თეგი: აქციები
BBC-ის ცნობით, რუსეთის 37 ქალაქში, ომის საწინააღმდეგო აქციებზე 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში პოლიციამ 800-ზე მეტი ადამიანი დააკავა. BBC-ის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ OVD-Info, რომელიც აკვირდება საპროტესტო აქციების დროს დაკავებებს, განაცხადა, რომ პოლიციამ 817 ადამიანი დემონსტრაციების დროს, რუსეთის 37 ქალაქში დააკავა. პოლიცია აცხადებს, როომ დაახლოებით 300 ადამიანი ქალაქის ცენტრში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. იუწყებიან, რომ მთლიანობაში, რუსეთში, საპროტესტო აქციებზე 14 611 ადამიანი დააკავეს. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმიდან დღემდე, 579 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 1002 ადამიანი. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი. დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერეს ოპერაციები რუსეთში.
ერევანში, დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და სამთავრობო შენობების შესასვლელები გადაკეტეს
ერევანში, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა, რომლებიც ითხოვენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას, 24 მაისს საპროტესტო აქციის დროს გადაკეტეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობის შესასვლელები. ინფორმაციას Facebook-ზე ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციური ბლოკიდან "სომხეთი" იშხან საღათელიანი ავრეცელებს. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე მონაწილე დააკავეს აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლასა და გასვლას უშლიან. აქტივისტები სკანდირებენ „სომხეთი ნიკოლას გარეშე“ და „სომხეთი თურქების გარეშე“. საღათელიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შეკრებილ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მათ „არ აქვთ ლეგიტიმური უფლება“ იმუშაონ დეპარტამენტში, რადგან ეს „მტერი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება“. შეგახსენებთ, რომ ერევანში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციები 1-ელი მაისიდან თითქმის ყოველდღე იმართება. მანამდე აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მოძრაობა გადაკეტეს.
1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის
დივიდენდების გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „გაზპრომის“ აქციების ღირებულება 32%-ით დაეცა. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა კომპანიის წარმომადგენლის სერგეი კუპრინოვის ცნობით, „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ₽1,244 ტრილიონის დივიდენდის გაცემის შესახებ, აქციონერებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი გადაწყვეტილებით, შექმნილ ვითარებაში 2021 წლის დივიდენდების გაცემა არამიზანშეზონილია. ამ გადაწყვეტილებას, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა და რუსული ენერგოგიგანტის აქციები მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ცნობისათვის, 1998 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომპანიის აქციონერებმა დივიდენდების გადახდას მხარი არ დაუჭირეს.
აქციის მონაწილეებმა შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრის სახლი დაწვეს
შრი-ლანკის უდიდეს ქალაქში, კოლომბოში, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემესინგეს სახლში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ BBC მისი ოფისის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება. შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი თანახმაა, პროტესტის ფონზე გადადგეს თავად ვიკრემესინგეს ადგილსამყოფელი უცნობია. მანამდე მან თანამდებობის დატოვების მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა ათასობით მომიტინგის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში შეჭრა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.
ილონ მასკმა Tesla-ს $6.9 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა
კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა 2022 წლის 5-დან 9 აგვისტომდე კომპანიის 7,9 მილიონი აქცია გაყიდა, რომლის ღირებულებაც $6,9 შეადგენს. $43 მილიარდად გაყიდვის შესახებ ილონ მასკის შეთავაზებას, Twitter-ი განიხილავს - WSJ Bloomberg-ის ცნობით, ილონ მასკმა კომპანიის აქციები იმ შემთხვევისთვის გაყიდა, თუ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვა მოუწევს. თავის ტვიტერზე მასკმა დაწერა, რომ Tesla-ს აქციებს უკან იყიდის, თუ სოციალურ ქსელთან გარიგება საბოლოოდ არ შესრულდება. 8 ივლისს მასკმა Twitter-ის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ Twitter-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა. ამის შემდეგ Twitter-მა მასკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სოციალურმა ქსელმა მას გარიგების დახურვა მოსთხოვა. გასულ კვირას მასკმა, თავის მხრივ, შემაგებებელი სარჩელი შეიტანა და ბიზნესმენმა გარიგების განახლების პირობა დაასახელა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ანტისამობილიზაციო აქციების მონაწილეთა დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს. რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო ბოლო ინფორმაციით, არბატი შემოსაზღვრულია, დაკავებები ასევე მიმდინარეობს პუშკინსკაიას მოედანზე. დაკავებები დაიწყო სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც აქციაზე ასობით ადამიანი გავიდა. საერთო ჯამში, დაახლოებით ამ მომენტში რუსეთის ქალაქებში დააკავეს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების 370-მდე მონაწილე. აქედან: 96 - სანკტ-პეტერბურგში, 89 - მოსკოვში და 45 - ეკატერინბურგში. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე, 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
უკრაინის ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, რუსეთის ქალაქებში 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, იუწყება OVD-Info. მოსკოვის დროით 19:06 საათისთვის პროექტი, რუსეთის 32 ქალაქში 707 დაკავებულის შესახებ იუწყებოდა. OVD-Info-ს ცნობით, მოსკოვში (300-ზე მეტი ადამიანი), სანკტ-პეტერბურგში (100-ზე მეტი) და ნოვოსიბირსკში (დაახლოებით 70) ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციები, რუსეთის ქალაქებში 21 სექტემბერს დაიწყო. 1 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ებრაჰიმ რაისის თქმით, ირანი ბოლო პერიოდში, ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ, გადამწყვეტად იმოქმედებს
ირანის რეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ირანი გადამწყვეტად უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში ქვეყანა მოიცვა. Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს. სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ერთკვირიანი არეულობის დროს, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ცნობები არ გამოქვეყნებულა. ცნობისთვის, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.
Reuters: მოლდოვაში, აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ
მოლდოვის დედაქალაქში შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა, ქვეყნის პროდასავლური მთავრობის გადაყენება მოითხოვა. Reuters-ის ცნობით, მიზეზი ბუნებრივი აირის ფასები და ინფლაციაა. რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს - მაია სანდუ მაია სანდუმ არაერთხელ დაგმო მოსკოვის ქმედებები უკრაინაში, ის ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას ცდილობს. პარასკევს, მოლდოვურმა რეგულატორმა შინამეურნეობებისთვის ფასები 27% -ით გაზარდა. პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების დახმარებაზე. „ქვეყანისა და ხალხის პრობლემები ქუჩაში არ მოგვარდება. ჩვენ ვცდილობთ, მოვაგვაროთ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების პრობლემები“, - აცხადებს ქვეყნის პრემიერი. Reuters-ი წერს, რომ საპროტესტო აქციები ბიზნესმენ, ილან შორის (2015-2019 წლებში, ქალაქ ორჰეის მერი) ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც თაღლითობისთვის, ერთი მილიარდი დოლარის საბანკო სკანდალთან დაკავშირებით არის გასამართლებული. ამავე საქმეზე, მთავარი ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი, ვლად პლახოტნიუკია, რომელმაც მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.
ირანში, კვლავ საპროტესტო აქციებმა იფეთქა
ხანმოკლე სიმშვიდის შემდეგ, ირანი, ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, კვლავ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თეირანში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ამოქმედდა. ირანის დედაქალაქში ქუჩის საპროტესტო აქციები ძირითადად უნივერსიტეტებისა და ლიცეუმების ტერიტორიებზე მოწყობილმა დემონსტრაციებმა შეცვალა. თუმცა, 8 ოქტომბერს აქციის მონაწილეები კვლავ თეირანის ქუჩებში გამოვიდნენ. „დედაქალაქის ცენტრალურ მოედანთან საპროტესტო აქციები გაიმართა ველიასრის, ჯუმჰურის, მეტრო შერიფისა და კეშავერცის ქუჩებზე, დანიშკუს პარკში, ინკილაპის მოედანთან და ქალაქის სხვა რაიონებში. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. ირანის უსაფრთხოების ძალებმა პროტესტანტებს ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებითა და რეზინის ტყვიებით უპასუხეს“, - წერს მედია. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს ალბორზის პროვინციაში, ქალაქ ყარეჯში, ხარეზმის უნივერსიტეტის კამპუსთან, პარალელურად, აქცია გამართეს ზეჰრას უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირანი მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. გოგო, რომელიც 13 სექტემბერს ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. საპასუხოდ, ირანის ათობით ქალაქის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა. სახელმწიფო ტელევიზიის 24 სექტემბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციებში, რომლებიც ძალადობრივ აქტებში გადაიზარდა. ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია (IHR) იტყობინება 154 გარდაცვალების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ინციდენტების დროს ათასობით ადამიანი დააკავეს.
მედია: უშიშროების ძალების მიერ 16 წლის გოგოს მკვლელობამ, ირანში ახალი პროტესტი გამოიწვია
ირანში, 16 წლის ასრა პანაჰის მკვლელობის გამო, საპროტესტო აქციების ახალი რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ ბრიტანული Guardian-ი წერს. ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ასრა პანაჰი, ირანის უსაფრთხოების ძალებმა ხელისუფლების მხარდასაჭერი სიმღერის შესრულებაზე უარის თქმის გამო, სკოლაში სცემეს. შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა. ირანში, კვლავ საპროტესტო აქციებმა იფეთქა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ქალაქ არდაბილის ერთ-ერთ ქალთა სკოლაში მივიდნენ მოთხოვნით, რომ მოსწავლეებს სამთავრობო აქციაში მონაწილეობა მიეღოთ და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პატივსაცემად სიმღერა ემღერათ. ირანში, საპროტესტო აქციის დროს, დაღუპულთა რიცხვი 201-მდე გაიზარდა ზოგიერთმა სკოლის მოსწავლემ ამაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პოლიციამ მათი ცემა დაიწყო. 10 მოსწავლე საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ერთი გარდაიცვალა. ირანის ოფიციალური პირები აცახდებენ, რომ 16 წლის ასრა პანაჰის სიკვდილში ხელისუფლრბის წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით.