თეგი: სოჭი
კრემლი: პუტინი და ერდოღანი სოჭში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდორანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭის შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამის შესახებ, თურქული დროენების Bayraktar TB2-ის შესაძლო ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. რუსეთის ელჩმა ანკარაში, პუტინსა და ერდოღანს შორის სოჭში მოლაპარაკების შესაძლო თემები დაასახელა „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი მუდმივად არის ორი ქვეყნის დღის წესრიგში“, - განაცახდა პესკოვმა. მისი თქმით, მხარეებს შორის ბოლო კონტაქტისას, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი აქტუალური იყო. „როგორც წესი, თურქეთის და რუსეთის ლიდერების ყველა შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხის ყველა ასპექტი განიხილება“, - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 5 აგვისტოს, სოჭშია დაგეგმილი.
ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა. ერდოღანი სოჭში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლიდერები ორმხრივი შეხვედრისას რეგიონულ, საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრებიან. დღეს ერდოღანი და პუტინი სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება ამასთან, მხარეებს შორის განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი, სირიის კრიზისი და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი. ცნობისთვის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო შეხვედრა 19 ივლისს თეირანში შედგა.
სოჭში რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
რუსული მედიის ცნობით, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევის შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა. თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ „უმაღლეს დონეზე რეგულარული დიალოგის გაგრძელებისას, დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყასიმ-ჟომართ თოყაევი სოჭში, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა.
სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა
სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. „აეროპორტის ტერიტორიაზე არაფერი არ იწვის, ამ ტერიტორიაზე დამხმარე შენობას გაუჩნდა ხანძარი, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ხანძარი ამ ეტაპზე უკვე ლოკალიზებულია.
სოჭის პორტის დირექტორი: „აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“
სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ კრემლის კონტროლირებად მედიას, სს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა. „ვიმედოვნებთ, რომ [მგზავრების გადაყვანა] აფხაზეთსა და საქართველოში შესაძლებელი გახდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, განზრახულია ამ გაზაფხულ სატვირთო გადაზიდვების დაწყება“, - განაცხადა ვლადიმეროვმა და აღნიშნა, რომ სოჭიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება. „ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნაზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ამ მიმართულებით შეძლებისდაგვარად განვვითარდეთ“, - დასძინა ვლადიმიროვმა. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ასევე ცნობილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის რემონტთან დაკავშირებით, რუსეთთან ავიამიმოსვლის დასაწყებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მედია: საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა
მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მეხუთე დღეს კრუიზი ბათუმის პორტშიც შევა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისს განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. 24 იანვრის განცხადებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭის პორტთან მოლაპარაკების არსებობა უარყო.
მედიის ცნობით, სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში შევიდა
მედიის ცნობით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმის პორტში შევიდა. მთავარი არხის ინფორმაციით, ადგილზე გასაპროტესტებლად მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ლელოდან.“ განახლება: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გემის შემოსვლა საქართველოს წყლებში კომერციული ხასიათისაა. „27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ს ტრაბზონიდან შემოვიდა. გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - აცხადებენ სააგენტოში. ცნობისთვის, საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელიც დღეს დილით ბათუმში შემოვიდა, 22 ივლისს სოჭიდან გამოვიდა. მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. 24 იანვრის განცხადებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭის პორტთან მოლაპარაკების არსებობა უარყო.
სოჭში, აეროპორტთან ახლოს დიზელის ავზი იწვის
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. „სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის ფართობი 96 კვადრატული მეტრია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, მომხდარის მიზეზები ზუსტდება“, - აცხადებს გუბერნატორი. ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად ევაკუაცია არ განხორციელებულა. ამასთან, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. რუსულმა მედიამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოჭში ნავთობბაზასა და აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. მომხდარის გამო აეროპორტს ფუნქციონირება არ შეუწყვიტავს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
მედია: სოჭში, რუსული ვერტმფრენების სადგომზე განხორციელებული დარტყმის უკან უკრაინის დაზვერვა დგას
უკრაინული მედია დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ სოჭში, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავდასხმა განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა ადლერის რაიონში ვერტმფრენების სადგომზე განხორციელდა და მის უკან დაზვერვის მთავარი სამმართველო დგას. დაახლოებით ამავე დროს, დრონებით თავდასხმა მოხდა სმოლენსკის ოლქზეც. რუსული მედიის ცნობით, სამიზნე სმოლენსკის საავიაციო ქარხანა იყო.
სოჭის ცაზე საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა - რუსეთი შავი ზღვის თავზე დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება - მედია
სოჭის მერმა, ალექსეი კოპაიგოროვსკიმ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადგილობრივმა საჰაერო თავდაცვამ დილით შავი ზღვის თავზე ორი დრონი ჩამოაგდო. კოპაიგოროვსკის თქმით, ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. „ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ არის. აეროპორტი და ყველა საკურორტო სისტემა ნორმალურად მუშაობს,“ - წერს სოჭის მერი. კრემლის მიერ მხარდამჭერმა რუსულმა ტელეგრამ არხმა Mash-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თითქოს ჩანს საჰაერო თავდაცვის მუშაობა ადლერზე, სოჭის ყველაზე სამხრეთ რაიონში. ადლერის მცხოვრებლების თქმით, რომელსაც Mash-ი ციტირებს, მათ გაიგეს ხუთი ან ექვსი აფეთქების ხმა, რასაც ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა. თუმცა, კოპაიგოროდსკის არაფერი უთქვამს თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ. ზოგიერთი წყაროს ცნობით, აფეთქებების ხმა ოლიმპიურ პარკთან და სოჭის ცენტრშიც კი ისმოდა. ამ ცნობას გამოცემა Осторожно, новости წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ორი დრონი ჩამოაგდეს. უკრაინული მედია წერს, რომ ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.