ახალი ამბები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული ავიაგამანადგურებელი B-1B-ის ტიპის ორ ამერიკულ სტარტეგიულ ბომბდამშენს აედევნა

შავი ზღვის თავზე „სუ-39“-ის ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი B-1B-ის ტიპის ორ ამერიკულ სტარტეგიულ ბომბდამშენს აედევნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რუსულმა გამანადგურებელებმა თვალი მიადევნეს, რომ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს რუსეთის საზღვარი არ დაერღვიათ. ამერიკული ბომბდამშენების უკან მოტრიალების შემდეგ, რუსული თვითმფრინავები ბაზირების აეროდრომზე დაბრუნდნენ', - აღნიშნულია განცხაებში. Reuters-ის ცნობით, შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტი რეგიონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფონზე მოხდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართვეოსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, რუმინეთში გაიმგზავრა. ვიზიტის მთავარი თმა კი შავი ზღვის აკვატორიის უსართხოებაა. ლოიდ ოსტინი: აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად

გოგელიას კლინიკაში 35 მოქალაქეს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად დაახლოებით 35 ადამიანს, სავარაუდოდ C ვიტამინი გაუკეთეს. მოქალაქეებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ აცრისას მოითხოვეს ენახათ ვაქცინის შეფუთვა, რაზეც უარი მიიღეს, რადგან გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინს უკეთებდნენ. დაზარალებულების თქმით, გრიპის საწინააღდეგო ვაქცინით აცრისთვის, კლინიკას 75 ლარი გადაუხადეს. მომხდარზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია. გარდა იმისა, რომ კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა არ ჰქონდა, ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერთიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც მიიღო. გოგე ფაქტის შესწავლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, პრეპარატი რომლის ინექციაც დაახლოებით 35 ადამიანს გაუკეთეს ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ინფექციას სახლში მართავს

აშშ-ის ფედერალურ უწყებას (FDA), მედიკამენტების და სურსათის უსაფრთხოების მაკონტროლებელს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Merck-მა პარტნიორ კომპანია Ridgeback Biotherapeutics-თან ერთად, COVID-19-ის სამკურნალო წამლის, „მოლნუპირავირის“ დამტკიცების თხოვნით 12 ოქტომბერს მიმართა. ოქტომბრის დასაწყისში Merck-მა განაცხადა, რომ წამლის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა წარმატებით დაასრულა და გაირკვა, რომ აბები მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების საფრთხეს დაახლოებით 50%-ით ამცირებს და მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 5-დღიანია. კაფსულის სახით, ეს არის პირველი, პერორალური წამალი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის. FDA-ს მიერ მხარდაჭერილი ყველა სხვა სამკურნალო საშუალება წვეთოვანი გზით მიიღება ან ინექციას მოითხოვს. უფრო მეტი ცნობა პრეპარატის შესახებ, Europetime-მა სხვადასხვა წყაროში მოიძია. ცდები დი­ა­ბე­ტი, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა - ამ კატეგორიაში ცდე­ბმა, რომელშიც 762 აუცრელი პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენეს, რომ აბის მიღების შემდეგ, და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა აღარ იყო სა­ჭი­რო, ხოლო ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა კი 50%-ით შემ­ცირ­და. 14%-მა პროცენტმა პრეპარატის ნაცვლად, პლა­ცე­ბო მიიღო, მათგან 8 გარდაიცვალა, ხოლო არავინ გარდაცვლილა მათ შორის, ვინც კაფსულა მიიღო. გასულ კვირას, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე CDC-ს დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხად, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პრეპარატმა გაიაროს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ფრთხილი შემოწმება და ეს აუცილებელია როგორც ეფექტურობისთვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მწარმოებლები Molnupiravir-ი ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ინოვაციური კომპანიის, Drug Innovation Ventures at Emory (Drive)-ის მიერ, Merck-თან პარტნიოორობით შეიქმნა. FDA-ს მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოლოდინში, Merck-მა უკვე დაიწყო პრეპარატის წარმოება. ასევე წაიკითხეთ: ჯანმომ Covid19-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას მხარი დაუჭირა ინფორმაციისთვს, მონოკლონური ანტისხეულების პრეპერატი მხოლოდ შეზღუდულად გამოიყენება და მათი წარმოება ასევე ძვირია. კომპანია აპირებს, 2021 წლის ბოლოსთვის, 10 მილიონი მკურნალობის კურსისთვის აწარმოოს მედიკამენტი, ხოლო უფრო მეტი კურსის წარმოება იგეგმება 2022 წელს. კომპანია ასევე იმუშავებს წამლების მწარმოებლებთან, რათა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. სპეციალისტების ვარაუდით, თუ ადამიანებს შეეძლებათ სახლში უსაფრთხოდ მკურნალობა, ეს მნიშვნელოვნად გაათავისუფლებს ზეწოლას საავადმყოფოებზე. ღარიბი ქვეყნები კი, რომლებსაც აქვთ სუსტი ჯანდაცვის სისტემა, მიიღებენ უზარმაზარ სარგებელს, თუ შესაძლებელი გახდება, ეპიდემიები სწრაფად აღმოიფხვრას სახლში მკურნალობით. კიდევ რომელი სამკურნალო პრეპარატს ველოდებით? რამდენიმე კომპანია, მათ შორის Pfizer და Roche სწავლობენ მსგავს პრეპარატებს და მოსალოდნელია, რომ სიახლეს შემოგვთავაზებენ უახლოეს კვირებსა და თვეებში. AstraZeneca ასევე ელოდება FDA-ს ნებართვას ხანგრძლივი მოქმედების ანტისხეულების სამკურნალო საშუალებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს დაცვას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ იმუნური სისტემის დარღვევები და ადეკვატურად არ რეაგირებენ ვაქცინაციაზე. საბოლოოდ, ფიქრობენ, რომ COVID19-ის სხვადასხვა თერაპია კომბინირებულად გამოიყენება, რათა კოვიდინფიცირებულები უკეთ დაიცვან ვირუსის ყველაზე უარესი ეფექტებისგან. პანდემიის დაწყებისთანავე, ჯანდაცვის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს დაავადების შესაქმნელად ისეთივე მოსახერხებელი საშუალების შემუშავების აუცილებლობას, მაგალითად, როგორიცაა, ტამიფლუ, გრიპის სამკურნალო საშუალება, რომელიც ამცირებს ავადმყოფობას და ამცირებს სიმპტომების სიმძიმეს. ჯანდაცვის ოფიციალური პირები კვლავ ხაზს უსვამენ, რომ კოვივაქცინები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება, რადგან თავიდან გვაცილებენ ვირუსით ინფიცირებას. ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდი $120 მილიონს გამოყოფს, რათა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს კომპანია Merck-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბებზე დაჩქარებული წვდომა ჰქონდეთ. „როგორც წესი, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს მსგავსი პრეპარატის მიღებისთვის, სულ მცირე, ერთი წელი სჭირდებათ. ამ პანდემიის დასასრულებლად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებებზე. ეს ვალდებულება პერსპექტიულ პრეპარატზე წვდომას გააფართოებს, თუმცა ეს არ არის ამ ისტორიის დასასრული. ჩვენ სხვა დონორებიც გვჭირდება მოქმედებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერი NATO-ს გენერალური მდივნის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კოლომინას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი საქმიანობის პერიოდში NATO-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. საუბარი შეეხო ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და თავდაცვის რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საუბრისას, ყურადღება დაეთმო ნატოს 2022 წლის სამიტს. აღინიშნა, რომ სამიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, სათანადოდ შეფასდეს საქართველოს პროგრესი, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, კერძოდ, ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში და მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდგომ ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება უსაფრთხოების ერთიანი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს მონაწილეობა მოკავშირეების ძალისხმევაში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების შესახებ, რაც ნატოს მთავარ პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარი მექანიზმია და მისი წარმატებით შესრულება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ნატოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და განვითარება, შესაბამისად, საქართველო მზადაა, მოკავშირეებს ფართომასშტაბიანი წვრთნებისთვის მაღალი სტანდარტების გარემო შესთავაზოს. შეხვედრას ნატო-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი სტეფენ ელჰერშმა, საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრნენ.

პრემიერმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ირაკლი ბებუას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა მოლაპარაკებების ბოლო, 54-ე რაუნდზე გადაუდებელ საკითხებზე სამუშაო ქვეჯგუფების შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ხელშესახები შედეგები დადგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დევნილთა დაბრუნების და გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე და ამ პროცესში თანათავმჯდომარეების როლი გადამწყვეტია.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამს და აქტიურად მუშაობს ერთიანი ეროვნული მიდგომის და ყოვლისმომცველი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. პრემიერ-მინისტრი ტოივო კლაარს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა. ხავიერ კოლომინა, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა, უკვე შეხვდა საქართველოს, პრეზიდენტს, პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელებას. შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ალიანსის პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის რეფორმების ეფექტურად განხორციელებას და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფასდაუდებელი წვლილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მისიებში და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ავღანეთიდან მოკავშირეებისთვის ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესის წარმატებით უზრუნველყოფაში. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის ნატოში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ხავიერ კოლომინამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე თავისი წინამორბედი ჯეიმს აპატურაი შეცვალა. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის შედეგებს აფასებს

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ბოლომდე ეფექტური ვერ აღმოჩნდა

"ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ, რომ გითხრათ, დიდი სტიმული მისცა, ასე ნამდვილად არაა",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გასააქტიურებლად სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავენ, რასაც თავისი დრო და ეტაპი აქვს. როგორც გამყრელიძე განმარტავს, მეორე ეტაპია ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის მარათონი, რომლის ეფექტურობასაც დაახლოებით ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან და იმის მიხევდით იქნება სურათი, საჭიროა თუ არა გადასვლა მესამე ნაბიჯზე. „მარათონი 18 ოქტომბერს დავიწყეთ და პირველ დღეს 4 სოფელში, დაახლოებით 101 ადამიანი აიცრა. შემდეგ დაემატა იგივე 4 სოფელში 50-მდე ადამიანი. გაგრძელდა ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში. იმედი მაქვს, თანდათან ეს მოიმატებს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპი დაეცა. ვინც იყო მოტივირებული, მოვიდნენ და აიცრნენ. ახლა მეორე ნაბიჯია, რაც ახლა კეთდება, მივიდეთ ადამიანებამდე და მესამე პირდაპირი ან არაპირდაპირი მანდატორიზმი. რაც შეეხება წამახალისებელ ლატარიას, გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, დიდი სტიმული მისცა, ასე ნამდვილად არა. რაც შეეხება ახალ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, ეს ძირითადად არის სოფლის მოსახლეობაზე გათვლილი. 10 დღე უნდა დაველოდოთ ამ მარათონის შედეგებს და შემდეგ ვნახოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 კოვიდინფიცირებული. 19 ოქტომბერს მხოლოდ 5 543 ადამიანი აიცრა. 20 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 926 893 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 015 699 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %. სრულად ვაქცინირებულია 910 782 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.9%. 18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი. 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა. 16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843.13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე, კიდევ ერთი ბრალდებული დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე უკვე დაკავებულია სამი მოქალაქე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. "მსჯავრდებულის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში. მათი თქმით, "აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება".

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთი მიწისძვრის შესახებ იუწყება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.

მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევას დათანხმდა, თუმცა შიმშილობას კვლავ აგრძელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. ამის შესახებ სააკაშვილი ის წერილში წერს, რომელიც ჟურნალისტებს ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. "ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ არ დაშავებულიყო. ასევე, მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლოდ, დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ, დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე. სანამ დაპატიმრებული ვარ, არ მივიღებ საკვებს არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც შეზღუდულად, მაგრამ მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს", - წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მასთან შეხვედრის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი უკვე 20 დღეა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა. „გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ექიმის განმარტებით, იმისთვის, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს, სააკაშვილის თანხმობაა საჭირო. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ხვალ დილით მოინახულებს და გადაწყვეტილებას გააცნობს. თანხმობის შემთხვევაში, მისი ჰოსპიტალიზაცია შაბათს, ან კვირას მოხდება "ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, შესაბამისი სამედიცინო პერსონალი ადგილზე იყოს მობილიზებული, რათა მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილს ანალიზები ყოველდღიურად ჩაუტარდება. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, პატიმარს თანხმობის გარეშე სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ საღ გონებაზეა და საკუთარი ნების დაფიქსირება შეუძლია. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ პაციენტი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში ექიმები ვალდებულები არიან, მას სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

განათლების მინისტრის მოადგილე: 100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, დღეის მონაცემებით, 100-ზე მეტი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. მისივე თქმით, სტატისტიკა პერიოდულად ახლდება. „როგორც იცით, ახლდება სტატისტიკა და ყოველ პარასკევს არის ხოლმე განახლებული ინფორმაცია. ორ დღეში კიდევ განახლდება. იცით, რომ დღეისთვის 100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი არის დისტანციურ რეჟიმში. მართვა გრძელდება წერტილოვნად. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაცია და კვირაში ერთხელ ეს ინფორმაცია არის გაზიარებული საჯაროდ“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა. 5 219 ახალი ინფიცირებული, 42 გარდაცვლილი და ინფიცირების 46 872 მიმდინარე აქტიური შემთხვევა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კმ-ში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. „დღეს, თბილისის დროით 08:45 საათზე, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კმ_ში, მოხდა 4.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-დან 95%-მდე რომ ავიყვანოთ, დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს დაზოგავს

პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-დან 95%-მდე რომ ავიყვანოთ, ეს ხომ ყველაზე მარტივია, ამას არც ანტივაქსერობა სჭირდება და არც „ვაქსერობა“, ეს დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს დაზოგავს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ვითარება შედარებით უკეთესია. „რატომ გვაქვს დღეს აჭარაში შედარებით მშვიდი სიტუაცია 5 000 ახალი შემთხვევის ფონზე? იმიტომ, რომ აჭარა, ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ, მეორეა და ბათუმმა უკვე მიაღწია 60%-იან ნიშნულს. თბილისი უახლოვდება ამას - თბილისში მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადი აცრის მაჩვენებელი 54%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონები 30%-ზე არიან, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა. მოგეხსენებათ, პატარა რეგიონია, 37%-ზეა ასული. 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების გადათვლით, თბილისი და აჭარა უკვე შედარებით უკეთეს სიტუაციაში არიან“, - განაცხადა გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 კოვიდინფიცირებული. 19 ოქტომბერს მხოლოდ 5 543 ადამიანი აიცრა. 20 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 926 893 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 015 699 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %. სრულად ვაქცინირებულია 910 782 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.9%. 18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი. 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა. 16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843.13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.

ამირან გამყრელიძე: საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული შეზღუდვების თაობაზე პაკეტი მომზადდეს. მისი თქმით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო. „პროგნოზი არ არის საიმედო. დღესაც გაიცა დავალებები, რომ მომზადდეს შემდგომი გადაწყვეტილებების პაკეტი. გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაცო საბჭო გადაწყვეტს“, - განაცხადა გამყრელიძემ. მან ასევე დაადასტურა, რომ შეზღუდვების დაწესების მომხრეა. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება, თუმცა როდის, ეს ამ ეტაპზე უცნობია. „დარწმუნებული იყავით, რომ ამოქმედდება, ვერ გეტყვით როდიდან. ზუსტ თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა „მწვანე პასპოტთან მიმართებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ვერ ხედავს

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ვერ ხედავს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰოსპიტალური სექტორში 9000-მდე საწოლია მობილიზებული, ასევე აცრილია მილიონამდე მოქალაქე და იმის ალბათობა, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ ძალიან დაბალია. ,,დღეს ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, გვაქვს 9000-მდე საწოლი და ვაქცინირებული მილიონამდე მოქალაქეა. იმის ალბათობა, რომ რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, არის ძალიან დაბალი. ეს უკვე თვალსაჩინოდ იკვეთება თბილისშიც და ბათუმშიც. ამდენად, ეს გვაძლევს საშუალებას არსებული რესურსით, რომელიც გვაქვს ჯანდაცვის სექტორში გავიაროთ ინფექციის მზარდი მატების პერიოდი, საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი: არის საშიშროება, რომ ზამთარში კვლავ საველე ჰოსპიტლების საჭიროება დადგეს

თამარ გაბუნია: სკოლებში ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვის მასწავლებლების 80% უნდა აიცრას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მასწავლებლების 65% აცრილია, თუმცა, სკოლებში ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვის საჭიროა, ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს. მინისტრისმოადგილისთქმითვე, ამეტაპზედისტანციურრეჟიმშისწავლებას 150 სკოლაგანაგრძობს. „ჯამურად მასწავლებლების ვაქცინაციის პროცენტი 65-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში უფრო მაღალია, ზოგიერთ სკოლაში შედარებით დაბალია. ეს მაჩვენებელი ცუდი არ არის, თუმცა, იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, ეს იყოს 80%-ზე მეტი. ახლა რაც შეეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, 150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდიალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, დაბალი პროცენტია, კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სკოლები ასე გახსნილად საკლასო სასწავლო რეჟიმში“, - განაცხადა გაბუნიამ.

19 ოქტომბერს 5 543 ადამიანი აიცრა

19 ოქტომბერს 5 543 ადამიანი აიცრა. 20 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 926 893 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 015 699 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %. სრულად ვაქცინირებულია 910 782 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.9%. 18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი. 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა. 16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837. ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 კოვიდინფიცირებული.

ლორენს მერედიტი: ევროკავშირი 80 000 მცირე და საშუალო ქართულ საწარმოს დაეხმარება

ევროკავშირის დაფინანსებით ხუთი ახალი პროექტი იწყება. ერთ-ერთი პროექტი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება. ამის შესახებ, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლორენს მერედიტმა განაცხადა. "პროექტის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება. ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა. ლორენს მერედიტი: საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება ევროკომისიის წარმომადგენელი: ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის და ადამიანის უფლებათა სფეროში

ლორენს მერედიტი: საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება, მათ შორი შავზღვასთან დაკავშირებული პროექტი. ამის შესახებ, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლორენს მერედიტმა განაცხადა. დღეს ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმერეთსა და აჭარაში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს დაათვალიერებენ და სოფლის განვითარებას, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას და გარემოს დაცვით თემებს განიხილავენ. „ჩემი ვიზიტის ფარგლებში დაწყებული პროექტებიდან პირველი ეხება შავ ზღვას, სადაც განვიხილავთ კავშირების განვითარებას. რაც შეეხება ციფრულ წიგნიერებას, ჩვენ დავეხმარებით 1 000 სასოფლო თემს, მიიღოს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მოჰყვება გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპს და ამას აკეთებს ინკლუზიურად, მოქალაქეებს ორიენტირებული გზით. კიდევ ერთი პროექტი კი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება, რის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება. ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა.

თამარ გაბუნია: კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია, რაც გარკვეულწილად, ვაქცინაციის ფონიდან გამომდინარეობს

კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია, რაც გარკვეულწილად, ვაქცინაციის ფონიდან გამომდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე შესაძლოა, შემთხვევები შედარებით მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება. ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 12-ია, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს გვქონდა. დაახლოებით, 9 000-მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მე-4 ტალღის შუა პერიოდში, პიკურ პერიოდში, მობილიზებული დარჩა, აქედან დაკავებულია 5 679, დანარჩენი თავისუფალია. უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდი არის თბილისში და აჭარაში, რადგან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე დღეს, თბილისში და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია. ამდენად, ამ საწოლფონდს სხვა რეგიონებისთვის ვიყენებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, საწოლფონდი თავისუფალი თბილისსა და აჭარაშია, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მდგომარობით აქტიური შემთხვევა 46 872-ს შეადგენს, აქედან 5 679 პაციენტი, ანუ საერთო შემთხვევების 12% მკურნალობს ჰოსპიტალში 1 300 პაციენტი კი კოვიდსასტუმროებშია, დანარჩენი ბინაზე რჩება და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მძიმე პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჟანგბადი სჭირდება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 1 300-ს შეადგენს, აქედან რეანიმაციაშია 269 პაციენტი. „ვაქცინაციის ე.წ. მარათონი ორშაბათიდან 50 შერჩეულ სოფელში დაიწყო, აქტიურობა არის რიგ სოფლებში, ზოგან - ნაკლები, ზოგან - მეტი, საბოლოო ჯამში, გუშინ, გასული დღის განმავლობაში დაფიქსირდა 5 500-მდე აცრა, რაც კვლავაც დაბალი მაჩვენებლია და მთავარი პრიორიტეტი ახლა ისევ ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.