენ დაზვერვას. „ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოჰყვება ერთიანი და გადამწყვეტი პასუხი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამერიკის ელჩის თქმით, ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უნდა დაეთმოს

ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უნდა დაეთმოს, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებნს განუცხადა. შეკითხვა ეხებოდა „ხალხის ძალის“ განცხადებას აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ. „ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ და ძალიან გამჭვირვალედ ვსაუბრობთ და ჩანს თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი დახმარება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო საქართველოს ხელისუფლებაში, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვეხმარებოდით და ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა, განვითარდეს ეკონომიკა, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ვეხმარებოდით განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით და, რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. საქართველო იყო საკმაოდ განვითარებული ინსტიტუტების მქონე ქვეყანა ჯერ კიდევ 1918 წელს, ასი წლის წინ, ვიდრე რუსეთი მას დაიპყრობდა. საქართველო იყო ძალიან პროგრესული, თუნდაც ინსტიტუტების კუთხით და დღეს ეს საქმიანობა გრძელდება და უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ამ ინსტიტუტების მშენებლობაში არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ უმრავლესობას სურს ეს, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, გაწევრიანდეს NATO-ში და ეს მისწრაფებებიც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი. ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რადგან მიიღწეს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ კუთხით. მას აქვს ასოცირების ხელშეკრულება, აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა ესეც, რაც არის ახალი მიზანი, ეს არის სრულიად მიღწევადი თუ საქართველოს ლიდერების ყურადღების 100 პროცენტი მიმართული იქნება აქეთკენ. სწორედ ამაში ეხმარება აშშ საქართველოს, რომ მიაღწიოს ამ მიზნებს, რაც გახლავთ მთლიანად ქართველი მოსახლეობის სურვილი“, - განაცხადა კელი დეგნანმა. აშშ-ის ელჩისგან ვერ მივიღეთ პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ. ეს განცხადება ანტიამერიკული განცხადებებით გამორჩეულმა „ხალხის ძალამ“ ორი დღის წინ გაავრცელა.

მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, 13 წლის გოგო კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს, თუმცა რეანიმაციული ჩარევის მიუხედავად, მდგომარეობის დასტაბილება ვერ მოხერხდა.  ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა „კლინიკაში ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით შემოიყვანეს. მოხდა პირველი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურება და თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. რაც შეეხება გოგოს, 13 წლის შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა.   Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ, ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლის მიზნით, სოციალური ქსელის - „FACEBOOK“-ის ერთ-ერთ ჯგუფში მოიძია ვინმე „ნინოს“ საკონტაქტო ნომერი, რომელიც თითქოსდა მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა. "დაზარალებული დაუკავშირდა ხსენებულ პირს, რომელმაც განუცხადა, რომ ის და მისი შვილი იმყოფებოდნენ აშშ-ში და მექსიკამდე სპეციალური ტურისტული მოწვევების გამოყენებით, ხოლო შემდგომ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ, სანაცვლოდ კი წინასწარ, ესპანეთში გახსნილ საბანკო ანგარიშზე 1 500 ევროს გადარიცხვა, ხოლო ბილეთების თანხის - 52 940 ლარის - უკრაინაში გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვა ან საქართველოში მცხოვრები მათი ნათესავისთვის გადაცემა მოითხოვეს. 2022 წლის 6 აპრილს, დაზარალებულმა 1500 ევრო გადარიცხა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიწოდებულ ანგარიშის ნომერზე, ხოლო დარჩენილი თანხა - 52 940 ლარის ოდენობით, საკუთარ სახლში გადასცა გამოგონილი სახელით და გვარით გაცნობილ ზემოაღნიშნულ ბრალდებულს, რომელმაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ოჯახთან ერთად უპრობლემოდ შეძლებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას, ვინაიდან ე.წ. დედა-შვილის მეშვეობით, თითქოსდა არაერთი მოქალაქე უკვე იმყოფებოდა ამერიკაში. ამდენად, ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 58 000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ამ უკანასკნელთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყველას, მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რა იწვევს უძრავი ქონების „ოკუპაციის“ რისკებსა და პიკურ ფასებს ბინების გაქირავების ბაზარზე

უძრავი ქონების ბაზარზე, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების ფასები ზრდას განაგრძობს. ექსპერტების შეფასებით, ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებლებია მიგრაცია, გაცვლითი კურსი და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა. უძრავი ქონების ექსპერტების პროგნოზით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, ქირის ფასი, საშუალოვადიან პერსპექტივაში შესწორდება, რადგან ეს ხელოვნური ფაქტორებითაა გამოწვეული. რა ვითარებაა დღეს უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, რატომ იზრდება ფასები და ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ამ თემაზე Europetime საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარესა და კომპანია Noble Real Estate-ს ხელმძღვანელ ვაჟა მებაღიშვილს ესაუბრა.  ET: უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე ფასები იზრდება. რა არის მიზეზი? ჩვენი კომპანია უშუალოდ მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებზე და დიპლომატიურ კორპუსზე. ამ სეგმენტზე ვაქირავებთ ბინებს. დიპლომატების როტაციების პერიოდი დაემთხვა საქართველოში მიგრანტების აქტიურ შემოსვლას, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო და სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. შესაბამისად ბიუჯეტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს ბინების დასაქირავებლად ჰქონდათ დამტკიცებული, არსებულ რეალობას ასცდა, რადგან ბინების გაქირავების ფასები ძალიან სწრაფად გაიზარდა. ამ ბიუჯეტით ჩვენც  უძრავი ქონების იჯარის კუთხით, გაზრდილ ფასებსა და ბაზარზე გაჩენილ დეფიციტს შევაჯახეთ. ახლა ვითარება ასეთია: ფასები აწეულია და ბინები არის ლიმიტირებული. პრემიუმ ხაზის ქონებაზე, რუსეთ-უკრაინის ომამდეც გვქონდა კრიზისი მოთხოვნის კუთხით. ეს სეგმენტი ისედაც ლიმიტირებული იყო და შეცვლილმა ვითარებამ, კიდევ უფრო გაამწვავა საერთო სურათი. ET: რამდენად ადეკვატურია უძრავი ქონების გაქირავების ფასები შემოთავაზებულ ხარისხთან მიმართებით? ფასები საკმაოდ აცდენილია რეალობას, რადგან ფასის ზრდა მოხდა ნახტომისებურად და ეს არ შეიძლება იყოს ადეკვატური. ფასები სცდება იმ რეალობას, რაც შემოთავაზებაც არის უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე, მაგრამ ამ რეალობის წინაშე დავდექით. ცოტა რთულია ამაზე საუბარი... გასაგებია, რომ ფასები რეალობას ასცდა, მაგრამ ასეთი რეალობა გვაქვს. ET: როგორ არის შესაძლებელი ვითარების დასტაბილურება, მაშინ, როცა ფასები ხარისხთან შესაბამისი არ არის? ფასების დასტაბილურების რეცეპტი არ არსებობს და ამაზე ვერავინ ილაპარაკებს, მაგრამ როგორც კი ბინების დამქირავებლების მხრიდან მოთხოვნა შემცირდება, ფასები თანდათან დასტაბილურდება. უძრავი ქონების გაქირევებაზე ფასების ნახტომისებური ზრდა პირველად თებერვალში დაფიქსირდა, შემდეგ ფასები, მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა. რაც დღეს ხდება, არის თებერვლის ტრენდის შედეგები და მაშინ რა მოცემულობაც მივიღეთ უძრავი ქონების გაქირავებაზე ფასების კუთხით, იგივე ადგილზე ვართ. ET: რა ცვლილებები უნდა მოხდეს უძრავი ქონების ბაზარზე, რომ ფასი ხარისხის შესაბამისი იყოს? ჩვენი ასოციაციის წევრები არიან ევროპის უძრავი ქონების ასოციაცია, აშშ-ის რეალთორთა ასოციაცია და ამ ქვეყნების ბაზრებზეც მსგავსი ვითარებაა. ანუ სადაც გაიზარდა მოთხოვნა უძრავი ქონების დაქირავებაზე, ფასი იზრდება და ამის „მაშველი მექანიზმი“ არ არსებობს. ერთის მხრივ კარგია, როცა ფასები იზრდება, თუმცა თქვენც აღნიშნეთ, რომ ფასი შესაბამისი უნდა იყოს ხარისხთან და მოთხოვნასთან. ამან გამოიწვია, სწორედ, ის რომ რიგმა ორგანიზაციებმა ბიუჯეტს გადახედეს, რადგან უძრავი ქონების გაქირავების ფასები თბილისში იმდენად ასცდა რეალობას, რომ ადამიანების ნაწილი სასტუმროებში გადავიდა. მათ მოუწიათ გაქირავების ფასების გადახედვა, ლოდინი და ბიუჯეტების კორექტირება. ET: როგორ ფიქრობთ, უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, ხომ არ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაცია, რადგან დიდ ქალაქებში, ფასების ნახტომისებური ზრდის გამო, ბინის საქართველოს მოქალაქეებმა დაქირავება ვერ შეძლეს? ჩვენ არ ვმუშაობთ დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, თუმცა სტუდენტები საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. დისკრიმინირებული არიან ადგილობრივები, ეს საკმაოდ ცუდი ფაქტია. კარგია აქცენტების გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციებზე, უცხოელებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველი მომხმარებელი, რადგან ახალგაზრდები, რომლებიც ჩამოვიდნენ დედაქალაქში სასწავლებლად, ნამდვილად დისკრიმინირებულები არიან. ET: რაშია გამოსავალი და რა ტენდენციაა სხვა ქვეყნების ბაზრებზე? ვერავის ვერ ვაიძულებთ, რომ უძრავი ქონების გაქირავების ფასი დასწიოს. ცნობილი გამოთქმაა, რომ ბაზარი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე არეგულირებს საკუთარ თავს და ფასებს. იმედი მაქვს, რომ მალე ვითარება შეიცვლება და გაქირავების ბაზარზე ადეკვატურ ფასებს მივიღებთ. იმის მექანიზმი, რომ სახელმწიფომ შემოიღოს შეზღუდვა ფასზე, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მესაკუთრეები არიან საკუთარი ქონების მფლობელები და იმ ფასს ადებენ რაც უნდათ. ეს საკმაოდ მანკიერი პრაქტიკაა, რაც ახლა ჩვენს რეალობაში შეიქმნა და ძალიან არასახარბიელოა, მაგრამ უძრავი ქონების გამქირავებლები სარგებლობენ ამ ვითარებით. ET: რაც შეეხება რისკებს, უძრავ ქონებაზე გაქირავების არაადეკვატურად მაღალი ფასების არსებობის დროს, შესაძლოა, დამქირავებელმა თანხა ვერ გადაიხადოს. ეს რისკი როგორ უნდა განეიტრალდეს?  სახელმწიფოც და მოქალაქეებიც უფრო მეტად მაზე უნდა საუბრობდნენ. სეპი არის „ევროპის უძრავი ქონების ასოციაცია“, სექტემბრის დასაწყისში მათ ჩაატარეს სპეციალური სესია, „სკვოტინგთან“ დაკავშირებით. ეს ტერმინი გულისხმობს უძრავი ქონების „ოკუპაციას“. აქედან გამომდინარე, როდესაც შემოდიან დამქირავებლები და რაღაც ვადით იჯარით იღებენ საკუთრებას და შემდეგ არ გადიან, ამას ეწოდება „სკვოტინგი“. ეს პრობლემა შეიქმნა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და მოსალოდნელია, რომ მეტ სიმძაფრეს შეიძენს, არამედ იტალიაში და ესპანეთშიც. ევროპის უძრავი ქონების ასოციაციის ეს სესიაც ამ პრობლემას ეძღვნებოდა. ასოციაციის წევრები ითხოვდნენ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რათა მარტივად მოხდეს დამქირავებლის ბინიდან გაყვანა, თუ ის, არ იხდის საიჯარო ქირას და არ ტოვებს უძრავ ქონებას. ET: ამ პრობლემამ საქართველოს უძრავი ქონების გაქირავების სეგმენტშიც იჩინა თავი და საუბარია კანონში, საპოლიციო გამოსახლების შესახებ ჩანაწერის აღდგენაზე. ეს პრაქტიკა მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს აიკრძალა, რადგან ხშირი იყო იპოთეკით დატვირთული ქონებიდან ადამიანების გამოძევების ფაქტები და ამან შეფაერხა ეს კანონი. მე მგონია, რომ ამ ვითარებაში საპოლიციო გამოსახლების კანონი აღსადგენია და ეს მექანიზმი ისევ უნდა ამუშავდეს.   

ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა

ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდების მდგომარეობა მძიმეა.