თეგი: კიმ ჩენ ინი
კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღე მიულოცა და მოსკოვის მიმართ "მტკიცე სოლიდარობა" გამოხატა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. "ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა სტაბილურად განვითარდება", - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი. ცნობისთვის, გუშინ მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა. რუსეთში 9 მაისს, ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა
კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ უბედურებას უწოდებს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურებას უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. „ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს“, - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა
ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდებზე: მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სეულში, ვიდრე იაპონიაში გაემგზავრებოდა, როგორც პრეზიდენტის პირველი აზიური მოგზაურობის ნაწილი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: „გამარჯობა... წერტილი“, ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს ვიზიტის ბოლო დღეს, კვირას, სამხრეთ კორეაში განუცხადა. ბაიდენმა თქვა, რომ არ აწუხებს" ჩრდილოეთ კორეის ახალი სარაკეტო გამოცდები.„ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს”, - განაცხადა ბაიდენმა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი სეულში ვიზიტისას კორეის რესპუბლიკის (ROK) პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს შეხვდა. ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება, გააძლიეროს აშშ-სამხრეთ კორეის ალიანსი და გააფართოოს მისი ფოკუსი კორეის ნახევარკუნძულის მიღმა გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის მიმართ საფრთხეებზე, როგორიცაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ორი ლიდერი ერთგულია გადაწყვეტილების, გაზარდონ თანამშრომლობა პრიორიტეტული საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის კრიტიკულ ტექნოლოგიებზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, გლობალურ ჯანმრთელობასა და კლიმატის ცვლილებაზე. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს მათი საერთო რწმენა კონსტიტუციური დემოკრატიის და ინდივიდუალური უფლებების პატივისცემისადმი, ასევემ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაძლიერების მნიშვნელობაზე. ასევე - გააძლიერონ შეკავება და უზრუნველყონ მჭიდრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (DPRK) მიერ წარმოქმნილი საფრთხის მოსაგვარებლად. ორივე ლიდერმა გაიზიარა შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკაში COVID19-ის სწრაფი გავრცელების შესახებ და გამოხატეს მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დახმარების გაწევისთვის. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ განიხილავენ გაფართოებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად იმ დროს, როდესაც ამ საკითხში რეალური დიპლომატიის მცირე იმედი არსებობს.
კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებისთვის მზადაა
"ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ძალების მობილიზებისთვის მზადაა", - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ომის საიუბილეო ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც BBC წერს, კიმ ჩინ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის გაძლიერება "გადაუდებელი ისტორიული ამოცანაა". „სრულ მზადყოფნაში ვართ, ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის. აშშ ცდილობს, ჩრდილოეთ კორეის რეგულარული სამხედრო წვრთნები არასწორად წარმოაჩინოს, როგორც პროვოკაცია", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ბირთვული გამოცდა 2017 წელს ჩაატარა. ასევე წაიკითხეთ: ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა
კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეამ COVID19 დაამარცხა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ COVID19 დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოკორეულ მედიაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეამ COVID19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურა „სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა - 74 ადამიანი - უპრეცედენტო სასწაულია, სხვა ქვეყნებთან შედარებით“, - ამბობს ერთ-ერთი ჩრდილოკორეელი მაღალჩინოსანი. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების გაფართოება სურს
რუსეთი პირობას დებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში წერს და ქვეყნის განთავისუფლების დღეს ულოცავს. „ჩემი ნაბიჯი ორი ქვეყნის ინტერესებს პასუხობს. ჩემი მიზანია, დაკმაყოფილდეს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესები და წვლილი შევიტანოთ კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“, - წერს პუტინი. პუტინისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში კი, კიმ ჩენ ინი წერს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მეგობრობას საფუძველი, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაზე გამარჯვებით ჩაეყარა. უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა 13 ივლისს რუსულმა მედიამ, ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერს: თქვენთან ერთად შევქმნი უფრო მშვენიერ მომავალს
"ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინგს კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით არჩევა მიულოცა. "თქვენთან ერთად, შევქმნი ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის უფრო მშვენიერ მომავალს. ჩვენი ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ", - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი. შეგახსენებთ, რომ პეკინში, კომუნისტური პარტიის კონგრესმა გენერალურ მდივნად, მესამე ვადით, სი ძინპინი რამდენიმე დღის წინ აირჩიეს. ძინპინი თანამდებობაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება.
კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზანი დაასახელა
კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზანი დაასახელა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მთავარი მიზანია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბირთვული და სტრატეგიული ძალების ფლობა. კიმ ჩენ ინი სამხედრო პერსონალის, მეცნიერებისა და ტექნიკოსების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომლებიც Hwaseong-17-ის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის ბოლო გაშვებაში მონაწილეობდნენ. თავის გამოსვლაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, მიუთითა 18 ნოემბერს გაშვებულ Hwaseong-17-ის რაკეტაზე და განაცხადა, რომ ეს „მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სტრატეგიული იარაღია“. მან აღნიშნა, რომ Hwaseong-17-ის რაკეტის შექმნით დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ კორეას, შესწევს უნარი, რომ მსოფლიოში უძლიერესი არმია შექმნას. „ჩვენი საბოლოო მიზანია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სტრატეგიული ძალების შექმნა“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.
მედია: ჩრდილოეთ კორეაში ორი მოზარდი, სამხრეთ კორეული ფილმების გავრცელების გამო, სიკვდილით დასაჯეს
ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ სამი მოზარდი სიკვდილით საჯაროდ დასაჯა. ამის შესახებ dailymail წყაროებზე დაყრდნობით წერს. ორი მოზარდი სამხრეთ კორეული ფილმების ყურებისა და გავრცელებისთვის, ხოლო ერთი დედინაცვალის მკვლელობისთვის გასამართლდა. წყაროს ცნობით მოზარდები სიკვდილით, ოქტომბერში აეროდრომზე დასაჯეს.
კიმ ჩენ ინი და შოიგუ გაეროს რეზოლუციებით აკრძალული რაკეტების ფონზე - ფოტო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს თავდაცვის გამოფენაზე უმასპინძლა. მედიის ყურადღება მიიპყრო გამოფენაზე წარმოდგენილმა ბალისტიკურმა რაკეტებმა, რომლებიც გაეროს რეზოლუციებით არის აკრძალულია. ეს რეზოლუციები რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით მიიღეს. ახლა კი მის ფონზე რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა კავშირების გაღრმავების პირობას დებდნენ. შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მინისტრია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ჩავიდა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ შოიგუმ კიმ ჩენ ინს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წერილი გადასცა. მან პუტინს მადლობა გადაუხადა შოიგუს ხელმძღვანელობით სამხედრო დელეგაციის გაგზავნისთვის და განაცხადა, რომ ამ ვიზიტმა გააღრმავა „სტრატეგიული და ტრადიციული" ურთიერთობები ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის. ექსპერტების შეფასებით, შოიგუს გამოჩენა გამოფენაზე, ძალიან „ამბივალენტური ჟესტია“ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ფორმალურად რჩება ვალდებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიმართ, რომლებიც კრძალავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს.
კიმ ჩენ ინმა „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა და გენშტაბის უფროსი შეცვალა
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით „ომისთვის მზადების გაძლიერებაზე“ იმსჯელა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ არმიის უფრო ძლიერი საშუალებებით აღჭურვაა საჭირო, რომ მტრის სამხედრო ძალა შეაჩეროს და ომის შემთხვევაში გაანადგუროს. კიმ ჩენ ინმა არმიის გენერალური შტაბის უფროსიც შეცვალა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოუწოდა „სამხედრო ინდუსტრიას“, დააჩქარონ სხვადასხვა ტიპის იარაღისა და აღჭურვილობის მასობრივი წარმოება.“
კიმ ჩენ ინი ფრთოსანი რაკეტების გამოცდას დაესწრო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების საცდელ გაშვებას დაესწრო. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის ხმა სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ფხენიანი ამ წვრთნებს გმობს და „შეჭრის რეპეტიციად“ აფასებს. სარაკეტო გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში რაკეტის ტექნოლოგიის ტიპი ან საცდელი გაშვების დრო მითითებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ რაკეტებმა „სწრაფად, შეცდომის გარეშე დაარტყეს სამიზნეებს.“ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების საცდელი გასროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე სამი დღით ადრე, აშშ-მ სამხრეთ კორეამ და იაპონიამ პირველი სამმხრივი სამიტი გამართეს, რომლის დროსაც გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოეთ კორეის მზარდი ბირთვული საფრთხის დასაძლევად ერთად იმუშავებენ.
New York Times: ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი შეხვედრას რუსეთში გამართავენ
ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში გამართავენ შეხვედრას. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, ლიდერები 10-13 სექტემბერს, ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართავენ მოლაპარაკებებს. მოსალოდნელია რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში საკუთარი ბრონირებული მატარებლით ჩავა. ამასთან, წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ლიდერი შესაძლოა, მოსკოვსაც ეწვიოს. მედიის ცნობით, ლიდერები განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის, უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, იარაღის მიწოდების და სამხედრო თანამშრომლობის სხვა საკითხებს. გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებაზე ისაუბრებენ. ჩრდილოეთ კორეა რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელოდება. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სტუმრობდა. კიმ ჩენ ინი და შოიგუ გაეროს რეზოლუციებით აკრძალული რაკეტების ფონზე - ფოტო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში საკუთარი მატარებლით 2019 წელსაც ჩავიდა. ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სამიტი 25 აპრილს გაიმართა. ეს კიმ ჩენ ინის ძალაუფლებაში მისვლის შემდეგ რუსეთში პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო. ბლინკენი შოიგუს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტზე: რუსეთი უიმედოდ ეძებს იარაღს
კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში დღეს, 12 სექტემბერს ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედროებმა რეგულარულ ბრიფინგზე განაცხადეს. ჩრდილოეთის კორეის სახელმწიფო მედია წერს, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში თავისი პირადი მატარებლით, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანხლებით გაემგზავრა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა იქნება. საჭიროების შემთხვევაში, აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომზე შეხვდნენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინს შორის ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ მოკლე საუბარი შედგა. რუსული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის. „გმადლობთ, რომ მოგვიწვიეთ, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა,“ – განაცხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისას. პუტინი კოსმოდრომზე პრიმორიედან ჩაფრინდა, სადაც აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კოსმოსური თანამგზავრების აგებაში დაეხმარება. კითხვას: „დაეხმარება თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თანამგზავრების აგებაში", პუტინმა უპასუხა: „სწორედ ამიტომ მოვედით აქ. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი დიდ ინტერესს იჩენს სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართ, ისინი ცდილობენ განავითარონ კოსმოსი. ჩვენ მათ ჩვენს ახალ ობიექტებს ვაჩვენებთ". განიხილება თუ არა მოლაპარაკებებზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. „ყველა საკითხზე აუჩქარებლად ვისაუბრებთ. დრო არის,“ - უპასუხა პუტინმა.
ფხენიანი ამტკიცებს, რომ მზვერავი თანამგზავრიდან თეთრ სახლს და პენტაგონს ფოტოები გადაუღო
ჩრდილოეთ კორეის აეროკოსმოსური ტექნიკის მთავარმა სამმართველომ გამოცდის შედეგები მოახსენა. სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინს გადასცეს მზვერავი თანამგზავრიდან 25-27 ნოემბერს გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია იტალიის დედაქალაქი რომი, ამერიკული სამხედრო ბაზები კუნძულ გუამსა და ვირჯინიის შტატში, ასევე, ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლი და პენტაგონი. ოფიციალურ შეტყობინებას საილუსტრაციოდ არცერთი ფოტოც ერთვის. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის თანახმად, ამერიკის ვირჯინიის შტატში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზა „ნორფოლკსა“ და გემთმშენებელ ქარხანა „ნიუპორტში“ აღმოჩენილია 4 ამერიკული ატომური ავიამზიდი და 1 ბრიტანული გემი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე. ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს
პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ სულ მცირე 5 წელი გეგმავს - მედია
Nikkei Asia-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მარტში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს. გამოცემის ცნობით, პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. „"ხუთწლიანი ომის" შესახებ პუტინის სიტყვების შემდეგ, ჩინეთმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სი ძინპინის ამბიციებზე ჩინეთის ლიდერის პოსტზე მისი მესამე ვადის განმავლობაში, კერძოდ, საუბარია, ტაივანის ანექსიაზე,“ - წერს მედია. მისივე თანახმად, პუტინის განცხადების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მზადყოფნის სიგნალების შესახებ ცნობების დაუფიქრებლად მიღება არ უნდა მოხდეს. „პუტინს შეიძლება უბრალოდ სურდეს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნას ილუზია, რომ ის მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, რადგან თვლის, რომ ასეთი ატმოსფერო მის სასარგებლოდ იმოქმედებს კენჭისყრის დროს,“ - წერია სტატიაში.
სამხრეთ კორეის დაზვერვა კიმ ჩენ ინის სავარაუდოდ მემკვიდრედ მის ქალიშვილს მიიჩნევს
სამხრეთ კორეა კიმ ჩენ ინის ქალიშვილს მის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევს. სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კიმ ჩენ ინის შესაძლო მემკვიდრის შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა. 10 წლის ჯუ აე მამასთან ერთად აქტიურად ესწრება სამხედრო აღლუმებს და სამხედრო ტესტირებებს. კიმ ჩენ ინის მამა კიმ ჩენ ირი ქვეყანას 1994 წლიდან მართავდა. ის 2011 წელს გარდაიცვალა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კიმ ჩენ ინის რეჟიმის პირობებში ჩრდილოეთკორეელები არიან „ადამიანის უფლებების სისტემატური, ფართოდ გავრცელებული და ყოვლისმომცველი დარღვევის მსხვერპლები“, ხოლო რეჟიმი ცდილობს „მისი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტის დამორჩილებასა და მათ შინაგან ტერორს ახორციელებს“
კიმ ჩენ ინს დღეს, სავარაუდოდ, 40 წელი შეუსრულდა - Reuters
კიმ ჩენ ინის დაბადების დღედ 8 იანვარი ითვლება, თუმცა მის რეჟიმს ეს თარიღი არასოდეს დაუდასტურებია. აშშ-ის მთავრობამ მის დაბადების წლად 1984 წელი დაასახელა, რის მიხედვითაც, ჩრდილოთ კორეის ლიდერს 40 წელი შეუსრულდა. Reuters-ი წერს, რომ კიმ ჩენ ინის წინამორბედი მმართველების, მისი მამისა და ბაბუის დაბადების დღეები ავტორიტარულ სახელმწიფოში ეროვნულ დღესასწაულებ არის გამოცხადებული, თუმცა მოქმედლი ლიდერის სავარაუდო დაბადების თარიღს მედიაც არ მოიხსენიებს. ყველაზე ახლოს ჩრდილოეთ კორეაში, ლიდერის დაბადების დღის თარიღზე 2020 წლის იანვარში მიანიშნეს. მაშინ ფხენიანმა აღიარა, რომ კიმ ჩენ ინმა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან დაბადების დღის მილოცვა მიიღო, თუმცა, ზუსტი თარიღი არ უხსენებიათ. წელს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ აჩვენა კადრები, რომლის მიხედვით კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან და მაღალჩინოსნებთან ერთად ქათმის ფერმას სტუმრობდა.
კიმ ჩენ ინი: უყოყმანოდ გამოვიყენებთ მთელ ჩვენს ძალას მტრის გასაცამტვერებლად
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანა უყოყმანოდ გამოიყენებს მთელ თავის სამხედრო ძალას მტრების გასანადგურებლად, თუ რომელიმე მათგანი ძალას გამოიყენებს მის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, არასოდეს გამართავს დიალოგს ან მოლაპარაკებებს სამხრეთ კორეასთან, რომელიც მისი ქვეყნის „ნომერ პირველი მტერია“ და ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი სამხედრო მზადყოფნის პოლიტიკა ერთადერთი გზაა ჩრდილოეთ კორეისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ეს კომენტარი თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის დროს განაცხადა. „თუ მტრები შეეცდებიან ძალის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ მივიღებთ გაბედულ გადაწყვეტილებას, შევცვალოთ ისტორია და უყოყმანოდ გამოვიყენოთ მთელი ჩვენი სუპერ ძალა მათ გასაცამტვერებლად“, - ციტირებს KCNA-ი კომ ჩენ ინის სიტყვებს.
კიმ ჩენ ინი: ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმის გამო სამძიმარს უცხადებს. ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, კიმმა „ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუცხადა“ ვლადიმერ პუტინს, რუს ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს „მოსკოვის ოლქში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ტერაქტის შედეგად გამოწვეული მძიმე მსხვერპლის გამო.“ კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება "ყველა სახის ტერორიზმს და ვერაფერი გაამართლებს საშინელ ტერორიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს". „ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას,“ - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. შეგახსენებთ, მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოთხი ადამიანი უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა. BBC: Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია BBC ამერიკულ CBS-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) სურდა რუსეთისთვის დარტყმის მიყენება. თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა